პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მთელი ერისთვის შეურაცხმყოფელი ბრალდებაა... ოსების არავითარ გენოციდს ადგილი არ ჰქონია" - დათო ტურაშვილი "ცხინვალი 1920-ის" გადაღებას აპროტესტებს
"ეს მთელი ერისთვის შეურაცხმყოფელი ბრალდებაა... ოსების არავითარ გენოციდს ადგილი არ ჰქონია" - დათო ტურაშვილი "ცხინვალი 1920-ის" გადაღებას აპროტესტებს

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ან­მა პა­სუ­ხი გას­ცეს ისეთ ცი­ლის­წა­მე­ბას, რაც მთე­ლი ერის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ბრალ­დე­ბაა. მე­ტიც, ვი­საც შე­უძ­ლია არ­გუ­მენ­ტებ­სა და ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ტყუ­ილ­სა და ცი­ლის­წა­მე­ბას და­უ­პი­რის­პირ­დეს, ეს უნდა გა­ა­კე­თოს კი­დეც”, - ასე აფა­სებს მწე­რა­ლი დათო ტუ­რაშ­ვი­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის, "ცხინ­ვა­ლი 1920"-ის გა­და­ღე­ბის იდე­ას და მი­იჩ­ნევს, რომ დო­კუ­მენ­ტუ­რი კი­ნოს ენა ხში­რად ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი და ძა­ლი­ან მა­სი­უ­რი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რე­ბე­ლია.

"1920 წელს მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბი რომ ეთ­ნო­კონ­ფლიქტს არ უკავ­შირ­დე­ბა, ამის დამ­ტკი­ცე­ბა, შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით, საკ­მა­ოდ ად­ვი­ლია და საბ­ჭო­თა რუ­სე­თი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, არა მხო­ლოდ ოსებს ან სომ­ხებს, თვი­თონ ქარ­თვე­ლებ­საც კი იყე­ნებ­და აქ­ტი­უ­რად და მა­შინ­დე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა მხო­ლოდ ბოლ­შე­ვიკ ოსებს უპი­რის­პირ­დე­ბო­და, არა­მედ იმ ბოლ­შე­ვიკ ქარ­თვე­ლებ­საც, ვინც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და საბ­ჭო­თა რუ­სეთ­თან ერ­თად და მათი და­ვა­ლე­ბით.

1921 წელს საბ­ჭო­თა რუ­სეთ­მა და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­დე­ბუ­ლი 1920 წლის 7 მა­ი­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­არ­ღვია და ნაც­ვლად მა­ნამ­დე წარ­მო­ე­ბუ­ლი აგენ­ტუ­რი ბრძო­ლი­სა, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­ო­კუ­პა­ციო ომი და­ი­წყო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ და წი­თე­ლი რუ­სე­თის ოთხი არ­მი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ოკუ­პა­ცი­ას, სამ­წუ­ხა­როდ, მალე სა­ქარ­თვე­ლოს ანექ­სი­აც მოჰ­ყვა. ეს არის სი­მარ­თლე" - აღ­ნიშ­ნავს მწე­რა­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სე­თი წლე­ბია ცდი­ლობს წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ 1920 წელს ქარ­თვე­ლებ­მა ოსებს ცხინ­ვალ­ში გე­ნო­ცი­დი მო­უ­წყეს.

"ცხა­დია, არა­ვი­თარ გე­ნო­ციდს აქ ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ეს იყო რუ­სე­ბის ხე­ლით, ფუ­ლი­თა და ია­რა­ღით მო­წყო­ბი­ლი ოსი ბოლ­შე­ვი­კე­ბის აჯან­ყე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი. რუ­სე­თი ცდი­ლობს, სა­კუ­თა­რი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ნა­რა­ტი­ვი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ავ­რცე­ლოს რო­გორც რუ­სეთ­სა თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე. ამის პა­სუ­ხად, ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბი და მკვლე­ვა­რე­ბი იღე­ბენ დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს, რო­მელ­შიც თავს მო­უყ­რი­ან მხო­ლოდ ფაქ­ტებს და ეც­დე­ბი­ან, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­არ­ქვან. ეს იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი პა­სუ­ხი რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე სი­მარ­თლის მი­ტა­ნის მცდე­ლო­ბა", - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
7

ერი ყვავ-ყორნის ფსიქოლოგიით!

qeTo
15

ისე, ახი კი იქნებოდა ამ ქურდებისათვის გენოციდი რომ მოგვეწყო! ერისაგან, რომელსაც ქურდის სახელი მიეკერება, სხვას რას უნდა ელოდე? იპარავს მიწას, იპარავს ისტორიას, იპარავს რელიგიას, იპარავს ადამიანებს, იპარავს სახლებს.... რამდენი ჩამოვთვალოთ?

ავტორი:

"ეს მთელი ერისთვის შეურაცხმყოფელი ბრალდებაა... ოსების არავითარ გენოციდს ადგილი არ ჰქონია" - დათო ტურაშვილი "ცხინვალი 1920-ის" გადაღებას აპროტესტებს

"ეს მთელი ერისთვის შეურაცხმყოფელი ბრალდებაა... ოსების არავითარ გენოციდს ადგილი არ ჰქონია" - დათო ტურაშვილი "ცხინვალი 1920-ის" გადაღებას აპროტესტებს

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა პასუხი გასცეს ისეთ ცილისწამებას, რაც მთელი ერისთვის შეურაცხმყოფელი ბრალდებაა. მეტიც, ვისაც შეუძლია არგუმენტებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, ტყუილსა და ცილისწამებას დაუპირისპირდეს, ეს უნდა გააკეთოს კიდეც”, - ასე აფასებს მწერალი დათო ტურაშვილი დოკუმენტური ფილმის, "ცხინვალი 1920"-ის გადაღების იდეას და მიიჩნევს, რომ დოკუმენტური კინოს ენა ხშირად ძალიან ეფექტური და ძალიან მასიური, პროფესიონალების შემთხვევაში კი, ძალიან დამაჯერებელია.

"1920 წელს მომხდარი მოვლენები რომ ეთნოკონფლიქტს არ უკავშირდება, ამის დამტკიცება, შესაბამის დოკუმენტებზე დაყრდნობით, საკმაოდ ადვილია და საბჭოთა რუსეთი, დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ, არა მხოლოდ ოსებს ან სომხებს, თვითონ ქართველებსაც კი იყენებდა აქტიურად და მაშინდელი დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ ბოლშევიკ ოსებს უპირისპირდებოდა, არამედ იმ ბოლშევიკ ქართველებსაც, ვინც დემოკრატიული საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა საბჭოთა რუსეთთან ერთად და მათი დავალებით.

1921 წელს საბჭოთა რუსეთმა დამოუკიდებელ საქართველოსთან დადებული 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება დაარღვია და ნაცვლად მანამდე წარმოებული აგენტური ბრძოლისა, ფართომასშტაბიანი საოკუპაციო ომი დაიწყო დემოკრატიული საქართველოს წინააღმდეგ და წითელი რუსეთის ოთხი არმიის მიერ განხორციელებულ ოკუპაციას, სამწუხაროდ, მალე საქართველოს ანექსიაც მოჰყვა. ეს არის სიმართლე" - აღნიშნავს მწერალი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი წლებია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ 1920 წელს ქართველებმა ოსებს ცხინვალში გენოციდი მოუწყეს.

"ცხადია, არავითარ გენოციდს აქ ადგილი არ ჰქონია. ეს იყო რუსების ხელით, ფულითა და იარაღით მოწყობილი ოსი ბოლშევიკების აჯანყება, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ იყო მიმართული. რუსეთი ცდილობს, საკუთარი პროპაგანდისტული ნარატივი მაქსიმალურად გაავრცელოს როგორც რუსეთსა თუ საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამის პასუხად, ქართველი ისტორიკოსები და მკვლევარები იღებენ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც თავს მოუყრიან მხოლოდ ფაქტებს და ეცდებიან, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან. ეს იქნება ერთგვარი პასუხი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ და საერთაშორისო საზოგადოებამდე სიმართლის მიტანის მცდელობა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"დეკანოზმა კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების თეორია... მეუფე იოანე გამრეკელის ქადაგება იყო პრობლემური " - ისრაელის ელჩის განცხადება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების მრჩეველი, პროფესორი გიორგი გაჩეჩილაძე გარდაიცვალა

"ადამიანები, რომლებმაც ბოლო ათი თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება, ვათენებთ და ვაღამებთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ" - რატიანი