პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფბა: კომუნიკაციების კომისიის ბრძოლა „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ, აზარალებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და იმიჯს
აფბა: კომუნიკაციების კომისიის ბრძოლა „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ, აზარალებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და იმიჯს

„ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცია - აფბა“, მო­უ­წო­დებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას შე­წყვი­ტოს ბრძო­ლა „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ წი­ნა­აღ­მდეგ, რათა კი­დევ უფრო მე­ტად არ და­ა­ზა­რა­ლოს ქვე­ყა­ნა უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის თვალ­ში. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბოლო პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თმა გავ­ლე­ნი­ან­მა უცხო­ელ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, დიპ­ლო­მატ­მა თუ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ საქ­მე­ზე. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი აცხა­დებ­და, რომ აკ­ვირ­დე­ბი­ან მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და ღიად მი­უ­თი­თებ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა თუ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ას, რომ მათ მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, „კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­თან“ მი­მარ­თე­ბა­ში, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აზა­რა­ლებ­და ბიზ­ნეს­გა­რე­მოს და უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბო­და ქვეყ­ნის სა­ინ­ვეს­ტი­ციო იმიჯ­ზე.

სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე, ასე­ვე საკ­მა­ოდ უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, პარ­ლა­მენ­ტის მიერ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტს, რაც კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გაზ­რდას გუ­ლის­ხმობ­და. აღ­ნიშ­ნულ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, „ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ“ არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მო­ვუ­წო­დებ­დით მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­სა და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს არ და­ეშ­ვათ მსგავ­სი სა­ხით კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, უამ­რა­ვი მი­თი­თე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო კა­ნონპ­რო­ექ­ტი, სა­დაც არ­სე­ბუ­ლი არა­ერ­თი პუნ­ქტი პირ­და­პირ ბიზ­ნე­სის წი­ნა­აღ­მდე­გაა მი­მარ­თუ­ლი, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის პრინ­ცი­პებს და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აზა­რა­ლებს ბიზ­ნეს­გა­რე­მოს.

კერ­ძოდ, კა­ნო­ნი ერ­თპი­როვ­ნულ და გა­ნუ­სა­ზღვრელ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს ანი­ჭებს კო­მი­სი­ას, რომ ჩა­ე­რი­ოს ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პი­რის ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და შე­უ­ზღუ­დოს სა­მე­წარ­მეო თა­ვი­სუფ­ლე­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნის შემ­დეგ, ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პირი ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის ან/და კო­მი­სი­ის თან­ხმო­ბას სა­ჭი­რო­ებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ექ­ცე­ვა თუ არა ასე­თი ქმე­დე­ბა აღ­სას­რუ­ლე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის (რომ­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლა­დაც და­ი­ნიშ­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი) ფარ­გლებ­ში.

ასე­ვე, სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თველს კა­ნო­ნით შე­უ­სა­ბა­მოდ ფარ­თო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი აქვს დად­გე­ნი­ლი: და­ნიშ­ნოს ან/და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პი­რის დი­რექ­ტორ(ებ)ი, სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევრ(ებ)ი, ავ­ტო­რი­ზე­ბულ პირს შე­უ­ჩე­როს, ან შე­უ­ზღუ­დოს მო­გე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა, დი­ვი­დენ­დე­ბი­სა და პრე­მი­ე­ბის გა­ცე­მა, ხელ­ფა­სე­ბის გაზ­რდა. ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ასე­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი არც კონ­ცენ­ტრა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის და არც სპე­ცი­ფი­კუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ, კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მი­ზანს არ ემ­სა­ხუ­რე­ბა. კა­ნონ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ და ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს მაგ. კო­მი­სი­ის ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას, რო­გო­რი­ცაა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მე­სა­კუთ­რის მიერ გას­ხვი­სე­ბუ­ლი წი­ლე­ბის თავ­და­პირ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­დგე­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი უხე­ში ჩა­რე­ვა კერ­ძო სუ­ბი­ექ­ტის სა­მე­წარ­მეო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში შე­ი­ცავს მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტის­თვის და მისი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის­თვის შე­უქ­ცე­ვა­დი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის საფრ­თხეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის­თვის ამ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის მი­ნი­ჭე­ბა ნიშ­ნავს კომ­პა­ნი­ის, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­სა თუ აქ­ტი­ვის ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ას, რაც საფრ­თხეს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით, აგ­რეთ­ვე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და ძი­რი­თად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით და­ცულ სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას. მით უმე­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მი­ღე­ბულ კა­ნონ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად მი­უ­თი­თა, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს მიერ სარ­ჩე­ლის მი­ღე­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას ვერ შე­ა­ჩე­რებს, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო სხვაგ­ვა­რად გა­და­წყვეტს.ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნომ, აზრი და­უ­კარ­გა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლო და­ვის წარ­მო­ე­ბას, ფიქ­ცი­ად აქ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით, აგ­რეთ­ვე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და ძი­რი­თად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით და­ცუ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო­სა და დაც­ვის უფ­ლე­ბა.

გარ­და ამი­სა, უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებ­მა და მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად და­ა­დას­ტუ­რეს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი პირ­და­პირ „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ წი­ნა­აღ­მდეგ იქნა მი­ღე­ბუ­ლი, რაც ფაქ­ტობ­რი­ვად ბიზ­ნეს­ში პირ­და­პირ ჩა­რე­ვას გუ­ლის­ხმობს. ამავდრო­უ­ლად, „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ შემ­თხვე­ვა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის მიერ დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნის შემ­თხვე­ვა­ში, მე­სა­მე პი­რე­ბის მიერ გას­ხვი­სე­ბუ­ლი წი­ლე­ბის ნას­ყი­დო­ბის ტრან­ზაქ­ცი­ის უკან დაბ­რუ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, თუ გა­და­წყდა კომ­პა­ნი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის შე­მოყ­ვა­ნა, მისი სა­შუ­ა­ლე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, კო­მი­სია იკა­ნო­ნებს კომ­პა­ნი­ა­ზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას, რაც წარ­მო­ად­გენს ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ას და ლა­ხავს თა­ვი­სუ­ფა­ლი ბიზ­ნე­სის უფ­ლე­ბებს.

გა­მომ­დი­ნა­რე ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან, „ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცია“ მო­უ­წო­დებს მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ას, და­ას­რუ­ლოს ბრძო­ლა „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ წი­ნა­აღ­მდეგ და პრო­ცე­სე­ბი გა­და­ი­ტა­ნოს სა­მარ­თლი­ან სა­სა­მარ­თლო­ში, რო­გორც ეს ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ და ცი­ვი­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. სხვაგ­ვა­რად, კი­დევ უფრო მე­ტად და­ა­ზა­რა­ლებს ბიზ­ნეს­გა­რე­მოს, შექ­მნის უარ­ყო­ფით გან­წყო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე და რაც მთა­ვა­რია, და­ა­ზა­რა­ლებს სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ბა­ზარს და იქ მოქ­მედ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხე­ბენ სა­თა­ნა­დოდ გან­ვი­თა­რე­ბას.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

აფბა: კომუნიკაციების კომისიის ბრძოლა „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ, აზარალებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და იმიჯს

აფბა: კომუნიკაციების კომისიის ბრძოლა „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ, აზარალებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და იმიჯს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“, მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას შეწყვიტოს ბრძოლა „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ, რათა კიდევ უფრო მეტად არ დააზარალოს ქვეყანა უცხოელი ინვესტორების თვალში. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში არაერთმა გავლენიანმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, დიპლომატმა თუ მედიასაშუალებამ გაავრცელა კრიტიკული განცხადება, სადაც საუბარი იყო „კავკასუს ონლაინის“ საქმეზე. თითოეული მათგანი აცხადებდა, რომ აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს და ღიად მიუთითებდნენ ხელისუფლებასა თუ მარეგულირებელ კომისიას, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, „კავკასუს ონლაინთან“ მიმართებაში, მნიშვნელოვნად აზარალებდა ბიზნესგარემოს და უარყოფითად აისახებოდა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე.

საერთაშორისო დონეზე, ასევე საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტს, რაც კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობდა. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ არაერთი განცხადება გაავრცელა, სადაც მოვუწოდებდით მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელებსა და პარლამენტის წევრებს არ დაეშვათ მსგავსი სახით კანონპროექტის მიღება. სამწუხაროდ, უამრავი მითითების მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, სადაც არსებული არაერთი პუნქტი პირდაპირ ბიზნესის წინააღმდეგაა მიმართული, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და მნიშვნელოვნად აზარალებს ბიზნესგარემოს.

კერძოდ, კანონი ერთპიროვნულ და განუსაზღვრელ უფლებამოსილებებს ანიჭებს კომისიას, რომ ჩაერიოს ავტორიზებული პირის ბიზნესსაქმიანობაში და შეუზღუდოს სამეწარმეო თავისუფლება. სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ, ავტორიზებული პირი ნებისმიერი ქმედების განსახორციელებლად სპეციალური მმართველის ან/და კომისიის თანხმობას საჭიროებს, მიუხედავად იმისა, ექცევა თუ არა ასეთი ქმედება აღსასრულებელი გადაწყვეტილების (რომლის შესასრულებლადაც დაინიშნა სპეციალური მმართველი) ფარგლებში.

ასევე, სპეციალური მმართველს კანონით შეუსაბამოდ ფართო უფლებამოსილებები აქვს დადგენილი: დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი, ავტორიზებულ პირს შეუჩეროს, ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა. ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, ასეთი უფლებამოსილებები არც კონცენტრაციის პირობების დარღვევის და არც სპეციფიკური ვალდებულების დარღვევის შესახებ, კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების მიზანს არ ემსახურება. კანონში მითითებული უფლებამოსილება არ და ვერ უზრუნველყოფს მაგ. კომისიის ისეთი გადაწყვეტილების აღსრულებას, როგორიცაა ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ გასხვისებული წილების თავდაპირველ მდგომარეობაში აღდგენა. შესაბამისად, ასეთი უხეში ჩარევა კერძო სუბიექტის სამეწარმეო თავისუფლებაში შეიცავს მეწარმე სუბიექტისთვის და მისი კონკურენტუნარიანობისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხეს.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველისთვის ამ უფლებამოსილებების მინიჭება ნიშნავს კომპანიის, ინვესტიციებისა თუ აქტივის ექსპროპრიაციას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ საკუთრების უფლებას. მით უმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიღებულ კანონში სპეციალურად მიუთითა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაზე სასამართლოს მიერ სარჩელის მიღება ამ გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ შეაჩერებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხვაგვარად გადაწყვეტს.ფაქტობრივად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, აზრი დაუკარგა კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების კანონიერებაზე სასამართლო დავის წარმოებას, ფიქციად აქცია საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლება.

გარდა ამისა, უმრავლესობის წევრებმა და მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ იქნა მიღებული, რაც ფაქტობრივად ბიზნესში პირდაპირ ჩარევას გულისხმობს. ამავდროულად, „კავკასუს ონლაინის“ შემთხვევაში, ფაქტობრივად შეუძლებელია კომუნიკაციების კომისიის მიერ დროებითი მმართველის დანიშვნის შემთხვევაში, მესამე პირების მიერ გასხვისებული წილების ნასყიდობის ტრანზაქციის უკან დაბრუნება. შესაბამისად, თუ გადაწყდა კომპანიაში სპეციალური მმართველის შემოყვანა, მისი საშუალებით, ფაქტობრივად, კომისია იკანონებს კომპანიაზე საკუთრების უფლებას, რაც წარმოადგენს ექსპროპრიაციას და ლახავს თავისუფალი ბიზნესის უფლებებს.

გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს მარეგულირებელ კომისიას, დაასრულოს ბრძოლა „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ და პროცესები გადაიტანოს სამართლიან სასამართლოში, როგორც ეს ყველა განვითარებულ და ცივილურ ქვეყანაში ხდება. სხვაგვარად, კიდევ უფრო მეტად დააზარალებს ბიზნესგარემოს, შექმნის უარყოფით განწყობას საერთაშორისო დონეზე და რაც მთავარია, დააზარალებს სატელეკომუნიკაციო ბაზარს და იქ მოქმედ კომპანიებს, რომლებიც ვეღარ მოახერხებენ სათანადოდ განვითარებას.

NS

თოდუას მრავალფუნქციურ კლინიკაში პლასტიკური ქირურგიის განყოფილება გაიხსნა

საკარანტინე სასტუმროებსა თუ საავადმყოფოებში, დასუფთავებაზე ქართველი არალეგალები მუშაობენ - როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები ისრაელში, ტოტალური კარანტინის პირობებში

"მთელ რუსეთს ვანახეთ ქართული დროშით ზეიმი... ბედნიერი ვარ" - რას ყვება მოსკოვის "დინამოსთან" გამარჯვების გოლის ავტორი მამია გავაშელიშვილი