კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელ რუსეთს ვანახეთ ქართული დროშით ზეიმი... ბედნიერი ვარ" - რას ყვება მოსკოვის "დინამოსთან" გამარჯვების გოლის ავტორი მამია გავაშელიშვილი
"მთელ რუსეთს ვანახეთ ქართული დროშით ზეიმი... ბედნიერი ვარ" - რას ყვება მოსკოვის "დინამოსთან" გამარჯვების გოლის ავტორი მამია გავაშელიშვილი

24 სექ­ტემ­ბერს თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტი­ვი" ევ­რო­პა­ლი­გის "პლე­ი­ოფ­ში" მო­სახ­ვედ­რად იბ­რძო­ლებს. მოს­კო­ვის "დი­ნა­მოს­თან" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, გი­ორ­გი ჭი­აბ­რიშ­ვი­ლის გუნ­დი ეს­პა­ნუ­რი ლა ლი­გის მიმ­დი­ნა­რე გა­თა­მა­შე­ბის პირ­ვე­ლად­გი­ლო­სან "გრა­ნა­დას" და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა... ქარ­თუ­ლი გუნ­დი ეს­პა­ნეთ­ში "გრა­ნა­დას­თან" და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

გუ­შინ "ლო­კო­მო­ტივ­მა" მატ­ჩის­წი­ნა ვარ­ჯი­ში "ეს­ტა­დიო ნუ­ე­ვო ლოს კარ­მე­ნეს­ზე" თბი­ლი­სის დრო­ით 22:00 სა­ათ­ზე გა­მარ­თა. დღეს თა­მა­შიც ამ დროს და­ი­წყე­ბა.

17 სექ­ტემ­ბერს კი "ევ­რო­პა­ლი­გის" მე­ო­რე ეტაპ­ზე თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტივ­მა“ მოს­კო­ვის "დი­ნა­მოს’ 2-1 მო­უ­გო და შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­ვი­და. მატ­ჩის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­თა­მა­შე მა­მია გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლი იყო, რო­მელ­მაც გა­მარ­ჯვე­ბის გოლი გა­ი­ტა­ნა. მა­მია ამ­ბობს, რომ მის წარ­მა­ტე­ბა­ში ლო­მის წილი მის მე­უღ­ლეს ანუ­ნა იაშ­ვილს აქვს. წყვილს ერთი შვი­ლი ჰყავს.

ambebi.ge-მ მა­მი­ას­თან ეს­პა­ნეთ­ში წას­ვლამ­დე ჩა­წე­რა ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც, რა თქმა უნდა, მოს­კო­ვის "და­ნა­მოს­თან" გა­მარ­ჯვე­ბა­ზე სა­უბ­რით და­ვი­წყეთ.

მა­მია გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლი:

- "ლო­კო­მო­ტი­ვის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ბურ­თი ბევ­რჯერ გა­მი­ტა­ნია, მაგ­რამ ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, მე­ტიც, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გოლი იყო ჩემს კა­რი­ე­რა­ში და რაც მთა­ვა­რია, ამ გო­ლით "ლო­კო­მო­ტივს“ გა­მარ­ჯვე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე. როცა გა­ვი­ტა­ნე, ბო­ლომ­დე კი­დევ არ მჯე­რო­და, თა­მა­ში რომ დას­რულ­და კი­დევ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მთე­ლი სა­ღა­მო ვერ ვი­ჯე­რებ­დი იმას, რაც ჩემს გარ­შე­მო ხდე­ბო­და, მე­ო­რე დღეს გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რაც მოხ­და. მოკ­ლედ, შოკ­ში ვი­ყა­ვი. მინ­და გულ­შე­მატ­კი­ვარს დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა იმ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და გვერ­დში დგო­მის­თვის, რაც მე ამ დღე­ებ­ში ვიგ­რძე­ნი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ორ­მა­გი მო­ტი­ვა­ცი­აა ჩემ­თვის. ალ­ბათ ყვე­ლა სპორ­ტსმე­ნის ოც­ნე­ბაა, რომ გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­ა­ხა­როს და ბუ­ნებ­რი­ვია, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ეს ოც­ნე­ბა ამიხ­და.

- სპორ­ტსმე­ნებს ძა­ლი­ან კარ­გი ინ­ტუ­ი­ცია გაქვთ, ვიდ­რე თა­მაშ­ში ჩა­ერ­თვე­ბო­დი, გრძნობ­დი რა­მეს?

- როცა ვხურ­დე­ბო­დი, ვფიქ­რობ­დი, რომ თუ თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მო­და, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­ტან­დი. სხვა ვე­რა­ფერ­ზე ვფიქ­რობ­დი, ძა­ლი­ან მინ­დო­და და მჯე­რო­და კი­დეც, რომ გა­ვი­ტან­დი. ყვე­ლა თა­მაშ­ში გოლ­ზე ვფიქ­რობ, მაგ­რამ ეს მა­ინც სხვა იყო, თა­ნაც ვი­ცო­დი რომ მე­ო­რე გოლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მარ­ჯვე­ბას უდ­რი­და და ასეც მოხ­და

- წინ "გრა­ნა­დაა“, ვე­ლო­დოთ კი­დევ ერთ სას­წა­ულს?

- "ლო­კო­მო­ტივს“ და­სა­კარ­გი არა­ფე­რი არ აქვს და ყო­ველ­გვა­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხის გა­რე­შე გა­ვალთ სა­თა­მა­შოდ. ჩვენ და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ ნე­ბის­მი­ერ მე­ტო­ქეს­თან შე­იძ­ლე­ბა თა­მა­ში. ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა, რომ "კრა­ი­ო­ვას­თან“ და "დი­ნა­მოს­თან“ მო­გე­ბა შემ­თხვე­ვი­თი არ იყო, გუნ­დმა გა­მარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი ითა­მა­შა. რა თქმა უნდა, "გრა­ნა­და“ ფა­ვო­რი­ტია, ლა ლი­გა­ში თა­მა­შობს წლე­ბია და ეს ბუ­ნებ­რი­ვია, მათ თა­მაშ­ზეც აი­სა­ხე­ბა, თუმ­ცა "ლო­კო­მო­ტი­ვი“ არაფ­რის დათ­მო­ბას აპი­რებს. შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებთ და ყვე­ლა­ფე­რი მო­ე­დან­ზე გა­და­წყდე­ბა.

- "გრა­ნა­დას­თან“ თა­მაშს არა­ერ­თი სკა­უ­ტი და­ეს­წრე­ბა, რად­გან "დი­ნა­მოს­თან“ მო­გე­ბამ თქვენ­და­მი ინ­ტე­რე­სი გა­ზარ­და. ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ვი­ღაც გაკ­ვირ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა, ერთი თა­მა­შით ბევ­რად უფრო ძლი­ერ გუნდში გა­დახ­ვი­დეთ, გარ­კვე­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხი ხომ არ იქ­ნე­ბა?

- ეს თა­მა­ში ძა­ლი­ან მა­გა­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა თავი გა­მო­ვი­ჩი­ნოთ და შან­სია კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის, გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ყვე­ლას ვაჩ­ვე­ნოთ ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ჩვენ­თან 21 წლამ­დე ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი თა­მა­შო­ბენ და მათ­თვი­საც ერ­თგვა­რი ტრამ­პლი­ნი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს ეს თა­მა­ში, მაგ­რამ ახლა ამა­ზე ლა­პა­რა­კი ად­რეა, ჩვენ ვთა­მა­შობთ იმის­თვის, რომ ყვე­ლას ვაჩ­ვე­ნოთ "ლო­კო­მო­ტი­ვის“ ძალა, აუ­ცი­ლებ­ლად მო­სა­გე­ბად გა­ვალთ და ვნა­ხოთ, რო­გორ გა­მოგ­ვი­ვა

- ის რომ მოს­კო­ვის "დი­ნა­მოს“ გა­უ­ტა­ნე, და­მა­ტე­ბი­თი ემო­ცია იყო შენ­თვის?

- როცა გა­ვი­გეთ რომ მოს­კო­ვის "დი­ნა­მო“ იქ­ნე­ბო­და მე­ტო­ქე, აღარც ვლა­პა­რა­კობ­დით მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე, რად­გან ეს უკვე თა­ვის­თა­ვად იყო. კი, რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი სპორ­ტია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის იყო, რომ ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­ვა­ხა­რეთ და მთელ რუ­სეთს ვა­ნა­ხეთ მაღ­ლა აწე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა, ქარ­თუ­ლი დრო­შით ზე­ი­მი.

- მა­მია, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო მძი­მე პე­რი­ო­დი გქონ­და. შარ­შან ამ დროს თუ წარ­მო­იდ­გენ­დი, რომ ასე­თი რე­ა­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- არა, ნამ­დვი­ლად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი. შარ­შან ამ დროს, თურ­ქეთ­ში ვი­ყა­ვი, მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გავ­დი­ო­დი და სა­ერ­თოდ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ "ევ­რო­პა­ლი­გა­ზე" მო­მი­წევ­და თა­მა­ში და თან გოლ­საც გა­ვი­ტან­დი, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი რამე იყო მა­შინ ეს ჩემ­თვის. მინ­და, კი­დევ ერთხელ ყვე­ლას ვუ­თხრა მად­ლო­ბა, ვინც მა­შინ გვერ­დში მედ­გა, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემს მე­უღ­ლეს, მის გა­რე­შე აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­დო­და.

P.S. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებთ მა­მი­ას და თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტივს“, რო­მელ­საც დღეს ერთ-ერთი რთუ­ლი თა­მა­ში აქვს.

ავ­ტო­რი: ლადო გო­გო­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SL
29

ვერ გავიგე ორი გოლიდან ეს ერთი როგორ იყო გამარჯვების? როგორც ვიცი რუსებმა ბოლოს გაიტანეს. მეორე (თუ პირველი) გოლის ავტორს ნუ დაუკარგავთ დამსახურებას (არ ვიცი ვინ არის, თუ ავტოგოლი არ იყო). მამიას წარმატებებს და გუნდში ერთობას ვუსურვებ/

მერი
2
გაიხარე ჩვენი გახარებისთვის. უფალმა გატაროს წარმატებით და დალოცვილი იყავი
ავტორი:

"მთელ რუსეთს ვანახეთ ქართული დროშით ზეიმი... ბედნიერი ვარ" - რას ყვება მოსკოვის "დინამოსთან" გამარჯვების გოლის ავტორი მამია გავაშელიშვილი

"მთელ რუსეთს ვანახეთ ქართული დროშით ზეიმი... ბედნიერი ვარ" - რას ყვება მოსკოვის "დინამოსთან" გამარჯვების გოლის ავტორი მამია გავაშელიშვილი

24 სექტემბერს თბილისის "ლოკომოტივი" ევროპალიგის "პლეიოფში" მოსახვედრად იბრძოლებს. მოსკოვის "დინამოსთან" გამარჯვების შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ესპანური ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველადგილოსან "გრანადას" დაუპირისპირდება... ქართული გუნდი ესპანეთში "გრანადასთან" დაპირისპირებისთვის ემზადება.

გუშინ "ლოკომოტივმა" მატჩისწინა ვარჯიში "ესტადიო ნუევო ლოს კარმენესზე" თბილისის დროით 22:00 საათზე გამართა. დღეს თამაშიც ამ დროს დაიწყება.

17 სექტემბერს კი "ევროპალიგის" მეორე ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა“ მოსკოვის "დინამოს’ 2-1 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე მამია გავაშელიშვილი იყო, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. მამია ამბობს, რომ მის წარმატებაში ლომის წილი მის მეუღლეს ანუნა იაშვილს აქვს. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.

ambebi.ge-მ მამიასთან ესპანეთში წასვლამდე ჩაწერა ინტერვიუ, რომელიც, რა თქმა უნდა, მოსკოვის "დანამოსთან" გამარჯვებაზე საუბრით დავიწყეთ.

მამია გავაშელიშვილი:

- "ლოკომოტივის“ შემადგენლობაში ბურთი ბევრჯერ გამიტანია, მაგრამ ეს განსაკუთრებული, მეტიც, ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი იყო ჩემს კარიერაში და რაც მთავარია, ამ გოლით "ლოკომოტივს“ გამარჯვებაში დავეხმარე. როცა გავიტანე, ბოლომდე კიდევ არ მჯეროდა, თამაში რომ დასრულდა კიდევ გაოგნებული ვიყავი, მთელი საღამო ვერ ვიჯერებდი იმას, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა, მეორე დღეს გავაანალიზე, რაც მოხდა. მოკლედ, შოკში ვიყავი. მინდა გულშემატკივარს დიდი მადლობა ვუთხრა იმ სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის, რაც მე ამ დღეებში ვიგრძენი. ეს ყველაფერი ორმაგი მოტივაციაა ჩემთვის. ალბათ ყველა სპორტსმენის ოცნებაა, რომ გულშემატკივარი გაახაროს და ბუნებრივია, ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ამიხდა.

- სპორტსმენებს ძალიან კარგი ინტუიცია გაქვთ, ვიდრე თამაშში ჩაერთვებოდი, გრძნობდი რამეს?

- როცა ვხურდებოდი, ვფიქრობდი, რომ თუ თამაშის საშუალება მომეცემოდა, აუცილებლად გავიტანდი. სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი, ძალიან მინდოდა და მჯეროდა კიდეც, რომ გავიტანდი. ყველა თამაშში გოლზე ვფიქრობ, მაგრამ ეს მაინც სხვა იყო, თანაც ვიცოდი რომ მეორე გოლი, ფაქტობრივად, გამარჯვებას უდრიდა და ასეც მოხდა

- წინ "გრანადაა“, ველოდოთ კიდევ ერთ სასწაულს?

- "ლოკომოტივს“ დასაკარგი არაფერი არ აქვს და ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე გავალთ სათამაშოდ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება თამაში. ყველა დამეთანხმება, რომ "კრაიოვასთან“ და "დინამოსთან“ მოგება შემთხვევითი არ იყო, გუნდმა გამართული ფეხბურთი ითამაშა. რა თქმა უნდა, "გრანადა“ ფავორიტია, ლა ლიგაში თამაშობს წლებია და ეს ბუნებრივია, მათ თამაშზეც აისახება, თუმცა "ლოკომოტივი“ არაფრის დათმობას აპირებს. შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ და ყველაფერი მოედანზე გადაწყდება.

- "გრანადასთან“ თამაშს არაერთი სკაუტი დაესწრება, რადგან "დინამოსთან“ მოგებამ თქვენდამი ინტერესი გაზარდა. ის გარემოება, რომ ვიღაც გაკვირდება და შეიძლება, ერთი თამაშით ბევრად უფრო ძლიერ გუნდში გადახვიდეთ, გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხი ხომ არ იქნება?

- ეს თამაში ძალიან მაგარი საშუალებაა თავი გამოვიჩინოთ და შანსია კარიერული წინსვლისთვის, გვაქვს საშუალება, ყველას ვაჩვენოთ ჩვენი შესაძლებლობები. ჩვენთან 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ და მათთვისაც ერთგვარი ტრამპლინი შეიძლება აღმოჩნდეს ეს თამაში, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი ადრეა, ჩვენ ვთამაშობთ იმისთვის, რომ ყველას ვაჩვენოთ "ლოკომოტივის“ ძალა, აუცილებლად მოსაგებად გავალთ და ვნახოთ, როგორ გამოგვივა

- ის რომ მოსკოვის "დინამოს“ გაუტანე, დამატებითი ემოცია იყო შენთვის?

- როცა გავიგეთ რომ მოსკოვის "დინამო“ იქნებოდა მეტოქე, აღარც ვლაპარაკობდით მოტივაციაზე, რადგან ეს უკვე თავისთავად იყო. კი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სპორტია, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ჩვენი გულშემატკივარი გავახარეთ და მთელ რუსეთს ვანახეთ მაღლა აწეული საქართველოს დროშა, ქართული დროშით ზეიმი.

- მამია, ჯანმრთელობის პრობლემების გამო მძიმე პერიოდი გქონდა. შარშან ამ დროს თუ წარმოიდგენდი, რომ ასეთი რეალობა იქნებოდა შენს ცხოვრებაში?

- არა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. შარშან ამ დროს, თურქეთში ვიყავი, მკურნალობის კურსს გავდიოდი და საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ "ევროპალიგაზე" მომიწევდა თამაში და თან გოლსაც გავიტანდი, დაუჯერებელი რამე იყო მაშინ ეს ჩემთვის. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას ვუთხრა მადლობა, ვინც მაშინ გვერდში მედგა, განსაკუთრებით ჩემს მეუღლეს, მის გარეშე აბსოლუტურად არაფერი გამომივიდოდა.

P.S. წარმატებას ვუსურვებთ მამიას და თბილისის "ლოკომოტივს“, რომელსაც დღეს ერთ-ერთი რთული თამაში აქვს.

ავტორი: ლადო გოგოლაძე

"დაგვიბრუნეთ მუსიკოსები რესტორნებში", "გახსენით სამორინეები", "გახსენით სკოლები" - ბათუმში აქცია იმართება

გარდაცვალების 7 შემთხვევა ბოლო 7 დღეში - ამირან გამყრელიძის მიმართვა ჟურნალისტებს და ბოლო ცნობები აჭარიდან

დაკარგა თუ არა საქართველომ "მწვანე ქვეყნის" სტატუსი და როგორია ყველაზე "ცხელი" ზონიდან სხვა რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლი