სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშას არ ვუთხარი უარი მთავარ გამოწვევაზე" - ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ
"მიშას არ ვუთხარი უარი მთავარ გამოწვევაზე" - ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტად ყოფ­ნის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე თან­ხმო­ბა წარ­დგე­ნამ­დე 2 სა­ა­თით ადრე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან "სხვა ნა­ნუ­კას" ეთერ­ში სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ის არ აპი­რებს "ბინ­ძურ ბრძო­ლა­ში" შე­ვი­დეს კონ­კუ­რენტ გივი ჭი­ჭი­ნა­ძეს­თან, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის"' სა­ხე­ლით იყ­რის კენ­ჭს.

"მთლი­ა­ნო­ბა­ში ამ ყვე­ლა­ფერს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, ამ დიდი რა­ღა­ცის ნა­წი­ლი არ მინ­დო­და, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. პირ­ველ რიგ­ში, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მთა­ვა­რი სა­ფუძ­ვე­ლი იყო ის, რომ კარ­გად და­მარ­წმუ­ნეს იმა­ში, რომ ომია და არა­სო­დეს ცხოვ­რე­ბის არ­ცერთ ეტაპ­ზე ომში წას­ვლა­ზე უარი არ მით­ქვამს...

ომი ხომ ყო­ველ­თვის სხვა­დას­ხვაგ­ვა­რია, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით ხომ არ უნდა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ და ვფიქ­რობ, რომ ამ არ­ჩევ­ნებ­ზეც მთა­ვა­რი ომის ხაზი გა­დის.

მე არ ვარ პო­ლი­ტი­კო­სი და არც მინ­და, ის გავ­ხდე. მე მინ­და, ვიყო ადა­მი­ა­ნე­ბის იმე­დი, რო­გორც აქამ­დე ვი­ყა­ვი. ვა­დას­ტუ­რებ ჩემს პა­ტი­ვის­ცე­მას ჩემი კონ­კუ­რენ­ტის გივი ჭი­ჭი­ნა­ძის მი­მართ, რო­მელ­თა­ნაც არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­ვალ ბინ­ძურ კამ­პა­ნი­ა­ში. - ამ­ბობს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნის თქმით, შე­თა­ვა­ზე­ბა ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან პი­რა­დად მი­ი­ღო და მას უარი ვერ უთხრა.

"ჩემს მე­გო­ბარს, ვისი თა­ნა­მებ­რძო­ლიც ვი­ყა­ვი მთე­ლი ეს წლე­ბი და ვთვლი­დი წარ­მა­ტე­ბის მთა­ვარ ფორ­მუ­ლად, რაც ამ ბოლო წლებ­ში შექ­მნი­ლა ამ ქვეყ­ნის პირ­ველ პი­რებ­ში, ყვე­ლა ამ მი­ზე­ზის გამო ამ ადა­მი­ანს, მი­შას არ ვუ­თხა­რი უარი მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვა­ზე" - ამ­ბობს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ცოტა ხნის წინ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და გა­ერ­თი­ა­ნე­ბის "ძალა ერ­თო­ბა­შია"-ს სამ­ტრე­დი­ის, წყალ­ტუ­ბოს, ვა­ნი­სა და ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტად და­სა­ხელ­და.

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელისაბედი
343

ეს რამ მოაფიქრა იმ თავგაცხელებულ მიშას? მართლა ვერ ჰქონიათ საქმე კარგად ნაცებს. მთელი მაგათი ბირთვი ევრონაცებში გადაბარგდა და არჩევანი გაუჭირდათ. ზალიკომ ხომ გააბრწყინა პარტია, ახლა ჯერი ნანუკაზეა.)))

Ira
341

რა ცუდია ადამიანს წარსული უცებ ავიწყდება.ამიტომაც ხშირად გასახსენებელია

ავტორი:

"მიშას არ ვუთხარი უარი მთავარ გამოწვევაზე" - ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ

"მიშას არ ვუთხარი უარი მთავარ გამოწვევაზე" - ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ყოფნის შეთავაზებაზე თანხმობა წარდგენამდე 2 საათით ადრე განაცხადა.

როგორც მან "სხვა ნანუკას" ეთერში საუბრისას აღნიშნა, ის არ აპირებს "ბინძურ ბრძოლაში" შევიდეს კონკურენტ გივი ჭიჭინაძესთან, რომელიც რეგიონში "ქართული ოცნების"' სახელით იყრის კენჭს.

"მთლიანობაში ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი, ამ დიდი რაღაცის ნაწილი არ მინდოდა, ვყოფილიყავი. პირველ რიგში, გადაწყვეტილების მიღების მთავარი საფუძველი იყო ის, რომ კარგად დამარწმუნეს იმაში, რომ ომია და არასოდეს ცხოვრების არცერთ ეტაპზე ომში წასვლაზე უარი არ მითქვამს...

ომი ხომ ყოველთვის სხვადასხვაგვარია, პირდაპირი გაგებით ხომ არ უნდა წარმოვიდგინოთ და ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზეც მთავარი ომის ხაზი გადის.

მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც მინდა, ის გავხდე. მე მინდა, ვიყო ადამიანების იმედი, როგორც აქამდე ვიყავი. ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ჩემი კონკურენტის გივი ჭიჭინაძის მიმართ, რომელთანაც არც ერთ შემთხვევაში არ შევალ ბინძურ კამპანიაში. - ამბობს ჟორჟოლიანი.

ტელეწამყვანის თქმით, შეთავაზება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან პირადად მიიღო და მას უარი ვერ უთხრა.

"ჩემს მეგობარს, ვისი თანამებრძოლიც ვიყავი მთელი ეს წლები და ვთვლიდი წარმატების მთავარ ფორმულად, რაც ამ ბოლო წლებში შექმნილა ამ ქვეყნის პირველ პირებში, ყველა ამ მიზეზის გამო ამ ადამიანს, მიშას არ ვუთხარი უარი მთავარ გამოწვევაზე" - ამბობს ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, ტელეწამყვანი ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანების "ძალა ერთობაშია"-ს სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა.

"ნაცმოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან განხორციელდა ზეწოლა ისნის საოლქოს თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაცვალა" - "ოცნება"

ისნის საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გარდაიცვალა - რა განცხადებას ავრცელებს ცესკო?

"ნოემბრის შუა რიცხვები საკმაოდ მძიმე იქნება, ჩვენ გავალთ პიკზე..." - ამირან გამყრელიძე