ავტორი:

"აგრესიის ფონი ბავშვებში არის მომატებული... ელექტრონულ ეკრანს აქაც აქვს თავისი გავლენა" - ფსიქოლოგი

"აგრესიის ფონი ბავშვებში არის მომატებული... ელექტრონულ ეკრანს აქაც აქვს თავისი გავლენა" - ფსიქოლოგი

ბოლო პერიოდში გაიზარდა აგრესიის გამოხატვასთან დაკავშირებით მომართვიანობა,- ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ფსიქოთერაპევტმა ნინო კერესელიძემ "პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში "აქტუალური თემა" განაცხადა, სადაც იმ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა, რაც ონლაინ სწავლებამ და იზოლაციამ შეუქმნა ბავშვებს.

როგორც ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი აცხადებს, ელექტრონულმა ეკრანმა და სოციალური ურთიერთობების ნაკლებობამ ბავშვებზე უარყოფითი გავლენა იქონია. გაიზარდა აგრესიის ფონიც.

"აგრესიის ფონი ბავშვებში ნამდვილად არის მომატებული. კვლევები აჩვენებს მომავალში რა დოზით გაიზარდა და რა შედეგამდე მივედით. ელექტრონულ ეკრანს აქაც აქვს თავისი გავლენა, ასევე სოციალური ურთიერთობების ნაკლებობასაც.

შესაბამისად, იმისთვის რო მივეხმაროთ ბავშვს გამოხატონ თავისი შეგრძნებები, აგრესია, შფოთვა, თუ პოზიტიური განცდები, მთავარია შევქმნათ უსაფრთხო ნიადაგი. თუნდაც ჩვენთან გამოხატონ და ჩვენ გავუზიართო ჩვენი განცდები, რომ ნახონ უსაფრთხოა გარემო, სადაც შეუძლიათ მაქსიმალურად გახსნილები იყვნენ მშობლებთან.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში გაიზარდა აგრესიის გამოხატვასთან დაკავშირებით მომართვიანობა, იქმნება თერაპიული ჯგუფები, სადაც ბავშვებს ამ საკითხებზე მუშაობა შეუძლიათ, როგორც სპეციალისტებთან ასევე, მშობლებთან ერთად", - განაცხადა ნინო კერესელიძემ.

ნინო კერესელიძის თქმით, პანდემიას და მისგან გამოწვეულ შეზღუდვებს ბავშვების ფსიქიკაზეც ექნება გავლენა.

"სამომავლოდ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები შფოთვასთან, ყურადღების დეფიციტთან დაკავშირებით, მაქსიმალურად ჩაერთონ მშობლები, მიეხმარონ ბავშვებს ადაპტაციის პროცესში. ჩემი ვარაუდით, შეიძლება იყოს ემოციის მართვასთან დაკავშირებული პრობლემები და სოციალური ურთიერთობის პრობლემებიც“, - განაცხადა ნინო კერესელიძემ.

ნინო კერესელიძის თქმით, ელექტორნულმა ეკრანმა ადამიანური ურთიერთობები სრულად ჩაანაცვლა.

"ბავშვებში გამოიკვეთა ძილის პრობლემები, ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა, გაგება უჭირთ იმ მარტივი დავალებების, რომლებსაც ვაძლევთ, ვინაიდან, ელექტრონულმა ეკრანმა ადამიანური ურთიერთობები ჩაანაცვლა. შესაბამისად, საკმაოდ ბევრი პრობლემა წამოვიდა, ერთის მხრივ, ურთიერთობის ნაწილში, მეორეს მხრივ, საკუთარი თავის გაგების და აღქმის ნაწილში.

კომპიუტერთან კომფორტის ზონა შეიქმნეს ბავშვებმა, ბავშვებს უჩნდებათ მოთხოვნილება იყვნენ თავიანთ სივრცეში და იქიდან ეკონტაქტონ თავის მეგობრებსაც. ბუნებრივია, კომპიუტერთან უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, ვიდრე გარეთ“,-განაცხადა კერესელიძემ.

ნინო კერესელიძემ იმ მეთოდებზე ისაუბრა, რაც პანდემიის დროს საშუალებას მისცემს ბავშვებს ადამიანური ურთიერთობების დამყარებაში. მისი თქმით, რეკომენდირებულია ისეთი აქტივობები, რაც ეკრანთან და სწავლის პროცესთან არ არის დაკავშირებული.

"ის რომ ჩვენ შევზღუდოთ ეკრანთან ყოფნა არ ნიშნავს რომ ვრჩებით სახლში, არამედ ვიწყებთ თამაშს თანატოლებთან ისეთი გარემოს შექმნა, სადაც შეძლებენ საკუთარი უნარების დახვეწას. გაკვეთილების პერიოდში, შესვენების დროს რეკომენდირებულია ბავშვმა ხელსაქმე, ისეთი აქტივობა გააკეთოს, რაც არ არის დაკავშირებული ეკრანთან და სწავლის პროცესთან. ეს შეიძლება, იყოს ძერწვა, ხატვა და ასე შემდეგ“,-განაცხადა ნინო კერესელიძემ.

"სიმსუქნის შემთხვევებმა საგანგაშო რიცხვებს მიაღწია... მინიმუმ 1 საათი ბავშვი ფიზიკურად დატვირთეთ" - იაშვილის კლინიკის პედიატრის რჩევები მშობლებს

"გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, სრული სიცრუეა" - რას წერს შოთა არველაძე, რომელსაც სწრაფი ტესტის მიხედვით კორონავირუსი დაუდასტურდა

"60 წლამდე კორონავირუსით სიკვდილიანობის შემთხვევები იშვიათია" - რა ოთხ დაავადებას ასახელებს ინფექციონისტი, რაც COVID-19 -ით გარდაცვალების რისკს ზრდის