სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფურცხვანიძეზე ინფორმაცია გვქონდა თეონა თამაზაშვილის მიერ წარმოდგენილი კვლევიდან გამომდინარე" - ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი
"ფურცხვანიძეზე ინფორმაცია გვქონდა თეონა თამაზაშვილის მიერ წარმოდგენილი კვლევიდან გამომდინარე" - ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

"პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძით იქამ­დე და­ინ­ტე­რეს­და, ვიდ­რე მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი ჩვენს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბრი­ფინ­გის შემ­დეგ გა­აც­ნო­ბი­ე­რებ­და ყვე­ლა­ფერს და თა­ვი­სი ფე­ხით გა­მო­ცხად­დე­ბო­და ვი­ნა­ო­ბის და­სა­სა­ხე­ლებ­ლად", - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა და­ვით გუ­ბე­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, უმ­ჯო­ბე­სი იყო მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს სა­ტე­ლი­ტით გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის გა­მომ­გზავ­ნის ვი­ნა­ო­ბა არა სა­ჯა­როდ, არა­მედ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნა.

"ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კონ­კრე­ტუ­ლად ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის წარ­მო­შო­ბის პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო ორი­ვე დამ­ცვე­ლი ად­ვო­კა­ტი წყა­როს შე­სა­ხებ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის ნამ­დვი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე იმ გა­რე­მო­ე­ბა­ზე, რა გან­მარ­ტე­ბაც გა­კეთ­და, რომ მონ­ტა­ჟის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი წა­რუდ­გი­ნეს გა­მო­ძი­ე­ბას. რო­დე­საც მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა წარ­მო­ად­გი­ნა ფო­ტო­მა­სა­ლე­ბი, მან მო­ი­თხო­ვა 2 დღე, რომ ამ სა­კი­თხებს წყა­როს­თან შე­ა­თან­ხმებ­და. თუმ­ცა, მას შემ­დეგ გა­მო­ცხად­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრი­ფინგზე გა­კეთ­და შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა პრო­კუ­რო­რის მიერ, რომ ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის მუხ­ლით ჩვენ ამ საქ­მეს შე­ვის­წავ­ლი­დით.

აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერთი გა­რე­მო­ე­ბა, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის წყა­როს ვი­ნა­ო­ბა უნდა გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს­თან, თუმ­ცა, მან მე­დი­ის თან­დას­წრე­ბით და­უ­რე­კა წყა­როს და გა­ა­სა­ჯა­რო­ვა წყა­როს ვი­ნა­ო­ბა, შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ აპი­რებ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში მის­ვლას და მისი, რო­გორც წყა­როს და­სა­ხე­ლე­ბას, რა­მაც არ­სე­ბი­თად და­ა­ზა­რა­ლა გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, იმ დღეს, რო­დე­საც მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა და­ა­სა­ხე­ლა წყა­როს სა­ხე­ლი და გვა­რი, და­ვი­წყეთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ვგუ­ლის­ხმობთ, რო­გორც ფურ­ცხვა­ნი­ძის პი­რად ჩხრე­კას, ასე­ვე მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის და ოფი­სის ჩხრე­კის ჩა­ტა­რე­ბას. და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ცრუ­ობს, რო­დე­საც თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლის წყა­როდ ასა­ხე­ლებს, ვი­ტყვი, რომ ერ­თა­დერ­თი პი­როვ­ნე­ბა, ვინც ფიქ­სირ­დე­ბა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მავ­რცე­ლებ­ლად, გახ­ლავთ და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე. ეს შე­ე­ხე­ბა იმ გან­ცხა­დე­ბებს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­კე­თა, ასე­ვე იმ ფოტო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რაც წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს გა­მო­ძი­ე­ბა­ში, ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ამ კონ­კრე­ტულ საქ­მე­ზე გახ­ლავთ და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე.

ჩვენ ნუ გან­ვი­ხი­ლავთ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი­მე პი­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს, და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას, ჩვენ ვა­ტა­რებთ ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბელ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს.

30 აგ­ვის­ტოს, პრო­კუ­რა­ტუ­რის წინ, გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და, სა­დაც ქალ­ბა­ტონ­მა თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი შვი­ლი ჩარ­თუ­ლი იყო ყა­რა­ბა­ღის ომში, გარ­კვე­ულ­წი­ლად ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რას­თან მი­მარ­თე­ბა­შიც მო­ი­თხო­ვა საქ­მის შეს­წავ­ლა. რო­დე­საც თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი დავ­კი­თხეთ, სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე მან გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცი­დან, ასე­ვე ამო­ბეჭ­დი­ლი სა­ხით ჰქონ­და წა­მო­ღე­ბუ­ლი და ჩვენ წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის კვლე­ვა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს, რას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა, პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძით და­ინ­ტე­რეს­და იქამ­დე, ვიდ­რე მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი ჩვენს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბრი­ფინ­გის შემ­დეგ გა­აც­ნო­ბი­ე­რებ­და ყვე­ლა­ფერს და თა­ვი­სი ფე­ხით გა­მო­ცხად­დე­ბო­და და და­ა­სა­ხე­ლებ­და მის ვი­ნა­ო­ბას. ფურ­ცხვა­ნი­ძის პი­როვ­ნე­ბა ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ და­ვი­წყეთ მისი შეს­წავ­ლა, ეს ეხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად იმ ფო­ტო­მა­სა­ლას და იმ გან­ცხა­დე­ბებს, რო­მე­ლიც ფურ­ცხვა­ნი­ძემ გა­აჟ­ღე­რა. ფურ­ცხვა­ნი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­და თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლის­გან მის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი კვლე­ვის­გან გა­მომ­დი­ნა­რე. უმ­ჯო­ბე­სი იყო, ჯერ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი წყა­როს სა­ხე­ლი და გვა­რი, არ გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნა სა­ჯა­როდ, არ ყო­ფი­ლი­ყო ცნო­ბი­ლი მე­დი­ის­თვის ამ პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ არ მიგ­ვაჩ­ნია სწო­რად, სა­ჯა­როდ წყა­როს გა­ცხა­დე­ბა და მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლა გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი", - გა­ნა­ცხა­და გუმ­ბე­რი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ფურცხვანიძეზე ინფორმაცია გვქონდა თეონა თამაზაშვილის მიერ წარმოდგენილი კვლევიდან გამომდინარე" - ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

"ფურცხვანიძეზე ინფორმაცია გვქონდა თეონა თამაზაშვილის მიერ წარმოდგენილი კვლევიდან გამომდინარე" - ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

"პროკურატურა დავით ფურცხვანიძით იქამდე დაინტერესდა, ვიდრე მიხეილ რამიშვილი ჩვენს მიერ ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ გააცნობიერებდა ყველაფერს და თავისი ფეხით გამოცხადდებოდა ვინაობის დასასახელებლად", - ამის შესახებ პროკურორმა დავით გუბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, უმჯობესი იყო მიხეილ რამიშვილს სატელიტით გადაღებული ფოტოების გამომგზავნის ვინაობა არა საჯაროდ, არამედ, საგამოძიებო ორგანოში განეცხადებინა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტულად ფოტოსურათების წარმოშობის პერიოდში რამდენად ინფორმირებული იყო ორივე დამცველი ადვოკატი წყაროს შესახებ, აღნიშნული ფოტოსურათების ნამდვილობასთან დაკავშირებით, ასევე იმ გარემოებაზე, რა განმარტებაც გაკეთდა, რომ მონტაჟის შედეგად მიღებული სურათები წარუდგინეს გამოძიებას. როდესაც მიხეილ რამიშვილმა წარმოადგინა ფოტომასალები, მან მოითხოვა 2 დღე, რომ ამ საკითხებს წყაროსთან შეათანხმებდა. თუმცა, მას შემდეგ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, რაც პროკურატურის ბრიფინგზე გაკეთდა შესაბამისი განცხადება პროკურორის მიერ, რომ ფალსიფიკაციის მუხლით ჩვენ ამ საქმეს შევისწავლიდით.

აქვე აღსანიშნავია ერთი გარემოება, მიხეილ რამიშვილის წყაროს ვინაობა უნდა განეცხადებინა საგამოძიებო ორგანოსთან, თუმცა, მან მედიის თანდასწრებით დაურეკა წყაროს და გაასაჯაროვა წყაროს ვინაობა, შეატყობინა, რომ აპირებდა საგამოძიებო ორგანოში მისვლას და მისი, როგორც წყაროს დასახელებას, რამაც არსებითად დააზარალა გამოძიების ინტერესები. შესაბამისად, იმ დღეს, როდესაც მიხეილ რამიშვილმა დაასახელა წყაროს სახელი და გვარი, დავიწყეთ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ვგულისხმობთ, როგორც ფურცხვანიძის პირად ჩხრეკას, ასევე მისი საცხოვრებელი სახლის და ოფისის ჩხრეკის ჩატარებას. დავით ფურცხვანიძის განცხადებაზე, რომ პროკურატურა ცრუობს, როდესაც თეონა თამაზაშვილის წყაროდ ასახელებს, ვიტყვი, რომ ერთადერთი პიროვნება, ვინც ფიქსირდება ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლად, გახლავთ დავით ფურცხვანიძე. ეს შეეხება იმ განცხადებებს, რომელიც სასამართლოში გააკეთა, ასევე იმ ფოტო მტკიცებულებებს, რაც წარმოგვიდგინეს გამოძიებაში, ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი დღეის მდგომარეობით ამ კონკრეტულ საქმეზე გახლავთ დავით ფურცხვანიძე.

ჩვენ ნუ განვიხილავთ კონკრეტულად რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხს, დაველოდოთ გამოძიებას, ჩვენ ვატარებთ ყველა აუცილებელ საგამოძიებო მოქმედებებს.

30 აგვისტოს, პროკურატურის წინ, განცხადება გაკეთდა, სადაც ქალბატონმა თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ მისი შვილი ჩართული იყო ყარაბაღის ომში, გარკვეულწილად იარაღით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით, რასთან მიმართებაშიც მოითხოვა საქმის შესწავლა. როდესაც თეონა თამაზაშვილი დავკითხეთ, სასამართლოს წინაშე მან განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდა ინტერნეტსივრციდან, ასევე ამობეჭდილი სახით ჰქონდა წამოღებული და ჩვენ წარმოგვიდგინა დავით ფურცხვანიძის კვლევა, სადაც აღნიშნული პიროვნება დეტალურად აღწერს, რასთან დაკავშირებით მოხდა თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა, პროკურატურა დავით ფურცხვანიძით დაინტერესდა იქამდე, ვიდრე მიხეილ რამიშვილი ჩვენს მიერ ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ გააცნობიერებდა ყველაფერს და თავისი ფეხით გამოცხადდებოდა და დაასახელებდა მის ვინაობას. ფურცხვანიძის პიროვნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მისი შესწავლა, ეს ეხება კონკრეტულად იმ ფოტომასალას და იმ განცხადებებს, რომელიც ფურცხვანიძემ გააჟღერა. ფურცხვანიძესთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია გვქონდა თეონა თამაზაშვილისგან მის მიერ წარმოდგენილი კვლევისგან გამომდინარე. უმჯობესი იყო, ჯერ საგამოძიებო ორგანოში დაესახელებინა აღნიშნული წყაროს სახელი და გვარი, არ განეცხადებინა საჯაროდ, არ ყოფილიყო ცნობილი მედიისთვის ამ პიროვნების შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ არ მიგვაჩნია სწორად, საჯაროდ წყაროს გაცხადება და მიგვაჩნია, რომ ამან მნიშვნელოვნად დააზარალა გამოძიების ინტერესები", - განაცხადა გუმბერიძემ.

"რამიშვილმა დაადასტურა, რომ ტელეფონის კონტაქტებში "ყარაბაღას" სახელით დავით ფურცხვანიძე 8 სექტემბერს ჩაწერა" - ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

"თუ საპირისპირო ფოტომასალას დამიდებენ, მაშინ ვაღიარებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა" - თეონა თამაზაშვილი

ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს - სპეცოპერაციის კადრები