მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რევაზ კოპალაძე: ინსტრუმენტები, რომლითაც აღჭურვეს სპეციალური მმართველი და რის გამოყენებასაც აპირებენ, მიმართულია კომპანიის გაკოტრებისკენ
რევაზ კოპალაძე: ინსტრუმენტები, რომლითაც აღჭურვეს სპეციალური მმართველი და რის გამოყენებასაც აპირებენ, მიმართულია კომპანიის გაკოტრებისკენ

„კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბა. კომ­პა­ნი­ის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უბ­რი­სას, „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი რე­ვაზ კო­პა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გეგ­მა­ვენ.

საქ­მე იმა­ში გახ­ლავთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ 20 აგ­ვის­ტოს ჩა­ტა­რე­ბულ სხდო­მა­ზე კი­დევ ერთხელ, მო­რიგ ჯერ­ზე კომ­პა­ნი­ას 270 000 ლა­რის გა­დახ­და და­ა­კის­რა და ერთი თვე მის­ცა, რათა შებ­რუნ­დეს გა­რი­გე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ წი­ლის 49%-ის მფლო­ბე­ლი „ნექ­სოლ ჰოლ­დინ­გი“ გახ­და.

კო­მი­სი­ის გაფრ­თხი­ლე­ბის თა­ნახ­მად, თუ ერთი თვის ვა­და­ში მო­თხოვ­ნა არ იქ­ნე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ჯა­რი­მის ნაც­ვლად უკვე სხვა სა­ხის სან­ქცი­ას გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, იქ­ნე­ბა თუ არა ახა­ლი სან­ქცია კომ­პა­ნი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნა.

ამ თე­მებ­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნია „TV პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში „საქ­მი­ა­ნი დილა“ კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა რე­ვაზ კო­პა­ლა­ძემ ისა­უბ­რა.

„20 სექ­ტემ­ბერს გა­ვი­და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის მიერ მო­ცე­მუ­ლი სა­ბო­ლოო ვადა, რო­მე­ლიც ითხოვ­და გა­რი­გე­ბის შებ­რუ­ნე­ბას, ანუ წი­ლის 49%-ის დაბ­რუ­ნე­ბას „ნექ­სოლ ჰოლ­დინ­გის“ მხრი­დან პირ­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ვადა ამო­წუ­რუ­ლია და რა თქმა უნდა, ეს მო­თხოვ­ნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის - ჩვენ და­ვის დროს, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ ვთქვით, რომ კავ­კა­სუ­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მოკ­ლე­ბუ­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბას, სხვა ქვეყ­ნის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში შეც­ვა­ლოს გა­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც ფი­ზი­კურ პი­რებს შო­რის მოხ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ლო­დინს, კო­მი­სი­ის უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე ვე­ლით ამ სა­კი­თხზე კი­დევ ერთხელ მსჯე­ლო­ბას...

ცვლი­ლე­ბე­ბი კა­ნონ­ში, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ პარ­ლა­მენ­ტმა და­ამ­ტკი­ცა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ერ­თპი­როვ­ნუ­ლად გა­და­წყვი­ტოს და კომ­პა­ნი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი და­ნიშ­ნოს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დათ­ქმაა, რომ ყო­ველ­გვა­რი წი­ნას­წა­რი სა­სა­მარ­თლო კონ­ტრო­ლის გა­რე­შე კო­მი­სი­ას მი­ე­ნი­ჭა სრუ­ლი დის­კრე­ცია, და­ნიშ­ნოს სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის და მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბის ერთ-ერთი თემა სწო­რედ ეს გახ­ლავთ - სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნა, რო­მე­ლიც თით­ქმის შე­უ­ზღუ­და­ვი უფ­ლე­ბე­ბით იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი, იქ­ნე­ბა კომ­პა­ნი­ის­თვის სა­მე­წარ­მეო თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა. მას შე­ეძ­ლე­ბა არა ტრან­ზაქ­ცი­ის პირ­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა, არა­მედ კომ­პა­ნი­ის სრუ­ლად გა­კოტ­რე­ბა.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ და ნე­ბის­მი­ერ დე­ბატ­ში შე­მიძ­ლია და­ვამ­ტკი­ცო, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი მოკ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს გა­რი­გე­ბის მო­ნა­წი­ლე ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე. რაც ვერ შეძ­ლო „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ მე­ნე­ჯმენ­ტმა, იმას მმარ­თვე­ლი ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

ჩვენ არა­ერ­თხელ დავ­სვით ეს სა­კი­თხი პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტეტ­ში გა­მარ­თულ ღია თუ და­ხუ­რულ შეხ­ვედ­რებ­ზე და პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღეთ. მარ­ტივ მა­გა­ლითს გე­ტყვით, სრუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა რომ შე­გექ­მნათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­გუ­მენ­ტებ­ზე: კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის წევ­რის და ერთ-ერთი დე­პუ­ტა­ტის პა­სუ­ხი ჩვენს კი­თხვა­ზე იყო, რომ სპე­ცი­ა­ლურ მმარ­თველს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა არ გა­ა­ნა­წი­ლოს დი­ვი­დენ­დი, რაც ახალ მფლო­ბელს იძუ­ლე­ბულს გახ­დის წილი უკან და­აბ­რუ­ნოს. პა­სუ­ხის არსი არის შემ­დე­გი - რაში ჭირ­დე­ბა მფლო­ბელს კომ­პა­ნია, სა­ი­და­ნაც ვერ მი­ი­ღებს დი­ვი­დენ­დს?! და­ბე­ჯი­თე­ბით ვამ­ბობთ, დი­ვი­დენ­დის არ­გა­ნა­წი­ლე­ბის გამო კა­ნო­ნი­ე­რი მფლო­ბე­ლი აქ­ცი­ებს არ დათ­მობს, მაგ­რამ არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს იმ ინ­ვეს­ტი­ცი­ას, რო­მე­ლიც და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და. ეს იქ­ნე­ბა და არის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­დე­გი. ჩვენ უკვე დავ­კარ­გეთ დრო ამ და­ვის გამო. ის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლი­თაც აღ­ჭურ­ვეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი და რის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც აპი­რე­ბენ, პირ­და­პირ არის მი­მარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ის გა­კოტ­რე­ბის­კენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­დებს, რამ­დე­ნი ხანი შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ნიშ­ნუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი კომ­პა­ნი­ა­ში - თავ­და­პირ­ვე­ლად სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტში, სპე­ცი­ა­ლურ მმარ­თველს დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლი ერ­ქვა. ის ინიშ­ნე­ბო­და 2 წლის ვა­დით და აღ­ჭურ­ვი­ლი იყო უფ­ლე­ბით, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა აუქ­ცი­ო­ნის წე­სით გა­ეს­ხვი­სე­ბი­ნა, პირ­და­პირ ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ის უფ­ლე­ბა ჰქონ­და. გან­ხილ­ვის შემ­დეგ, მას კომ­პა­ნი­ის გას­ხვი­სე­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თვა, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ და­ი­ნიშ­ნე­ბა გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით, 2 წლი­ა­ნი ვა­დაც გა­უქ­მდა. ჩა­ით­ვა­ლა, რომ სხვი­სი ქო­ნე­ბის გას­ხვი­სე­ბა იქ­ნე­ბო­და არას­წო­რი, უკა­ნო­ნო და არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი, მაგ­რამ ვა­დის გა­უქ­მე­ბით არსი დარ­ჩა შე­უც­ვლე­ლი... მარ­თა­ლია, და­ნიშ­ვნი­დან 2 წლის თავ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი ვერ გა­ყი­დის ქო­ნე­ბას, მაგ­რამ ამ რე­დაქ­ცი­ით ის თა­ვი­დან­ვე მო­დის რო­გორც ახა­ლი მე­სა­კუთ­რის, სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ძა­ლი­ან თვალ­ში სა­ცე­მი ნორ­მა სხვი­სი ქო­ნე­ბის გას­ხვი­სე­ბის უფ­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­უქ­მდა, მაგ­რამ ახალ მმარ­თველს შე­უძ­ლია და­ნიშ­ვნის დღი­დან და­ი­წყოს იმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა 2 წლის თავ­ზე“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კომ­პა­ნია „NEQSOL ჰოლ­დინ­გმა“ 2019 წელს სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნია „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ 49%-იანი წილი შე­ის­ყი­და და მას­ში $61 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. სწო­რედ ამ გა­რი­გე­ბას მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის და მთავ­რო­ბის მკვეთ­რი რე­აქ­ცია. კო­მი­სია მი­უ­თი­თებ­და, რომ გა­რი­გე­ბა მათ­თან არ იყო წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი, რა­საც „კავ­კა­სუ­სის­თვის“ მკაც­რი სან­ქცია უნდა მოჰ­ყო­ლო­და. კო­მი­სი­ამ კომ­პა­ნი­ის­გან გა­რი­გე­ბის გა­ბა­თი­ლე­ბა და სტა­ტუს ქვოს აღ­დგე­ნა მო­ი­თხო­ვა. კო­მი­სი­ამ „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ რამ­დენ­ჯერ­მე უკვე და­ა­ჯა­რი­მა, მათ შო­რის უმაღ­ლე­სი სან­ქცი­ით 270 000 ლა­რით. კომ­პა­ნი­ას კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში აქვს გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რებს.

ავტორი:

რევაზ კოპალაძე: ინსტრუმენტები, რომლითაც აღჭურვეს სპეციალური მმართველი და რის გამოყენებასაც აპირებენ, მიმართულია კომპანიის გაკოტრებისკენ

რევაზ კოპალაძე: ინსტრუმენტები, რომლითაც აღჭურვეს სპეციალური მმართველი და რის გამოყენებასაც აპირებენ, მიმართულია კომპანიის გაკოტრებისკენ

„კავკასუს ონლაინი“ საკონსტიტუციო სასამართლოში დავისთვის ემზადება. კომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი რევაზ კოპალაძე ამბობს, რომ სარჩელის შეტანას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ 20 აგვისტოს ჩატარებულ სხდომაზე კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე კომპანიას 270 000 ლარის გადახდა დააკისრა და ერთი თვე მისცა, რათა შებრუნდეს გარიგება, რომლის მიხედვითაც „კავკასუს ონლაინის“ წილის 49%-ის მფლობელი „ნექსოლ ჰოლდინგი“ გახდა.

კომისიის გაფრთხილების თანახმად, თუ ერთი თვის ვადაში მოთხოვნა არ იქნება შესრულებული, ჯარიმის ნაცვლად უკვე სხვა სახის სანქციას განიხილავენ. ამ დროისთვის უცნობია, იქნება თუ არა ახალი სანქცია კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა.

ამ თემებზე ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში, გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რევაზ კოპალაძემ ისაუბრა.

„20 სექტემბერს გავიდა კომუნიკაციების კომისიის მიერ მოცემული საბოლოო ვადა, რომელიც ითხოვდა გარიგების შებრუნებას, ანუ წილის 49%-ის დაბრუნებას „ნექსოლ ჰოლდინგის“ მხრიდან პირვანდელ მდგომარეობაში. ვადა ამოწურულია და რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა შესრულებული არ არის - ჩვენ დავის დროს, თვეების განმავლობაში არაერთხელ ვთქვით, რომ კავკასუსის ხელმძღვანელობა მოკლებულია შესაძლებლობას, სხვა ქვეყნის იურისდიქციაში შეცვალოს გარიგება, რომელიც ფიზიკურ პირებს შორის მოხდა. რაც შეეხება მოლოდინს, კომისიის უახლოეს სხდომაზე ველით ამ საკითხზე კიდევ ერთხელ მსჯელობას...

ცვლილებები კანონში, რომელიც რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა დაამტკიცა, მოგეხსენებათ, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობას აძლევს ერთპიროვნულად გადაწყვიტოს და კომპანიაში სპეციალური მმართველი დანიშნოს. ძალიან მნიშვნელოვანი დათქმაა, რომ ყოველგვარი წინასწარი სასამართლო კონტროლის გარეშე კომისიას მიენიჭა სრული დისკრეცია, დანიშნოს სპეციალური მმართველი. საკანონმდებლო ცვლილებების და მთავრობის გადაწყვეტილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების ერთ-ერთი თემა სწორედ ეს გახლავთ - სპეციალური მმართველის დანიშვნა, რომელიც თითქმის შეუზღუდავი უფლებებით იქნება აღჭურვილი, იქნება კომპანიისთვის სამეწარმეო თავისუფლების შეზღუდვა. მას შეეძლება არა ტრანზაქციის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება, არამედ კომპანიის სრულად გაკოტრება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ნებისმიერ დებატში შემიძლია დავამტკიცო, რომ სპეციალური მმართველი მოკლებული იქნება შესაძლებლობას, გავლენა იქონიოს გარიგების მონაწილე ფიზიკურ პირებზე. რაც ვერ შეძლო „კავკასუს ონლაინის“ მენეჯმენტმა, იმას მმართველი ვერ განახორციელებს.

ჩვენ არაერთხელ დავსვით ეს საკითხი პარლამენტის კომიტეტში გამართულ ღია თუ დახურულ შეხვედრებზე და პასუხი ვერ მივიღეთ. მარტივ მაგალითს გეტყვით, სრული წარმოდგენა რომ შეგექმნათ ხელისუფლების არგუმენტებზე: კომუნიკაციების კომისიის წევრის და ერთ-ერთი დეპუტატის პასუხი ჩვენს კითხვაზე იყო, რომ სპეციალურ მმართველს შესაძლებლობა ექნება არ გაანაწილოს დივიდენდი, რაც ახალ მფლობელს იძულებულს გახდის წილი უკან დააბრუნოს. პასუხის არსი არის შემდეგი - რაში ჭირდება მფლობელს კომპანია, საიდანაც ვერ მიიღებს დივიდენდს?! დაბეჯითებით ვამბობთ, დივიდენდის არგანაწილების გამო კანონიერი მფლობელი აქციებს არ დათმობს, მაგრამ არ განახორციელებს იმ ინვესტიციას, რომელიც დაგეგმილი ჰქონდა. ეს იქნება და არის კომუნიკაციების კომისიის და ხელისუფლების გადაწყვეტილებების შედეგი. ჩვენ უკვე დავკარგეთ დრო ამ დავის გამო. ის ინსტრუმენტები, რომლითაც აღჭურვეს სპეციალური მმართველი და რის გამოყენებასაც აპირებენ, პირდაპირ არის მიმართული კომპანიის გაკოტრებისკენ.

რაც შეეხება ვადებს, რამდენი ხანი შეიძლება იყოს დანიშნული სპეციალური მმართველი კომპანიაში - თავდაპირველად საკანონმდებლო ცვლილებების პროექტში, სპეციალურ მმართველს დროებითი მმართველი ერქვა. ის ინიშნებოდა 2 წლის ვადით და აღჭურვილი იყო უფლებით, კერძო საკუთრებაში არსებული ქონება აუქციონის წესით გაესხვისებინა, პირდაპირ ექსპროპრიაციის უფლება ჰქონდა. განხილვის შემდეგ, მას კომპანიის გასხვისების უფლება ჩამოერთვა, მაგრამ სამაგიეროდ დაინიშნება განუსაზღვრელი ვადით, 2 წლიანი ვადაც გაუქმდა. ჩაითვალა, რომ სხვისი ქონების გასხვისება იქნებოდა არასწორი, უკანონო და არაკონსტიტუციური, მაგრამ ვადის გაუქმებით არსი დარჩა შეუცვლელი... მართალია, დანიშვნიდან 2 წლის თავზე სპეციალური მმართველი ვერ გაყიდის ქონებას, მაგრამ ამ რედაქციით ის თავიდანვე მოდის როგორც ახალი მესაკუთრის, სახელმწიფოს წარმომადგენელი. ძალიან თვალში საცემი ნორმა სხვისი ქონების გასხვისების უფლების შესახებ გაუქმდა, მაგრამ ახალ მმართველს შეუძლია დანიშვნის დღიდან დაიწყოს იმის განხორციელება, რაც უნდა გაეკეთებინა 2 წლის თავზე“.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „NEQSOL ჰოლდინგმა“ 2019 წელს სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაქცია. კომისია მიუთითებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც „კავკასუსისთვის“ მკაცრი სანქცია უნდა მოჰყოლოდა. კომისიამ კომპანიისგან გარიგების გაბათილება და სტატუს ქვოს აღდგენა მოითხოვა. კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ რამდენჯერმე უკვე დააჯარიმა, მათ შორის უმაღლესი სანქციით 270 000 ლარით. კომპანიას კომისიის გადაწყვეტილებები საქალაქო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული და უახლოეს დღეებში საკანონმდებლო ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

ფიტნესი - იმუნიტეტის დაცვის საუკეთესო საშუალება და „ასპრიას “ როლი ქართულ ფიტნეს ინდუსტრიაში

ბათუმში, მე-5 საჯარო სკოლის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ ერთი - 25-ე პაციენტი გარდაიცვალა