პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავაზუსტებთ ინფორმაციას, თუ ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი "ყარაბაღად" - პროკურორის თქმით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები
"დავაზუსტებთ ინფორმაციას, თუ ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი "ყარაბაღად" - პროკურორის თქმით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები

"მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ჯერ­ჯე­რო­ბით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს, თუნ­დაც, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის მი­მართ, არ გან­ვი­ხი­ლავთ", - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან პრო­კუ­რორ­მა და­ვით გუმ­ბე­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. გუმ­ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი, რო­მე­ლი­მე პი­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გინ­დე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის მი­მართ სა­მარ­თლებ­რივ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ.

"ეს კონ­კრე­ტუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, რა­ზეც დღეს ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლი და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი და­ი­კი­თხე­ბი­ან, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას შე­ე­ხე­ბა. ეს მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა დამ­ცველ ად­ვო­კა­ტებს არ აფერ­ხებს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ზე მო­ვიდ­ნენ, საქ­მის მა­სა­ლებს გა­ეც­ნონ.

დღე­ვან­დე­ლი და­კი­თხვა და­ვით ფუ­ცხვა­ნი­ძეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნილ ფო­ტო­სუ­რა­თებს შე­ე­ხე­ბა. მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­თან იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გვექ­ნე­ბა კი­თხვე­ბი, რაც მის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში აღ­მოჩ­ნდა. ბა­ტონ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა და მისი საქ­მე­ზე, რო­გორც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის დარ­თვა მო­ი­თხო­ვა. ის არ გახ­ლავთ ჟურ­ნა­ლის­ტი, მე­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მან რო­გორც ად­ვო­კატ­მა მო­ი­ტა­ნა ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი და ჩვენ­გან მო­ი­თხო­ვა მო­ცე­მუ­ლო­ბად მიგ­ვე­ღო და გა­რე­მო­ე­ბა შეგ­ვეს­წავ­ლა, რად­გან ამ ორი ფო­ტო­სუ­რა­თით დას­ტურ­დე­ბო­და, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა 2020 წლის 19 ივ­ლისს, მა­წე­ვა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და. არ მინ­და შე­ვა­ფა­სო, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად ცდი­ლო­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ექ­ცნენ, რად­გან ამ საქ­მე­ში ჯერ­ჯე­რო­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს, თუნ­დაც, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით არ გან­ვი­ხი­ლავთ. ვა­ტა­რებთ ყვე­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბას საქ­მეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი, რო­მე­ლი­მე პი­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გინ­და, ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის მი­მართ მი­ვი­ღებთ სა­მარ­თლებ­რივ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

რა­მიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფონ­ში აღ­მოჩ­ნდა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი სა­უბ­რე­ბი და ასე­ვე ის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბა­ში წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა, რა­ზეც ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ მონ­ტა­ჟის შე­დე­გად არის მი­ღე­ბუ­ლი, შე­ი­ცავს ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ყალ­ბია. ასე­ვე აღ­მოჩ­ნდა სხვა ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, რო­მე­ლიც სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ებს უკავ­შირ­დე­ბო­და. ჩვენ ამ გა­რე­მო­ე­ბებ­თან გვექ­ნე­ბა კი­თხვე­ბი. ასე­ვე და­ვა­ზუს­ტებთ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ ვინ იყო მის კონ­ტაქ­ტებ­ში ჩა­წე­რი­ლი "ყა­რა­ბა­ღად", რად­გან სა­ჯა­როდ ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის სხვა გან­მარ­ტე­ბებს ვის­მენთ, თუმ­ცა, ტე­ლე­ფო­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით დგინ­დე­ბა, რომ გად­მომ­გზავ­ნი პირი, ვინც ჩა­წე­რი­ლი ჰყავ­და 2020 წლის 9 სექ­ტემ­ბერს, არის და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე. შემ­დეგ ვინ შეც­ვა­ლა, ვინ ჩა­წე­რა კონ­ტაქ­ტი და რა სა­ხე­ლი და­არ­ქვა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა მის ტე­ლე­ფონ­ში გარ­კვე­ულ პი­რებს, ჩვე­ნი გან­სა­ხილ­ვე­ლი არ არის. დღე­ის მო­ცე­მუ­ლო­ბით ფურ­ცხვა­ნი­ძე ჩა­წე­რი­ლი ჰყავს, რო­გორც "და­ვი­თი სა­ტე­ლი­ტე­ბი", მაგ­რამ მი­მო­წე­რით სულ სხვა ფაქ­ტი დგინ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გუმ­ბე­რი­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"დავაზუსტებთ ინფორმაციას, თუ ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი "ყარაბაღად" - პროკურორის თქმით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები

"დავაზუსტებთ ინფორმაციას, თუ ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი "ყარაბაღად" - პროკურორის თქმით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები

"მიმდინარე გამოძიების მიხედვით, ჯერჯერობით, პასუხისმგებლობის საკითხს, თუნდაც, მიხეილ რამიშვილის მიმართ, არ განვიხილავთ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პროკურორმა დავით გუმბერიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. გუმბერიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი, რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგინდება, ნებისმიერი პირის მიმართ სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"ეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, რაზეც დღეს ეკა ქობესაშვილი და მიხეილ რამიშვილი დაიკითხებიან, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას შეეხება. ეს მიმდინარე გამოძიება დამცველ ადვოკატებს არ აფერხებს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე საქმეზე მოვიდნენ, საქმის მასალებს გაეცნონ.

დღევანდელი დაკითხვა დავით ფუცხვანიძესთან მიმართებაში წარმოდგენილ ფოტოსურათებს შეეხება. მიხეილ რამიშვილთან იმ მნიშვნელოვან ინფორმაციასთან დაკავშირებით გვექნება კითხვები, რაც მის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა. ბატონმა მიხეილ რამიშვილმა ფოტოსურათები წარმოგვიდგინა და მისი საქმეზე, როგორც მტკიცებულების დართვა მოითხოვა. ის არ გახლავთ ჟურნალისტი, მედიის წარმომადგენელი, მან როგორც ადვოკატმა მოიტანა ფოტოსურათები და ჩვენგან მოითხოვა მოცემულობად მიგვეღო და გარემოება შეგვესწავლა, რადგან ამ ორი ფოტოსურათით დასტურდებოდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 2020 წლის 19 ივლისს, მაწევანის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. არ მინდა შევაფასო, რომ გარკვეულწილად ცდილობენ პასუხისმგებლობას გაექცნენ, რადგან ამ საქმეში ჯერჯერობით პასუხისმგებლობის საკითხს, თუნდაც, მიხეილ რამიშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიების მიხედვით არ განვიხილავთ. ვატარებთ ყველა საგამოძიებო მოქმედებას საქმესთან მიმართებაში. იმ შემთხვევაში, თუკი, რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგინდა, ნებისმიერი პირის მიმართ მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას.

რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ამსახველი საუბრები და ასევე ის ფოტოსურათები, რომელიც გამოძიებაში წარმოგვიდგინა, რაზეც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მონტაჟის შედეგად არის მიღებული, შეიცავს ცრუ ინფორმაციას და ყალბია. ასევე აღმოჩნდა სხვა ფოტოსურათები, რომელიც სატელიტის ფოტოებს უკავშირდებოდა. ჩვენ ამ გარემოებებთან გვექნება კითხვები. ასევე დავაზუსტებთ იმ ინფორმაციას, თუ ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი "ყარაბაღად", რადგან საჯაროდ ბატონი მიხეილ რამიშვილის სხვა განმარტებებს ვისმენთ, თუმცა, ტელეფონის დათვალიერებით დგინდება, რომ გადმომგზავნი პირი, ვინც ჩაწერილი ჰყავდა 2020 წლის 9 სექტემბერს, არის დავით ფურცხვანიძე. შემდეგ ვინ შეცვალა, ვინ ჩაწერა კონტაქტი და რა სახელი დაარქვა მიხეილ რამიშვილმა მის ტელეფონში გარკვეულ პირებს, ჩვენი განსახილველი არ არის. დღეის მოცემულობით ფურცხვანიძე ჩაწერილი ჰყავს, როგორც "დავითი სატელიტები", მაგრამ მიმოწერით სულ სხვა ფაქტი დგინდება", - განაცხადა გუმბერიძემ.

"სხვა ქვეყნების მიწები არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ მიწას არავის მივცემთ" - აზერბაიჯანული მხარე 14 სამოქალაქო პირის დაიჭრის შესახებ იტყობინება

სომხეთის მთავრობამ საომარი მდგომარეობა შემოიღო და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა - საქართველოს საგარეო უწყებისა და პრეზიდენტის კომენტარები

რუსული სამხედრო სწავლება "კავკაზ-2020" - კრემლის მუქარა სამხრეთ მეზობლების მისამართით