პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამისთვისაა ეს გოგო მოკლული, ამ ინფორმაციებს შეეწირა... ეს პიროვნება ასახელებს გვარს" - რატომ ჩამოართვეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატს ტელეფონი?
"ამისთვისაა ეს გოგო მოკლული, ამ ინფორმაციებს შეეწირა... ეს პიროვნება ასახელებს გვარს" - რატომ ჩამოართვეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატს ტელეფონი?

21 სექ­ტემ­ბერს, გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ჩა­მო­არ­თვეს. პრო­კუ­რო­რი და­ვით გუმ­ბე­რი­ძე აცხა­დებს, რომ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და. პრო­კუ­რო­რის თქმით, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფონ­ში აღ­მოჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნა­წილ­ში, ასე­ვე სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ე­ბი.

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ხელ რა­მიშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ტე­ლე­ფო­ნი­დან ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ვი­თხო­ვეთ, რაც და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ამ­სახ­ველ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და ასე­ვე სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ებ­თან, ფო­ტო­ე­ბის მო­პო­ვე­ბას­თან. შე­სა­ბა­მი­სად, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვას რო­დე­საც აწარ­მო­ებ­და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, იქ აღ­მოჩ­ნდა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც ფურ­ცხვა­ნი­ძეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნა­წილ­ში, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე ფო­ტო­სუ­რა­თი, სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­სუ­რა­თებს ვგუ­ლის­ხმობთ. (რაც მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა გა­მო­ძი­ე­ბას წა­რუდ­გი­ნა). გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ინ­ფორ­მა­ცია, რაც ფიქ­სირ­დე­ბა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფონ­ში, საქ­მი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რე­მო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს, (იმის­თვის, რომ შემ­დგომ­ში ავ­თენ­ტუ­რო­ბა, წარ­მო­მავ­ლო­ბა, დო­კუ­მენ­ტის შემ­ხებ­ლო­ბა საქ­მეს­თან სა­ეჭ­ვო არ იყოს), მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს შევ­თა­ვა­ზეთ, უშუ­ა­ლოდ ექ­სპერ­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მომ­ხდა­რი­ყო ამ კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გად­მო­ტა­ნა და საქ­მე­ზე და­მაგ­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ტე­ლე­ფო­ნის და­ლუქ­ვა მისი თან­ხმო­ბით მოხ­და”.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვონ, პრო­კუ­რო­რი პა­სუ­ხობს, რომ საქ­მის სა­მო­მავ­ლო შე­ფა­სე­ბის­გან თავს შე­ი­კა­ვებს, "რად­გან დღე­ის მო­ცე­მუ­ლო­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი".

რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მის ახა­ლი ფი­გუ­რანტს, და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს, რო­გორც პრო­კუ­რო­რი აცხა­დებს, გა­მო­ძი­ე­ბა დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლის იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რე­მო­ე­ბებს, რაც და­კი­თხვის დროს ფურ­ცხვა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და. "მან კო­მენ­ტა­რის სა­ხით თქვა, რომ თვი­თო­ნაც აპი­რებს, ვი­თომ­და, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის და­ნიშ­ვნას. რაც შე­ე­ხე­ბა მის და­კი­თხვას, და­კი­თხვის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს მან ვერ და­ა­სა­ხე­ლა კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, წყა­რო ან სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა, რი­თაც ვი­ფიქ­რებ­დით, რომ ეს ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­მო­ძი­ე­ბა­ში წარ­მო­ად­გი­ნეს, ნამ­დვილ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავ­და. დე­ტა­ლუ­რად შე­ვის­წავ­ლით იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რე­მო­ე­ბებს, რაც მან და­კი­თხვი­სას გა­ნა­ცხა­და და ამა­ზეც მო­ვახ­დენთ რე­ა­გი­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და და­ვით გუმ­ბე­რი­ძემ.

ასევე დაგაინტერესებთ
11:55 / 21-09-2020

"ფურცხვანიძე ბაჩალიაშვილების ოჯახს ანტისახელმწიფოებრივად იყენებს... ის ხელმძღვანელობს მედიას, რომელიც პირდაპირ რუსეთის სამთავრობო ლოჟისგან ფინანსდება" - ექსპერტი

16:09 / 21-09-2020

"საფრანგეთში ორივე დაწესებულება, სადაც თამარ ბაჩალიაშვილმა სტაჟირება გაიარა, სპეცსამსახურების გავლენისა და კონტროლის ქვეშ არის" - დავით ფურცხვანიძე

22:42 / 22-09-2020

პროკურატურა მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

13:33 / 23-09-2020

"დავაზუსტებთ ინფორმაციას, თუ ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი "ყარაბაღად" - პროკურორის თქმით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები

22:15 / 23-09-2020

"არ მინდა ასეთი ტკივილისთვის გავიმეტო დედა, მამა და გია... მაპატიეთ, გადაიტანთ როგორმე" - თამარ ბაჩალიაშვილის 5 ემოციური ვიდეოჩანაწერის ამონარიდები

დავთ გუმ­ბე­რი­ძის თქმით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი."იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, კონ­კრე­ტუ­ლად მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტი გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან, რა თქმა უნდა, ჩვენ მი­ვი­ღებთ სა­მარ­თლებ­რივ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ნე­ბის­მი­ერ პირ­ზე", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

ambebi.ge თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კატს მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, რა სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლით ჩა­მო­გარ­თვეს ტე­ლე­ფო­ნი და რას უკავ­ში­რებთ ამ ფაქტს?

- არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, ჩემ­თვის ტე­ლე­ფო­ნი ჩა­მო­ერ­თმი­ათ. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბაც უკა­ნო­ნოა, რად­გან სს საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 50-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, ად­ვო­კა­ტი არ არის ვალ­დე­ბუ­ლი, კლი­ენ­ტის ინ­ფორ­მა­ცია გას­ცეს, ან მისი მი­სა­მარ­თით დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ამას ერ­თა­დერთ რა­ღა­ცას ვუ­კავ­ში­რებ - მო­ი­ძი­ონ გზე­ბი, რომ რო­გორ­მე ჩა­მო­მა­შო­რონ ამ საქ­მეს.

- იქ­ნებ ფურ­ცხვა­ნი­ძეა მათი დაკ­ვირ­ვე­ბის ობი­ექ­ტი და სა­მიზ­ნე?

- არა, ფურ­ცხვა­ნი­ძე როცა და­კი­თხეს, მან დე­ტა­ლუ­რად გას­ცა კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ სა­ი­დან ჰქონ­და სა­ტე­ლი­ტის ფოტო მო­პო­ვე­ბუ­ლი. 3 სა­ა­თი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და­კი­თხვა და იმას არ­კვევ­დნენ, მე ხომ არ ვი­ყა­ვი ამ ფო­ტო­ე­ბის შემ­კვე­თი, უნ­დათ, რომ ჩემი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყოს ყვე­ლა­ფე­რი. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რად­გან ვერ მო­ვი­ძიე ნამ­დვი­ლი, ორი­გი­ნა­ლი სუ­რა­თე­ბი, მე უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი გამ­ყალ­ბე­ბე­ლი, თით­ქოს მე და­ვუკ­ვე­თე, მო­ე­წო­დე­ბი­ნა და მე დამ­კის­რო­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. არა და, ფურ­ცხვა­ნი­ძემ მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით მო­მა­წო­და ფო­ტო­ე­ბი და მი­თხრა, პა­სუხს ვა­გებ, რომ მა­სა­ლა ავ­თენ­ტუ­რი­აო.

- საქ­მის პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თქვენს მო­ბი­ლურ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­აა ფურ­ცხვა­ნი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. რას გუ­ლის­ხმობს პრო­კუ­რო­რი?

- არ ვიცი, რაც უნ­დათ ის აღ­მო­ა­ჩი­ნონ. რა უნდა მქო­ნო­და, არა­ფე­რი მაქვს. ამათ­თვის ყვე­ლა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ოღონდ საქ­მეს ჩა­მო­მა­ცი­ლონ.

- გუ­შინ გა­ა­კე­თეთ გან­ცხა­დე­ბა სუს-ის ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელ­ზე, რომ­ლის გა­მო­კი­თხვის ოქ­მის სა­ფუძ­ველ­ზეც აცხა­დებთ, რომ ის აძ­ლევ­და თა­მარს გარ­კვე­ულ მი­თი­თე­ბებს. და­ი­კი­თხა ეს თა­ნამ­შრო­მე­ლი?

- თუ ხართ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, რო­გორც კი რამე ახალ დე­ტალს გა­მო­ვა­ჩენ, საქ­მე­ში კი არ ერ­თვე­ბი­ან, გა­მო­ძი­ე­ბას რომ სჭირ­დე­ბო­დეს ისე, პირ­და­პირ ჩემ­ზე მო­აქვთ იე­რი­ში. ეს ადა­მი­ა­ნი არ და­კი­თხუ­ლა, წე­სით და კა­ნო­ნით, უნდა და­კი­თხონ. ახლა ისე გა­ა­კე­თე­ბენ, კაც­მა არ იცის, რას ათ­ქმე­ვი­ნე­ბენ იმ კაცს და შე­იძ­ლე­ბა ისევ აქით მე დამ­დონ ბრა­ლი. ეს გა­მო­კი­თხვა ისეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩა­ტარ­და, იქ ვე­რა­ნა­ირ იძუ­ლე­ბას ვერ ექ­ნე­ბო­და ად­გი­ლი. ახლა და­ი­წყე­ბენ, მო­ი­ტყუა რა­მიშ­ვილ­მა, იმან ათ­ქმე­ვი­ნა იმ კაცს ყვე­ლა­ფე­რიო. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ იმ ადა­მი­ან­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­დათ­ქვას.

- მა­ინც რა მი­თი­თე­ბებს აძ­ლევ­და პროგ­რა­მისტს და რა იყო იმ ფლეშ­კა­ზე?

- თა­მუ­ნას რამ­დენ­ჯე­რაც შეხ­ვდა, იმ­დენ­ჯერ გა­დას­ცა ფლეშ­კა. ის პი­როვ­ნე­ბა მუ­შა­ობ­და სუს-ის ისეთ სამ­მარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კომ­პი­უ­ტერ­თან და პროგ­რა­მულ სის­ტე­მას­თან. იქ იყო ისე­თი პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­ში შეს­ვლი­სა­საც ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებ­დი. ამის­თვი­საა ეს გოგო მოკ­ლუ­ლი, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ებს შე­ე­წი­რა. ეს პი­როვ­ნე­ბა ასა­ხე­ლებს გვარს, ვინ მო­იყ­ვა­ნა გო­გო­ნა და ფლობს ისეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბის­თვის. და­ნარ­ჩენს არ ვი­ტყვი, მერე შე­მე­და­ვე­ბი­ან, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს აზი­ა­ნებ­სო. დღე­საც ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ბა­რე­ბუ­ლი, მი­ვალ, ერთი.

- ელით, რომ შე­იძ­ლე­ბა და­გა­კა­ვონ?

- არ გა­მოვ­რი­ცხავ და­მა­პა­ტიმ­რონ, ოღონდ კი ამ საქ­მე­ში აღარ ვიყო.

  • ნა­ხეთ ვი­დეო - თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დის კო­მენ­ტა­რი
00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Cyberbob
19

რად ჭირდებოდა სუს-ის თანამშრომელს სხვა პირის ჩართვა თვითონ კი ვერ შესძლებდა იგივ#ეს გაკეთებას? გაუგებარია

g თხოვთ გამოაქვეყნოთ
96

ეგ გოგო როგორც არის "მოკლული", კარგად ჩანს მის ვიდეოებში, სადაც თავს საყვედურობს რომ ლაჩარია, რადგან 12 წლის წინ კარგად დაგეგმილი თვითმკვლელობა არ განახორციელა. კარგად დაგეგმილი იცით რას ნიშნავს, რომ მანქანის ყიდვაც და ასე შემდეგ ამ დაგეგმარების ნაწილია. გოგომ სასაფლაოს შემოუარა, ემრე მივიდა თავისი ბებიის სახლთან, რომელიც ძალიან უყვარდა და მერე წავიდა საქმის განსახორციელებლად. რა მკვლელობა აგიტყდათ, ოღონდ სახელმწიფოს თავზე ჩამოიმხოთ და ქართველ ხალხს სიცოცხლე გაუმწაროთ ყველაფერს კადრულობთ ნაციონალების კლასტერის ფაშისტები. ხალხი თქვენ სულელი ნუ გგონიათ. გვარამიასთან რომ ჟღერდება ეს მიუნჰაუზენის მოთხრობები და პირდაპირ რომ სახელწიფოს ადანაშაულებთ, როცა გაყალბებული სურათებით დარბიხართ და ზუსტად იცით რომ ეს სურათები გაყალბებულია, ნუ გგონიათ რომ ხალხს დააბოლებთ!! თქვენ საქმის გამოძიება კი არა პირდაპირ ამტკიცებთ, რომ მარტო პოლიტიკური მოტივი გამოძრავებთ და ისიც ქვეყნის დასაქცევად მიმართული. 

P.S.

თუ ინება და გამოაქვეყნა ადმინმა, წინასწარ ვამბობ, რომ წამოვა ასობით ნაცტროლის დისლაიქი სამ წუთში! ვაი თქვენ პატრონს, სულხან საბას მორიელები ხართ. თქვენი გამოსწორება არ შეიძლება და ამ გოგოს სიკვდილზე ატეხილი ცრუ ინფორმაციების ნაკადი გვარამაის ტელევიზიაში ზუსტად მაგას ამტკიცებს, რომ თქვენგან თავის დაღწევა მხოლოდ კუს და მორიელის ამბავში შეიძლება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ამისთვისაა ეს გოგო მოკლული, ამ ინფორმაციებს შეეწირა... ეს პიროვნება ასახელებს გვარს" - რატომ ჩამოართვეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატს ტელეფონი?

"ამისთვისაა ეს გოგო მოკლული, ამ ინფორმაციებს შეეწირა... ეს პიროვნება ასახელებს გვარს" - რატომ ჩამოართვეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატს ტელეფონი?

21 სექტემბერს, გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს პროკურატურაში მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. პროკურორი დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა. პროკურორის თქმით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა ინფორმაცია, როგორც დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე სატელიტის ფოტოები.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაცია გამოვითხოვეთ, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული, მის კომუნიკაციის ამსახველ ინფორმაციასთან და ასევე სატელიტური ფოტოებთან, ფოტოების მოპოვებასთან. შესაბამისად, დათვალიერების დროს, ინფორმაციის გამოთხოვას როდესაც აწარმოებდა გამომძიებელი, იქ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე რამდენიმე ფოტოსურათი, სატელიტის ფოტოსურათებს ვგულისხმობთ. (რაც მიხეილ რამიშვილმა გამოძიებას წარუდგინა). გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაცია, რაც ფიქსირდება მიხეილ რამიშვილის ტელეფონში, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, (იმისთვის, რომ შემდგომში ავთენტურობა, წარმომავლობა, დოკუმენტის შემხებლობა საქმესთან საეჭვო არ იყოს), მიხეილ რამიშვილს შევთავაზეთ, უშუალოდ ექსპერტის მონაწილეობით მომხდარიყო ამ კონკრეტული ინფორმაციის გადმოტანა და საქმეზე დამაგრება. შესაბამისად, ტელეფონის დალუქვა მისი თანხმობით მოხდა”.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი აღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით მიხეილ რამიშვილი დააკავონ, პროკურორი პასუხობს, რომ საქმის სამომავლო შეფასებისგან თავს შეიკავებს, "რადგან დღეის მოცემულობით, კონკრეტული მტკიცებულებების მოპოვებაზეა ლაპარაკი".

რაც შეეხება საქმის ახალი ფიგურანტს, დავით ფურცხვანიძეს, როგორც პროკურორი აცხადებს, გამოძიება დეტალურად შეისწავლის იმ მნიშვნელოვან გარემოებებს, რაც დაკითხვის დროს ფურცხვანიძემ განაცხადა. "მან კომენტარის სახით თქვა, რომ თვითონაც აპირებს, ვითომდა, ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნას. რაც შეეხება მის დაკითხვას, დაკითხვის მიმდინარეობის დროს მან ვერ დაასახელა კონკრეტული ინფორმაცია, წყარო ან სხვა საშუალება, რითაც ვიფიქრებდით, რომ ეს ფოტოსურათები, რაც საბოლოო ჯამში გამოძიებაში წარმოადგინეს, ნამდვილ ინფორმაციას შეიცავდა. დეტალურად შევისწავლით იმ მნიშვნელოვან გარემოებებს, რაც მან დაკითხვისას განაცხადა და ამაზეც მოვახდენთ რეაგირებას", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

დავთ გუმბერიძის თქმით, მტკიცებულებების ფალსიფიცირების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული."იმ შემთხვევაში თუ გამოძიებით დადგინდა, კონკრეტულად მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტი გარკვეული პირების მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას ნებისმიერ პირზე", - განაცხადა პროკურორმა.

ambebi.ge თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს ესაუბრა.

- ბატონო მიხეილ, რა სამართლებრივი საფუძვლით ჩამოგართვეს ტელეფონი და რას უკავშირებთ ამ ფაქტს?

- არანაირი უფლება არ ჰქონდათ, ჩემთვის ტელეფონი ჩამოერთმიათ. მოსამართლის განჩინებაც უკანონოა, რადგან სს საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, ადვოკატი არ არის ვალდებული, კლიენტის ინფორმაცია გასცეს, ან მისი მისამართით დათვალიერება განხორციელდეს. ამას ერთადერთ რაღაცას ვუკავშირებ - მოიძიონ გზები, რომ როგორმე ჩამომაშორონ ამ საქმეს.

- იქნებ ფურცხვანიძეა მათი დაკვირვების ობიექტი და სამიზნე?

- არა, ფურცხვანიძე როცა დაკითხეს, მან დეტალურად გასცა კითხვებზე პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან ჰქონდა სატელიტის ფოტო მოპოვებული. 3 საათი მიმდინარეობდა დაკითხვა და იმას არკვევდნენ, მე ხომ არ ვიყავი ამ ფოტოების შემკვეთი, უნდათ, რომ ჩემი ორგანიზებული იყოს ყველაფერი. იქიდან გამომდინარე, რადგან ვერ მოვიძიე ნამდვილი, ორიგინალი სურათები, მე უნდა გამოვსულიყავი გამყალბებელი, თითქოს მე დავუკვეთე, მოეწოდებინა და მე დამკისროდა პასუხისმგებლობა. არა და, ფურცხვანიძემ მისი ინიციატივით მომაწოდა ფოტოები და მითხრა, პასუხს ვაგებ, რომ მასალა ავთენტურიაო.

- საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ თქვენს მობილურში მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ფურცხვანიძესთან დაკავშირებით. რას გულისხმობს პროკურორი?

- არ ვიცი, რაც უნდათ ის აღმოაჩინონ. რა უნდა მქონოდა, არაფერი მაქვს. ამათთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია, ოღონდ საქმეს ჩამომაცილონ.

- გუშინ გააკეთეთ განცხადება სუს-ის ყოფილ თანამშრომელზე, რომლის გამოკითხვის ოქმის საფუძველზეც აცხადებთ, რომ ის აძლევდა თამარს გარკვეულ მითითებებს. დაიკითხა ეს თანამშრომელი?

- თუ ხართ დაკვირვებული, როგორც კი რამე ახალ დეტალს გამოვაჩენ, საქმეში კი არ ერთვებიან, გამოძიებას რომ სჭირდებოდეს ისე, პირდაპირ ჩემზე მოაქვთ იერიში. ეს ადამიანი არ დაკითხულა, წესით და კანონით, უნდა დაკითხონ. ახლა ისე გააკეთებენ, კაცმა არ იცის, რას ათქმევინებენ იმ კაცს და შეიძლება ისევ აქით მე დამდონ ბრალი. ეს გამოკითხვა ისეთ დაწესებულებაში ჩატარდა, იქ ვერანაირ იძულებას ვერ ექნებოდა ადგილი. ახლა დაიწყებენ, მოიტყუა რამიშვილმა, იმან ათქმევინა იმ კაცს ყველაფერიო. არ გამოვრიცხავ, რომ იმ ადამიანმა ყველაფერი გადათქვას.

- მაინც რა მითითებებს აძლევდა პროგრამისტს და რა იყო იმ ფლეშკაზე?

- თამუნას რამდენჯერაც შეხვდა, იმდენჯერ გადასცა ფლეშკა. ის პიროვნება მუშაობდა სუს-ის ისეთ სამმართველოში, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერთან და პროგრამულ სისტემასთან. იქ იყო ისეთი პროგრამები, რომელში შესვლისასაც ყველანაირ ინფორმაციას იღებდი. ამისთვისაა ეს გოგო მოკლული, ამ ინფორმაციებს შეეწირა. ეს პიროვნება ასახელებს გვარს, ვინ მოიყვანა გოგონა და ფლობს ისეთ ინფორმაციას, რაც საინტერესო უნდა იყოს გამოძიებისთვის. დანარჩენს არ ვიტყვი, მერე შემედავებიან, გამოძიების ინტერესებს აზიანებსო. დღესაც ვარ პროკურატურაში დაბარებული, მივალ, ერთი.

- ელით, რომ შეიძლება დაგაკავონ?

- არ გამოვრიცხავ დამაპატიმრონ, ოღონდ კი ამ საქმეში აღარ ვიყო.

  • ნახეთ ვიდეო - თამარ ბაჩალიაშვილის დედის კომენტარი

"მელიქიშვილმა მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა, სექსუალურ კონტაქტს სთავაზობდა. ამან ძალიან გააღიზიანა ნარიმანიძე..." - რას ყვება ადვოკატი თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს