სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე რამდენიმე ფოტოსურათი" - პროკურორი
"მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე რამდენიმე ფოტოსურათი" - პროკურორი

პრო­კუ­რო­რი და­ვით გუმ­ბე­რი­ძე აცხა­დებს, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და.

პრო­კუ­რო­რი გან­მარ­ტავს პრო­ცე­დუ­რას, თუ რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მოხ­და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნის და­ლუქ­ვა.

პრო­კუ­რო­რის თქმით, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფონ­ში აღ­მოჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნა­წილ­ში ასე­ვე სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ე­ბი.

„თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ხელ რა­მიშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ტე­ლე­ფო­ნი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა ჩა­ტარ­და, რაც და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ამ­სახ­ველ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და ასე­ვე სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ებ­თან, ფო­ტო­ე­ბის მო­პო­ვე­ბას­თან. შე­სა­ბა­მი­სად, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვას, რო­დე­საც აწარ­მო­ებ­და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, აღ­მოჩ­ნდა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც ფურ­ცხვა­ნი­ძეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნა­წილ­ში, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე ფო­ტო­სუ­რა­თი, სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­სუ­რა­თებს ვგუ­ლის­ხმობთ. (რაც წარ­დგე­ნილ იქნა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის მიერ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის). გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ინ­ფორ­მა­ცია, რაც ფიქ­სირ­დე­ბა მი­ხელ რა­მიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფონ­ში, საქ­მი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რე­მო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს, იმის­თვის, რომ შემ­დგომ­ში ავ­თენ­ტუ­რო­ბა, წარ­მო­მავ­ლო­ბა, დო­კუ­მენ­ტის შემ­ხებ­ლო­ბა საქ­მეს­თან სა­ეჭ­ვო არ იყოს, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს შევ­თა­ვა­ზეთ, უშუ­ა­ლოდ ექ­სპერ­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მომ­ხდა­რი­ყო ამ კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გად­მო­ტა­ნა და საქ­მე­ზე და­მაგ­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ტე­ლე­ფო­ნის და­ლუქ­ვა მისი თან­ხმო­ბით მოხ­და.

შემ­დგომ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ოჯა­ხის წევ­რი სა­ავდმყო­ფო­ში ჰყავ­და, სჭირ­დე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი, რომ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო ჩვენ­თან. მისი თან­ხმო­ბით, და­ლუ­ქუ­ლი ტე­ლე­ფო­ნი, რაც ჩვენ საქ­მე­ზე გვაქვს, დარ­ჩა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში, დაბ­რუნ­დე­ბა ად­ვო­კა­ტი, ვე­ლო­დე­ბით, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­თან ერ­თად ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში წავ­ლენ და უშუ­ა­ლოდ, ექ­სპერ­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მოხ­დე­ბა საქ­მე­ზე არ­სე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის გად­მო­ტა­ნა. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­კრე­ტუ­ლად ამ საქ­მის შეს­წავ­ლის ნა­წილ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, საქ­მე­ზე და­მაგრდე­ბა ეს დო­კუ­მენ­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვონ, პრო­კუ­რო­რი პა­სუ­ხობს, რომ საქ­მის სა­მო­მავ­ლო შე­ფა­სე­ბის­გან თავს შე­ი­კა­ვებს, „რად­გან დღე­ის მო­ცე­მუ­ლო­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი“.

„რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო კონ­კრე­ტუ­ლად მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამას რა თქმა უნდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან მალე გა­ი­გებს“, - აღ­ნიშ­ნა გუმ­ბე­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, საქ­მე­ზე ტარ­დე­ბა ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა.

„საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, უმოკ­ლეს ვა­დებ­ში იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც უკავ­შირ­დე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლად სა­ტე­ლი­ტურ ფო­ტო­ებს, რაც წარ­დგე­ნილ იქნა გა­მო­ძი­ე­ბა­ში.

ექ­სპერ­ტი­ზით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გვაქვს ფაქ­ტი, რომ ეს ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი არის მონ­ტა­ჟის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და შე­ი­ცავს ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას“, - აღ­ნიშ­ნავს პრო­კუ­რო­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მის ახა­ლი ფი­გუ­რანტს, და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს, რო­გორც პრო­კუ­რო­რი აცხა­დებს, გა­მო­ძი­ე­ბა დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლის იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რე­მო­ე­ბებს, რაც და­კი­თხვის დროს ფურ­ცხვა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

„მან კო­მენ­ტა­რის სა­ხით გა­აჟ­ღე­რა, რომ თვი­თო­ნაც აპი­რებს, ვი­თომ­და, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის და­ნიშ­ვნას. რაც შე­ე­ხე­ბა მის და­კი­თხვას, და­კი­თხვის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს მის მიერ ვერ იქნა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, წყა­რო ან სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა, რი­თაც ვი­ფიქ­რებ­დით, რომ ეს ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­მო­ძი­ე­ბა­ში წარ­მო­ად­გი­ნეს, ნამ­დვილ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავ­და. რა თქმა უნდა, ფურ­ცხვა­ნი­ძის დაკ­თხვსაც დე­ტა­ლუ­რად შე­ვის­წავ­ლით, იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რე­მო­ე­ბებს, რაც მან და­კი­თხვი­სას გა­ნა­ცხა­და და ამა­ზეც მო­ვახ­დენთ რე­ა­გი­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით გუმ­ბე­რი­ძემ.

რო­გორც პრო­კუ­რო­რი აღ­ნიშ­ნავს, საქ­მე­ზე, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ნა­წილ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ტარ­დე­ბა ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა.

დავთ გუმ­ბე­რი­ძის თქმით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

„იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, კონ­კრე­ტუ­ლად მკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტი გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან, რა თქმა უნდა, ჩვენ მი­ვი­ღებთ სა­მარ­თლებ­რივ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ნე­ბის­მი­ერ პირ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

ცნო­ბის­თვის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ჩა­მო­არ­თვეს. რა­მიშ­ვი­ლის თქმით, ტე­ლე­ფონ­ში ვე­რა­ფერს იპო­ვი­ან.

„ჩემი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი იქნა და­ლუ­ქუ­ლი და შე­სა­მოწ­მებ­ლად მი­აქვთ, რა უნდა შე­ა­მოწ­მონ, არ ვიცი. დღეს, ტე­ლე­ფო­ნი ჩა­მო­მარ­თვეს და ხვალ ალ­ბათ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­საც მი­ა­ყო­ლე­ბენ ზე­ვი­დან. მე არ ვიცი, რა­ტომ ჩა­მო­მარ­თვეს, რა­ღაც უნდა გა­და­ა­მოწ­მონ. ჩემ ტე­ლე­ფონ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვე­რა­ფერს იპო­ვი­ან და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ფერს შექ­მნი­ან, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ, მე ამის არ მე­ში­ნია", - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
67

ინფორმაცია მიიღო მისგან და აბა არ ექნებოდა კავშირი?ტელეფონის გარეშე თვითონვე არ თქვა რომ მისგან მიიღო ?რა თქვით ახალი,რატომ მანიპულირებთ.მოკლედ ლამის ტყავიდან ამოხტეთ,რა დღეში ხართ?

მირიანი
82

ხვდებით ხომ რაც ხდება? მობილური დალუქეს, შესთავაზეს ერთად ჩაეტარებინათ ექსპერტიზა, ამ ცრუპენტელამ მოიმიზეზა ნახევარი საათით ავადმყოფთან წასვლა , ტელეფონი დატოვა და წავიდა , მობრუნდება ახლა და იტყვის ჩემს არ ყოფნაში მობილურში ინფორმაცია გააყალბესო....ფუიიიი.......ვინმე ჭამს ახლა ამ ამ აფიორას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე რამდენიმე ფოტოსურათი" - პროკურორი

"მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე რამდენიმე ფოტოსურათი" - პროკურორი

პროკურორი დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა.

პროკურორი განმარტავს პროცედურას, თუ რის გათვალისწინებით მოხდა მიხეილ რამიშვილის ტელეფონის დალუქვა.

პროკურორის თქმით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა ინფორმაცია, როგორც დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ასევე სატელიტის ფოტოები.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა ჩატარდა, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული, მის კომუნიკაციის ამსახველ ინფორმაციასთან და ასევე სატელიტური ფოტოებთან, ფოტოების მოპოვებასთან. შესაბამისად, დათვალიერების მიმდინარეობის დროს ინფორმაციის გამოთხოვას, როდესაც აწარმოებდა გამომძიებელი, აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე რამდენიმე ფოტოსურათი, სატელიტის ფოტოსურათებს ვგულისხმობთ. (რაც წარდგენილ იქნა მიხეილ რამიშვილის მიერ გამოძიებისთვის). გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაცია, რაც ფიქსირდება მიხელ რამიშვილის ტელეფონში, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, იმისთვის, რომ შემდგომში ავთენტურობა, წარმომავლობა, დოკუმენტის შემხებლობა საქმესთან საეჭვო არ იყოს, მიხეილ რამიშვილს შევთავაზეთ, უშუალოდ ექსპერტის მონაწილეობით მომხდარიყო ამ კონკრეტული ინფორმაციის გადმოტანა და საქმეზე დამაგრება. შესაბამისად, ტელეფონის დალუქვა მისი თანხმობით მოხდა.

შემდგომ მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ოჯახის წევრი საავდმყოფოში ჰყავდა, სჭირდებოდა დაახლოებით ნახევარი საათი, რომ დაბრუნებულიყო ჩვენთან. მისი თანხმობით, დალუქული ტელეფონი, რაც ჩვენ საქმეზე გვაქვს, დარჩა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, დაბრუნდება ადვოკატი, ველოდებით, გამომძიებლებთან ერთად ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წავლენ და უშუალოდ, ექსპერტის მონაწილეობით მოხდება საქმეზე არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადმოტანა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი კონკრეტულად ამ საქმის შესწავლის ნაწილში, შესაბამისად, საქმეზე დამაგრდება ეს დოკუმენტი მიხეილ რამიშვილის მონაწილეობით“, - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი აღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მიხეილ რამიშვილი დააკავონ, პროკურორი პასუხობს, რომ საქმის სამომავლო შეფასებისგან თავს შეიკავებს, „რადგან დღეის მოცემულობით, კონკრეტული მტკიცებულებების მოპოვებაზეა საუბარი“.

„რა გადაწყვეტილებას მიიღებს საგამოძიებო ორგანო კონკრეტულად მტკიცებულებების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით, ამას რა თქმა უნდა, საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს“, - აღნიშნა გუმბერიძემ.

მისივე თქმით, საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი მოქმედება.

„საქმეზე პროკურატურის მიერ, უმოკლეს ვადებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რაც უკავშირდება, კონკრეტულად სატელიტურ ფოტოებს, რაც წარდგენილ იქნა გამოძიებაში.

ექსპერტიზით დადასტურებული გვაქვს ფაქტი, რომ ეს ფოტოსურათები არის მონტაჟის შედეგად მიღებული და შეიცავს ცრუ ინფორმაციას“, - აღნიშნავს პროკურორი.

რაც შეეხება საქმის ახალი ფიგურანტს, დავით ფურცხვანიძეს, როგორც პროკურორი აცხადებს, გამოძიება დეტალურად შეისწავლის იმ მნიშვნელოვან გარემოებებს, რაც დაკითხვის დროს ფურცხვანიძემ განაცხადა.

„მან კომენტარის სახით გააჟღერა, რომ თვითონაც აპირებს, ვითომდა, ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნას. რაც შეეხება მის დაკითხვას, დაკითხვის მიმდინარეობის დროს მის მიერ ვერ იქნა დასახელებული კონკრეტული ინფორმაცია, წყარო ან სხვა საშუალება, რითაც ვიფიქრებდით, რომ ეს ფოტოსურათები, რაც საბოლოო ჯამში გამოძიებაში წარმოადგინეს, ნამდვილ ინფორმაციას შეიცავდა. რა თქმა უნდა, ფურცხვანიძის დაკთხვსაც დეტალურად შევისწავლით, იმ მნიშვნელოვან გარემოებებს, რაც მან დაკითხვისას განაცხადა და ამაზეც მოვახდენთ რეაგირებას“, - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, საქმეზე, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ნაწილში პროკურატურის მიერ ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება.

დავთ გუმბერიძის თქმით, მტკიცებულებების ფალსიფიცირების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„იმ შემთხვევაში თუ გამოძიებით დადგინდა, კონკრეტულად მკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტი გარკვეული პირების მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას ნებისმიერ პირზე“, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, მიხეილ რამიშვილმა საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ თბილისის პროკურატურაში მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. რამიშვილის თქმით, ტელეფონში ვერაფერს იპოვიან.

„ჩემი მობილური ტელეფონი იქნა დალუქული და შესამოწმებლად მიაქვთ, რა უნდა შეამოწმონ, არ ვიცი. დღეს, ტელეფონი ჩამომართვეს და ხვალ ალბათ, თავისუფლებასაც მიაყოლებენ ზევიდან. მე არ ვიცი, რატომ ჩამომართვეს, რაღაც უნდა გადაამოწმონ. ჩემ ტელეფონში ოფიციალურად ვერაფერს იპოვიან და არაოფიციალურად ყველაფერს შექმნიან, ყველაფერს გააკეთებენ, მე ამის არ მეშინია", - განაცხადა რამიშვილმა.

"ივერი მელაშვილს ვერ დავაბრალებ, რომ მან მოიპარა რუკა, მაგრამ როცა იცი, რომ ქვეყნისთვის საზიანო დოკუმენტია და მაინც იყენებ, აი, ეს არის დანაშაული" - საზღვრის დადგენის სკანდალური საქმე

"მელაშვილის და ილიჩოვას ქმედებებმა ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შექმნა" - პროკურორი ბრალდების დეტალებზე

"ძმისთვის დაურეკავს, - მგონი, მოვკალიო..." -  დუშეთში მომხდარი დანაშაულის დეტალები: მკვლელობაში ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ