მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალომეს პაროდიას რომ ვაკეთებ, თავი პრეზიდენტი მგონია! თვითონ თუ უყურებს, არ ვიცი" -  თამუნა ლეკვეიშვილი კარიერაზე, მეუღლესა და შვილებზე
"სალომეს პაროდიას რომ ვაკეთებ, თავი პრეზიდენტი მგონია! თვითონ თუ უყურებს, არ ვიცი" -  თამუნა ლეკვეიშვილი კარიერაზე, მეუღლესა და შვილებზე

პა­რო­დის­ტი, არ­ტის­ტი, ვო­კა­ლის­ტი, პი­ა­ნის­ტი, მო­ცეკ­ვა­ვე, ბენ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი - ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ ადა­მი­ან­შია თავ­მოყ­რი­ლი და ეს ქალ­ბა­ტო­ნი თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლია. რო­გორ უთავ­სებს ამ­დენ რა­მეს ერ­თმა­ნეთს? უკვე შე­ეჩ­ვია და ერ­თი­დან მე­ო­რე­ზე გა­დარ­თვა მის­თვის რთუ­ლი აღარ არის, წლე­ბია, ეს მისი ცხოვ­რე­ბის წე­სია. „ასე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი და საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე აე­წყო ჩემი ცხოვ­რე­ბა“, - გვე­უბ­ნე­ბა თა­მუ­ნა, ხოლო იმა­ზე, თუ რო­მე­ლი საქ­მეა უფრო მისი, ამ­ბობს, რომ ის, რაც მუ­სი­კას­თა­ნაა კავ­შირ­ში.

- ბენ­დის მკაც­რი ხემ­ძღვა­ნე­ლი ხარ?

- არა­ნა­ი­რად - ბი­ჭებს ვე­მე­გობ­რე­ბი და შე­თან­ხმე­ბუ­ლად ვმუ­შა­ობთ...

- უფრო პი­ა­ნის­ტი ხარ თუ ვო­კა­ლის­ტი?

- სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კი მაქვს 10-წლე­დი დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ პი­ა­ნის­ტი არც არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სა­კომ­პო­ზი­ცი­ო­ზე ვსწავ­ლო­ბი­დი, ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი. ასე რომ, მუ­სი­კის შექ­მნის პრო­ცე­სი უფრო „ჩე­მია“... მუ­სი­კით იმ მო­მენ­ტის ჩემს გან­წყო­ბას გად­მოვ­ცემ, რა­საც გან­ვიც­დი. ძი­რი­თა­დად, სევ­დი­ა­ნი მუ­სი­კა გა­მომ­დის, ეტყო­ბა, არის ჩემ­ში რა­ღაც რო­მან­ტი­კულ-მე­ლან­ქო­ლი­უ­რი.

- არა­და, თით­ქოს არ ტო­ვებ ასეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას.

- სამ­სა­ხუ­რი მაქვს ასე­თი და თან, რო­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ ვარ ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი. არა, ზო­გა­დად მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ რო­ი­ალ­თან მარ­ტო როცა ვრჩე­ბი, მე­ლან­ქო­ლი­უ­რი ვხდე­ბი...

- პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე გა­ა­კე­თე და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სა­კომ­პო­ზი­ციო გან­ხრით და­ი­წყე სწავ­ლა, სწო­რი გა­და­წყვე­ი­ლე­ბა იყო? თუ ასეა, მხო­ლოდ მაგ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ტომ არ წახ­ვე­დი და მუ­სი­კას იუ­მო­რის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა რა­ტომ შე­უ­თავ­სე?

- ახლა რომ ვა­ბა­რებ­დე, ვო­კა­ლურ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რებ­დი. არა­და, მამა მე­უბ­ნე­ბო­და, - ვო­კა­ლურ­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. არ და­ვუ­ჯე­რე. ვფიქ­რობ, ამ პრო­ფე­სი­ას მეტი გა­სა­ქა­ნი აქვს და ალ­ბათ ბევ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, ვიდ­რე ახლა ვარ და არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ასე რომ, ოპე­რამ ჩემი სა­ხით ქარ­თვე­ლი მე­ცო­სოპ­რა­ნო და­კარ­გა.

- რო­გორც კომ­პო­ზი­ტო­რი, მუ­სი­კის წე­რას თუ ახერ­ხებ?

- 5-6 წლი­დან ვქმნი­დი მუ­სი­კას და კომ­პო­ზი­ტო­რო­ბა ამი­ტომ მინ­დო­და. საკ­მა­რი­სად მაქვს უკვე, რო­მელ­საც ჯერ მხო­ლოდ ჩემ­თვის ვწერ.

- შენი პე­და­გო­გი, კომ­პო­ზი­ტო­რი ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძე ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც ასე­ვე დიდი იუ­მო­რის პატ­რო­ნიც იყო... რო­გორ გა­იხ­სე­ნებ­დი მას.

- ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა მარ­თლა სა­ო­ცა­რი კომ­პო­ზი­ტო­რია. ასე­ვე კარ­გი იუ­მო­რის მქო­ნე იყო. სი­ტუ­ა­ცი­უ­რი იუ­მო­რი ჰქონ­და, ლექ­ცი­ის პრო­ცეს­ში ყო­ველ­თვის ისეთ რა­ღა­ცებს ამ­ბობ­და, რომ მისი ლექ­ცი­ი­დან სულ გა­ღი­მე­ბუ­ლი გა­მოვ­დი­ო­დი. ერთხელ აუ­დი­ტო­რი­ა­ში ვი­ღა­ცამ შე­მო­ი­ხე­და, მე და ბი­ძი­ნა ვი­ყა­ვით და ვმუ­შა­ობ­დით. იმ ადა­მი­ან­მა ქალ­ბა­ტო­ნი ნუ­გე­შა (მისი მე­უღ­ლე, ასე­ვე კარ­გი მუ­სი­კო­სი) იკი­თხა - სად არის? ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ - ერთი ოქ­ტა­ვით ქვე­ვი­თო, ანუ ქვე­და სარ­თულს გუ­ლის­ხმობ­და... ასე­თი ეპი­ზო­დი ბევ­რი იყო... მას­თან მუ­შა­ო­ბი­სას სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მქონ­და, ამ­ბობ­და, რომ შენს ნა­წარ­მო­ებ­ში რომ ჩა­ვე­რიო, ის უკვე ბი­ძი­ნა იქ­ნე­ბა და არა თა­მუ­ნა. ამი­ტომ, ფორ­მა­ზე უფრო გვქონ­და სა­უ­ბა­რი, ანუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ახალ­გაზ­რდა კომ­პო­ზი­ტო­რი რომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო... მსუ­ბუქ ბიძგს გაძ­ლევ­და, კონ­კრე­ტუ­ლად არ მი­მი­თი­თებ­და ფორ­მის­თვის რო­გო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, მი­მე­ცა. კი­დევ, სა­ერ­თოდ არ იყო მკაც­რი.

- მოკ­ლედ, ჩემი სა­ხით ქარ­თულ­მა ოპე­რამ მე­ცო­სოპ­რა­ნო და­კარ­გაო... თუმ­ცა იუ­მო­რის­ტულ­მა შო­უ­ებ­მა შე­ი­ძი­ნა თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი... პა­რო­დი­ას რა ემო­ცია მო­აქვს. საკ­მა­ოდ ბევ­რი პერ­სო­ნა­ჟი და­გიგ­როვ­და, რო­მელ­საც ბა­ძავ?

- პირ­ვე­ლი პა­რო­დია, რომ გა­ვა­კე­თე, არ ვი­ცო­დი, რა გა­მო­ვი­დო­და. მას მერე, რად­გან ამ­დე­ნი პა­რო­დი­ის გა­კე­თე­ბა მო­მი­წია (ასე მოხ­და), კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა და მივხდი, რომ გა­მო­მი­ვი­და. ეტყო­ბა, მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნა მეხ­მა­რე­ბა, რომ ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის ინ­ტო­ნა­ცია და­ვი­ჭი­რო. გა­და­ცე­მის­თვის ვის პა­რო­დი­ა­საც ვა­კე­თებ, ვცდი­ლობ, რომ წინა დღეს მის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლებს ვუ­ყუ­რო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, როს უკვე ათ­ვი­სე­ბუ­ლი მაქვს კარ­გად. ვთქვათ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სცე­ნა მაქვს სა­თა­მა­შო, აუ­ცი­ლებ­ლად ვუ­ყუ­რებ წინა დღეს. ეს კი­დევ ერთხელ მეხ­მა­რე­ბა, რო­ლის უკეთ გა­თა­ვი­სე­ბა­ში. თუ არ გა­ი­თა­ვი­სე, მა­ყუ­რებ­ლამ­დე ვერ მი­ი­ტან. ამას­თან, უნდა გიყ­ვარ­დეს ის საქ­მე, რა­საც აკე­თებ და ის პერ­სო­ნა­ჟიც. სა­ლო­მეს პა­რო­დი­ას რომ ვა­კე­თებ, თავი პრე­ზი­დენ­ტი მგო­ნია! ვი­მე­ო­რებ, ბო­ლომ­დე თუ არ შეხ­ვე­დი როლ­ში, კარ­გად არ მო­ირ­გე, არ გა­მო­გი­ვა. მოკ­ლედ, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ეს უნა­რი მქო­ნია.

- რა როლი და­ი­კა­ვა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმი­ტა­ცი­ამ შენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში?

- საკ­მა­ოდ დიდი, ხში­რად მი­წევს გა­კე­თე­ბა და კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს. თვი­თონ რას ფიქ­რობს, უყუ­რებს თუ არა, მოს­წონს თუ არა, - ეს არ ვიცი. მა­ყუ­რე­ბელს მოს­წონს, - ამის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რებ­ში წე­რენ და ამას ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ვი­დე­ოს ნახ­ვე­ბი, ზო­გა­დად რე­ი­ტინ­გიც ადას­ტუ­რებს. მოკ­ლედ, ეს პერ­სო­ნა­ჟი და პა­რო­დია წარ­მა­ტე­ბუ­ლია!

- შენ მიერ გა­სა­ხი­ე­რე­ბულ რო­ლებს შო­რის ბევ­რი ქალ­ბა­ტო­ნია, ზოგი ცნობ­ლი, ზოგი - უც­ნო­ბი - სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. თი­თო­ე­უ­ლი გიყ­ვარს?

- რა თქმა უნდა, ყო­ვე­ლი პერ­სო­ნა­ჟი სა­ინ­ტე­რე­სოა. შე­მოქ­მე­დე­ბა­ში მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია...

- ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე გა­რეგ­ნუ­ლად მშვე­ნივ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი. გაგ­ვიმ­ხი­ლე შენი ფორ­მა­ში ყოფ­ნის სა­ი­დუმ­ლოც...

- რაც ბავ­შვე­ბი გა­ვა­ჩი­ნე, მას მერე დი­ე­ტა­ზე ვარ. ოღონდ, ვარ­ღვევ ხოლ­მე (ორ­შა­ბათს ვი­წყებ შა­ბათ-კვი­რას ვარ­ღვევ), ასე ვწვა­ლობთ მე და ჩემი სას­წო­რი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს გემ­რი­ე­ლი ჭამა, არ ვგა­ვარ იმ ადა­მი­ა­ნებს, შიმ­ში­ლი რომ შე­ა­წუ­ხებთ და მა­შინ ჭა­მენ. მომ­ზა­დე­ბაც მიყ­ვარს, ჩემი ჰობი არ არის ეს, მაგ­რამ სახ­ლის საქ­მე­ე­ბი­დან სამ­ზა­რე­უ­ლო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა მე­ტად მსი­ა­მოვ­ნებს. რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლად ვამ­ზა­დებ. რაც შე­ხე­ბა, ვარ­ჯიშს და სხვა რა­ი­მეს, ფორ­მა­ში ყოფ­ნის­თვის სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რებს არა­ფერს ვი­ყე­ნებ. პან­დე­მი­ამ­დე კი ვვარ­ჯი­შობ­დი, მაგ­რამ მერე ამ სი­ტუ­ა­ცი­ამ ხელი შე­მი­შა­ლა და გავ­ჩერ­დი.

- სამი შვი­ლის დედა ხარ. რა დროს უთ­მობ მათ?

- ნინი 10 წლის არის, ნი­კო­ლო­ზი 8 წლის და ელე­ნე 6-ის. ბავ­შვებს დიდ დროს ვერ ვუთ­მობ, რად­გა­ნაც მუდ­მი­ვად სამ­სა­ხურ­ში ვარ - ჩემი გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ასეა. თან, ისე­თი რე­ა­ლო­ბაა, ვე­რა­ფერს ვცვლი, ბავ­შვებ­თან მხო­ლოდ შა­ბათ-კვი­რას მი­წევს ყოფ­ნა. როცა სახ­ლში არ ვარ, დამ­ხმა­რე ქალ­ბა­ტო­ნი მეხ­მა­რე­ბა - სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს ის უძღვე­ბა. ბავ­შვებს ახლა ონ­ლა­ინ­სწავ­ლა უწევთ და ის მშობ­ლე­ბი მე­ტად გა­მი­გე­ბენ, სა­დაც ერ­თზე მეტი მოს­წავ­ლე ჰყავთ. სამი პა­ტა­რის­თვის ონ­ლა­ინ­სწავ­ლე­ბა ნიშ­ნავს სამი სა­მე­ცა­დი­ნო კუ­თხის მო­წყო­ბას, ტექ­ნი­კურ აღ­ჭურ­ვას, მათ იზო­ლი­რე­ბას. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი რამ არის. თან, ელე­ნე პირ­ველ კლას­ში წა­ვი­და წელს. 1-ელ სექ­ტემ­ბერს კი და­ი­წყო მათ­თან სწავ­ლა და ორი კვი­რა კი მო­ას­წრო მას­წავ­ლებ­ლე­ბის და ამ­ხა­ნა­გე­ბის გაც­ნო­ბა, მაგ­რამ ახლა ნორ­მა­ლუ­რად ვერც ახერ­ხებს ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წრე­ბას. მოკ­ლედ, დიდი ამ­ბა­ვია ოჯახ­ში. იმე­დი მაქვს, მალე დაბ­რუნ­დე­ბი­ან ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში, რომ და­ის­ვე­ნონ მა­თაც და მშობ­ლებ­მაც.

- შენი მე­უღ­ლეც მუ­სი­კო­სია. მხარ­ში გიდ­გას შენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში?

- კი, გიგი მუ­სი­კო­სია. ნი­ჭი­ე­რი ალ­ტის­ტია, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად უკ­რავს და მას­ზე არ მე­რი­დე­ბა ასე რომ ვამ­ბობ. ერ­თმა­ნე­თი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გა­ვი­ცა­ნით. გიგი სიმ­ღე­რებ­საც წერს, ერ­თობ­ლი­ვი სიმ­ღე­რე­ბიც გვაქვს. მოვა დრო და ალ­ბათ ჩავ­წერთ რა­მეს, რომ ხალ­ხს მო­ვას­მე­ნი­ნოთ. ამის­თვის ახლა ნაკ­ლე­ბი დრო მაქვს, რად­გან ზე­რე­ლედ და მარ­ტი­ვად გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე არ არის - დრო და ენერ­გია სჭირ­დე­ბა. მოკ­ლედ, ეს საქ­მე ჯერ­ჯე­რო­ბით სა­მო­მავ­ლოდ გვაქვს შე­მო­ნა­ხუ­ლი.

- ჩვენს მკი­თხველს და მა­ყუ­რე­ბელს რას ეტყვი?

- ზოგ­ჯერ არის ხოლ­მე და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი კრი­ტი­კა, თუნ­დაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პა­რო­დი­ის გამო, უფრო პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში მიჰ­ყავთ. ვამ­ბობ, რომ ნუ უყუ­რე­ბენ ასე, იმი­ტომ, რომ ამ რო­ლის და გა­და­ცე­მე­ბის უკან უზარ­მა­ზა­რი შრო­მა დევს. ყვე­ლა­ფე­რი კი იმის­თვის კეთ­დე­ბა, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა ერთი სა­ა­თით უფრო კარ­გად იგ­რძნოს თავი ტე­ლე­ვი­ზორ­თან. ძა­ლი­ა­ნაც ნუ გა­მაკ­რი­ტი­კე­ბენ...

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რობერტი
0

...შენ გენაცვალე თამარ! მიყვარხარ!!!!

Goglik
27

ულამაზესი ქალბატონი ერთგული თაყვანისმცემელი ვარ თქვენი ნიჭის

ავტორი:

"სალომეს პაროდიას რომ ვაკეთებ, თავი პრეზიდენტი მგონია! თვითონ თუ უყურებს, არ ვიცი" -  თამუნა ლეკვეიშვილი კარიერაზე, მეუღლესა და შვილებზე

"სალომეს პაროდიას რომ ვაკეთებ, თავი პრეზიდენტი მგონია! თვითონ თუ უყურებს, არ ვიცი" -  თამუნა ლეკვეიშვილი კარიერაზე, მეუღლესა და შვილებზე

პაროდისტი, არტისტი, ვოკალისტი, პიანისტი, მოცეკვავე, ბენდის ხელმძღვანელი - ეს ყველაფერი ერთ ადამიანშია თავმოყრილი და ეს ქალბატონი თამუნა ლეკვეიშვილია. როგორ უთავსებს ამდენ რამეს ერთმანეთს? უკვე შეეჩვია და ერთიდან მეორეზე გადართვა მისთვის რთული აღარ არის, წლებია, ეს მისი ცხოვრების წესია. „ასე ჩამოვყალიბდი და საქმიანობიდან გამომდინარე, ასე აეწყო ჩემი ცხოვრება“, - გვეუბნება თამუნა, ხოლო იმაზე, თუ რომელი საქმეა უფრო მისი, ამბობს, რომ ის, რაც მუსიკასთანაა კავშირში.

- ბენდის მკაცრი ხემძღვანელი ხარ?

- არანაირად - ბიჭებს ვემეგობრები და შეთანხმებულად ვმუშაობთ...

- უფრო პიანისტი ხარ თუ ვოკალისტი?

- საფორტეპიანო კი მაქვს 10-წლედი დამთავრებული, მაგრამ პიანისტი არც არასდროს ვყოფილვარ, კონსერვატორიაში საკომპოზიციოზე ვსწავლობიდი, ბიძინა კვერნაძის სტუდენტი ვიყავი. ასე რომ, მუსიკის შექმნის პროცესი უფრო „ჩემია“... მუსიკით იმ მომენტის ჩემს განწყობას გადმოვცემ, რასაც განვიცდი. ძირითადად, სევდიანი მუსიკა გამომდის, ეტყობა, არის ჩემში რაღაც რომანტიკულ-მელანქოლიური.

- არადა, თითქოს არ ტოვებ ასეთ შთაბეჭდილებას.

- სამსახური მაქვს ასეთი და თან, როლებიდან გამომდინარე, ყველას ჰგონია, რომ ვარ ძალიან მხიარული. არა, ზოგადად მხიარული ადამიანი ვარ, მაგრამ როიალთან მარტო როცა ვრჩები, მელანქოლიური ვხდები...

- პროფესიული არჩევანი, რომელიც თავის დროზე გააკეთე და კონსერვატორიაში საკომპოზიციო განხრით დაიწყე სწავლა, სწორი გადაწყვეილება იყო? თუ ასეა, მხოლოდ მაგ მიმართულებით რატომ არ წახვედი და მუსიკას იუმორის სფეროში საქმიანობა რატომ შეუთავსე?

- ახლა რომ ვაბარებდე, ვოკალურ ფაკულტეტზე ჩავაბარებდი. არადა, მამა მეუბნებოდა, - ვოკალურზე ჩამებარებინა. არ დავუჯერე. ვფიქრობ, ამ პროფესიას მეტი გასაქანი აქვს და ალბათ ბევრად წარმატებული ვიქნებოდი, ვიდრე ახლა ვარ და არა მხოლოდ საქართველოში. ასე რომ, ოპერამ ჩემი სახით ქართველი მეცოსოპრანო დაკარგა.

- როგორც კომპოზიტორი, მუსიკის წერას თუ ახერხებ?

- 5-6 წლიდან ვქმნიდი მუსიკას და კომპოზიტორობა ამიტომ მინდოდა. საკმარისად მაქვს უკვე, რომელსაც ჯერ მხოლოდ ჩემთვის ვწერ.

- შენი პედაგოგი, კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე ყოფილა, რომელიც ასევე დიდი იუმორის პატრონიც იყო... როგორ გაიხსენებდი მას.

- ბატონი ბიძინა მართლა საოცარი კომპოზიტორია. ასევე კარგი იუმორის მქონე იყო. სიტუაციური იუმორი ჰქონდა, ლექციის პროცესში ყოველთვის ისეთ რაღაცებს ამბობდა, რომ მისი ლექციიდან სულ გაღიმებული გამოვდიოდი. ერთხელ აუდიტორიაში ვიღაცამ შემოიხედა, მე და ბიძინა ვიყავით და ვმუშაობდით. იმ ადამიანმა ქალბატონი ნუგეშა (მისი მეუღლე, ასევე კარგი მუსიკოსი) იკითხა - სად არის? ბატონმა ბიძინამ - ერთი ოქტავით ქვევითო, ანუ ქვედა სართულს გულისხმობდა... ასეთი ეპიზოდი ბევრი იყო... მასთან მუშაობისას სრული თავისუფლება მქონდა, ამბობდა, რომ შენს ნაწარმოებში რომ ჩავერიო, ის უკვე ბიძინა იქნება და არა თამუნა. ამიტომ, ფორმაზე უფრო გვქონდა საუბარი, ანუ როგორ შეიძლებოდა ახალგაზრდა კომპოზიტორი რომ განვითარებულიყო... მსუბუქ ბიძგს გაძლევდა, კონკრეტულად არ მიმითითებდა ფორმისთვის როგორი მიმართულება შეიძლებოდა, მიმეცა. კიდევ, საერთოდ არ იყო მკაცრი.

- მოკლედ, ჩემი სახით ქართულმა ოპერამ მეცოსოპრანო დაკარგაო... თუმცა იუმორისტულმა შოუებმა შეიძინა თამუნა ლეკვეიშვილი... პაროდიას რა ემოცია მოაქვს. საკმაოდ ბევრი პერსონაჟი დაგიგროვდა, რომელსაც ბაძავ?

- პირველი პაროდია, რომ გავაკეთე, არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა. მას მერე, რადგან ამდენი პაროდიის გაკეთება მომიწია (ასე მოხდა), კარგი გამოხმაურებები მოჰყვა და მივხდი, რომ გამომივიდა. ეტყობა, მუსიკალური სმენა მეხმარება, რომ ამა თუ იმ ადამიანის ინტონაცია დავიჭირო. გადაცემისთვის ვის პაროდიასაც ვაკეთებ, ვცდილობ, რომ წინა დღეს მის სატელევიზიო გამოსვლებს ვუყურო, მიუხედავად იმისა, როს უკვე ათვისებული მაქვს კარგად. ვთქვათ, სალომე ზურაბიშვილის სცენა მაქვს სათამაშო, აუცილებლად ვუყურებ წინა დღეს. ეს კიდევ ერთხელ მეხმარება, როლის უკეთ გათავისებაში. თუ არ გაითავისე, მაყურებლამდე ვერ მიიტან. ამასთან, უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და ის პერსონაჟიც. სალომეს პაროდიას რომ ვაკეთებ, თავი პრეზიდენტი მგონია! ვიმეორებ, ბოლომდე თუ არ შეხვედი როლში, კარგად არ მოირგე, არ გამოგივა. მოკლედ, სრულიად მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ეს უნარი მქონია.

- რა როლი დაიკავა სალომე ზურაბიშვილის იმიტაციამ შენს შემოქმედებაში?

- საკმაოდ დიდი, ხშირად მიწევს გაკეთება და კარგი გამოხმაურება აქვს. თვითონ რას ფიქრობს, უყურებს თუ არა, მოსწონს თუ არა, - ეს არ ვიცი. მაყურებელს მოსწონს, - ამის შესახებ კომენტარებში წერენ და ამას ინტერნეტსივრცეში ვიდეოს ნახვები, ზოგადად რეიტინგიც ადასტურებს. მოკლედ, ეს პერსონაჟი და პაროდია წარმატებულია!

- შენ მიერ გასახიერებულ როლებს შორის ბევრი ქალბატონია, ზოგი ცნობლი, ზოგი - უცნობი - სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი. თითოეული გიყვარს?

- რა თქმა უნდა, ყოველი პერსონაჟი საინტერესოა. შემოქმედებაში მრავალფეროვნება აუცილებელია...

- ამ ყველაფრის ფონზე გარეგნულად მშვენივრად გამოიყურები. გაგვიმხილე შენი ფორმაში ყოფნის საიდუმლოც...

- რაც ბავშვები გავაჩინე, მას მერე დიეტაზე ვარ. ოღონდ, ვარღვევ ხოლმე (ორშაბათს ვიწყებ შაბათ-კვირას ვარღვევ), ასე ვწვალობთ მე და ჩემი სასწორი. ძალიან მიყვარს გემრიელი ჭამა, არ ვგავარ იმ ადამიანებს, შიმშილი რომ შეაწუხებთ და მაშინ ჭამენ. მომზადებაც მიყვარს, ჩემი ჰობი არ არის ეს, მაგრამ სახლის საქმეებიდან სამზარეულოში საქმიანობა მეტად მსიამოვნებს. როგორც მეუბნებიან, ძალიან გემრიელად ვამზადებ. რაც შეხება, ვარჯიშს და სხვა რაიმეს, ფორმაში ყოფნისთვის საჭირო პროცედურებს არაფერს ვიყენებ. პანდემიამდე კი ვვარჯიშობდი, მაგრამ მერე ამ სიტუაციამ ხელი შემიშალა და გავჩერდი.

- სამი შვილის დედა ხარ. რა დროს უთმობ მათ?

- ნინი 10 წლის არის, ნიკოლოზი 8 წლის და ელენე 6-ის. ბავშვებს დიდ დროს ვერ ვუთმობ, რადგანაც მუდმივად სამსახურში ვარ - ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე ასეა. თან, ისეთი რეალობაა, ვერაფერს ვცვლი, ბავშვებთან მხოლოდ შაბათ-კვირას მიწევს ყოფნა. როცა სახლში არ ვარ, დამხმარე ქალბატონი მეხმარება - საოჯახო საქმეებს ის უძღვება. ბავშვებს ახლა ონლაინსწავლა უწევთ და ის მშობლები მეტად გამიგებენ, სადაც ერთზე მეტი მოსწავლე ჰყავთ. სამი პატარისთვის ონლაინსწავლება ნიშნავს სამი სამეცადინო კუთხის მოწყობას, ტექნიკურ აღჭურვას, მათ იზოლირებას. ეს ძალიან რთული რამ არის. თან, ელენე პირველ კლასში წავიდა წელს. 1-ელ სექტემბერს კი დაიწყო მათთან სწავლა და ორი კვირა კი მოასწრო მასწავლებლების და ამხანაგების გაცნობა, მაგრამ ახლა ნორმალურად ვერც ახერხებს ონლაინგაკვეთილებზე დასწრებას. მოკლედ, დიდი ამბავია ოჯახში. იმედი მაქვს, მალე დაბრუნდებიან ბავშვები სკოლაში, რომ დაისვენონ მათაც და მშობლებმაც.

- შენი მეუღლეც მუსიკოსია. მხარში გიდგას შენს საქმიანობაში?

- კი, გიგი მუსიკოსია. ნიჭიერი ალტისტია, არაჩვეულებრივად უკრავს და მასზე არ მერიდება ასე რომ ვამბობ. ერთმანეთი კონსერვატორიაში გავიცანით. გიგი სიმღერებსაც წერს, ერთობლივი სიმღერებიც გვაქვს. მოვა დრო და ალბათ ჩავწერთ რამეს, რომ ხალხს მოვასმენინოთ. ამისთვის ახლა ნაკლები დრო მაქვს, რადგან ზერელედ და მარტივად გასაკეთებელი საქმე არ არის - დრო და ენერგია სჭირდება. მოკლედ, ეს საქმე ჯერჯერობით სამომავლოდ გვაქვს შემონახული.

- ჩვენს მკითხველს და მაყურებელს რას ეტყვი?

- ზოგჯერ არის ხოლმე დაუმსახურებელი კრიტიკა, თუნდაც სალომე ზურაბიშვილის პაროდიის გამო, უფრო პოლიტიკურ ჭრილში მიჰყავთ. ვამბობ, რომ ნუ უყურებენ ასე, იმიტომ, რომ ამ როლის და გადაცემების უკან უზარმაზარი შრომა დევს. ყველაფერი კი იმისთვის კეთდება, რომ მაყურებელმა ერთი საათით უფრო კარგად იგრძნოს თავი ტელევიზორთან. ძალიანაც ნუ გამაკრიტიკებენ...