პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო დროს ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადება, რომელიც დიდხანს შეუმჩნეველია  - "მისი ყველაზე საშიში გართულება რქოვანას გახვრეტაა"
ბოლო დროს ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადება, რომელიც დიდხანს შეუმჩნეველია  - "მისი ყველაზე საშიში გართულება რქოვანას გახვრეტაა"

თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბებ­ზე არა­ერ­თხელ გვი­სა­უბ­რია, თუმ­ცა ბოლო დროს ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ და­ა­ვა­დე­ბად ოფ­თალ­მო­ლო­გე­ბი კე­რა­ტო­კო­ნუსს ასა­ხე­ლე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ და­ა­ვა­დე­ბის ენ­დე­მურ კე­რად შა­ვი­ზღვის­პი­რე­თის რე­გი­ო­ნი მი­იჩ­ნე­ვა... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კე­რა­ტო­კო­ნუ­სი მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, მო­სახ­ლე­ო­ბას მის შე­სა­ხებ მა­ინც მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვს. თუმ­ცა ყო­ვე­ლი წლის შე­მოდ­გო­მით მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან კლი­ნი­კებ­ში „კე­რა­ტო­კო­ნუ­სის დღე“ ტარ­დე­ბა, სა­დაც ახალ­გაზ­რდა ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მოკ­ვლე­ვა ხდე­ბა, და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და მისი მკურ­ნა­ლო­ბის და­გეგ­მვა. რო­გორც „ახა­ლი მზე­რი­სა“ და „ღია გუ­ლის“ ოფ­თალ­მო­ლო­გი ია ვარ­და­ნაშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, კე­რა­ტო­კო­ნუ­სი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, 20 წლი­დან ვლინ­დე­ბა და 35-40 წლამ­დე პროგ­რე­სი­რებს, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, დიდ­ხანს შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩეს. კე­რა­ტო­კო­ნუ­სით გა­მოწ­ვე­ულ მხედ­ვე­ლო­ბის სი­მახ­ვი­ლის გა­უ­ა­რე­სე­ბას ხში­რად ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბას ან ას­ტიგ­მა­ტიზმს მი­ა­წე­რენ ხოლ­მე.

„კე­რა­ტო­კო­ნუ­სი რქო­ვა­ნას არა­ან­თე­ბა­დი პროგ­რე­სი­რე­ბა­დი და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის დრო­საც რქო­ვა­ნა გარ­სი თხელ­დე­ბა, ირ­ღვე­ვა მისი სფე­რუ­ლი ფორ­მა, რის გა­მოც ის წინ გა­მო­იზ­ნი­ქე­ბა და კო­ნუსს ემ­სგავ­სე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რეა და­ა­ვა­დე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბაც. რქო­ვა­ნას ფორ­მი­სა და სის­ქის ცვლი­ლე­ბა მის ოპ­ტი­კურ, გარ­დამ­ტეხ თვი­სე­ბებ­საც ცვლის, რაც სა­ბო­ლო­ოდ მხედ­ვე­ლო­ბის შორ მან­ძილ­ზე გა­უ­ა­რე­სე­ბის მი­ზე­ზად იქ­ცე­ვა. და­ა­ვა­დე­ბა შე­საძ­ლოა, გან­ვი­თარ­დეს რო­გორც ერთ, ისე ორი­ვე თვალ­ზე“ - აღ­ნიშ­ნავს ია ვარ­და­ნაშ­ვი­ლი და დას­ძენს, რომ კე­რა­ტო­კო­ნუ­სის ზუს­ტი მი­ზე­ზი დღეს­დღე­ო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა დად­გე­ნი­ლია მისი რის­კფაქ­ტო­რე­ბი, მათ შო­რის - გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა, ალერ­გი­უ­ლი ფონი და მშრა­ლი თვა­ლის სინ­დრო­მი, რო­მელ­თა მიერ პრო­ვო­ცი­რე­ბულ­მა თვა­ლის ხშირ­მა სრე­სამ შე­საძ­ლოა, და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ბიძ­გი მის­ცეს. ზო­გი­ერ­თი თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი მზის ულტრა­ი­ის­ფე­რი გა­მოს­ხი­ვე­ბა­ცაა, რე­გი­ო­ნის მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა და სუბტო­პი­კუ­ლი კლი­მა­ტი.

- კე­რა­ტო­კო­ნუ­სი რა სიმპტო­მე­ბით ვლინ­დე­ბა?

- რა­საც პა­ცი­ენ­ტე­ბი ექიმ­თან ვი­ზი­ტი­სას უჩი­ვი­ან, არის მხედ­ვე­ლო­ბის თან­და­თა­ნო­ბი­თი გა­უ­ა­რე­სე­ბა, რომ­ლის კო­რექ­ცი­აც ძნე­ლად ხერ­ხდე­ბა სათ­ვა­ლით ან რბი­ლი კონ­ტაქ­ტუ­რი ლინ­ზე­ბით. და­ა­ვა­დე­ბის სა­წყი­სი სტა­დი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია :

  • ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბის და/ან ას­ტიგ­მა­ტიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა
  • სათ­ვა­ლე­ე­ბის ან კონ­ტაქ­ტუ­რი ლინ­ზე­ბის ხში­რი ცვლა
  • სი­ნათ­ლი­სად­მი მო­მა­ტე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა
  • საგ­ნე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი აღ­ქმა
  • ასე­ვე პა­ცი­ენ­ტე­ბი ხში­რად უჩი­ვი­ან სი­ნათ­ლის წყა­როს ფონ­ზე „შა­რა­ვან­დე­დი­სა“ და „ანა­რეკ­ლის“ არ­სე­ბო­ბას თუ ანამ­ნეზს მე­ტად ჩა­ვუღ­რმავ­დე­ბით, აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ მათ თვა­ლე­ბის სრე­სის ხში­რი სურ­ვი­ლი და ჩვე­ვა აქვთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი გვაძ­ლევს სა­ფუძ­ველს, ეჭვი მი­ვი­ტა­ნოთ კე­რა­ტო­კო­ნუს­ზე, თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უნდა ჩა­ტარ­დეს სწო­რი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა სპე­ცი­ფი­კუ­რი აპა­რა­ტით და მის სა­ფუძ­ველ­ზე და­ის­ვას ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი.

- რო­დის უნდა მოხ­დეს მისი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

- თუ ადა­მი­ა­ნი უჩი­ვის მხედ­ვე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას და სათ­ვა­ლე­ე­ბის ხში­რი ცვლის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ იღებს სა­სურ­ველ შე­დეგს, უმ­ჯო­ბე­სია, ოფ­თალ­მო­ლოგს მი­მარ­თოს კე­რა­ტო­კო­ნუ­სის გა­მო­სა­რი­ცხად, რად­გან ამ და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი პროგ­რე­სი­რე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად და გვი­ან სტა­დი­ა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

- რთუ­ლი და­სად­გე­ნი და­ა­ვა­დე­ბა ყო­ფი­ლა და თა­ნაც, ხში­რად ას­ტიგ­მა­ტიზ­მში ერე­ვათ...

- რთუ­ლი და­სად­გე­ნი ადრე უფრო იყო, რო­დე­საც შე­სა­ბა­მი­სი აპა­რა­ტუ­რა არ არ­სე­ბობ­და. თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რით კერ­ძოდ, რქო­ვა­ნას კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­პოგ­რა­ფი­ით, კე­რა­ტო­კო­ნუ­სის და ას­ტიგ­მა­ტისზ­მის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა პრობ­ლე­მას აღარ წარ­მო­ად­გენს. მთა­ვა­რია, პა­ცი­ენ­ტი დრო­უ­ლად მი­ვი­დეს ოფ­თალ­მო­ლოგ­თან და ჩა­ი­ტა­როს შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი. სხვა­თა შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ და­ა­ვა­დე­ბის ენ­დე­მურ კე­რად შა­ვი­ზღვის­პი­რე­თის რე­გი­ო­ნი მი­იჩ­ნე­ვა.

- თუ არ ვუმ­კურ­ნა­ლებთ ამ და­ა­ვა­დე­ბას, რა შე­დე­გებს გა­მო­იწ­ვევს?

- კე­რა­ტო­კო­ნუ­სის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბა რქო­ვა­ნას გახ­ვრე­ტაა: და­ა­ვა­დე­ბის ავ­თვი­სე­ბი­ან, სწრაფ პროგ­რე­სი­რე­ბას რქო­ვა­ნას გა­თხე­ლე­ბამ­დე და მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვამ­დე მივ­ყა­ვართ. ასე­ვე შე­საძ­ლოა, რქო­ვა­ნას მკვეთ­რი გა­მოზ­ნე­ქი­ლო­ბის გამო მის ზე­და­პირ­ზე შე­მა­ერ­თე­ბე­ლი ქსო­ვი­ლი გან­ვი­თარ­დეს, ნა­წი­ბუ­რი ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს და მხედ­ვე­ლო­ბა საგ­რძნობ­ლად დაქ­ვე­ით­დეს.

- მკურ­ნა­ლო­ბის რა ფორ­მე­ბი და ხერ­ხე­ბი არ­სე­ბობს?

- დღეს­დღე­ო­ბით კე­რა­ტო­კო­ნუ­სის მკურ­ნა­ლო­ბა მიზ­ნად ისა­ხავს და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბის შე­ჩე­რე­ბას, მხედ­ვე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. მე­თო­დი მხო­ლოდ ქი­რურ­გი­უ­ლია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 2003 წელს ჩა­ა­ტა­რა რეფ­რაქ­ცი­უ­ლი ქი­რურ­გი­ის ფუ­ძემ­დებლმა პრო­ფე­სორ მე­რაბ დვალ­მა და მას შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბით კეთ­დე­ბა ეს ოპე­რა­ცი­ე­ბი. ის მო­ი­ცავს ე.წ. ქროს-ლინ­ქინ­გის მე­თოდს - წი­ნას­წარ რი­ბოფ­ლა­ვი­ნით (ვი­ტა­მინ B2-ით) გა­ჯე­რე­ბუ­ლი რქო­ვა­ნას ქსო­ვი­ლე­ბის ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბით დას­ხი­ვე­ბას. ტექ­ნი­კუ­რად ოპე­რა­ცია საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია, თუმ­ცა ეფექ­ტი­ა­ნია და საკ­მა­ოდ უსაფრ­თხოა მხო­ლოდ კე­რა­ტო­კო­ნუ­სის ად­რე­ულ ფა­ზა­ში. კე­რა­ტო­კო­ნუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის კი­დევ ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­თო­დია რქო­ვა­ნას ინ­ტრას­ტრო­მუ­ლი რკა­ლე­ბის იმპლან­ტა­ცია, რაც გუ­ლის­ხმობს მის სის­ქე­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გათ­ვლი­ლი რკა­ლე­ბის ჩა­ნერგვას - ეს აფერ­ხებს და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბას და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, აუმ­ჯო­ბე­სებს მხედ­ვე­ლო­ბას. და­ა­ვა­დე­ბის გვი­ან სტა­დი­ა­ში მი­მარ­თა­ვენ რქო­ვა­ნას გა­და­ნერგვას. ამ დროს პა­ცი­ენ­ტის რქო­ვა­ნას დო­ნო­რის ჯან­სა­ღი რქო­ვა­ნა გარ­სით ცვლი­ან. ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, მხედ­ვე­ლო­ბის სა­კო­რექ­ცი­ოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სკლე­რა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტუ­რი ლინ­ზა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად არის შექ­მნი­ლი რქო­ვა­ნას არას­წო­რი ზე­და­პი­რის­თვის.

- ოპე­რა­ცია რთუ­ლია?

- ოპე­რა­ცი­ის სირ­თუ­ლე ქი­რურ­გის მა­ღალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მში მდგო­მა­რე­ობს.

- მკურ­ნა­ლო­ბი­სა თუ ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტით უბ­რუნ­დე­ბა მხედ­ვე­ლო­ბა?

- შე­დე­გი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, და­მო­კი­დე­ბუ­ლია და­ა­ვა­დე­ბის სტა­დი­ა­ზე და სწო­რად შერ­ჩე­ულ მკურ­ნა­ლო­ბის მე­თოდ­ზე. კე­რა­ტო­კო­ნუ­სი ახალ­გაზ­რდე­ბის და­ა­ვა­დე­ბაა. იწყე­ბა უმე­ტე­სად, 12-13 წლის ასაკ­ში, კლი­ნი­კუ­რად უმე­ტე­სად 25 წლამ­დე ვლინ­დე­ბა და 35-40 წლამ­დე პროგ­რე­სი­რებს - ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია რქო­ვა­ნა­ში არ­სე­ბულ კო­ლა­გე­ნურ ბოჭ­კო­ებს შო­რის კავ­ში­რის გამ­ყა­რე­ბით, რა­საც ასა­კობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი აქვს. ადრე და­წყე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა უფრო სწრა­ფად პროგ­რე­სი­რებს.

- რო­გო­რია მისი პრე­ვენ­ცია იმის­თვის, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ კე­რა­ტო­კო­ნუ­სი?

- და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას მისი პროგ­რე­სის შე­სა­ჩე­რებ­ლად პა­ცი­ენ­ტებს ვურ­ჩევთ, უმ­კურ­ნა­ლონ მშრა­ლი თვა­ლის სინ­დრომს. ამის­თვის არ­სე­ბობს ცრემ­ლის შემ­ცვე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი წვე­თე­ბი, რო­მელ­თა ჩაწ­ვე­თე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია დღე­ში 6-8-ჯერ. ასე­ვე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა საც­რემ­ლე მი­ლა­კე­ბის დახ­შო­ბაც, რათა ცრემ­ლი ცხვირ­ში არ გა­და­ვი­დეს და თვა­ლის ზე­და­პირ­ზე დარ­ჩეს. ეს თვალს გა­მოშ­რო­ბის­გან და­ი­ცავს და თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებს თვა­ლის სრე­სის სურ­ვილს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, ჩვე­ვა­ში გა­და­ი­ზარ­დოს და რო­მე­ლიც და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზია.

- ბო­ლოს რო­გო­რია ოფ­თალ­მო­ლო­გის ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი?

- ვი­ნა­ი­დან კე­რა­ტო­კო­ნუ­სი არის მხედ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს ერთ-ერთი რთუ­ლი პა­თო­ლო­გი­აა, რო­მელ­საც მხედ­ვე­ლო­ბის მკვეთრ დაქ­ვე­ი­თე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ, ამი­ტომ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩი­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, დრო­უ­ლად მივ­მარ­თოთ ექიმ-ოფ­თალ­მო­ლოგს, რად­გან დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა გან­სა­ზღვრავს სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კის შერ­ჩე­ვა­სა და შორს წა­სუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიზა
1

რქოვანას პირველი ოპერაცია საქართველოში გადანერგვა გია ჯავრიშვილმა გაუკეთა პაციენტს 1999 წელს ერთ თვალზე და 2000 წელს მეორე თვალზე, რომელიც არის წარმატებული ოპერაცია,

ია
0

რქოვანას გადანერგვას საქართველოში ჯერ კიდევ 80-იან წლებში პროფესორი ტატიანა შატილოვა აკეთებდა. ამჟამად ეს ოპერაციები 4 კლინიკაში წარმატებით კეთდება.

ავტორი:

ბოლო დროს ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადება, რომელიც დიდხანს შეუმჩნეველია  - "მისი ყველაზე საშიში გართულება რქოვანას გახვრეტაა"

ბოლო დროს ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადება, რომელიც დიდხანს შეუმჩნეველია  - "მისი ყველაზე საშიში გართულება რქოვანას გახვრეტაა"

თვალის დაავადებებზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა ბოლო დროს ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ოფთალმოლოგები კერატოკონუსს ასახელებენ. საქართველოში ამ დაავადების ენდემურ კერად შავიზღვისპირეთის რეგიონი მიიჩნევა... მიუხედავად იმისა, რომ კერატოკონუსი მთელ მსოფლიოში გავრცელებულია, მოსახლეობას მის შესახებ მაინც მწირი ინფორმაცია აქვს. თუმცა ყოველი წლის შემოდგომით მსოფლიოს წამყვან კლინიკებში „კერატოკონუსის დღე“ ტარდება, სადაც ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის გამოკვლევა ხდება, დაავადების გამოვლენა და მისი მკურნალობის დაგეგმვა. როგორც „ახალი მზერისა“ და „ღია გულის“ ოფთალმოლოგი ია ვარდანაშვილი გვეუბნება, კერატოკონუსი უმეტეს შემთხვევაში, 20 წლიდან ვლინდება და 35-40 წლამდე პროგრესირებს, თუმცა შესაძლოა, დიდხანს შეუმჩნეველი დარჩეს. კერატოკონუსით გამოწვეულ მხედველობის სიმახვილის გაუარესებას ხშირად ახლომხედველობას ან ასტიგმატიზმს მიაწერენ ხოლმე.

„კერატოკონუსი რქოვანას არაანთებადი პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც რქოვანა გარსი თხელდება, ირღვევა მისი სფერული ფორმა, რის გამოც ის წინ გამოიზნიქება და კონუსს ემსგავსება. აქედან გამომდინარეა დაავადების სახელწოდებაც. რქოვანას ფორმისა და სისქის ცვლილება მის ოპტიკურ, გარდამტეხ თვისებებსაც ცვლის, რაც საბოლოოდ მხედველობის შორ მანძილზე გაუარესების მიზეზად იქცევა. დაავადება შესაძლოა, განვითარდეს როგორც ერთ, ისე ორივე თვალზე“ - აღნიშნავს ია ვარდანაშვილი და დასძენს, რომ კერატოკონუსის ზუსტი მიზეზი დღესდღეობით უცნობია, თუმცა დადგენილია მისი რისკფაქტორები, მათ შორის - გენეტიკური განწყობა, ალერგიული ფონი და მშრალი თვალის სინდრომი, რომელთა მიერ პროვოცირებულმა თვალის ხშირმა სრესამ შესაძლოა, დაავადების განვითარებას ბიძგი მისცეს. ზოგიერთი თეორიის თანახმად, ხელშემწყობი ფაქტორი მზის ულტრაიისფერი გამოსხივებაცაა, რეგიონის მაღალი ტენიანობა და სუბტოპიკული კლიმატი.

- კერატოკონუსი რა სიმპტომებით ვლინდება?

- რასაც პაციენტები ექიმთან ვიზიტისას უჩივიან, არის მხედველობის თანდათანობითი გაუარესება, რომლის კორექციაც ძნელად ხერხდება სათვალით ან რბილი კონტაქტური ლინზებით. დაავადების საწყისი სტადიისთვის დამახასიათებელია :

  • ახლომხედველობის და/ან ასტიგმატიზმის განვითარება
  • სათვალეების ან კონტაქტური ლინზების ხშირი ცვლა
  • სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა
  • საგნების დამახინჯებული აღქმა
  • ასევე პაციენტები ხშირად უჩივიან სინათლის წყაროს ფონზე „შარავანდედისა“ და „ანარეკლის“ არსებობას თუ ანამნეზს მეტად ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ მათ თვალების სრესის ხშირი სურვილი და ჩვევა აქვთ. ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს, ეჭვი მივიტანოთ კერატოკონუსზე, თუმცა, რასაკვირველია, უნდა ჩატარდეს სწორი და მიზანმიმართული გამოკვლევა სპეციფიკური აპარატით და მის საფუძველზე დაისვას ზუსტი დიაგნოზი.

- როდის უნდა მოხდეს მისი დიაგნოსტირება?

- თუ ადამიანი უჩივის მხედველობის გაუარესებას და სათვალეების ხშირი ცვლის მიუხედავად, ვერ იღებს სასურველ შედეგს, უმჯობესია, ოფთალმოლოგს მიმართოს კერატოკონუსის გამოსარიცხად, რადგან ამ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია მისი პროგრესირების შესაჩერებლად და გვიან სტადიაში მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

- რთული დასადგენი დაავადება ყოფილა და თანაც, ხშირად ასტიგმატიზმში ერევათ...

- რთული დასადგენი ადრე უფრო იყო, როდესაც შესაბამისი აპარატურა არ არსებობდა. თანამედროვე აპარატურით კერძოდ, რქოვანას კომპიუტერული ტოპოგრაფიით, კერატოკონუსის და ასტიგმატისზმის დიფერენცირება პრობლემას აღარ წარმოადგენს. მთავარია, პაციენტი დროულად მივიდეს ოფთალმოლოგთან და ჩაიტაროს შესაბამისი გამოკვლევები. სხვათა შორის, საქართველოში ამ დაავადების ენდემურ კერად შავიზღვისპირეთის რეგიონი მიიჩნევა.

- თუ არ ვუმკურნალებთ ამ დაავადებას, რა შედეგებს გამოიწვევს?

- კერატოკონუსის ყველაზე საშიში გართულება რქოვანას გახვრეტაა: დაავადების ავთვისებიან, სწრაფ პროგრესირებას რქოვანას გათხელებამდე და მთლიანობის დარღვევამდე მივყავართ. ასევე შესაძლოა, რქოვანას მკვეთრი გამოზნექილობის გამო მის ზედაპირზე შემაერთებელი ქსოვილი განვითარდეს, ნაწიბური ჩამოყალიბდეს და მხედველობა საგრძნობლად დაქვეითდეს.

- მკურნალობის რა ფორმები და ხერხები არსებობს?

- დღესდღეობით კერატოკონუსის მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების პროგრესირების შეჩერებას, მხედველობის გაუმჯობესებას. მეთოდი მხოლოდ ქირურგიულია, რომელიც საქართველოში პირველად 2003 წელს ჩაატარა რეფრაქციული ქირურგიის ფუძემდებლმა პროფესორ მერაბ დვალმა და მას შემდეგ წარმატებით კეთდება ეს ოპერაციები. ის მოიცავს ე.წ. ქროს-ლინქინგის მეთოდს - წინასწარ რიბოფლავინით (ვიტამინ B2-ით) გაჯერებული რქოვანას ქსოვილების ულტრაიისფერი სხივებით დასხივებას. ტექნიკურად ოპერაცია საკმაოდ მარტივია, თუმცა ეფექტიანია და საკმაოდ უსაფრთხოა მხოლოდ კერატოკონუსის ადრეულ ფაზაში. კერატოკონუსის მკურნალობის კიდევ ერთი წარმატებული მეთოდია რქოვანას ინტრასტრომული რკალების იმპლანტაცია, რაც გულისხმობს მის სისქეში ინდივიდუალურად გათვლილი რკალების ჩანერგვას - ეს აფერხებს დაავადების პროგრესირებას და უმეტეს შემთხვევაში, აუმჯობესებს მხედველობას. დაავადების გვიან სტადიაში მიმართავენ რქოვანას გადანერგვას. ამ დროს პაციენტის რქოვანას დონორის ჯანსაღი რქოვანა გარსით ცვლიან. ქირურგიული მკურნალობის შემდეგ, მხედველობის საკორექციოდ გამოიყენება სკლერალური კონტაქტური ლინზა, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი რქოვანას არასწორი ზედაპირისთვის.

- ოპერაცია რთულია?

- ოპერაციის სირთულე ქირურგის მაღალ პროფესიონალიზმში მდგომარეობს.

- მკურნალობისა თუ ოპერაციის შემდგომ რამდენი პროცენტით უბრუნდება მხედველობა?

- შედეგი ინდივიდუალურია, დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე და სწორად შერჩეულ მკურნალობის მეთოდზე. კერატოკონუსი ახალგაზრდების დაავადებაა. იწყება უმეტესად, 12-13 წლის ასაკში, კლინიკურად უმეტესად 25 წლამდე ვლინდება და 35-40 წლამდე პროგრესირებს - ეს ინდივიდუალურია და განპირობებულია რქოვანაში არსებულ კოლაგენურ ბოჭკოებს შორის კავშირის გამყარებით, რასაც ასაკობრივი ხასიათი აქვს. ადრე დაწყებული დაავადება უფრო სწრაფად პროგრესირებს.

- როგორია მისი პრევენცია იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ კერატოკონუსი?

- დაავადების არსებობისას მისი პროგრესის შესაჩერებლად პაციენტებს ვურჩევთ, უმკურნალონ მშრალი თვალის სინდრომს. ამისთვის არსებობს ცრემლის შემცველი სპეციალური დამატენიანებელი წვეთები, რომელთა ჩაწვეთება აუცილებელია დღეში 6-8-ჯერ. ასევე კარგი საშუალებაა საცრემლე მილაკების დახშობაც, რათა ცრემლი ცხვირში არ გადავიდეს და თვალის ზედაპირზე დარჩეს. ეს თვალს გამოშრობისგან დაიცავს და თავიდან აგვაცილებს თვალის სრესის სურვილს, რომელიც შესაძლოა, ჩვევაში გადაიზარდოს და რომელიც დაავადების პროგრესირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია.

- ბოლოს როგორია ოფთალმოლოგის ზოგადი რეკომენდაციები?

- ვინაიდან კერატოკონუსი არის მხედველობის ორგანოს ერთ-ერთი რთული პათოლოგიაა, რომელსაც მხედველობის მკვეთრ დაქვეითებამდე მივყავართ, ამიტომ რეკომენდებულია, ნებისმიერი აღნიშნული ჩივილის შემთხვევაში, დროულად მივმართოთ ექიმ-ოფთალმოლოგს, რადგან დროული დიაგნოსტიკა განსაზღვრავს სწორი მკურნალობის ტაქტიკის შერჩევასა და შორს წასული გართულებების თავიდან აცილებას.