მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია ჩანტლაძე პანდემიის დროს ტყუპის დედა გახდა - "მთელი "სიმძიმის“ დაძლევა მარტოს მომიწია...თავიდან ძალიან რთული იყო - ფიზიკურადაც და მორალურადაც"
ია ჩანტლაძე პანდემიის დროს ტყუპის დედა გახდა - "მთელი "სიმძიმის“ დაძლევა მარტოს მომიწია...თავიდან ძალიან რთული იყო - ფიზიკურადაც და მორალურადაც"

ჩვე­ნი წინა დი­ა­ლო­გი 26 აპ­რილს შედ­გა, მა­შინ სხვა სი­ტუ­ა­ცია გახ­ლდათ - კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია ახა­ლი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო, მუ­სი­კო­სი და ბიზ­ნეს­ლე­დი ია ჩანტლა­ძე ტყუპ­ზე ფეხ­მძი­მედ იყო, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ში დე­დო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, მე­უღ­ლე იტა­ლი­ა­ში ჰყავ­და, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის გამო, ჩა­მოს­ვლას ვერ ახერ­ხებ­და.

მას მერე ლა­მის 5 თვე გა­ვი­და... სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა - ია უკვე ტყუ­პის დე­დაა და ორ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ პა­ტა­რას ზრდის.

რო­გორ გრძნობს თავს დე­დის ამ­პლუ­ა­ში, რას ჰყვე­ბა თა­ვის შვი­ლებ­ზე, ამას მომ­ღე­რა­ლი ambebi.ge-ს თა­ვად უამ­ბობს:

- ჩემი პა­ტა­რე­ბის სა­ხე­ლე­ბია - მია და ალე­სან­დრო. არი­ან აქ­ტი­უ­რი ბავ­შვე­ბი, მხი­ა­რუ­ლე­ბი, ცოტა მტი­რა­ლე­ბი და ძა­ლი­ან საყ­ვარ­ლე­ბი.

დე­დო­ბა მა­გა­რი რა­მეა - ყო­ველ დღეს რა­ღაც გა­ურ­კვე­ვე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა დაჰ­ყვე­ბა და გა­ურ­კვე­ვე­ლი შფოთ­ვაც. თა­ვი­დან ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო - ფი­ზი­კუ­რა­დაც და მო­რა­ლუ­რა­დაც. ფი­ზი­კუ­რად იმი­ტომ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, 2 თვე ნორ­მა­ლუ­რად არ მძი­ნე­ბია, რაც ცოტა შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მო­რა­ლუ­რი სირ­თუ­ლე კი ისაა, რომ როცა ერთ დღე­საც იღ­ვი­ძებ და დედა ხდე­ბი, უკვე ისე იც­ვლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, ხან­და­ხან არც გჯე­რა, რომ ეს შენს თავს ხდე­ბა. აღარ არ­სე­ბობს სა­კუ­თა­რი სივ­რცე, თა­ვი­სუ­ფა­ლი წა­მიც კი. არა­ვინ თქვას, რომ ფეხ­მძი­მო­ბის 9 თვე დე­დო­ბის­თვის რა­მე­ნა­ი­რად გამ­ზა­დებს. სა­ნამ არ გაჩ­ნდე­ბა ბავ­შვი, მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლად ხარ მზად.

თან, ჩემ შემ­თხვე­ვა­ში, მთე­ლი ამ "სიმ­ძი­მის“ დაძ­ლე­ვა მარ­ტოს მო­მი­წია.

ახლა უკვე ყვე­ლა­ფე­რი ნელ-ნელა თა­ვის ად­გი­ლას დგე­ბა, ჩემი მე­უღ­ლეც ჩემ­თა­ნაა და საქ­მეს ერ­თად ვუ­ძღვე­ბით.

ორი პა­ტა­რის ერ­თდრო­უ­ლად გაზ­რდა შე­უძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია, ამი­ტომ მყავს დამ­ხმა­რე ადა­მი­ა­ნე­ბი. მოკ­ლედ, რო­გორც გი­თხა­რით, პირ­ვე­ლი 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა.

- მე­უღ­ლემ იტა­ლი­ი­დან ჩა­მოს­ვლა რო­დის მო­ა­ხერ­ხა?

- ჯან­კარ­ლო რომ ჩა­მო­ვი­და, ბავ­შვე­ბი უკვე 2,5 თვის იყ­ვნენ. მათი შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო. მია ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლით ეღუ­ღუ­ნა მა­მას, რომ გა­ვოც­დი... ალე­სან­დრო ჩა­ე­ხუ­ტა და გა­იტ­რუ­ნა. ჯან­კარ­ლოს­თვის ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო, თა­ვი­დან დაბ­ნე­უ­ლი გახ­ლდათ, პირ­ველ დღე­ებ­ში უც­ნა­ურ შე­კი­თხვებს სვამ­და - ასე რა­ტომ შვრე­ბა, ისე რა­ტომ შვრე­ბა, რა­ტომ ტი­რის, რა­ტომ იცი­ნის და ა.შ. მერე ბავ­შვე­ბის ხა­სი­ა­თი ნელ-ნელა გა­იც­ნო და ხომ გი­თხა­რით, საქ­მე­ში მთლი­ა­ნად ჩა­ერ­თო. ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა, არა­მარ­ტო ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სახ­ლის საქ­მე­ებ­შიც.

- მია და ალე­სან­დრო უკვე რამ­ხე­ლე­ბი არი­ან და გა­რეგ­ნუ­ლად ჰგვა­ნან თუ არა ერ­თმა­ნეთს?

- 3 თვის ხდე­ბი­ან. ერ­თმა­ნეთს არც გა­რეგ­ნუ­ლად, არც ხა­სი­ა­თით არ ჰგვა­ნან. მათ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, ყო­ველ დღე ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი მაქვს - რო­გორ იც­ვლე­ბი­ან, ვი­თარ­დე­ბი­ან, რას სწავ­ლო­ბენ და დღი­თი­დღე რო­გორ გვა­გი­ჟე­ბენ.

მია უფრო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტი­პია, შე­უძ­ლია თა­ვის გარ­თო­ბა და მარ­ტოს დიდ­ხანს დარ­ჩე­ნა. ალე­სან­დრო მე­ტად მო­წე­ბე­ბუ­ლი ტი­პია, უყ­ვარს დე­დი­კოს­თან ჩა­ხუ­ტე­ბა და და­ძი­ნე­ბა.

- პა­ტა­რე­ბი იტა­ლი­ურ ხა­სი­ათს მე­ტად ავ­ლე­ნენ თუ ქარ­თულს (თუმ­ცა ორი­ვე ხა­სი­ა­თი რა­ღა­ცით მა­ინც ჰგავს ერ­თმა­ნეთს)?

- ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი, ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი ბავ­შვე­ბი არი­ან და გუ­რულ-იტა­ლი­ურ ხა­სი­ათს ერ­თდრო­უ­ლად ავ­ლე­ნენ.

- მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი რო­მე­ლი­მემ ხომ არ გა­მო­ავ­ლი­ნა, თუ ად­რეა ამა­ზე ლა­პა­რა­კი?

- ჯერ რა­ი­მე მო­ნა­ცე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი მარ­თლა ად­რეა, თუმ­ცა ჩემს შვი­ლებს მუ­სი­კას­თან ყო­ველ­დღი­უ­რად "ვა­მე­გობ­რებ“. მეც ვუმ­ღე­რი და ვას­მე­ნი­ნებ მუ­სი­კას, რაც ძა­ლი­ან მოს­წონთ და რე­ა­გი­რე­ბენ. რამ­დენ­ჯერ­მე და­ვაკ­ვირ­დი, რომ მუ­სი­კის ხა­სი­ა­თის მი­ხედ­ვით ბავ­შვე­ბიც ან მშვიდ­დე­ბი­ან, ან სევ­დი­ან მუ­სი­კა­ზე იწყე­ბენ ტი­რილს.

- პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას და­უბ­რუნ­დი, თუ ჯერ ვერ მო­ა­ხერ­ხე?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ძა­ლი­ან ფრაგ­მენ­ტუ­ლად ვა­ხერ­ხებ მუ­შა­ო­ბას. ძი­რი­თა­დად, დის­ტან­ცი­უ­რად. ვნა­ხოთ, ალ­ბათ მალე ამა­საც შევ­ძლებ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატა
11

ვულოცავ, მაგრამ ახლა მითხარით ვინ არის ია ჩანტლაძე?

ავტორი:

ია ჩანტლაძე პანდემიის დროს ტყუპის დედა გახდა - "მთელი "სიმძიმის“ დაძლევა მარტოს მომიწია...თავიდან ძალიან რთული იყო - ფიზიკურადაც და მორალურადაც"

ია ჩანტლაძე პანდემიის დროს ტყუპის დედა გახდა - "მთელი "სიმძიმის“ დაძლევა მარტოს მომიწია...თავიდან ძალიან რთული იყო - ფიზიკურადაც და მორალურადაც"

ჩვენი წინა დიალოგი 26 აპრილს შედგა, მაშინ სხვა სიტუაცია გახლდათ - კორონავირუსის პანდემია ახალი გამოცხადებული იყო, მუსიკოსი და ბიზნესლედი ია ჩანტლაძე ტყუპზე ფეხმძიმედ იყო, თვითიზოლაციში დედობისთვის ემზადებოდა, მეუღლე იტალიაში ჰყავდა, რომელიც პანდემიის გამო, ჩამოსვლას ვერ ახერხებდა.

მას მერე ლამის 5 თვე გავიდა... სიტუაცია შეიცვალა - ია უკვე ტყუპის დედაა და ორ არაჩვეულებრივ პატარას ზრდის.

როგორ გრძნობს თავს დედის ამპლუაში, რას ჰყვება თავის შვილებზე, ამას მომღერალი ambebi.ge-ს თავად უამბობს:

- ჩემი პატარების სახელებია - მია და ალესანდრო. არიან აქტიური ბავშვები, მხიარულები, ცოტა მტირალები და ძალიან საყვარლები.

დედობა მაგარი რამეა - ყოველ დღეს რაღაც გაურკვეველი ბედნიერება დაჰყვება და გაურკვეველი შფოთვაც. თავიდან ძალიან რთული იყო - ფიზიკურადაც და მორალურადაც. ფიზიკურად იმიტომ, რომ ფაქტობრივად, 2 თვე ნორმალურად არ მძინებია, რაც ცოტა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მორალური სირთულე კი ისაა, რომ როცა ერთ დღესაც იღვიძებ და დედა ხდები, უკვე ისე იცვლება ყველაფერი, ხანდახან არც გჯერა, რომ ეს შენს თავს ხდება. აღარ არსებობს საკუთარი სივრცე, თავისუფალი წამიც კი. არავინ თქვას, რომ ფეხმძიმობის 9 თვე დედობისთვის რამენაირად გამზადებს. სანამ არ გაჩნდება ბავშვი, მხოლოდ თეორიულად ხარ მზად.

თან, ჩემ შემთხვევაში, მთელი ამ "სიმძიმის“ დაძლევა მარტოს მომიწია.

ახლა უკვე ყველაფერი ნელ-ნელა თავის ადგილას დგება, ჩემი მეუღლეც ჩემთანაა და საქმეს ერთად ვუძღვებით.

ორი პატარის ერთდროულად გაზრდა შეუძლებლად მიმაჩნია, ამიტომ მყავს დამხმარე ადამიანები. მოკლედ, როგორც გითხარით, პირველი 2 თვის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა.

- მეუღლემ იტალიიდან ჩამოსვლა როდის მოახერხა?

- ჯანკარლო რომ ჩამოვიდა, ბავშვები უკვე 2,5 თვის იყვნენ. მათი შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. მია ისეთი სიყვარულით ეღუღუნა მამას, რომ გავოცდი... ალესანდრო ჩაეხუტა და გაიტრუნა. ჯანკარლოსთვის ძალიან ამაღელვებელი იყო, თავიდან დაბნეული გახლდათ, პირველ დღეებში უცნაურ შეკითხვებს სვამდა - ასე რატომ შვრება, ისე რატომ შვრება, რატომ ტირის, რატომ იცინის და ა.შ. მერე ბავშვების ხასიათი ნელ-ნელა გაიცნო და ხომ გითხარით, საქმეში მთლიანად ჩაერთო. ძალიან მეხმარება, არამარტო ბავშვებთან მიმართებაში, სახლის საქმეებშიც.

- მია და ალესანდრო უკვე რამხელები არიან და გარეგნულად ჰგვანან თუ არა ერთმანეთს?

- 3 თვის ხდებიან. ერთმანეთს არც გარეგნულად, არც ხასიათით არ ჰგვანან. მათზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა, ყოველ დღე ახალი აღმოჩენები მაქვს - როგორ იცვლებიან, ვითარდებიან, რას სწავლობენ და დღითიდღე როგორ გვაგიჟებენ.

მია უფრო დამოუკიდებელი ტიპია, შეუძლია თავის გართობა და მარტოს დიდხანს დარჩენა. ალესანდრო მეტად მოწებებული ტიპია, უყვარს დედიკოსთან ჩახუტება და დაძინება.

- პატარები იტალიურ ხასიათს მეტად ავლენენ თუ ქართულს (თუმცა ორივე ხასიათი რაღაცით მაინც ჰგავს ერთმანეთს)?

- ძალიან აქტიური, ტემპერამენტიანი ბავშვები არიან და გურულ-იტალიურ ხასიათს ერთდროულად ავლენენ.

- მუსიკალური მონაცემები რომელიმემ ხომ არ გამოავლინა, თუ ადრეა ამაზე ლაპარაკი?

- ჯერ რაიმე მონაცემებზე საუბარი მართლა ადრეა, თუმცა ჩემს შვილებს მუსიკასთან ყოველდღიურად "ვამეგობრებ“. მეც ვუმღერი და ვასმენინებ მუსიკას, რაც ძალიან მოსწონთ და რეაგირებენ. რამდენჯერმე დავაკვირდი, რომ მუსიკის ხასიათის მიხედვით ბავშვებიც ან მშვიდდებიან, ან სევდიან მუსიკაზე იწყებენ ტირილს.

- პროფესიულ საქმიანობას დაუბრუნდი, თუ ჯერ ვერ მოახერხე?

- ჯერჯერობით ძალიან ფრაგმენტულად ვახერხებ მუშაობას. ძირითადად, დისტანციურად. ვნახოთ, ალბათ მალე ამასაც შევძლებ.

ეტლში მჯდომი ბრედ პიტი კლინიკის დატოვებისას დააფიქსირეს - რა დაემართა ჰოლივუდის ვარსკვლავს

"იმ ღამეს არც გვიკამათია. დილით კოცნით გამაცილა... მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. იცოდა, რომ ტყუილს არ ვაპატიებდი" - ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებებს დეტალურად პასუხობს

"კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს" - თეა წულუკიანი ნინუცა მაყაშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობას ურჩევს, რას ამბობს მინისტრი რობერტ სტურუაზე