პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სცენიდან ტრიბუნაზე რატომ უნდა გადავიდე?! პოლიტიკაში ბევრი სიბინძურეა" - ეკა ჩხეიძე შვილებზე, პანდემიასა და პოლიტიკაზე
"სცენიდან ტრიბუნაზე რატომ უნდა გადავიდე?! პოლიტიკაში ბევრი სიბინძურეა" - ეკა ჩხეიძე შვილებზე, პანდემიასა და პოლიტიკაზე

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ეკა ჩხე­ი­ძე, ყო­ველ­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. კარ­გი მო­სა­უბ­რე და გუ­ლახ­დი­ლი რეს­პონ­დენ­ტი დღეს "კვი­რის პა­ლიტ­რის" სტუ­მა­რია.

- არ მიყ­ვარს ზა­ფხუ­ლი. მიყ­ვარს წვი­მა, გრი­ლი ამინ­დე­ბი. სი­ცხე­სა და უჰა­ე­რო­ბას ვერ ვი­ტან. არც უსაქ­მოდ ყოფ­ნა მიყ­ვარს. ამ პან­დე­მი­ამ ხომ სულ გა­მოგ­ვკე­ტა. თე­ატ­რი და­ხუ­რუ­ლი იყო, არ იყო სპექ­ტაკ­ლე­ბი, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი... ზღვა­ზე ვი­ყა­ვი ერთი კვი­რით მე­გობ­რებ­თან ერ­თად. ხალ­ხმრა­ვა­ლი და ხმა­უ­რი­ა­ნი იყო ბა­თუ­მი. მო­ნატ­რე­ბუ­ლია ხალ­ხი ამ ყვე­ლა­ფერს და ასე მგო­ნია, აი­წყვი­ტეს. ამი­ტო­მაც გვაქვს ცუდი შე­დე­გე­ბი, მაგ­რამ რამ­დენ ხანს იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი გა­მო­კე­ტი­ლი? სხვა­ნა­ი­რად უნდა ვებ­რძო­ლოთ ვირუსს. დის­ტან­ცი­რე­ბა, ხე­ლის ხში­რი და­ბა­ნა გა­ვი­გე, მაგ­რამ სახ­ლში ჯდო­მა და არაფ­რის კე­თე­ბა არ მეს­მის. ბა­თუმ­ში პირ­ბა­დე არა­ვის ეკე­თა. ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი იყო, კონ­ცერ­ტე­ბიც იმარ­თე­ბო­და. არ შე­იძ­ლე­ბა, მუდ­მი­ვად არა­ფე­რი აკე­თო და მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტერს იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი. რა­ღა­ცებს არ ვე­თან­ხმე­ბი, თუმ­ცა ჰი­გი­ე­ნა უნდა და­ვიც­ვათ, არც ყვე­ლა ნაც­ნო­ბის გა­და­კოც­ნაა სა­ჭი­რო.

- წელს თქვე­ნი შვი­ლი დათა სტუ­დენ­ტი გახ­და. გი­ლო­ცავთ.

- თით­ქოს არც გა­მი­გია, რო­გორ გა­ი­ა­რა ამ პე­რი­ოდ­მა, მით უმე­ტეს, რომ სკო­ლა­შიც არ და­დი­ო­და და ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლებს ეს­წრე­ბო­და. რაც უნ­დო­და - ას­ტრო­ფი­ზი­კის ფა­კულ­ტე­ტი არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამი­ტომ ჩა­ა­ბა­რა ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს ეს სფე­რო, რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ლექ­ცი­ებს უს­მენს ინ­ტერ­ნეტ­ში.

ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი ინა­ნო ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რია, მი­ლან­ში ცხოვ­რობს. მა­მა­მი­სი არ­ქი­ტექ­ტო­რია, დე­და­ჩე­მი და ჩემი და მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან. სა­ი­დან გაჩ­ნდა ეს ას­ტრო­ფი­ზი­კო­სი, არ ვიცი...

- დათა რო­გო­რი ბი­ჭია?

- ძა­ლი­ან კა­ცუ­რი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. თა­ვი­სი აზრი აქვს ყვე­ლა­ფერ­ზე. რომ იტყვის, გა­ა­კე­თებს. შე­იძ­ლე­ბა და­გე­თან­ხმოს, რომ გა­ჩუმ­დე, მაგ­რამ მა­ინც იმას გა­ა­კე­თებს, რა­საც თვი­თონ თვლის სა­ჭი­როდ. რო­გორც დე­დას, შე­იძ­ლე­ბა ამის გამო ნერ­ვე­ბი მეშ­ლე­ბო­დეს, მაგ­რამ რო­გორც ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბა, მომ­წონს. ინა­ნომ კა­მა­თი იცის და სა­ნამ თა­ვის სი­მარ­თლეს არ და­ამ­ტკი­ცებს, არ მო­გეშ­ვე­ბა.

- ინა­ნო ძა­ლი­ან გგავთ.

- კი, და მე­უბ­ნე­ბა, რაც დრო გა­დის, ხა­სი­ა­თი­თაც გემ­სგავ­სე­ბიო... ჩვენ ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­რა და რაც იტა­ლი­ა­ში ხდე­ბო­და, მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. მარ­ტო "სას­წრა­ფოს" ხმა ის­მის ქუ­ჩა­შიო, ამ­ბობ­და ინა­ნო. ინა­ნო პან­დე­მი­ის დრო­საც სამ­სა­ხურ­ში და­დი­ო­და. კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­შია, რო­მელ­მაც არ მი­იჩ­ნია სა­ჭი­როდ, რომ მუ­შა­ო­ბა შე­ე­წყვი­ტათ. ქუ­ჩებ­ში პო­ლი­ცია აჩე­რებ­და გამ­ვლე­ლებს და ეკი­თხე­ბო­და, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მი­დი­ხართ სამ­სა­ხურ­ში თუ გა­ი­ძუ­ლე­ბე­ნო და თუ ეტყოდ­ნენ, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თო, უშ­ვებ­დნენ.

- ერ­თა­დერ­თი, რისი დროც ჭარ­ბად გვქონ­და პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, ფიქ­რია...

- აღარც ეს მინ­და... სახ­ლში ჯდო­მამ ძა­ლი­ან გაგ­ვა­ზარ­მა­ცა. ზოგი ინ­ტერ­ნე­ტით მუ­შა­ობს, მაგ­რამ სპექ­ტაკლს ინ­ტერ­ნე­ტით ხომ ვერ ვი­თა­მა­შებ?! ასე სწავ­ლე­ბაც მა­ინ­ცდა­მა­ინც შე­დე­გი­ა­ნი არ იყო... დე­და­ჩე­მი მე­ვი­ო­ლი­ნეა და მოს­წავ­ლე­ე­ბი ჰყავს. ვი­ო­ლი­ნო­ზე დაკ­ვრა რო­გორ უნდა ას­წავ­ლო ინ­ტერ­ნე­ტით?! მსა­ხი­ო­ბი სულ უნდა ჩან­დეს სა­დღაც - თე­ატ­რში, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში... ეს სა­ჭი­როა ჩვე­ნი პრო­ფე­სის­თვის...

- არ­ჩევ­ნე­ბი მო­დის. რისი იმე­დი გაქვთ?

- არ­ჩევ­ნებ­ზე არ მე­ლა­პა­რა­კოთ - არც მე­ხე­ბა, არც მეს­მის, არც კომ­პე­ტენ­ტუ­რი ვარ. ამას ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს.

- არა­და, რამ­დე­ნი თქვე­ნი კო­ლე­გაა პო­ლი­ტი­კა­ში...

- და ძა­ლი­ან ცუდი. სცე­ნი­დან ტრი­ბუ­ნა­ზე რა­ტომ უნდა გა­და­ვი­დე, ვერ ვხვდე­ბი.ქვეყ­ნის ტკი­ვილს რაც შე­ე­ხე­ბა, არა მგო­ნია, მე რა­მის გა­მოს­წო­რე­ბა შევ­ძლო.

პო­ლი­ტი­კა­ში ბევ­რი სი­ბინ­ძუ­რეა. კლა­ნე­ბია, შიდა ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს... მე რაც შე­მიძ­ლია, ის მინ­და ვა­კე­თო და ვეც­დე­ბი, ჩემი საქ­მე კარ­გად გა­მო­მი­ვი­დეს. ტე­ლე­ვი­ზორ­საც არ ვუ­ყუ­რებ, რომ ნერ­ვე­ბი არ მო­ვი­შა­ლო, რად­გან რა­საც ვის­მენ, ბევრ რა­მეს არ ვე­თან­ხმე­ბი.

ძა­ლი­ან მიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა, მაგ­რამ სხვა­გან ცხოვ­რე­ბა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია. აქ მაქვს ჩემი საქ­მე და ოჯა­ხიც აქ მყავს. ჩემი საქ­მის გა­რე­შე ვერ ვძლებ, სა­დღაც დიდ­ხანს ყოფ­ნა და დას­ვე­ნე­ბაც მბეზ­რდე­ბა. და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლას ფეს­ტი­ვალ­ზე წას­ვლა მირ­ჩევ­ნია. ყო­ველ­დღეც რომ მქონ­დეს სპექ­ტაკ­ლი, არ ვიღ­ლე­ბი. ეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, თან სხვა სპექ­ტაკ­ლებ­საც ვნა­ხუ­ლობ... ზო­გა­დად, რაც უფრო მეტს ვა­კე­თებ, მით მეტს ვას­წრებ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"სცენიდან ტრიბუნაზე რატომ უნდა გადავიდე?! პოლიტიკაში ბევრი სიბინძურეა" - ეკა ჩხეიძე შვილებზე, პანდემიასა და პოლიტიკაზე

"სცენიდან ტრიბუნაზე რატომ უნდა გადავიდე?! პოლიტიკაში ბევრი სიბინძურეა" - ეკა ჩხეიძე შვილებზე, პანდემიასა და პოლიტიკაზე

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა ჩხეიძე, ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. კარგი მოსაუბრე და გულახდილი რესპონდენტი დღეს "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- არ მიყვარს ზაფხული. მიყვარს წვიმა, გრილი ამინდები. სიცხესა და უჰაერობას ვერ ვიტან. არც უსაქმოდ ყოფნა მიყვარს. ამ პანდემიამ ხომ სულ გამოგვკეტა. თეატრი დახურული იყო, არ იყო სპექტაკლები, რეპეტიციები... ზღვაზე ვიყავი ერთი კვირით მეგობრებთან ერთად. ხალხმრავალი და ხმაურიანი იყო ბათუმი. მონატრებულია ხალხი ამ ყველაფერს და ასე მგონია, აიწყვიტეს. ამიტომაც გვაქვს ცუდი შედეგები, მაგრამ რამდენ ხანს იქნება ადამიანი გამოკეტილი? სხვანაირად უნდა ვებრძოლოთ ვირუსს. დისტანცირება, ხელის ხშირი დაბანა გავიგე, მაგრამ სახლში ჯდომა და არაფრის კეთება არ მესმის. ბათუმში პირბადე არავის ეკეთა. ძალიან ბევრი ხალხი იყო, კონცერტებიც იმართებოდა. არ შეიძლება, მუდმივად არაფერი აკეთო და მხოლოდ კომპიუტერს იყო მიჯაჭვული. რაღაცებს არ ვეთანხმები, თუმცა ჰიგიენა უნდა დავიცვათ, არც ყველა ნაცნობის გადაკოცნაა საჭირო.

- წელს თქვენი შვილი დათა სტუდენტი გახდა. გილოცავთ.

- თითქოს არც გამიგია, როგორ გაიარა ამ პერიოდმა, მით უმეტეს, რომ სკოლაშიც არ დადიოდა და ონლაინგაკვეთილებს ესწრებოდა. რაც უნდოდა - ასტროფიზიკის ფაკულტეტი არ არის საქართველოში, ამიტომ ჩააბარა ფიზიკის ფაკულტეტზე. ძალიან აინტერესებს ეს სფერო, რამდენიმე წელია, ლექციებს უსმენს ინტერნეტში.

ჩემი ქალიშვილი ინანო ინტერიერის დიზაინერია, მილანში ცხოვრობს. მამამისი არქიტექტორია, დედაჩემი და ჩემი და მუსიკოსები არიან. საიდან გაჩნდა ეს ასტროფიზიკოსი, არ ვიცი...

- დათა როგორი ბიჭია?

- ძალიან კაცური და დამოუკიდებელი. თავისი აზრი აქვს ყველაფერზე. რომ იტყვის, გააკეთებს. შეიძლება დაგეთანხმოს, რომ გაჩუმდე, მაგრამ მაინც იმას გააკეთებს, რასაც თვითონ თვლის საჭიროდ. როგორც დედას, შეიძლება ამის გამო ნერვები მეშლებოდეს, მაგრამ როგორც ხასიათის თვისება, მომწონს. ინანომ კამათი იცის და სანამ თავის სიმართლეს არ დაამტკიცებს, არ მოგეშვება.

- ინანო ძალიან გგავთ.

- კი, და მეუბნება, რაც დრო გადის, ხასიათითაც გემსგავსებიო... ჩვენ ღმერთმა დაგვიფარა და რაც იტალიაში ხდებოდა, მსგავსი არაფერი ყოფილა. მარტო "სასწრაფოს" ხმა ისმის ქუჩაშიო, ამბობდა ინანო. ინანო პანდემიის დროსაც სამსახურში დადიოდა. კერძო კომპანიაშია, რომელმაც არ მიიჩნია საჭიროდ, რომ მუშაობა შეეწყვიტათ. ქუჩებში პოლიცია აჩერებდა გამვლელებს და ეკითხებოდა, ნებაყოფლობით მიდიხართ სამსახურში თუ გაიძულებენო და თუ ეტყოდნენ, ნებაყოფლობითო, უშვებდნენ.

- ერთადერთი, რისი დროც ჭარბად გვქონდა პანდემიის პერიოდში, ფიქრია...

- აღარც ეს მინდა... სახლში ჯდომამ ძალიან გაგვაზარმაცა. ზოგი ინტერნეტით მუშაობს, მაგრამ სპექტაკლს ინტერნეტით ხომ ვერ ვითამაშებ?! ასე სწავლებაც მაინცდამაინც შედეგიანი არ იყო... დედაჩემი მევიოლინეა და მოსწავლეები ჰყავს. ვიოლინოზე დაკვრა როგორ უნდა ასწავლო ინტერნეტით?! მსახიობი სულ უნდა ჩანდეს სადღაც - თეატრში, ტელევიზიაში... ეს საჭიროა ჩვენი პროფესისთვის...

- არჩევნები მოდის. რისი იმედი გაქვთ?

- არჩევნებზე არ მელაპარაკოთ - არც მეხება, არც მესმის, არც კომპეტენტური ვარ. ამას ჩემს საქმიანობასთან საერთო არაფერი აქვს.

- არადა, რამდენი თქვენი კოლეგაა პოლიტიკაში...

- და ძალიან ცუდი. სცენიდან ტრიბუნაზე რატომ უნდა გადავიდე, ვერ ვხვდები.ქვეყნის ტკივილს რაც შეეხება, არა მგონია, მე რამის გამოსწორება შევძლო.

პოლიტიკაში ბევრი სიბინძურეა. კლანებია, შიდა ბრძოლები მიმდინარეობს... მე რაც შემიძლია, ის მინდა ვაკეთო და ვეცდები, ჩემი საქმე კარგად გამომივიდეს. ტელევიზორსაც არ ვუყურებ, რომ ნერვები არ მოვიშალო, რადგან რასაც ვისმენ, ბევრ რამეს არ ვეთანხმები.

ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ სხვაგან ცხოვრებაზე არასდროს მიფიქრია. აქ მაქვს ჩემი საქმე და ოჯახიც აქ მყავს. ჩემი საქმის გარეშე ვერ ვძლებ, სადღაც დიდხანს ყოფნა და დასვენებაც მბეზრდება. დასასვენებლად წასვლას ფესტივალზე წასვლა მირჩევნია. ყოველდღეც რომ მქონდეს სპექტაკლი, არ ვიღლები. ეს სიამოვნებას მანიჭებს, თან სხვა სპექტაკლებსაც ვნახულობ... ზოგადად, რაც უფრო მეტს ვაკეთებ, მით მეტს ვასწრებ. წაიკითხეთ სრულად

"პრემიერის ვაჟის დახურულ ნიშნობაზე ქართული სიმღერების შესრულება მთხოვეს " - ისრაელში ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერალის ცხოვრება და კარიერა

ეზოებში გაფენილი წითელი ხალიჩები და საღამოს კაბებში გამოწყობილი ვარსკვლავები სახლებში - ფოტოები Emmy-ის ონლაინ და ყველაზე უჩვეულო დაჯილდოებიდან

"ვაღიარებ, არასწორი ქმედება იყო.. მინდა, ბოდიში მოვუხადო მას", - ნინი ბადურაშვილის პირველი კომენტარი "ფეისბუქ" სკანდალის შემდეგ