სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეშინების მიზნით იატაკისკენ ისროლა, ხარაზიშვილს ასხლეტილი ტყვია მოხვდა" - რას ამბობს დაკავებული მერაბ ბესელიას ადვოკატი
"შეშინების მიზნით იატაკისკენ ისროლა, ხარაზიშვილს ასხლეტილი ტყვია მოხვდა" - რას ამბობს დაკავებული მერაბ ბესელიას ადვოკატი

რაგ­ბის კავ­ში­რის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის მე­რაბ ბე­სე­ლი­ას ად­ვო­კა­ტის, პა­ა­ტა მეხ­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა გას­რო­ლა მო­რაგ­ბე „შვიდ­კა­ცას“ კა­პი­ტა­ნის რა­მაზ ხა­რა­ზიშ­ვი­ლის შე­ში­ნე­ბი­სა და შე­ჩე­რე­ბის მიზ­ნით, ია­ტა­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ახ­დინ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" მეხ­რიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ბე­სე­ლი­ა­სა და ხა­რა­ზიშ­ვილს შო­რის კონ­ფლიქ­ტი პი­რა­დუ­ლია და ის ფი­ნან­სებს არ უკავ­შირ­დე­ბა.

"მე­რაბ ბე­სე­ლია ძა­ლი­ან ნა­ნობს ამ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რაც შე­იქ­მნა. მას არა­ვის არც ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მი­ყე­ნე­ბის და მი­თუ­მე­ტეს, არც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის გან­ზრახ­ვა არ ჰქო­ნია. რო­გორც ჩანს, მისი შე­ჩე­რე­ბი­სა და შე­ში­ნე­ბის მიზ­ნით ია­ტა­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ახ­დი­ნა გას­რო­ლა, რაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, და­დას­ტურ­დე­ბა. ია­ტა­კი­დან ას­ხლე­ტილ­მა ტყვი­ამ გა­მო­იწ­ვია ის უმ­ნიშ­ვნე­ლო ზი­ა­ნი, რაც, და­ზა­რა­ლე­ბულს მი­ად­გა. ის ძა­ლი­ან ნა­ნობს რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ამ მდგო­მა­რე­ო­ბას, ისე, რე­პუ­ტა­ცი­უ­ლად ამ მო­ცე­მუ­ლო­ბას. ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად პი­რა­დი კონ­ფლიქ­ტი ამ ორ ადა­მი­ანს შო­რის, ამ კონ­ფლიქტს ფი­ნან­სებ­თან კავ­ში­რი არ აქვს. მე­რაბს ფი­ნა­სებ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, ერთ დო­კუ­მენტზეც კი არ აქვს ხელი მო­წე­რი­ლი.

ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, შე­იძ­ლე­ბო­და ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­დაზ­რდი­ლი­ყო, ორ­მხრი­ვი შე­უ­რა­ცხყო­ფა იყო, ისიც გა­მო­ი­წია და ამ გა­მო­წე­ვის დროს, ია­ტა­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ შე­ე­ში­ნე­ბი­ნა, გას­რო­ლა მო­ახ­დი­ნა. ეს პირ­და­პი­რი გზით ნას­რო­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, აუ­ცი­ლებ­ლად სხვა შე­დე­გი იქ­ნე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და მეხ­რიშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტი დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვს.

„პირ­ვე­ლი წარ­დგე­ნის სა­სა­მარ­თლო დის­ტან­ცი­უ­რად იმარ­თე­ბა, რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, პრო­კუ­რა­ტუ­რა ყვე­ლა­ზე უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვს, რაც უსა­ფუძ­ვლოა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც 54 წლის ასაკ­ში არას­დროს კა­ნონ­თან კონ­ფლიქ­ტში არ ყო­ფი­ლა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი გა­დაც­დო­მაც კი არ ჰქო­ნია, რა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას გა­აგ­რძე­ლებს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ან მი­მალ­ვას რო­გორ შე­ეც­დე­ბა, როცა თვი­თონ­ვე გა­მო­ცხად­და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, დე­ტა­ლუ­რი და ამომ­წუ­რა­ვი ჩვე­ნე­ბა მის­ცა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას და­ეხ­მა­როს.

ბე­სე­ლია ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებს ეთან­ხმე­ბა, მაგ­რამ ბრა­ლის ფორ­მუ­ლი­რე­ბას არ ეთან­ხმე­ბა. მას ედა­ვე­ბი­ან, რომ და­ზა­რა­ლე­ბულს ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. თით­ქოს, და­ზა­რა­ლე­ბულს ამ ზი­ა­ნის შე­დე­გად პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა წა­ერ­თვა. ეს თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლია. დიდი იმე­დი გვაქვს, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­უბ­რუნ­დე­ბა მო­ე­დანს და გა­აგ­რძე­ლებს თა­მაშს. ეს არ არის პრო­ფე­სი­უ­ლი შრო­მი­უ­ნა­რი­ა­ნო­ბის და­კარ­გვა, ეს არის სა­ერ­თო შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის და­კარ­გვა“, - აცხა­დებს მეხ­რიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"შეშინების მიზნით იატაკისკენ ისროლა, ხარაზიშვილს ასხლეტილი ტყვია მოხვდა" - რას ამბობს დაკავებული მერაბ ბესელიას ადვოკატი

"შეშინების მიზნით იატაკისკენ ისროლა, ხარაზიშვილს ასხლეტილი ტყვია მოხვდა" - რას ამბობს დაკავებული მერაბ ბესელიას ადვოკატი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ბესელიას ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გასროლა მორაგბე „შვიდკაცას“ კაპიტანის რამაზ ხარაზიშვილის შეშინებისა და შეჩერების მიზნით, იატაკის მიმართულებით მოახდინდა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" მეხრიშვილი განმარტავს, ბესელიასა და ხარაზიშვილს შორის კონფლიქტი პირადულია და ის ფინანსებს არ უკავშირდება.

"მერაბ ბესელია ძალიან ნანობს ამ მოცემულობას, რაც შეიქმნა. მას არავის არც ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების და მითუმეტეს, არც სიცოცხლის მოსპობის განზრახვა არ ჰქონია. როგორც ჩანს, მისი შეჩერებისა და შეშინების მიზნით იატაკის მიმართულებით მოახდინა გასროლა, რაც ძალიან მაღალი ალბათობით, დადასტურდება. იატაკიდან ასხლეტილმა ტყვიამ გამოიწვია ის უმნიშვნელო ზიანი, რაც, დაზარალებულს მიადგა. ის ძალიან ნანობს როგორც დაზარალებულის ამ მდგომარეობას, ისე, რეპუტაციულად ამ მოცემულობას. ეს არის აბსოლუტურად პირადი კონფლიქტი ამ ორ ადამიანს შორის, ამ კონფლიქტს ფინანსებთან კავშირი არ აქვს. მერაბს ფინასებთან შეხება არ ჰქონია, ერთ დოკუმენტზეც კი არ აქვს ხელი მოწერილი.

ურთიერთშელაპარაკება ძალიან მაღალი ალბათობით, შეიძლებოდა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო, ორმხრივი შეურაცხყოფა იყო, ისიც გამოიწია და ამ გამოწევის დროს, იატაკის მიმართულებით, რომ შეეშინებინა, გასროლა მოახდინა. ეს პირდაპირი გზით ნასროლი რომ ყოფილიყო, აუცილებლად სხვა შედეგი იქნებოდა“, - განაცხადა მეხრიშვილმა.

ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

„პირველი წარდგენის სასამართლო დისტანციურად იმართება, როგორც ჩემთვის ცნობილია, პროკურატურა ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, რაც უსაფუძვლოა. ადამიანი, რომელიც 54 წლის ასაკში არასდროს კანონთან კონფლიქტში არ ყოფილა, ადმინისტრაციული გადაცდომაც კი არ ჰქონია, რა დანაშაულებრივ საქმიანობას გააგრძელებს, წარმოუდგენელია, ან მიმალვას როგორ შეეცდება, როცა თვითონვე გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, დეტალური და ამომწურავი ჩვენება მისცა და მაქსიმალურად ცდილობს გამოძიებას დაეხმაროს.

ბესელია ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება, მაგრამ ბრალის ფორმულირებას არ ეთანხმება. მას ედავებიან, რომ დაზარალებულს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა. თითქოს, დაზარალებულს ამ ზიანის შედეგად პროფესიული მოვალეობის შესრულება წაერთვა. ეს თითიდან გამოწოვილია. დიდი იმედი გვაქვს, რომ დაზარალებული უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება მოედანს და გააგრძელებს თამაშს. ეს არ არის პროფესიული შრომიუნარიანობის დაკარგვა, ეს არის საერთო შრომისუნარიანობის დაკარგვა“, - აცხადებს მეხრიშვილი.

მკვლელობა კასპში - ხელოსანმა მანქანის მეპატრონე მოკლა, მისი მეგობარი კი დაჭრა

"ყარაბაღზე და უკანონო იარაღით ვაჭრობაზე გაკეთებული განცხადებისას ბაჩალიაშვილის დედამ დავით ფურცხვანიძის კვლევა დაიხმარა"

"ფულის გულისთვის მოკვდა ადამიანი..." - ახალი დეტალები ხაშურიდან, სადაც 39 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ ყოფილმა უფროსმა დაჭრა