პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ანუკი არეშიძის ძმები - სკანდალები, დიზაინერი რძალი და ოჯახური ფოტოები: "რატი საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილია"
ვინ არიან ანუკი არეშიძის ძმები - სკანდალები, დიზაინერი რძალი და ოჯახური ფოტოები: "რატი საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილია"

კახა კა­ლა­ძი­სა და ანუ­კი არე­ში­ძის წყვი­ლი წლე­ბია პო­პუ­ლა­რო­ბას არ კარ­გავს. მათ შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს. ცოტა ხნის წინ, AMBEBI.GE კახა კა­ლა­ძის უც­ნობ დებ­ზე გიყ­ვე­ბო­დათ, რომ­ლე­ბიც კა­ხის მა­მას, კარ­ლო კა­ლა­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს.

რაც შე­ე­ხე­ბა ანუ­კი არე­ში­ძეს, ორი ძმა ჰყავს, რატი და გი­ორ­გი.

რატი და გი­ორ­გი არე­ში­ძე­ე­ბი

გი­ორ­გი არე­ში­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ სკან­და­ლუ­რად გა­იც­ნო. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის თავ­ჯდო­მა­რე პარ­ტი­ის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ მე­რი­ა­ში და­საქმდა, რის შემ­დე­გად ფი­ნან­სურ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა და მა­შინ კა­ლა­ძემ ცო­ლის ძმას სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლა ურ­ჩია. გი­ორ­გი არე­ში­ძე ბიზ­ნესს და­უბ­რუნ­და. ახალ­გარზდას ცოლი, მა­რი­ამ ფან­ჯა­ვი­ძე და ორი შვი­ლი ჰყავს.

წყვი­ლი აქ­ტი­უ­რობს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნას არ ერი­დე­ბა. მა­რი­ამ ფან­ჯა­ვი­ძემ ცოტა ხნის წინ დი­ზა­ი­ნე­რო­ბა და­ი­წყო და სა­კუ­თა­რი მა­ღა­ზი­აც კი გახ­სნა. ახალ­ბე­და დი­ზა­ი­ნე­რის სა­მო­სი მუ­ლის, ანუ­კი არე­ში­ძის ბრენ­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით სა­შუ­ა­ლო ფე­ნა­ზეა გათ­ვლი­ლი და ფა­სე­ბი 150-250 ლა­რამ­დეა.

რაც შე­ე­ხე­ბა ანუ­კის უფ­როს ძმას, რა­ტის, მის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. მის­მა სა­ხელ­მა 2016 წელს მე­დი­ა­ში გა­იჟ­ღე­რა, რო­დე­საც თბი­ლის­ში სამი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით მა­შინ 30 წლის გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლი, 26 წლის გი­ორ­გი ყან­ჩა­ვე­ლი და 27 წლის ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე და­ა­კა­ვეს.

მა­შინ ფე­იქ­რიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თათა ჩინ­ჩა­ლა­ძე აცხა­დებ­და, რომ მისი მე­უღ­ლის და­კა­ვე­ბა­ში ვიცე-პრე­მი­ე­რი, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახა კა­ლა­ძე იყო დამ­ნა­შა­ვე. ჩინ­ჩა­ლა­ძის სი­ტყვე­ბით, კა­ლა­ძეს ფე­იქ­რიშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან მე­გობ­რო­ბის გამო სურ­და. ჩინ­ჩა­ლა­ძე ასე­ვე აცხა­დებ­და, რომ კა­ლა­ძე­სა და მის მე­უღ­ლეს შო­რის შუ­ა­მა­ვა­ლი იყო ვიცე-პრე­მი­ე­რის მე­უღ­ლის ანუ­კი არე­ში­ძის ძმა, ვინ­მე რატი, რო­მელ­მაც ღამე და­უ­რე­კა და მა­მა­კაცს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა ურ­ჩია.

რატი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით არ სარ­გებ­ლობს, მისი ორი ფოტო დას, ანუ­კი არე­ში­ძეს აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. რატი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ჰყავს მე­უღ­ლე სო­ფია მაღ­ლა­კე­ლი­ძე და ორი ვაჟი.

გი­ორ­გი არე­ში­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

ანუ­კი არე­ში­ძის ოთხი ვაჟი და მისი ძმის შვი­ლე­ბი დიდ დროს ატა­რე­ბენ ერ­თად. ეს­წრე­ბი­ან კა­ლა­ძე-არე­ში­ძის ოჯა­ხურ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბას.

ანუ­კი არე­ში­ძის უფ­რო­სი რძა­ლი ერთ-ერთი ბან­კის თა­ნამ­შრო­მე­ლია, ძმა კი ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. მას არა­სო­დეს უმუ­შა­ვია თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბრამ კუტაისკი
10

დავიღალეთ ამ სამტრედიელის ყურებით.გვაგიჟებს ამ მშიერ ხალას

ელეონორა
17

მოკლედ დღე არ გავა, რომ კალაძე და მისი ცოლი საიტზე არ იყვნენ. რა აუცილებელია მათი ყოველ დღე აფიშირება, არ მესმის?? ახლა ანუკის ძმები დაემატნენ, ვის რაში აინტრესებს ნეტა და მეტი საინტერესო არაფერი ხდება ქვეანაში?? 

ავტორი:

ვინ არიან ანუკი არეშიძის ძმები - სკანდალები, დიზაინერი რძალი და ოჯახური ფოტოები: "რატი საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილია"

ვინ არიან ანუკი არეშიძის ძმები - სკანდალები, დიზაინერი რძალი და ოჯახური ფოტოები: "რატი საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილია"

კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის წყვილი წლებია პოპულარობას არ კარგავს. მათ შესახებ საზოგადოებას ყველაფერი აინტერესებს. ცოტა ხნის წინ, AMBEBI.GE კახა კალაძის უცნობ დებზე გიყვებოდათ, რომლებიც კახის მამას, კარლო კალაძეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

რაც შეეხება ანუკი არეშიძეს, ორი ძმა ჰყავს, რატი და გიორგი.

რატი და გიორგი არეშიძეები

გიორგი არეშიძე საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ სკანდალურად გაიცნო. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის თავჯდომარე პარტიის გამარჯვების შემდეგ მერიაში დასაქმდა, რის შემდეგად ფინანსურ სკანდალში გაეხვა და მაშინ კალაძემ ცოლის ძმას სამსახურიდან წასვლა ურჩია. გიორგი არეშიძე ბიზნესს დაუბრუნდა. ახალგარზდას ცოლი, მარიამ ფანჯავიძე და ორი შვილი ჰყავს.

წყვილი აქტიურობს სოციალურ ქსელში და საზოგადოებაში გამოჩენას არ ერიდება. მარიამ ფანჯავიძემ ცოტა ხნის წინ დიზაინერობა დაიწყო და საკუთარი მაღაზიაც კი გახსნა. ახალბედა დიზაინერის სამოსი მულის, ანუკი არეშიძის ბრენდისგან განსხვავებით საშუალო ფენაზეა გათვლილი და ფასები 150-250 ლარამდეა.

რაც შეეხება ანუკის უფროს ძმას, რატის, მის შესახებ საზოგადოებაში არაფერია ცნობილი. მისმა სახელმა 2016 წელს მედიაში გაიჟღერა, როდესაც თბილისში სამი ახალგაზრდა მამაკაცი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით მაშინ 30 წლის გიორგი ფეიქრიშვილი, 26 წლის გიორგი ყანჩაველი და 27 წლის ნოდარ ნიშნიანიძე დააკავეს.

მაშინ ფეიქრიშვილის მეუღლე თათა ჩინჩალაძე აცხადებდა, რომ მისი მეუღლის დაკავებაში ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იყო დამნაშავე. ჩინჩალაძის სიტყვებით, კალაძეს ფეიქრიშვილის დაპატიმრება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან მეგობრობის გამო სურდა. ჩინჩალაძე ასევე აცხადებდა, რომ კალაძესა და მის მეუღლეს შორის შუამავალი იყო ვიცე-პრემიერის მეუღლის ანუკი არეშიძის ძმა, ვინმე რატი, რომელმაც ღამე დაურეკა და მამაკაცს ქვეყნის დატოვება ურჩია.

რატი სოციალური ქსელით არ სარგებლობს, მისი ორი ფოტო დას, ანუკი არეშიძეს აქვს გამოქვეყნებული. რატი დაოჯახებულია და ჰყავს მეუღლე სოფია მაღლაკელიძე და ორი ვაჟი.

გიორგი არეშიძე მეუღლესთან ერთად

ანუკი არეშიძის ოთხი ვაჟი და მისი ძმის შვილები დიდ დროს ატარებენ ერთად. ესწრებიან კალაძე-არეშიძის ოჯახურ ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას.

ანუკი არეშიძის უფროსი რძალი ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია, ძმა კი ბიზნესით არის დაკავებული. მას არასოდეს უმუშავია თანამდებობაზე.