პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქ.ახლა, აღმოაჩინე “საქართველო - მუზეუმი”
აქ.ახლა, აღმოაჩინე “საქართველო - მუზეუმი”

თი­ბი­სიმ, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ანი­მა­ცი­უ­რი ვი­დე­ორ­გო­ლი - „სა­ქარ­თვე­ლო - მუ­ზე­უ­მი“ შექ­მნა.

ანი­მა­ცი­ის­თვის სცე­ნა­რი მწე­რალ­მა - აკა მორ­ჩი­ლა­ძემ და­წე­რა. პრო­ექ­ტზე სტუ­დია „ანი­მა­ტორ­მა“ იმუ­შა­ვა, სამ­ხატ­ვრო მი­მარ­თუ­ლე­ბა thecrux.tv-ს ეკუთ­ვნის. სპე­ცი­ა­ლუ­რად ვი­დე­ორ­გო­ლის­თვის და­ი­წე­რა სა­უნ­დტრე­კი, რომ­ლის მუ­სი­კა NIMIT_TA-მ, ტექ­სტი კი ერეკ­ლე დე­ი­სა­ძემ შექ­მნა. ანი­მა­ცი­ა­ში ასე­ვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია Kayakata-ს Sisona Darchia [TBA Rework].

ანი­მა­ცი­ის მი­ზა­ნი მუ­ზე­უ­მის სა­ცა­ვებ­ში და­ცუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახა­ლი თა­ო­ბის­თვის მისი თა­ნა­მედ­რო­ვე და ინო­ვა­ცი­უ­რი გზით გაც­ნო­ბაა.

„სა­ქარ­თვე­ლო - მუ­ზე­უ­მი“ მთა­ვა­რი მოქ­მე­დი გმი­რის - ნი­კოს და მას­თან ერ­თად მა­ყუ­რებ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­სულ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბაა. ანი­მა­ცია სა­მუ­ზე­უ­მო ექ­სპო­ნა­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით გვი­ამ­ბობს სა­ი­დან და­ი­წყო და რო­გორ გან­ვი­თარ­და ჩვე­ნი ერის ის­ტო­რია და­სა­ბა­მი­დან დღემ­დე.

მარ­თა­ლია, ანი­მა­ცი­ის მთა­ვა­რი გმი­რი წარ­მო­სახ­ვით მოგ­ზა­უ­რო­ბა­შია, თუმ­ცა ის ექ­სპო­ნა­ტე­ბი, რო­მელ­საც ის აღ­მო­ა­ჩენს და შემ­დეგ მათ­თან ერ­თად ახალ გზებ­ზე მი­დის, აქ და ახლა, ჩვენ­თან სულ ახ­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის კო­ლექ­ცი­ებ­შია და­ცუ­ლი.

ზეზ­ვა და მზია, მცი­რე ზო­ლე­ბი­ა­ნი ვე­შა­პის ჩონ­ჩხი, შე­საბ­ნე­ვე­ბი ცხე­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით, დი­ა­დე­მა და სა­სა­ფეთ­ქლე­ე­ბი, არ­წი­ვის ფი­გუ­რა, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­წი­ნამ­ძღვრო ჯვა­რი, თა­მარ მე­ფის სა­ნა­წი­ლე გულ­სა­კი­დი ჯვა­რი, თრი­ა­ლე­თის თასი, და­ვით კა­კა­ბა­ძის იმე­რუ­ლი „პე­ი­ზა­ჟი“, ფი­როს­მა­ნის „გო­გო­ნა ბუშ­ტით“, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქ­ტის ასლი და სხვა - ანი­მა­ცი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ამ არ­ტე­ფაქ­ტე­ბი­სა თუ ექ­სპო­ნა­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის კო­ლექ­ცი­ებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

„ანი­მა­ცია თა­ვის­თა­ვად რა­ღაც ხა­ლისს გუ­ლის­ხმობს. სის­წრა­ფე­საც, მოქ­ნი­ლო­ბა­საც. დროც ცოტა აქვს. ცოტა თა­მაშ­საც უნდა ჰგავ­დეს. ამი­ტომ, ვი­ფიქ­რე, რომ ამ­ბის სწრა­ფად და ხა­ლი­სი­ა­ნად მო­სა­ყო­ლად კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­ში გა­მოდ­გე­ბო­და - იპო­ვი ნივთს და ახა­ლი კარი გა­ი­ღე­ბა. რა­ღა­ცით, ჩვე­ნი ის­ტო­რი­აც ასეა: ყვე­ლა ეპო­ქას თა­ვი­სი გა­სა­ღე­ბი აქვს. სა­ინ­ტე­რე­სო სა­ფიქ­რა­ლი იყო. ჩვე­ნი თავ­გა­და­სა­ვა­ლი მარ­თლაც დი­დია და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ანი­მა­ცი­უ­რი სის­ხარ­ტით მისი გად­მო­ცე­მა თუ გა­მო­ვი­და, ხომ კარ­გი“, - მწე­რა­ლი, აკა მორ­ჩი­ლა­ძე.

ანი­მა­ცია - „სა­ქარ­თვე­ლო - მუ­ზე­უ­მი“ თი­ბი­სის კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ნა­წი­ლია და ის კომ­პა­ნი­ი­სათ­ვის ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მი­მარ­თუ­ლე­ბებს აერ­თი­ა­ნებს, რო­გო­რე­ბი­ცაა ახა­ლი თა­ო­ბა, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, თი­ბი­სის მი­ზა­ნია მუ­ზე­უ­მის სა­ცა­ვებ­ში და­ცუ­ლი სა­გან­ძუ­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ერთ-ერთი ცენ­ტრა­ლუ­რი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი და წარ­სუ­ლის სა­უ­კე­თე­სო მა­ტი­ა­ნეა, ინო­ვა­ცი­უ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით ციფ­რულ ფორ­მა­ტებ­ში გა­და­იყ­ვა­ნოს და ახალ თა­ო­ბას მის­თვის გა­სა­გე­ბი, სა­ხა­ლი­სო და ამავდრო­უ­ლად შე­მეც­ნე­ბი­თი ფორ­მით გა­აც­ნოს.

აღ­მო­ა­ჩი­ნე „სა­ქარ­თვე­ლო - მუ­ზე­უ­მი“ აქ, ახლა

R

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

აქ.ახლა, აღმოაჩინე “საქართველო - მუზეუმი”

აქ.ახლა, აღმოაჩინე “საქართველო - მუზეუმი”

თიბისიმ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, ანიმაციური ვიდეორგოლი - „საქართველო - მუზეუმი“ შექმნა.

ანიმაციისთვის სცენარი მწერალმა - აკა მორჩილაძემ დაწერა. პროექტზე სტუდია „ანიმატორმა“ იმუშავა, სამხატვრო მიმართულება thecrux.tv-ს ეკუთვნის. სპეციალურად ვიდეორგოლისთვის დაიწერა საუნდტრეკი, რომლის მუსიკა NIMIT_TA-მ, ტექსტი კი ერეკლე დეისაძემ შექმნა. ანიმაციაში ასევე გამოყენებულია Kayakata-ს Sisona Darchia [TBA Rework].

ანიმაციის მიზანი მუზეუმის საცავებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოებაში პოპულარიზაცია და ახალი თაობისთვის მისი თანამედროვე და ინოვაციური გზით გაცნობაა.

„საქართველო - მუზეუმი“ მთავარი მოქმედი გმირის - ნიკოს და მასთან ერთად მაყურებლის საქართველოს წარსულში მოგზაურობაა. ანიმაცია სამუზეუმო ექსპონატების დახმარებით გვიამბობს საიდან დაიწყო და როგორ განვითარდა ჩვენი ერის ისტორია დასაბამიდან დღემდე.

მართალია, ანიმაციის მთავარი გმირი წარმოსახვით მოგზაურობაშია, თუმცა ის ექსპონატები, რომელსაც ის აღმოაჩენს და შემდეგ მათთან ერთად ახალ გზებზე მიდის, აქ და ახლა, ჩვენთან სულ ახლოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებშია დაცული.

ზეზვა და მზია, მცირე ზოლებიანი ვეშაპის ჩონჩხი, შესაბნევები ცხენის გამოსახულებით, დიადემა და სასაფეთქლეები, არწივის ფიგურა, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის სანაწილე გულსაკიდი ჯვარი, თრიალეთის თასი, დავით კაკაბაძის იმერული „პეიზაჟი“, ფიროსმანის „გოგონა ბუშტით“, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ასლი და სხვა - ანიმაციაში გამოყენებული ამ არტეფაქტებისა თუ ექსპონატების აღმოჩენა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებშია შესაძლებელი.

„ანიმაცია თავისთავად რაღაც ხალისს გულისხმობს. სისწრაფესაც, მოქნილობასაც. დროც ცოტა აქვს. ცოტა თამაშსაც უნდა ჰგავდეს. ამიტომ, ვიფიქრე, რომ ამბის სწრაფად და ხალისიანად მოსაყოლად კომპიუტერული თამაში გამოდგებოდა - იპოვი ნივთს და ახალი კარი გაიღება. რაღაცით, ჩვენი ისტორიაც ასეა: ყველა ეპოქას თავისი გასაღები აქვს. საინტერესო საფიქრალი იყო. ჩვენი თავგადასავალი მართლაც დიდია და რამდენიმე წუთში ანიმაციური სისხარტით მისი გადმოცემა თუ გამოვიდა, ხომ კარგი“, - მწერალი, აკა მორჩილაძე.

ანიმაცია - „საქართველო - მუზეუმი“ თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა, კულტურული მემკვიდრეობა და ციფრული ტექნოლოგიები.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისის მიზანია მუზეუმის საცავებში დაცული საგანძური, რომელიც საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ცენტრალური შემადგენელი ნაწილი და წარსულის საუკეთესო მატიანეა, ინოვაციური ინსტრუმენტების დახმარებით ციფრულ ფორმატებში გადაიყვანოს და ახალ თაობას მისთვის გასაგები, სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი ფორმით გააცნოს.

აღმოაჩინე „საქართველო - მუზეუმი“ აქ, ახლა

R

ტესტი: რამდენად ფლანგავ ფულს ტექნიკის ყიდვისას?

ძველთბილისური გასტრონომიული კულტურით შთაგონებული, თანამედროვე გასტრო-დუქანი

წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს