საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, მას შემდეგ გაუჩინარდა" - შსს მოქალაქეებს მიმართავს
"ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, მას შემდეგ გაუჩინარდა" - შსს მოქალაქეებს მიმართავს

შსს თბი­ლის­ში, გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გი­ორ­გი წმინ­და­ში მცხოვ­რებ ამი­რან გაფ­რინ­დაშ­ვილს ეძებს, რო­მე­ლიც 2020 წლის 29 ივ­ლი­სის შემ­დეგ უკ­ვა­ლოდ გა­უ­ჩი­ნარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ უწყე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ, 1979 წელს და­ბა­დე­ბულ მა­მა­კაცს ეძებს. თბი­ლის­ში, გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გი­ორ­გი წმინ­და­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, N32-ში მცხოვ­რებ ამი­რან გაფ­რინ­დაშ­ვილს ბოლო სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია მიმ­დი­ნა­რე წლის 29 ივ­ლისს, დე­დას­თან ჰქონ­და, რის შემ­დე­გაც მას­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მე­ო­რე სამ­მარ­თვე­ლო­ში მა­მა­კა­ცის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 12 აგ­ვის­ტოს შე­ვი­და. ფაქ­ტზე საქ­მე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლით, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს. შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო და გრძელ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის ინ­ტენ­სი­უ­რი სამ­ძებ­რო-სა­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

მა­მა­კა­ცის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ფაქ­ტის შე­სა­ხებ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფი, ასე­ვე, სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რი. ამ ეტაპ­ზე, გა­მო­კი­თხუ­ლია ათე­უ­ლო­ბით პირი, და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზე­ბი და აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მი­მარ­თავს მო­ქა­ლა­ქე­ებს, აღ­ნიშ­ნულ პი­როვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დარ­ე­კონ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ „112“-ში ან აც­ნო­ბონ პო­ლი­ცი­ის უახ­ლო­ეს გან­ყო­ფი­ლე­ბას", - აღ­ნიშ­ნუ­ლი შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

შსს ამი­რან გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ფო­ტო­საც ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარკი
5

უნდა მოეკლა და უკეთესი იქნებოდა

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
4

ესეც ხო რუსებმა არ გაიტაცეს, სად იკარგება ეს ხალხი, სად მიყავთ და რატომ აორთქლებენ, თან მუდმივად ხდება ესეთი ამბები, რატომ? რას აკეთებს პოლიცია, ნუთუ სძინავთ?

ავტორი:

"ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, მას შემდეგ გაუჩინარდა" - შსს მოქალაქეებს მიმართავს

"ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, მას შემდეგ გაუჩინარდა" - შსს მოქალაქეებს მიმართავს

შსს თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგი წმინდაში მცხოვრებ ამირან გაფრინდაშვილს ეძებს, რომელიც 2020 წლის 29 ივლისის შემდეგ უკვალოდ გაუჩინარდა. აღნიშნული პიროვნების შესახებ უწყება სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 1979 წელს დაბადებულ მამაკაცს ეძებს. თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგი წმინდაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, N32-ში მცხოვრებ ამირან გაფრინდაშვილს ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს, დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოში მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება მიმდინარე წლის 12 აგვისტოს შევიდა. ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო და გრძელდება აღნიშნული პირის ინტენსიური სამძებრო-საძიებო ღონისძიებები.

მამაკაცის გაუჩინარების ფაქტის შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე, სხვადასხვა სამსახური. ამ ეტაპზე, გამოკითხულია ათეულობით პირი, დანიშნულია ექსპერტიზები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისი მოქმედებები გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მოქალაქეებს, აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ან აცნობონ პოლიციის უახლოეს განყოფილებას", - აღნიშნული შსს-ს განცხადებაში.

შსს ამირან გაფრინდაშვილის ფოტოსაც ავრცელებს.

"მათ გააჩნდათ უძრავი ქონებები და საბანკო ანგარიშზე ანაბარი... გირაოს განსაზღვრისას მხედველობაში ეს იყო მიღებული" - პროკურორი

"ნამდვილად საქართველოშია, ქვეყანა არ დაუტოვებია... ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანი დავაკავოთ" - გომელაური ესებუაზე

13 წლის ილია ფილფანის ოჯახმა დაკარგულის ძებნა ენგურჰესში დაიწყო