სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნოვიკოვს ბედმა გაუღიმა, რომ ეს მარცხი ლავრენტი ბერიას არ უნახავს"  - როგორ ეხმაურებიან რუსეთში მოსკოვის "დინამოს" მარცხს, რომლის მწვრთნელის გადადგომასაც ითხოვენ
"ნოვიკოვს ბედმა გაუღიმა, რომ ეს მარცხი ლავრენტი ბერიას არ უნახავს"  - როგორ ეხმაურებიან რუსეთში მოსკოვის "დინამოს" მარცხს, რომლის მწვრთნელის გადადგომასაც ითხოვენ

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 18 სექ­ტემ­ბერს, ევ­რო­პის ლი­გის მე­ო­რე ტუ­რის მატჩში თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტივ­მა" მოს­კო­ვის "დი­ნა­მოს" 2:1 მო­უ­გო. ამ მარ­ცხმა რუს ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რუ­ლებ­ში და სა­ერ­თოდ, რუ­სულ სპორ­ტულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ერ­თგვა­რი შოკი გა­მო­იწ­ვია. სპორ­ტუ­ლი მა­ს­მე­დია სავ­სეა "გულ­მოკ­ლუ­ლი" შე­ფა­სე­ბე­ბით, კო­მენ­ტა­რე­ბით და დას­კვნე­ბით.

"მოს­კო­ვის "დი­ნა­მოს" სენ­სა­ცი­უ­რი ფი­ას­კო", "მოს­კო­ვის "დი­ნა­მოს" სა­მარ­ცხვი­ნო წა­გე­ბა", "ქარ­თვე­ლებ­მა "დი­ნა­მო" ევ­რო­ლი­გი­დან გა­აგ­დეს", "მოს­კო­ვის "დი­ნა­მოს მწრთვნე­ლი ნო­ვი­კო­ვი გა­საგ­დე­ბია"... აი, ასე­თი და ამის მსგავ­სი სა­თა­უ­რე­ბი აქვთ ური­ცხვ პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი.

"მოს­კო­ვის "დი­ნა­მო" ევ­რო­თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ში ხუთი წლის შემ­დეგ დაბ­რუნ­და. ასეთ ჩაფ­ლა­ვე­ბას არა­ვინ ელო­და, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ ეს მოხ­და", - წერს გა­მო­ცე­მა Sport.ruდა ხაზს უს­ვამს რუსი და ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის "სა­ბაზ­რო ფასს": რა სირ­ცხვი­ლია! Transfermarkt-ის სა­ი­ტი გვაჩ­ვე­ნებს, რომ მოს­კო­ვე­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 15-ჯერ უფრო ძვი­რია თბი­ლი­სის "ლო­კო­მი­ტივ­თან" შე­და­რე­ბით - 59 მი­ლი­ო­ნი 3 მი­ლი­ო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და მა­ინც კრა­ხი".

პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია "დი­ნა­მოს" მწრთვნე­ლის კი­რი­ლე ნო­ვი­კო­ვის "თა­ვის მარ­თლე­ბაც": "თით­ქმის მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში უპი­რა­ტე­სო­ბა ჩვენს მხა­რე­ზე იყო, მაგ­რამ მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ მა­ინც გვა­ჯო­ბა. მათ მაქ­სი­მა­ლუ­რად ითა­მა­შეს. ჩვენ კი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ვერ გა­მო­ვი­ყე­ნეთ. ქარ­თუ­ლი გუნ­დის შე­უ­ფა­სებ­ლო­ბა­ზე არა­ფერს ვლა­პა­რა­კობ, რად­გან ჩვენ მას სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­ყუ­რებ­დით. ცხა­დია, გა­მარ­ჯვე­ბა გვინ­დო­და, მაგ­რამ ბევ­რი შეც­დო­მა და­ვუშ­ვით. რა ვი­ლა­პა­რა­კეთ გა­სახ­დელ­ში? სა­ერ­თოდ, რა­საც გა­სახ­დელ­ში ვლა­პა­რა­კობთ, ის იქვე უნდა დარ­ჩეს".

რუ­სუ­ლი მა­ს­მე­დია ხაზს უს­ვამს აგ­რეთ­ვე თბი­ლი­სის ლო­კო­მი­ტი­ვის" მთა­ვა­რი მწრთვნე­ლის გი­ორ­გი ჭი­აბ­რიშ­ვი­ლის მატ­ჩის შემ­დგომ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას: "ეს ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა მწრთვნე­ლის კა­რი­ე­რა­ში. გუ­ლახ­დი­ლად რომ ვთქვა, მე არ ვფიქ­რობ­დი, რომ შემ­დგომ რა­უნდში გა­ვი­დო­დით, მაგ­რამ ნელ-ნელა გო­ლე­ბი გაგ­ვაქვს, ბი­ჭე­ბი უფრო კარ­გად თა­მა­შო­ბენ".

პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­მო­ცე­მა sport24.ru აქ­ვეყ­ნებს ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რულ­თა კო­მენ­ტა­რებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან: "მოს­კო­ვის "დი­ნა­მო" რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნად გა­ვარ­და ევ­რო­თასე­ბის გა­თა­მა­შე­ბი­დან", "უე­ფამ "დი­ნა­მოს" პო­ლიგ­რაფ­ზე შე­მოწ­მე­ბა მო­ი­თხო­ვა. მათ არ სჯე­რათ, რომ ეს ნამ­დვი­ლად ფეხ­ბურ­თის კლუ­ბია", "ნო­ვი­კოვს ბედ­მა გა­უ­ღი­მა, რომ ეს მარ­ცხი ბე­რი­ას არ და­უ­ნა­ხავს".

"მოს­კო­ვე­ლი "დი­ნა­მო­ე­ლე­ბის" ფი­ას­კოს გამო აღ­შფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა ცნო­ბილ­მა მომ­ღე­რალ­მა ლევ ლეშ­ჩენ­კომ. მან ემო­ცი­უ­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა მარ­ცხზე იმის გა­მოც, რომ იგი მოს­კო­ვის "დი­ნა­მოს" სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭოს წევ­რი­ცაა.

"სირ­ცხვი­ლის გარ­და ვე­რა­ფერს ვგრძობ. ეს სირ­ცხვი­ლიც არ არის - ეს საქ­ვეყ­ნოდ თა­ვის მოჭ­რაა. თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტი­ვი" მოყ­ვა­რულ­თა დო­ნის გუნ­დია, მათ არ აქვთ არც ბი­უ­ჯე­ტი, არც არა­ფე­რი... აი, მათ ფონ­ზეც კი "დი­ნა­მო" სა­მარ­ცხვი­ნოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და... ჩვენ ევ­რო­პა­ში თა­მა­შის­თვის მზად არ ვართ. შე­იძ­ლე­ბა კარ­გიც არის, რომ გა­მოვ­ვარ­დით. სა­მო­მავ­ლოდ ასეთ სირ­ცხვილს აღარ ვჭამთ. ვერ გრძნო­ბენ, რომ დიდი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე გუნდში თა­მა­შო­ბენ. ქარ­თვე­ლებ­მა ორ­ჯერ შე­უ­ტი­ეს და ორი­ვე­ჯერ გოლი გა­ი­ტა­ნეს. თი­თო­ე­ულ მო­თა­მა­შეს­თან უნდა მი­ვი­დე და ვკი­თხო: "შენ სინ­დი­სი გაქვს?". რაში გვჭირ­დე­ბა ასე­თი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი? თან რამ­დენ ფულს ვხარ­ჯავთ მათ­ზე... ქარ­თვე­ლე­ბის ბი­უ­ჯე­ტი რომ ჩვენ­სას შე­ვა­და­როთ... მოკ­ლედ, არ ვიცი, რა­ტომ ვხარ­ჯავთ მი­ლი­ო­ნებს? ეს ბოლო წვე­თია ჩემ­თვის".

ასე­თი მარ­ცხის შემ­დეგ რუ­სე­თის სპორ­ტულ წრე­ებ­ში მოს­კო­ვის "დი­ნა­მოს" მთა­ვა­რი მწრთვნე­ლის კი­რი­ლე ნო­ვი­კო­ვის შეც­ვლა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ. რო­გორც მოს­კო­ვის "ლო­კო­მო­ტი­ვის" ყო­ფი­ლი მწრთვნე­ლი ილია გერ­კუ­სი ამ­ბობს, "ნო­ვი­კო­ვი სას­წრა­ფოდ უნდა წა­ვი­დეს მთა­ვა­რი მწრთვნე­ლის პოს­ტი­დან. განა შე­იძ­ლე­ბა ევ­რო­ლი­გი­დან ნა­ხევ­რად­მოყ­ვა­რუ­ლი გუნ­დის გამო გა­ვარ­დნა? ასე­თი რამ შე­უძ­ლე­ბე­ლია. რა­ტომ მოხ­და ასე?" - წერს იგი "ტვი­ტერ­ში".

მარ­თლაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ კი­რი­ლე ნო­ვი­კო­ვი დი­ნა­მოს მთა­ვა­რი მწრთვნე­ლის პოს­ტი­დან გა­დად­გე­ბა. სპორ­ტუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი უკვე ასა­ხე­ლე­ბენ იმ მწრთვნელს, რო­მე­ლიც კი­რი­ლე ნო­ვი­კოვს შეც­ვლის. "სპორტ-ექ­სპრე­სის" ცნო­ბით, "დი­ნა­მოს" ახა­ლი დამ­რი­გებ­ლის ძი­რი­თა­დი კან­დი­და­ტია "რუ­ბი­ნი­სა" და "როს­ტო­ვის" კლუ­ბე­ბის ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი მწრთვნე­ლი ყურ­ბან ბერ­დი­ე­ვი. სხვა კან­დი­და­ტე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა მი­იწ­ვი­ონ "ურა­ლის" ყო­ფი­ლი მწრთვნე­ლი დი­მიტ­რი პარ­ფე­ნო­ვი.

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmm
1

გამოიღეთ რუსებოოოოოო

k
1

გუშინ ქართველმა ფეხბურთელებმა ქართული დროშა აღმართეს კრემლის თავზე. ვულოცავ ამ წარმატებას, სულ ასე დაემარცხებინოს საქართველოს რუსეთი ყველაფერში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ნოვიკოვს ბედმა გაუღიმა, რომ ეს მარცხი ლავრენტი ბერიას არ უნახავს"  - როგორ ეხმაურებიან რუსეთში მოსკოვის "დინამოს" მარცხს, რომლის მწვრთნელის გადადგომასაც ითხოვენ

"ნოვიკოვს ბედმა გაუღიმა, რომ ეს მარცხი ლავრენტი ბერიას არ უნახავს"  - როგორ ეხმაურებიან რუსეთში მოსკოვის "დინამოს" მარცხს, რომლის მწვრთნელის გადადგომასაც ითხოვენ

როგორც ცნობილია, 18 სექტემბერს, ევროპის ლიგის მეორე ტურის მატჩში თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამოს" 2:1 მოუგო. ამ მარცხმა რუს ფეხბურთის მოყვარულებში და საერთოდ, რუსულ სპორტულ საზოგადოებაში, შეიძლება ითქვას, ერთგვარი შოკი გამოიწვია. სპორტული მასმედია სავსეა "გულმოკლული" შეფასებებით, კომენტარებით და დასკვნებით.

"მოსკოვის "დინამოს" სენსაციური ფიასკო", "მოსკოვის "დინამოს" სამარცხვინო წაგება", "ქართველებმა "დინამო" ევროლიგიდან გააგდეს", "მოსკოვის "დინამოს მწრთვნელი ნოვიკოვი გასაგდებია"... აი, ასეთი და ამის მსგავსი სათაურები აქვთ ურიცხვ პუბლიკაციები.

"მოსკოვის "დინამო" ევროთასის გათამაშებაში ხუთი წლის შემდეგ დაბრუნდა. ასეთ ჩაფლავებას არავინ ელოდა, მაგრამ, სამწუხაროდ ეს მოხდა", - წერს გამოცემა Sport.ru და ხაზს უსვამს რუსი და ქართველი ფეხბურთელების შემადგენლობის "საბაზრო ფასს": რა სირცხვილია! Transfermarkt-ის საიტი გვაჩვენებს, რომ მოსკოველების ღირებულება 15-ჯერ უფრო ძვირია თბილისის "ლოკომიტივთან" შედარებით - 59 მილიონი 3 მილიონის წინააღმდეგ და მაინც კრახი".

პუბლიკაციაში ნაჩვენებია "დინამოს" მწრთვნელის კირილე ნოვიკოვის "თავის მართლებაც": "თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობა ჩვენს მხარეზე იყო, მაგრამ მოწინააღმდეგემ მაინც გვაჯობა. მათ მაქსიმალურად ითამაშეს. ჩვენ კი შესაძლებლობები ვერ გამოვიყენეთ. ქართული გუნდის შეუფასებლობაზე არაფერს ვლაპარაკობ, რადგან ჩვენ მას სერიოზულად ვუყურებდით. ცხადია, გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით. რა ვილაპარაკეთ გასახდელში? საერთოდ, რასაც გასახდელში ვლაპარაკობთ, ის იქვე უნდა დარჩეს".

რუსული მასმედია ხაზს უსვამს აგრეთვე თბილისის ლოკომიტივის" მთავარი მწრთვნელის გიორგი ჭიაბრიშვილის მატჩის შემდგომ გაკეთებულ განცხადებას: "ეს ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვებაა მწრთვნელის კარიერაში. გულახდილად რომ ვთქვა, მე არ ვფიქრობდი, რომ შემდგომ რაუნდში გავიდოდით, მაგრამ ნელ-ნელა გოლები გაგვაქვს, ბიჭები უფრო კარგად თამაშობენ".

პოპულარული გამოცემა sport24.ru აქვეყნებს ფეხბურთის მოყვარულთა კომენტარებს სოციალური ქსელებიდან: "მოსკოვის "დინამო" რუსეთში ყველაზე ხმაურიანად გავარდა ევროთასების გათამაშებიდან", "უეფამ "დინამოს" პოლიგრაფზე შემოწმება მოითხოვა. მათ არ სჯერათ, რომ ეს ნამდვილად ფეხბურთის კლუბია", "ნოვიკოვს ბედმა გაუღიმა, რომ ეს მარცხი ბერიას არ დაუნახავს".

"მოსკოველი "დინამოელების" ფიასკოს გამო აღშფოთება გამოხატა ცნობილმა მომღერალმა ლევ ლეშჩენკომ. მან ემოციური რეაგირება მოახდინა მარცხზე იმის გამოც, რომ იგი მოსკოვის "დინამოს" საკონსულტაციო საბჭოს წევრიცაა.

"სირცხვილის გარდა ვერაფერს ვგრძობ. ეს სირცხვილიც არ არის - ეს საქვეყნოდ თავის მოჭრაა. თბილისის "ლოკომოტივი" მოყვარულთა დონის გუნდია, მათ არ აქვთ არც ბიუჯეტი, არც არაფერი... აი, მათ ფონზეც კი "დინამო" სამარცხვინოდ გამოიყურებოდა... ჩვენ ევროპაში თამაშისთვის მზად არ ვართ. შეიძლება კარგიც არის, რომ გამოვვარდით. სამომავლოდ ასეთ სირცხვილს აღარ ვჭამთ. ვერ გრძნობენ, რომ დიდი ტრადიციების მქონე გუნდში თამაშობენ. ქართველებმა ორჯერ შეუტიეს და ორივეჯერ გოლი გაიტანეს. თითოეულ მოთამაშესთან უნდა მივიდე და ვკითხო: "შენ სინდისი გაქვს?". რაში გვჭირდება ასეთი ფეხბურთელები? თან რამდენ ფულს ვხარჯავთ მათზე... ქართველების ბიუჯეტი რომ ჩვენსას შევადაროთ... მოკლედ, არ ვიცი, რატომ ვხარჯავთ მილიონებს? ეს ბოლო წვეთია ჩემთვის".

ასეთი მარცხის შემდეგ რუსეთის სპორტულ წრეებში მოსკოვის "დინამოს" მთავარი მწრთვნელის კირილე ნოვიკოვის შეცვლაზე ალაპარაკდნენ. როგორც მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი მწრთვნელი ილია გერკუსი ამბობს, "ნოვიკოვი სასწრაფოდ უნდა წავიდეს მთავარი მწრთვნელის პოსტიდან. განა შეიძლება ევროლიგიდან ნახევრადმოყვარული გუნდის გამო გავარდნა? ასეთი რამ შეუძლებელია. რატომ მოხდა ასე?" - წერს იგი "ტვიტერში".

მართლაც მოსალოდნელია, რომ კირილე ნოვიკოვი დინამოს მთავარი მწრთვნელის პოსტიდან გადადგება. სპორტული გამოცემები უკვე ასახელებენ იმ მწრთვნელს, რომელიც კირილე ნოვიკოვს შეცვლის. "სპორტ-ექსპრესის" ცნობით, "დინამოს" ახალი დამრიგებლის ძირითადი კანდიდატია "რუბინისა" და "როსტოვის" კლუბების ყოფილი მთავარი მწრთვნელი ყურბან ბერდიევი. სხვა კანდიდატებიდან შეიძლება მიიწვიონ "ურალის" ყოფილი მწრთვნელი დიმიტრი პარფენოვი.

ავტორი: სიმონ კილაძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე