სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა... ე.წ.სატელიტის ფოტოები არის ყალბი" - პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნებს აქვეყნებს
"სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა... ე.წ.სატელიტის ფოტოები არის ყალბი" - პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნებს აქვეყნებს

პრო­კუ­რა­ტუ­რა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნებს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო­დან უკვე მი­ღე­ბუ­ლია ქი­მი­ურ-ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი, ქი­მი­უ­რი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი (გე­ნე­ტი­კუ­რი, სე­რო­ლო­გი­უ­რი), ტრა­სო­ლო­გი­უ­რი დას­კვნე­ბი. ამ დრო­ის­თვის ასე­ვე ცნო­ბი­ლია ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო­დან მი­ღე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა.

სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გვა­მის სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო, ქი­მი­ურ-ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვის და საქ­მის მა­სა­ლე­ბის შე­ჯა­მე­ბის შე­დე­გად, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი უნდა იყოს მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცია, ასე­ვე ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის მო­მენ­ტის­თვის, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან გა­სუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 4 დღე. თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ცხე­დარს მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის რა­ი­მე ნიშ­ნე­ბი, მათ შო­რის ინექ­ცი­ის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. ქი­მი­ურ-ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გვა­მი­დან აღე­ბულ ბი­ო­ლო­გი­ურ ობი­ექ­ტებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში გა­ნა­წი­ლე­ბის თა­ნა­ფარ­დო­ბა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ნივ­თი­ე­რე­ბის პე­რო­რა­ლუ­რი (პი­რის ღრუს) გზით და არა სა­ი­ნექ­ციო გზით მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. პრე­პა­რა­ტე­ბის მოხ­ვედ­რა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტში შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მხო­ლოდ საყ­ლა­პა­ვი გზით და არა ინექ­ცი­ის გზით. თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ამო­ღე­ბულ „ბა­კუ­რი­ა­ნის“ ბოთ­ლში დარ­ჩე­ნილ წყლის წვეთ­ში აღ­მოჩ­ნდა ად­რე­ნო­რე­ცეპ­ტო­რე­ბის და ჰის­ტა­მი­ნუ­რი რე­ცეპ­ტო­რე­ბის მაბ­ლო­კი­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის კვა­ლი. ტაბ­ლე­ტის ფორ­მით არ­სე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათი სი­თხე­ში, მათ შო­რის წყალ­ში გახ­სნი­სას მი­ი­ღე­ბა სუს­პენ­ზია (სი­თხე­ში შე­ტივ­ნა­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ზო­მის მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბი) ანუ, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სი­თხე იქ­ნე­ბა შემღვრე­უ­ლი და არა გამჭვირ­ვა­ლე და უფე­რო, რაც გა­მო­რი­ცხავს ტაბ­ლე­ტე­ბის გახ­სნას ბოთ­ლში, რად­გან ქი­მი­უ­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და არა კვა­ლის სა­ხით, არა­მედ უფრო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით.

სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გვამ­ზე გა­რეგ­ნუ­ლად მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის რა­ი­მე ნიშ­ნე­ბი არ აღი­ნიშ­ნე­ბა. ასე­ვე გვსურს გა­გაც­ნოთ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის მიერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი ე.წ. სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ებ­ზე და­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შე­დე­გი. რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა ერთ-ერთი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ა­სა­ჯა­რო­ვა ფო­ტო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც მისი მტკი­ცე­ბით, სა­ტე­ლი­ტი­და­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი და სო­ფელ მა­წე­ვა­ნის ტე­რი­ტო­რი­ას 2020 წლის 19-22 ივ­ლისს ასა­ხავს.

ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­ე­ბის მი­ხედ­ვით არ ირ­კვე­ო­და მისი წარ­მო­შო­ბის წყა­რო, კერ­ძოდ, არ იყო მი­თი­თე­ბუ­ლი ვებგ­ვერ­დი და სხვა მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს შე­ე­თა­ვა­ზა მი­ე­თი­თე­ბი­ნა კონ­კრე­ტუ­ლი სა­ტე­ლი­ტუ­რი თა­ნამ­გზავ­რის და მისი მფლო­ბე­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი, თუმ­ცა მან წარ­მო­ად­გი­ნა ორი ფო­ტო­სუ­რა­თი და უარი გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნი­ის და კონ­კრე­ტუ­ლი წყა­როს და­სა­ხე­ლე­ბის­გან, რის გა­მოც აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­ე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით ჩა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტე­ბი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი და ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლი ამ დრომ­დე უარს აცხა­დე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ე.წ. სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ე­ბის მომ­წო­დებ­ლის ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან და ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბის­გან.

ასევე დაგაინტერესებთ
13:36 / 18-09-2020

"არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე... ეს მძიმე საყურებელია" - რას აცხადებს პროკურორი

18:29 / 18-09-2020

"არ მინდა, ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა მოუწევთ ტყეში მოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა" - თამარ ბაჩალიაშვილის ჩანაწერები ჟურნალისტებს მოასმენინეს

20:09 / 18-09-2020

"ფოტომასალა უცხოეთიდან გამომიგზავნეს..." - რას ამბობს დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ადვოკატის თქმით, მას სატელიტით გადაღებული ფოტოები მიაწოდა

21:40 / 18-09-2020

"ამბობს, რომ ნიკა გეჯაძე და მისი შეყვარებული ნინი არ უფრთხილდებოდნენ მის გრძნობებს" - რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელმაც ბაჩალიაშვილის ჩანაწერები მოისმინა

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით დად­გინ­და, რომ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ე.წ.სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ე­ბი არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და ყალ­ბი. კერ­ძოდ დად­გინ­და, რომ ად­ვო­კა­ტის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ პირ­ველ ფო­ტო­სუ­რათ­ზე, რო­მელ­ზეც იკი­თხე­ბა თა­რი­ღის აღმნიშ­ვნე­ლი მო­ნა­ცე­მი - „2020 Jul 19“, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი და გა­მოთ­ვლი­თი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად, გა­მოვ­ლინ­და მთე­ლი რიგი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი, რაც გა­მო­ი­ხა­ტა შემ­დეგ­ში: ზედა მარ­ცხე­ნა კუ­თხე­ში არ­სე­ბუ­ლი მცი­რედ გამჭვირ­ვა­ლე ღი­ლა­კე­ბის ქვეშ ფონი მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა სა­ერ­თო ფო­ნის­გან, კერ­ძოდ, თუ მარ­ცხე­ნა ქვე­და ღი­ლა­კის ფონი ასა­ხავს სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტოს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი წყლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას, ღი­ლა­კის არე­ა­ლის შემ­დგომ ეს ფონი სწორ­ხა­ზოვ­ნად გა­და­დის ხმე­ლე­თის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზე. ასე­ვე, ფო­ტოს ძი­რი­თად ფონ­თან შე­უ­სა­ბა­მოა ზედა და ქვე­და ორ ღი­ლაკს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სივ­რცის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა მის გას­წვრივ აღ­ბეჭ­დილ ხმე­ლე­თის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას­თან. ასე­ვე რო­გორც შე­ფე­რი­ლო­ბით, ასე­ვე დე­ტა­ლი­ზა­ცი­ი­თაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ერ­თმა­ნე­თი­სა­გან სუ­რა­თის ძი­რი­თად ფონ­ზე არ­სე­ბუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ასა­ხავს სხვა­დას­ხვა სი­მაღ­ლი­დან და­ნა­ხულ დე­და­მი­წის სა­ტე­ლი­ტურ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას. ღი­ლა­კე­ბი და­ტა­ნი­ლია სხვა ფო­ტო­სუ­რა­თი­დან. მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ მე­ო­რე ფო­ტო­სუ­რათ­ზე, რო­მელ­ზეც იკი­თხე­ბა თა­რი­ღის აღმნიშ­ვნე­ლი მო­ნა­ცე­მი „2020 Jul 22“, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ფო­ტო­ზე, ზედა მარ­ცხე­ნა კუ­თხე­ში არ­სე­ბულ მოზ­რდილ ღი­ლაკ­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბა გა­ბუნ­დოვ­ნე­ბუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, ასე­ვე ქვე­და ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გა­ბუნ­დოვ­ნე­ბა, რაც სტან­დარ­ტუ­ლად რა­ი­მე ვებგ­ვერ­დის გახ­სნი­სას ეკ­რა­ნის გა­და­ღე­ბით არ მი­ი­ღე­ბა და იგი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია ფო­ტო­რე­დაქ­ტი­რე­ბის პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­მო­ყე­ნე­ბით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მსგავ­სად პირ­ვე­ლი ფო­ტო­სი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თიც მი­ღე­ბუ­ლია მონ­ტა­ჟის გზით. ად­ვო­კა­ტის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ მე­ო­რე ფო­ტო­სუ­რათ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გან­სხვა­ვე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა ქვე­და მარ­ცხე­ნა კუ­თხე­ში არ­სე­ბულ ციფ­რე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში, მარ­ჯვე­ნა ზედა კუ­თხე­ში ორი ღი­ლა­კის არარ­სე­ბო­ბა­ში, ზედა მარ­ცხე­ნა კუ­თხე­ში არ­სე­ბულ მოზ­რდილ ღი­ლაკ­ზე წარ­წე­რის ად­გილ­ზე და ქვე­და ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გა­ბუნ­დოვ­ნე­ბა­ში. ვი­ნა­ი­დან თა­ვი­დან­ვე თვალ­სა­ჩი­ნო იყო, რომ ე.წ. სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ებ­ზე იყო მონ­ტა­ჟის კვა­ლი და გა­მო­ძი­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მო­რი­გი მცდე­ლო­ბა, და­ი­ნიშ­ნა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მელ­მაც უტყუ­ა­რად დად­გი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­ე­ბის სი­ყალ­ბე. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ნა­ი­დინ სა­ხე­ზეა გა­მო­ძი­ე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბა, ასე­ვე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცია, ფაქ­ტზე შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მოხ­დე­ბა. ასე­ვე გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის 18 ივ­ლი­სის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტი, რო­მე­ლიც უტყუ­ა­რად დას­ტურ­დე­ბა მის მიერ „google“-ის ან­გა­რიშ­ზე გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი „timeline“-ის ფუნ­ქცი­ის მიერ ასა­ხუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით. თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს სა­კუ­თარ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში „google“-ის ან­გა­რი­შის „timeline“-ის ფუნ­ქცია გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და 2019 წლის მარ­ტი­დან. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფუნ­ქცი­ის მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია პი­რის გა­და­ად­გი­ლე­ბის, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის, დრო­ის ასახ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის ის­ტო­რია, ინა­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის პი­რად „google“-ის ან­გა­რიშ­ზე.

გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, დათ­ვა­ლი­ერ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის „google“-ის ან­გა­რი­ში და ან­გა­რიშ­ში არ­სე­ბუ­ლი ფუნ­ქცია “your timeline”-„თქვე­ნი ქრო­ნი­კა“, რაც ადას­ტუ­რებს, რომ 18 ივ­ლისს, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბას იწყებს 10:09 სა­ათ­ზე და მოძ­რა­ო­ბის და­წყე­ბის ად­გი­ლად მი­თი­თე­ბუ­ლია მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მი­სა­მარ­თი. 10:15 სა­ათ­ზე მი­დის ფო­ნი­ჭა­ლის პარ­კის მიმ­დე­ბა­რედ, რიტა ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სა­დაც ჩერ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუთი. 10:25 სა­ათ­ზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­და­ად­გილ­დე­ბა რუს­თა­ვის გზატ­კე­ცილ­ზე. „Timeline’’- ის გა­და­ად­გი­ლე­ბის ქრო­ნი­კამ ასე­ვე ასა­ხა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბა 18 ივ­ლისს, მარ­ნე­უ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით სოფ­ლე­ბის - თე­ლე­თის, წა­ლას­წყუ­რის, კუ­მი­სის, კო­დას გავ­ლით, რის შემ­დე­გაც იგი შე­დის მარ­ნე­ულ­ში, უხ­ვევს წრეს­თან და მი­ე­მარ­თე­ბა თეთ­რი­წყა­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­ივ­ლის სო­ფელ წინ­წყა­როს, შემ­დეგ შე­დის სო­ფელ გოლ­თეთ­ში, სა­დაც შეს­ვლის შემ­დგომ ჯერ უხ­ვევს მარ­ჯვე­ნა მხა­რეს, შემ­დეგ ტრი­ალ­დე­ბა და გზას აგ­რძე­ლებს სოფ­ლის სიღ­რმის­კენ, გა­დის გარ­კვე­ულ მან­ძილს, ტრი­ალ­დე­ბა უკან და ჩა­მო­დის სო­ფელ გოლ­თე­თი­დან ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე, შემ­დეგ გზას აგ­რძე­ლებს თეთ­რი­წყა­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით, გარ­კვე­უ­ლი მან­ძი­ლის გავ­ლის შემ­დეგ სო­ფელ მა­წე­ვან­თან ცენ­ტრა­ლუ­რი გზი­დან მარ­ჯვე­ნა მხა­რეს უხ­ვევს და 12:13 სა­ათ­ზე მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა ჩერ­დე­ბა ბუჩ­ქებს შო­რის არ­სე­ბულ ად­გილ­ზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გუ­გლის ან­გა­რი­შის „timeline’’-ის მი­ხედ­ვით, ბოლო ლო­კა­ცი­აა, სა­დაც 22 ივ­ლისს, სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნილ იქნა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი. ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი არ სარ­გებ­ლობ­და გზამ­კვლე­ვი ელექტრო­ნუ­ლი პროგ­რა­მით და არ აქვს მო­ძი­ე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლი. თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის 18 ივ­ლისს გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტის გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი, ასე­ვე დას­ტურ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი 112-ის და სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბით.

ასე­ვე გა­გაც­ნობთ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე და­ნიშ­ნუ­ლი ტრა­სო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, რომ­ლის თა­ნახ­მად, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ ორი ურ­თი­ერ­თპა­რა­ლე­ლუ­რი სა­ბუ­რა­ვის კვა­ლი, რო­მე­ლიც და­ტო­ვე­ბუ­ლია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის „HYUNDAI ACCENT” მიერ. დას­კვნის თა­ნახ­მად, გა­მო­საკ­ვლე­ვად წარ­დგე­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის წინა მარ­ცხე­ნა სა­ბუ­რა­ვის სარ­ბე­ნი ბი­ლი­კის კონ­ფი­გუ­რა­ცია მთლი­ა­ნად შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­დის ექ­სპერ­ტი­ზა­ზე წარ­დგე­ნილ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ნი­ა­და­გის ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბულ ნა­ხა­ტის კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას­თან, რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რი, ასე­ვე - ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. ექ­სპერ­ტი­ზას და­ეს­ვა კი­თხვა თუ რო­გორ მოხ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა და ხომ არ მოხ­და ავ­ტო­მან­ქა­ნის ბუქ­სი­რით გათ­რე­ვა, რა­ზეც ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ „HYUNDAI ACCENT”-ის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი ორი ურ­თი­ერ­თპა­რა­ლე­ლუ­რი სა­ბუ­რა­ვის კვა­ლი და რომ მძღო­ლის მიერ ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის პი­რო­ბებ­შია მომ­ხდა­რი. ამ­დე­ნად, ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­რე­შე ძა­ლით, ბუქ­სი­რით ან გათ­რე­ვით გა­და­ად­გი­ლე­ბა გა­მო­ი­რი­ცხა. ასე­ვე, რად­გან თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის და ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის მიერ არა­ერ­თხელ გაჟ­ღერ­და ინ­ფორ­მა­ცია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ჰა­კე­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმის და­სად­გე­ნად, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი „ეფ­ლის“ მარ­კის პორ­ტა­ტულ კომ­პი­უ­ტერ­ში და მისი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ამო­ღე­ბულ "სამ­სუნ­გი"-ს ფირ­მის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში ხომ არ იძებ­ნე­ბო­და ე.წ. "ჰა­კე­რუ­ლი" ტი­პის პროგ­რა­მე­ბი, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ და­ი­ნიშ­ნა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა.

ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ გა­ცე­მუ­ლი დას­კვნის თა­ნახ­მად, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის პორ­ტა­ტუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რის და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ოპე­რა­ცი­ულ სის­ტე­მებ­ში და­ინ­სტა­ლი­რე­ბულ პროგ­რა­მულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფებს შო­რის არ ფიქ­სირ­დე­ბა ჰა­კე­რუ­ლი ტი­პის პროგ­რა­მა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში არა­ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი შეღ­წე­ვა, ინ­ფორ­მა­ცი­ის წაშ­ლა, ჩა­წე­რა, ჩას­წო­რე­ბა, პროგ­რა­მე­ბის ინ­სტა­ლა­ცია და ინ­ფორ­მა­ცი­ის არა­ლე­გა­ლუ­რად მო­პო­ვე­ბა.

ამა­ვე დას­კვნის მი­ხედ­ვით, პორ­ტა­ტუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მას­ში ფიქ­სირ­დე­ბა პროგ­რა­მის­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ექ­ტე­ბი. პრო­ექ­ტებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ვებ-პროგ­რა­მი­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მათ­ზე მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო არის ვებ-პროგ­რა­მი­რე­ბა.

ასე­ვე, გან­ხორ­ცი­ელ­და თი­თო­ე­უ­ლი პრო­ექ­ტის შეს­წავ­ლა და დად­გინ­და, რომ მათი გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი წარ­მო­ად­გენს სხვა­დას­ხვა დო­მე­ი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ექ­ტებს/მო­დუ­ლებს. გა­ნი­სა­ზღვრა მათი კა­ტე­გო­რი­აც, მათ შო­რის ერთი გა­ნე­კუთ­ვნე­ბა „Technology/Internet“, ხოლო სამი მათ­გა­ნი მი­ე­კუთ­ვნე­ბა კა­ტე­გო­რი­ას: „Pornography“. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში სხვა­დას­ხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბებს ატა­რებს. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და 1000-ზე მეტი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, გა­მო­ი­კი­თხა 600-მდე პირი, და­ი­ნიშ­ნა არა­ერ­თი ექ­სპერ­ტი­ზა, ასე­ვე ჩა­ტარ­და რამ­დე­ნი­მე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტი. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­მა­ვალ­შიც მი­აწ­ვდის.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nia
48

არ გაიხაროთ არცერთმა ვინც ამ გოგოს მკვლელობაში თუ თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალი მიგიძღვით. არ გეღირსოთ გამრავლება და თქვენ გამოგეცადოთ ის სიმწარე რაც ამ ოჯახს დამართეთ.

ნანი
24
ეს რიტა ზურაბაშვილი ვინ არის?
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა... ე.წ.სატელიტის ფოტოები არის ყალბი" - პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნებს აქვეყნებს

"სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა... ე.წ.სატელიტის ფოტოები არის ყალბი" - პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნებს აქვეყნებს

პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნებს აქვეყნებს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თამარ ბაჩალიაშვილის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან უკვე მიღებულია ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური დასკვნები. ამ დროისთვის ასევე ცნობილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამის სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის და საქმის მასალების შეჯამების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია, ასევე ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის, მისი გარდაცვალებიდან გასულია დაახლოებით 4 დღე. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში აღმოჩენილი მედიკამენტების ორგანოებში განაწილების თანაფარდობა დამახასიათებელია ნივთიერების პერორალური (პირის ღრუს) გზით და არა საინექციო გზით მიღების შემთხვევაში. პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა ინექციის გზით. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ „ბაკურიანის“ ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა ადრენორეცეპტორების და ჰისტამინური რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალების კვალი. ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, მათი სითხეში, მათ შორის წყალში გახსნისას მიიღება სუსპენზია (სითხეში შეტივნარებული სხვადასხვა ზომის მყარი ნაწილაკები) ანუ, ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და არა გამჭვირვალე და უფერო, რაც გამორიცხავს ტაბლეტების გახსნას ბოთლში, რადგან ქიმიური ანალიზის შედეგად, აღნიშნული ნივთიერებები აღმოჩნდებოდა არა კვალის სახით, არამედ უფრო დიდი რაოდენობით.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღინიშნება. ასევე გვსურს გაგაცნოთ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ რამიშვილმა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი მტკიცებით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს.

ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვეოდა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ იყო მითითებული ვებგვერდი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, თუმცა მან წარმოადგინა ორი ფოტოსურათი და უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან, რის გამოც აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის დადგენის მიზნით ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა. აღსანიშნავია ისიც, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი ამ დრომდე უარს აცხადებენ გამოძიებისთვის ე.წ. სატელიტის ფოტოების მომწოდებლის ვინაობის დასახელებისგან და ფაქტთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდებისგან.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი. კერძოდ დადგინდა, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილ პირველ ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი - „2020 Jul 19“, ჩატარებული ვიზუალური და გამოთვლითი კვლევების შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი შეუსაბამობები, რაც გამოიხატა შემდეგში: ზედა მარცხენა კუთხეში არსებული მცირედ გამჭვირვალე ღილაკების ქვეშ ფონი მკვეთრად განსხვავდება საერთო ფონისგან, კერძოდ, თუ მარცხენა ქვედა ღილაკის ფონი ასახავს სატელიტური ფოტოსთვის დამახასიათებელი წყლის გამოსახულებას, ღილაკის არეალის შემდგომ ეს ფონი სწორხაზოვნად გადადის ხმელეთის გამოსახულებაზე. ასევე, ფოტოს ძირითად ფონთან შეუსაბამოა ზედა და ქვედა ორ ღილაკს შორის არსებული სივრცის გამოსახულება მის გასწვრივ აღბეჭდილ ხმელეთის გამოსახულებასთან. ასევე როგორც შეფერილობით, ასევე დეტალიზაციითაც განსხვავებულია ერთმანეთისაგან სურათის ძირითად ფონზე არსებული გამოსახულებები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სიმაღლიდან დანახულ დედამიწის სატელიტურ გამოსახულებას. ღილაკები დატანილია სხვა ფოტოსურათიდან. მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი „2020 Jul 22“, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფოტოზე, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე შეინიშნება გაბუნდოვნებული გამოსახულება, ასევე ქვედა ცენტრალურ ნაწილში შეინიშნება გამოსახულების გაბუნდოვნება, რაც სტანდარტულად რაიმე ვებგვერდის გახსნისას ეკრანის გადაღებით არ მიიღება და იგი შესრულებულია ფოტორედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავსად პირველი ფოტოსი, აღნიშნული ფოტოსურათიც მიღებულია მონტაჟის გზით. ადვოკატის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათთან მიმართებაში განსხვავება შეინიშნება ქვედა მარცხენა კუთხეში არსებულ ციფრების კომბინაციაში, მარჯვენა ზედა კუთხეში ორი ღილაკის არარსებობაში, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე წარწერის ადგილზე და ქვედა ცენტრალურ ნაწილზე გამოსახულების გაბუნდოვნებაში. ვინაიდან თავიდანვე თვალსაჩინო იყო, რომ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე იყო მონტაჟის კვალი და გამოძიების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც უტყუარად დადგინა აღნიშნული ფოტოების სიყალბე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდინ სახეზეა გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება. ასევე გამოძიების მიერ მოპოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის 18 ივლისის გადაადგილების მარშრუტი, რომელიც უტყუარად დასტურდება მის მიერ „google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „timeline“-ის ფუნქციის მიერ ასახული მონაცემებით. თამარ ბაჩალიაშვილს საკუთარ მობილურ ტელეფონში „google“-ის ანგარიშის „timeline“-ის ფუნქცია გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან. აღნიშნული ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და აღნიშნული მონაცემებით გადაადგილების ისტორია, ინახება კონკრეტული პირის პირად „google“-ის ანგარიშზე.

გამოძიების მიმდინარეობისას, დათვალიერდა თამარ ბაჩალიაშვილის „google“-ის ანგარიში და ანგარიშში არსებული ფუნქცია “your timeline”-„თქვენი ქრონიკა“, რაც ადასტურებს, რომ 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილით გადაადგილებას იწყებს 10:09 საათზე და მოძრაობის დაწყების ადგილად მითითებულია მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი. 10:15 საათზე მიდის ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, რიტა ზურაბაშვილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ჩერდება დაახლოებით 10 წუთი. 10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდება რუსთავის გზატკეცილზე. „Timeline’’- ის გადაადგილების ქრონიკამ ასევე ასახა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილება 18 ივლისს, მარნეულის მიმართულებით სოფლების - თელეთის, წალასწყურის, კუმისის, კოდას გავლით, რის შემდეგაც იგი შედის მარნეულში, უხვევს წრესთან და მიემართება თეთრიწყაროს მიმართულებით, გაივლის სოფელ წინწყაროს, შემდეგ შედის სოფელ გოლთეთში, სადაც შესვლის შემდგომ ჯერ უხვევს მარჯვენა მხარეს, შემდეგ ტრიალდება და გზას აგრძელებს სოფლის სიღრმისკენ, გადის გარკვეულ მანძილს, ტრიალდება უკან და ჩამოდის სოფელ გოლთეთიდან ცენტრალურ გზაზე, შემდეგ გზას აგრძელებს თეთრიწყაროს მიმართულებით, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სოფელ მაწევანთან ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და 12:13 საათზე მისი ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე, აღნიშნული ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ანგარიშის „timeline’’-ის მიხედვით, ბოლო ლოკაციაა, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არ სარგებლობდა გზამკვლევი ელექტრონული პროგრამით და არ აქვს მოძიებული კონკრეტული ადგილი. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის 18 ივლისს გადაადგილების მარშრუტის გარკვეული მონაკვეთები, ასევე დასტურდება გამოძიების მიერ მოპოვებული 112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით.

ასევე გაგაცნობთ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაზე დანიშნული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალი, რომელიც დატოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის „HYUNDAI ACCENT” მიერ. დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის წინა მარცხენა საბურავის სარბენი ბილიკის კონფიგურაცია მთლიანად შესაბამისობაში მოდის ექსპერტიზაზე წარდგენილ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნიადაგის ზედაპირზე არსებულ ნახატის კონფიგურაციასთან, როგორც ვიზუალური, ასევე - ტექნიკური თვალსაზრისით. ექსპერტიზას დაესვა კითხვა თუ როგორ მოხდა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის შემთხვევის ადგილზე გადაადგილება და ხომ არ მოხდა ავტომანქანის ბუქსირით გათრევა, რაზეც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ „HYUNDAI ACCENT”-ის მიერ დატოვებული ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალი და რომ მძღოლის მიერ ავტომანქანის გადაადგილება ექსპლუატაციის პირობებშია მომხდარი. ამდენად, ავტომობილის გარეშე ძალით, ბუქსირით ან გათრევით გადაადგილება გამოირიცხა. ასევე, რადგან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და ოჯახის ადვოკატის მიერ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის ჰაკერულ საქმიანობასთან დაკავშირებით, იმის დასადგენად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატულ კომპიუტერში და მისი ავტომანქანიდან ამოღებულ "სამსუნგი"-ს ფირმის მობილურ ტელეფონში ხომ არ იძებნებოდა ე.წ. "ჰაკერული" ტიპის პროგრამები, გამოძიების მიერ დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის არ ფიქსირდება ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა, ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება.

ამავე დასკვნის მიხედვით, პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებულია ვებ-პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ-პროგრამირება.

ასევე, განხორციელდა თითოეული პროექტის შესწავლა და დადგინდა, რომ მათი გარკვეული ნაწილი წარმოადგენს სხვადასხვა დომეინებთან დაკავშირებულ პროექტებს/მოდულებს. განისაზღვრა მათი კატეგორიაც, მათ შორის ერთი განეკუთვნება „Technology/Internet“, ხოლო სამი მათგანი მიეკუთვნება კატეგორიას: „Pornography“. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხა 600-მდე პირი, დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა, ასევე ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი. საქართველოს პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციას მომავალშიც მიაწვდის.