ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში დადასტურდა.
როგორც მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„დაგვემატა 182 ახალი შემთხვევა და ჯამში გვაქვს 3119 დადასტურებული შემთხვევა. ამ 182 დადასტურებული შემთხვევიდან, აჭარაში არის - 129 შემთხვევა, აქედან ბათუმი - 114, ქობულეთი - 11, 3 - ქედაში, 1 - შუახევში. თბილისში არის 34 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში - 11, ქვემო ქართლი - რუსთავში - 4, გურიაში - 3, კახეთში - 1.
გამოჯანმრთელებულების რიცხვის მხოლოდ 13-ით გაიზარდა და 1435 გახდა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
როგორც მარინა ეზუგბაია აცხადებს, აკრძალვების მიუხედავად, საზოგადოება რეგულაციებს არ იცავს. დიდი თავყრილობები კვლავ იმართება, რაც კორონავირუსის ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს.
„2-3 დღეა, თითქმის სტაბილური მონაცემებია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ PCR დიაგნოსტიკა მკვეთრად გაზრდილია. PCR ტესტირება 2 კვირაში ძალიან გაზრდილია, თითქმის გაორმაგებულია. გუშინდელი მონაცემებით, ჩატარებულია 13 226 ტესტი. ასეთი გაზრდილი ტესტირების ფონზე, მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნება.
ჩვენ, მოქალაქეებს მაღალი პასუხისმგებლობა გვქონდა, შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ, რეგულაციები შევასრულოთ.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ისევ არ ამბობენ უარს დიდ ქორწილებზე, კვლავ, ტარდება, ეს ძალიან ცუდია. თავი შევიკავოთ, კარგია ეს ყველაფერი მაგრამ ვეცადოთ, დიდ თავყრილობებს თავი მოვარიდოთ, რათა დაავადება არ გავრცელდეს.
თუ რეგულაციებს შევასრულებთ, თავყრილობების შემცირებით და ნორმების გათვალისწინებით ეს მიღებული მონაცემები ალბათ სტაბილური იქნება და ამას ალბათ, მოჰყვება ახალი შემთხვევების შემცირება და დაღმართი. მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ ოჯახებს, საკუთარ თავს, მეგობრებს. დავიცვათ ერთმანეთი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 11 კრიტიკულად მძიმე და 75-ზე მეტი მძიმე პაციენტია.
მთავრობის ნათქვამს, ექიმის რჩევას, ვითომ არც უთქვამთ, ყურს არ უგდებენ, 500 კაცი, არ გყავს ქორწილში? ისე პატარძალს ვერ შეუგ...ბენ?
ისეც კი ხდება, მუდარას პონტი, ბრძანება ხვეწნის რიგზე დავიდა,
სიძემ ისეთი ხია პატარძალს. მეორე მხარეს ბათქით გავიდა...
არ მოეწონა სადედამთილოს, სიძე ყველაფერს იწყებს თავიდან.
500 კაცი, ეს რა, სტავკაა? 20 კაცში ქალის მოტ..ც არ გინდათ?
არ გინდათ? ხოდა მოდის კორონა, უსაზღვრო არის კაცის ღორობას....
კრაოტი, კრაოტი, კრაოტი ჩქარა! რაცხა დაუგეთ,
სად წააქციოს ჯუმბერამ ნანა?
რა გოიმი ხალხი ვართ მაინც რა?! რა გექორწილებათ ერთი ან რომელი ბაგრატიონები თქვენა ხართ? რას ზეიმობთ?! ერთი საცოდავი მითხოვდა მეორეს, ყველაზე უკეთს ვარიანტში კიდე 2 თავისნაირ ან უარეს საცოდავს გააჩენენ და ისე გადაშენდებიან არც არაფერი დარჩება მაგათგან. ამ გოიმური ქორწილების გადახდას გაჭირვებულებს დაეხმარეთ, ქველმოქმედება გაკეთეთ და იმ ქვეყნად წინ დაგხვდებათ და არც აქ დაგემართებათ და დამართებთ სხვებს კორონაუბედურებას.