სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკვლელებს დავსჯი! ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც თამუნა ბაჩალიაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული" - ადვოკატი
"მკვლელებს დავსჯი! ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც თამუნა ბაჩალიაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული" - ადვოკატი

ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, ჩემი სი­ცო­ცხლის სა­პირ­წო­ნედ და­ვა­ყე­ნებ ამ სა­კითხს და მკვლე­ლებს დავ­სჯი! ყვე­ლა იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ვი­საც თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის პროგ­რა­მის­ტის თა­მარ ბა­ჩა­ლი­ა­ში­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც რა­მიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ რას შე­ე­ხე­ბა გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ნიშ­ნუ­ლი ბრი­ფინ­გი. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, თუკი, საქ­მეს კვლავ თვით­მკვლე­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია ექ­ნე­ბა, ადრე თუ გვი­ან, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა მა­ინც დად­გინ­დე­ბა.

„ვნა­ხოთ, რა დას­კვნე­ბია მო­სუ­ლი და რაზე იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე, რო­მე­ლიც გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­ნიშ­ნა. სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 11 შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ჩა­ვა­ბა­რეთ, სა­დაც საკ­მა­ოდ ბევ­რი მო­თხოვ­ნა იყო და­ყე­ნე­ბუ­ლი. მა­ინ­ტე­რე­სებს, ეს ბრი­ფინ­გი „ვილა ალ­გეთ­თან“ და იმ გა­რე­მო­ე­ბას­თან თუ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს თვით­მკვლე­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას. ეს ყვე­ლას­თვის დამ­ღუპ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მფარ­ვე­ლო­ბენ. რაც არ უნდა გა­ა­კე­თონ, რა ქმე­დე­ბე­ბიც არ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ, რაც არ უნდა ვინ­მეს იმე­დი ჰქონ­დეს, რომ თით­მკვლე­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია ძა­ლა­ში დარ­ჩე­ბა და ამით და­ას­რუ­ლე­ბენ ყვე­ლა­ფერს, ადრე თუ გვი­ან, ვინც არ უნდა იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მა­ინც მო­ვატ­რი­ა­ლებ ამ საქ­მეს. მე პი­რა­დად, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, ჩემი სი­ცო­ცხლის სა­პირ­წო­ნედ და­ვა­ყე­ნებ ამ სა­კითხს და იმ მკვლე­ლებს ყო­ველ­თვის დავ­სჯი. ყვე­ლა იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ვი­საც თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშვლის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ამას მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ“, - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

ამას­თან, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­კალ­მა­ხეს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან ჰქონ­დეს კავ­ში­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მკვლელებს დავსჯი! ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც თამუნა ბაჩალიაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული" - ადვოკატი

"მკვლელებს დავსჯი! ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც თამუნა ბაჩალიაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული" - ადვოკატი

ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი სიცოცხლის საპირწონედ დავაყენებ ამ საკითხს და მკვლელებს დავსჯი! ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც თამუნა ბაჩალიაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული, - ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურასთან განუცხადა.

როგორც რამიშვილი განმარტავს, მისთვის საინტერესოა, თუ რას შეეხება გენერალურ პროკურატურაში დანიშნული ბრიფინგი. მისივე განცხადებით, თუკი, საქმეს კვლავ თვითმკვლელობის კვალიფიკაცია ექნება, ადრე თუ გვიან, ჭეშმარიტება მაინც დადგინდება.

„ვნახოთ, რა დასკვნებია მოსული და რაზე იქნება საუბარი საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც გენერალურ პროკურატურაში დაინიშნა. სულ რამდენიმე დღის წინ, 11 შუამდგომლობა ჩავაბარეთ, სადაც საკმაოდ ბევრი მოთხოვნა იყო დაყენებული. მაინტერესებს, ეს ბრიფინგი „ვილა ალგეთთან“ და იმ გარემოებასთან თუ არის დაკავშირებული, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თვითმკვლელობის კვალიფიკაციას. ეს ყველასთვის დამღუპველი იქნება, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მფარველობენ. რაც არ უნდა გააკეთონ, რა ქმედებებიც არ უნდა განახორციელონ, რაც არ უნდა ვინმეს იმედი ჰქონდეს, რომ თითმკვლელობის კვალიფიკაცია ძალაში დარჩება და ამით დაასრულებენ ყველაფერს, ადრე თუ გვიან, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მაინც მოვატრიალებ ამ საქმეს. მე პირადად, ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი სიცოცხლის საპირწონედ დავაყენებ ამ საკითხს და იმ მკვლელებს ყოველთვის დავსჯი. ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც თამუნა ბაჩალიაშვლის მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ამასთან, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ საკალმახეს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან ჰქონდეს კავშირი.

"საკალმახის ტერიტორიაზე გატყუებას ადგილი არ ჰქონია" - პროკურორი განმარტავს, სად იყო თამარ ბაჩალიაშვილის დანიშნულების ბოლო პუნქტი

"ეკეთათ პირბადეები, ეხურათ ქუდები... მოგზავნილები არიან" - სამოქალაქო აქტივისტს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა

"ამბობს, რომ ნიკა გეჯაძე და მისი შეყვარებული ნინი არ უფრთხილდებოდნენ მის გრძნობებს" - რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელმაც ბაჩალიაშვილის ჩანაწერები მოისმინა