სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს

წი­ნან­დლის კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფესტვი­ვა­ლი წი­ნან­დლის ის­ტო­რულ მა­მულ­ში 17-დან 20 სექ­ტემ­ბრამ­დე გა­ი­მარ­თე­ბა.

ამ­ჯე­რად, მხო­ლოდ 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, წი­ნან­და­ლი კვლავ მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ცენ­ტრად.

წლე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფეს­ტი­ვა­ლის ფორ­მა­ტი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია: შემ­ცი­რე­ბუ­ლია ხან­გრძლი­ვო­ბა და მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, არ მოხ­და ახალ­გაზ­რდუ­ლი პან­კავ­კა­სი­უ­რი ორ­კესტრის შეკ­რე­ბა და შე­ზღუ­დუ­ლია კონ­ცერ­ტებ­ზე დას­წრე­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვიც.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც მთელს მსოფ­ლი­ო­ში, კო­ვიდ 19-ის გავ­რცე­ლე­ბის გამო ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს უამ­რა­ვი სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა მო­უხ­დათ, თუმ­ცა, წი­ნან­დლის ღია ამ­ფი­თე­ატ­რში მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე მა­ინც წარ­სდგე­ბი­ან მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბი: მარ­ტა არ­გე­რი­ხი, ლიზა ბა­თი­აშ­ვი­ლი, ნელ­სონ გი­ორ­ნე­რი. ასე­ვე, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი და ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი კა­მე­რუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით და სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტი.

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, დღე­ვან­დე­ლო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი დი­რი­ჟო­რი, მა­ესტრო ჯა­ნან­დრეა ნო­ზე­და, წლე­ვან­დელ ფეს­ტი­ვალს არ და­ეს­წრე­ბა.

წელს ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და სტუმ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია. მა­მუ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა მოხ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვით.

სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ყო­ველ­წლი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლი გა­სულ წელს და­არ­სდა და შარ­შან წი­ნან­დლის მა­მულ­მა 40-მდე კონ­ცერტს უმას­პინ­ძლა, რო­მელ­შიც აღი­ა­რე­ბულ ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად, კა­მე­რუ­ლი და სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. შარ­შან შედ­გა ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში და­არ­სე­ბუ­ლი პან­კავ­კა­სი­უ­რი ორ­კესტრის დე­ბი­უ­ტი, რო­მელ­მაც 80-მდე ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სი გა­ა­ერ­თი­ა­ნა მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნი­დან.

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი არი­ან: ვერ­ბი­ეს ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მარ­ტინ ენგსტრო­მი, ის­რა­ე­ლის ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი ორ­კესტრის დი­რექ­ტო­რი ავი შო­შა­ნი და კომ­პა­ნია „სილქ როუდ ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი. ფეს­ტი­ვა­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე.

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, მარ­ტინ ენგსტრო­მი და სამ­ხატ­ვრო კონ­სულ­ტან­ტის ავი შო­შა­ნი:

“ჩვენ მად­ლო­ბას ვუხ­დით ყვე­ლა არ­ტისტს, ვინც ასე­თი ენ­თუ­ზი­აზ­მით და­თან­ხმდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო წი­ნან­დლის წლე­ვან­დელ ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად. ასე­თი ერ­თგუ­ლე­ბა ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი­სად­მი ძალ­ზე ამა­ღელ­ვე­ბე­ლია. ამ გან­წყო­ბას იზი­ა­რებს შარ­შან გა­მარ­თულ პირ­ველ ფეს­ტი­ვალ­ზე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლიც.

ყვე­ლა, ვი­საც რამე კავ­ში­რი აქვს ფეს­ტი­ვალ­თან, მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კის ზე­იმს ამ ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს მუ­სი­კის ძა­ლას გა­ა­ერ­თი­ა­ნოს ადა­მი­ა­ნე­ბი ძნელ­ბე­დო­ბის დროს.”

გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი სილქ როუდ ჯგუ­ფის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, წი­ნან­და­ლის ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლი:

“მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ შევ­ძე­ლით ამ რთულ დროს ისევ ვუ­მას­პინ­ძლოთ წი­ნან­და­ლის ფეს­ტი­ვა­ლის მა­ყუ­რე­ბელს და შევ­თა­ვა­ზოთ მუ­სი­კა ცო­ცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბით. ჩვენ ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვართ ყვე­ლა შემ­სრუ­ლებ­ლის, ვინც ფეს­ტი­ვა­ლის მი­მართ ასე­თი ერ­თგუ­ლე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და წი­ნან­დალ­ში ჩა­მო­ვი­და. ვე­რა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა ცო­ცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბის ძა­ლას, რად­გა­ნაც მხო­ლოდ ცო­ცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბი­სას არის შე­საძ­ლე­ბე­ლი მუ­სი­კო­სის ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი აუ­დი­ტო­რი­ას­თან.”

წი­ნან­დლის მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის წარმდგე­ნია კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტი.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუ ბლოკავთ!
0

ბილეთები უსაშველოდ ძვირია და თანაც ამფითეატრში აკუსტიკური პრობლემებია და არაფერი ისმის.ბევრი ჩიოდა შარშან. მე პირადად, მხოლოდ დახურულ დარბაზში გამართული კონცერტებით მივიღე სიამოვნება.

მაინტერესებს
0

რა ღირდა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს

წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტვივალი წინანდლის ისტორულ მამულში 17-დან 20 სექტემბრამდე გაიმართება.

ამჯერად, მხოლოდ 4 დღის განმავლობაში, წინანდალი კვლავ მოგვევლინება კლასიკური მუსიკის ცენტრად.

წლევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ფესტივალის ფორმატი განსხვავებულია: შემცირებულია ხანგრძლივობა და მონაწილეთა რაოდენობა, არ მოხდა ახალგაზრდული პანკავკასიური ორკესტრის შეკრება და შეზღუდულია კონცერტებზე დასწრების მსურველთა რიცხვიც.

საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, კოვიდ 19-ის გავრცელების გამო ფესტივალის ორგანიზატორებს უამრავი სირთულის დაძლევა მოუხდათ, თუმცა, წინანდლის ღია ამფითეატრში მსმენელის წინაშე მაინც წარსდგებიან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: მარტა არგერიხი, ლიზა ბათიაშვილი, ნელსონ გიორნერი. ასევე, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი კამერული შემადგენლობით და სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი.

წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დირიჟორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, წლევანდელ ფესტივალს არ დაესწრება.

წელს ფესტივალის მონაწილეების და სტუმრების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ორგანიზატორების მთავარი პრიორიტეტია. მამულის ტერიტორიაზე სტუმრების მიღება მოხდება საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით.

საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი გასულ წელს დაარსდა და შარშან წინანდლის მამულმა 40-მდე კონცერტს უმასპინძლა, რომელშიც აღიარებულ ვარსკვლავებთან ერთად, კამერული და სიმფონიური ორკესტრები მონაწილეობდნენ. შარშან შედგა ფესტივალის ფარგლებში დაარსებული პანკავკასიური ორკესტრის დებიუტი, რომელმაც 80-მდე ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი გააერთიანა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან.

წინანდლის ფესტივალის დამფუძნებლები არიან: ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის დირექტორი ავი შოშანი და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე.

წინანდლის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, მარტინ ენგსტრომი და სამხატვრო კონსულტანტის ავი შოშანი:

“ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა არტისტს, ვინც ასეთი ენთუზიაზმით დათანხმდა ჩამოსულიყო წინანდლის წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ასეთი ერთგულება ამ განსაკუთრებული ადგილისადმი ძალზე ამაღელვებელია. ამ განწყობას იზიარებს შარშან გამართულ პირველ ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მაყურებელიც.

ყველა, ვისაც რამე კავშირი აქვს ფესტივალთან, მოუთმენლად ელოდება შესანიშნავი მუსიკის ზეიმს ამ ოთხი დღის განმავლობაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მუსიკის ძალას გააერთიანოს ადამიანები ძნელბედობის დროს.”

გიორგი რამიშვილი სილქ როუდ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, წინანდალის ფესტივალის დამფუძნებლი:

“მოხარულები ვართ, რომ შევძელით ამ რთულ დროს ისევ ვუმასპინძლოთ წინანდალის ფესტივალის მაყურებელს და შევთავაზოთ მუსიკა ცოცხალი შესრულებით. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ყველა შემსრულებლის, ვინც ფესტივალის მიმართ ასეთი ერთგულება გამოიჩინა და წინანდალში ჩამოვიდა. ვერაფერი შეედრება ცოცხალი შესრულების ძალას, რადგანაც მხოლოდ ცოცხალი შესრულებისას არის შესაძლებელი მუსიკოსის ემოციური კავშირი აუდიტორიასთან.”

წინანდლის მუსიკალური ფესტივალის წარმდგენია კომპანია სილქნეტი.

R

აქ.ახლა, აღმოაჩინე “საქართველო - მუზეუმი”

ტესტი: რამდენად ფლანგავ ფულს ტექნიკის ყიდვისას?

ძველთბილისური გასტრონომიული კულტურით შთაგონებული, თანამედროვე გასტრო-დუქანი