საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კართან დამხვდა ნასვამი, აგრესიული იყო, ამოიღო იარაღი და 2-ჯერ მესროლა" - რამაზ ხარაზიშვილი თავდასხმის დეტალებსა და რაგბის სამყაროში არსებულ დაპირისპირებაზე
"კართან დამხვდა ნასვამი, აგრესიული იყო, ამოიღო იარაღი და 2-ჯერ მესროლა" - რამაზ ხარაზიშვილი თავდასხმის დეტალებსა და რაგბის სამყაროში არსებულ დაპირისპირებაზე

გუ­შინ, რაგ­ბის კავ­შირ­ში მომ­ხდა­რის შე­დე­გად დაჭ­რი­ლი მო­რაგ­ბე რა­მაზ ხა­რა­ზიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე წერს. რო­გორც მო­რაგ­ბე აცხა­დებს, რაგ­ბის კავ­ში­რის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი იყო ნას­ვა­მი, აგ­რე­სი­უ­ლი და მას ორ­ჯერ ეს­რო­ლა.

ის გულ­შე­მატ­კივ­რებს მად­ლო­ბას უხ­დის მხარ­და­ჭე­რის­თვის და ყუ­რა­დღე­ბის­თვის. ამას­თან, ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიშს უხ­დის მომ­ხდა­რის გამო.

„ამ­ჟა­მად კარ­გად ვარ, სახ­ლში ვიმ­ყო­ფე­ბი და მაქვს წო­ლი­თი რე­ჟი­მი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძვა­ლი არ არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და ოპე­რა­ცი­ა­მაც მარ­ტი­ვად ჩა­ი­ა­რა. ყვე­ლამ, ვინც მო­მი­კი­თხა და ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა კი­დევ ერთხელ დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და და ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე პი­რა­დად არა­ნა­ი­რი ბრა­ლი არ მი­მი­ძღვის გუ­შინ­დელ შემ­თხვე­ვა­ზე, გა­რე­დან მა­ინც ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო შე­სა­ხე­დია ეს ფაქ­ტი ხალ­ხის­თვის, რაც თა­ვის მხრივ აზი­ა­ნებს აქამ­დე სიმ­წრით და წვა­ლე­ბით მო­ტა­ნილ სა­რაგ­ბო რე­პუ­ტა­ცი­ას. რაგ­ბი, ისე­ვე რო­გორც სხვა ნე­ბის­მი­ე­რი სპორ­ტი, ეკუთ­ვნის სა­ზო­გა­დო­ე­ბას და სპორ­ტსმე­ნის­თვის ყო­ველ­თვის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ად­გენ­დეს ამა თუ იმ სა­ხე­ო­ბას“, - აღ­ნიშ­ნავს მო­რაგ­ბე.

რა­მაზ ხა­რა­ზიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და შეხ­ლა - შე­მოხ­ლა ბე­სე­ლი­ას და მას შო­რის არ ყო­ფი­ლა, ვიდ­რე გას­რო­ლა მოხ­დე­ბო­და.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვარ კლუ­ბე­ბის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რი და კავ­ში­რის სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭოს წევ­რი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო მხარ­და­ჭე­რით შე­იქ­მნა (ბოლო დროს ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი საქ­მე უკავ­შირ­დე­ბა ამ ჯგუფს და საბ­ჭოს). გუ­შინ, მივ­დი­ო­დი რაგ­ბის კავ­შირ­ში სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ზე, სა­დაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო გან­ხილ­ვა კო­ვიდსი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და კლუ­ბე­ბი უნდა გაც­ნო­ბოდ­ნენ პრო­ტო­კო­ლებს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა დრო­საც კა­რებ­თან დამ­ხვდა ნას­ვა­მი მე­რაბ ბე­სე­ლია, (რაგ­ბის კავ­ში­რის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი), რო­მე­ლიც ბოლო დროს სა­ერ­თოდ ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლია საქ­მი­ა­ნო­ბას და არც მა­ნამ­დე გა­მო­ირ­ჩე­ო­და დიდი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით. მას და გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს ჰქონ­დათ და­ძა­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი, რა დრო­საც და­მი­ძა­ხა, და­მის­ვა სხვა­დას­ხვა პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი კი­თხვა, იყო აგ­რე­სი­უ­ლი და რო­დე­საც ჩემ­გან მი­ი­ღო ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხე­ბი და კონ­ტრკი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ვე­ღარ გამ­ცა, ამო­ი­ღო ია­რა­ღი და მეს­რო­ლა 2 ჯერ. ამ დროს ხელ­ში მე­ჭი­რა წყლის ბოთ­ლი, ყავა და ვი­ყა­ვი ზურგჩან­თით. ამით იმის თქმა მინ­და, რომ არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და შეხ­ლა შე­მოხ­ლა ჩვენ შო­რის არ ყო­ფი­ლა, სა­ნამ ია­რაღს ამო­ი­ღებ­და და მეს­რო­და. არც მა­ნამ­დე მქო­ნია მას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა და კავ­ში­რის არ­ცერთ მოქ­მედ თუ ყო­ფილ ჩი­ნოვ­ნიკს არ დავ­პი­რის­პი­რე­ბი­ვარ!!! ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვა­კე­თებ­დი ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, იყო ის რომ ვსა­უბ­რობ­დი ფაქ­ტე­ბით და ვსა­უბ­რობ­დი სი­მარ­თლეს!“, - აცხა­დებს მო­რაგ­ბე.

ის ასე­ვე რაგ­ბის სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გუ­შინ­დელ­მა ფაქ­ტმაც და­ამ­ტკი­ცა.

„რაგ­ბის სამ­ყა­რო­ში და­პი­რის­პი­რე­ბა არ­სე­ბობს და ეს გუ­შინ­დელ­მა ფაქ­ტმაც და­ამ­ტკი­ცა, მე და იმ ბი­ჭებს (სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი და თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თუ­ლი კლუ­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი), ვინც სი­მარ­თლეს ვლა­პა­რა­კობთ ვერც ია­რა­ღით შეგ­ვა­ში­ნე­ბენ და ვერც სხვა რა­დი­კა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბით, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში რე­პუ­ტა­ცია ნამ­დვი­ლად გვეც­ლე­ბა და ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი გუ­ლის წუ­ხი­ლი ამას შე­ე­ხე­ბა. ეს უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის რაგ­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა­ზე და აუ­ცი­ლებ­ლად, სას­წრა­ფოდ არის გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი!!! ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი და მარ­ტი­ვად გა­სა­გე­ბი რომ გახ­დეს, რაგ­ბის სამ­ყა­რო ისევ ისე­თია, რო­გო­რიც იყო და რი­თიც აქამ­დე ასე ვა­მა­ყობ­დით, უბ­რა­ლოდ აქ არის ერთ მხა­რეს პა­ტი­ო­სა­ნი და მშრო­მე­ლი, მო­თა­მა­შე­ე­ბი, მწვრთნე­ლე­ბი და ის ხალ­ხი, ვის მხრებ­ზეც ყვე­ლა­ფე­რი გა­და­დის, ხოლო მე­ო­რე მხა­რეს ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ჯგუ­ფი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ბოლო 10 წე­ლია მარ­თა­ვენ კავ­შირს, რაგ­ბი ჩა­ძი­რეს და კრი­ზი­სამ­დე მი­იყ­ვა­ნეს. ესეც არ აკ­მა­რეს და ახლა ჩირ­ქს ცხე­ბენ გუ­შინ­დე­ლის მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბით და ხალ­ხის თვალ­ში უკარ­გა­ვენ ყვე­ლა­ნა­ირ პა­ტი­ვის­ცე­მას. სა­ბო­ლო­ოდ, არ მინ­და რა­ი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა, რად­გან ჩემი ად­გი­ლი არის მო­ე­დან­ზე, მე ვარ მოქ­მე­დი მო­რაგ­ბე და რომ არა ეს გა­უ­საძ­ლი­სი პრობ­ლე­მე­ბი, სა­ერ­თოდ არ ჩა­ვერ­თვე­ბო­დი ამ პრო­ცე­სებ­ში. ამი­ტომ ჩემი პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა დღეს მო­ე­დან­ზე დაბ­რუ­ნე­ბაა და ამას ძა­ლი­ან მალე მო­ვა­ხერ­ხებ. ასე­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი უნდა იყოს „8 ერის“ ტურ­ნი­რის­კენ, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი და მსოფ­ლი­ოს უძ­ლი­ე­რე­სი 7 ქვე­ყა­ნა მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რაც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვაა ქარ­თუ­ლი რაგ­ბის ის­ტო­რი­ა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, შიდა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის გამო, ჩვენს მთა­ვარ ამო­ცა­ნას და მი­ზანს მო­წყვე­ტი­ლე­ბი ვართ და გვი­წევს იმ "კლა­ნის­გან "შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით თა­ვის დაც­ვა, რო­მე­ლიც წე­სით რაგ­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უნდა ზრუ­ნავ­დეს და არა თა­ვი­ანთ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე!!!“, - აღ­ნიშ­ნავს მო­რაგ­ბე.

ცნო­ბის­თვის, რაგ­ბის კავ­შირ­ში სრო­ლა გუ­შინ იყო. რაგ­ბის კავ­ში­რის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა მე­რაბ ბე­სე­ლი­ამ "შვიდ­კა­ცას" კა­პი­ტა­ნი რა­მაზ ხა­რა­ზიშ­ვი­ლი დაჭ­რა, რო­მელ­საც ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. მას და­ზი­ა­ნე­ბა ფე­ხის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. შსს-მ მე­რაბ ბე­სე­ლია გუ­შინ­ვე და­ა­კა­ვა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რაგ­ბის კავ­შირ­ში სრო­ლის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 2 მუხ­ლით და­ი­წყო. რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც შე­სა­ბა­მი­სად, ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"კართან დამხვდა ნასვამი, აგრესიული იყო, ამოიღო იარაღი და 2-ჯერ მესროლა" - რამაზ ხარაზიშვილი თავდასხმის დეტალებსა და რაგბის სამყაროში არსებულ დაპირისპირებაზე

"კართან დამხვდა ნასვამი, აგრესიული იყო, ამოიღო იარაღი და 2-ჯერ მესროლა" - რამაზ ხარაზიშვილი თავდასხმის დეტალებსა და რაგბის სამყაროში არსებულ დაპირისპირებაზე

გუშინ, რაგბის კავშირში მომხდარის შედეგად დაჭრილი მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი სოციალურ ქსელში მომხდარის დეტალებზე წერს. როგორც მორაგბე აცხადებს, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი იყო ნასვამი, აგრესიული და მას ორჯერ ესროლა.

ის გულშემატკივრებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და ყურადღებისთვის. ამასთან, ის საზოგადოებას ბოდიშს უხდის მომხდარის გამო.

„ამჟამად კარგად ვარ, სახლში ვიმყოფები და მაქვს წოლითი რეჟიმი. საბედნიეროდ, ძვალი არ არის დაზიანებული და ოპერაციამაც მარტივად ჩაიარა. ყველამ, ვინც მომიკითხა და ყურადღება გამოიჩინა კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არანაირი ბრალი არ მიმიძღვის გუშინდელ შემთხვევაზე, გარედან მაინც ძალიან არასასიამოვნო შესახედია ეს ფაქტი ხალხისთვის, რაც თავის მხრივ აზიანებს აქამდე სიმწრით და წვალებით მოტანილ სარაგბო რეპუტაციას. რაგბი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სპორტი, ეკუთვნის საზოგადოებას და სპორტსმენისთვის ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა ღირსეულად წარმოადგენდეს ამა თუ იმ სახეობას“, - აღნიშნავს მორაგბე.

რამაზ ხარაზიშვილის განცხადებით, არანაირი დაპირისპირება და შეხლა - შემოხლა ბესელიას და მას შორის არ ყოფილა, ვიდრე გასროლა მოხდებოდა.

„მოგეხსენებათ, ვარ კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრი და კავშირის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, რომელიც სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა (ბოლო დროს ძალიან ბევრი კარგი საქმე უკავშირდება ამ ჯგუფს და საბჭოს). გუშინ, მივდიოდი რაგბის კავშირში სამუშაო შეხვედრაზე, სადაც უნდა მომხდარიყო განხილვა კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით და კლუბები უნდა გაცნობოდნენ პროტოკოლებს ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, რა დროსაც კარებთან დამხვდა ნასვამი მერაბ ბესელია, (რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი), რომელიც ბოლო დროს საერთოდ ჩამოშორებულია საქმიანობას და არც მანამდე გამოირჩეოდა დიდი შრომისმოყვარეობით. მას და გამგეობის თავმჯდომარეს ჰქონდათ დაძაბული საუბარი, რა დროსაც დამიძახა, დამისვა სხვადასხვა პროვოკაციული კითხვა, იყო აგრესიული და როდესაც ჩემგან მიიღო ადეკვატური პასუხები და კონტრკითხვაზე პასუხი ვეღარ გამცა, ამოიღო იარაღი და მესროლა 2 ჯერ. ამ დროს ხელში მეჭირა წყლის ბოთლი, ყავა და ვიყავი ზურგჩანთით. ამით იმის თქმა მინდა, რომ არანაირი დაპირისპირება და შეხლა შემოხლა ჩვენ შორის არ ყოფილა, სანამ იარაღს ამოიღებდა და მესროდა. არც მანამდე მქონია მასთან დაპირისპირება და კავშირის არცერთ მოქმედ თუ ყოფილ ჩინოვნიკს არ დავპირისპირებივარ!!! ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი ბოლო თვეების განმავლობაში, იყო ის რომ ვსაუბრობდი ფაქტებით და ვსაუბრობდი სიმართლეს!“, - აცხადებს მორაგბე.

ის ასევე რაგბის სამყაროში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნული გუშინდელმა ფაქტმაც დაამტკიცა.

„რაგბის სამყაროში დაპირისპირება არსებობს და ეს გუშინდელმა ფაქტმაც დაამტკიცა, მე და იმ ბიჭებს (საინიციატივო ჯგუფი და თითქმის ყველა ქართული კლუბის წარმომადგენელი), ვინც სიმართლეს ვლაპარაკობთ ვერც იარაღით შეგვაშინებენ და ვერც სხვა რადიკალური ქმედებებით, მაგრამ საზოგადოების თვალში რეპუტაცია ნამდვილად გვეცლება და ჩვენი ყველაზე დიდი გულის წუხილი ამას შეეხება. ეს უარყოფითად იმოქმედებს მომავალი თაობის რაგბით დაინტერესებაზე და აუცილებლად, სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი!!! ყველასთვის ცნობილი და მარტივად გასაგები რომ გახდეს, რაგბის სამყარო ისევ ისეთია, როგორიც იყო და რითიც აქამდე ასე ვამაყობდით, უბრალოდ აქ არის ერთ მხარეს პატიოსანი და მშრომელი, მოთამაშეები, მწვრთნელები და ის ხალხი, ვის მხრებზეც ყველაფერი გადადის, ხოლო მეორე მხარეს ჩინოვნიკების ჯგუფი, ადამიანები, რომლებიც ბოლო 10 წელია მართავენ კავშირს, რაგბი ჩაძირეს და კრიზისამდე მიიყვანეს. ესეც არ აკმარეს და ახლა ჩირქს ცხებენ გუშინდელის მსგავსი ქმედებებით და ხალხის თვალში უკარგავენ ყველანაირ პატივისცემას. საბოლოოდ, არ მინდა რაიმე პოლიტიკური განცხადების გაკეთება, რადგან ჩემი ადგილი არის მოედანზე, მე ვარ მოქმედი მორაგბე და რომ არა ეს გაუსაძლისი პრობლემები, საერთოდ არ ჩავერთვებოდი ამ პროცესებში. ამიტომ ჩემი პირველი ამოცანა დღეს მოედანზე დაბრუნებაა და ამას ძალიან მალე მოვახერხებ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ყურადღება გადატანილი უნდა იყოს „8 ერის“ ტურნირისკენ, სადაც საქართველოს ნაკრები და მსოფლიოს უძლიერესი 7 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ქართული რაგბის ისტორიაში. სამწუხაროდ, შიდა წინააღმდეგობების გამო, ჩვენს მთავარ ამოცანას და მიზანს მოწყვეტილები ვართ და გვიწევს იმ "კლანისგან "შიშველი ხელებით თავის დაცვა, რომელიც წესით რაგბის განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს და არა თავიანთ კეთილდღეობაზე!!!“, - აღნიშნავს მორაგბე.

ცნობისთვის, რაგბის კავშირში სროლა გუშინ იყო. რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ "შვიდკაცას" კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი დაჭრა, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. მას დაზიანება ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული. შსს-მ მერაბ ბესელია გუშინვე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

"დამირეკა თბილისის მერმა, გამამხნევა... რთულია შეეგუო დიაგნოზს - კოვიდინფიცირებული" - რას წერს მუნიციპალური ინსპექციის ინფიცირებული თანამშრომელი

"მომასმენინეს გოგოებმა, როგორ უწოდებენ მას "გიჟს", ჩემს ტვინით გატენილ დედას" - რას წერს თაკო ჩარკვიანი კორონავირუსით ინფიცირებული დედის შესახებ

"პირველად გამიჩნდა შიში, რომ დიდი რისკია დავვირუსდე.... უკვე კრიტიკულ რაოდენობას აქვს ქალაქში" - რას წერს ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი