მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დევნას არასდროს არავის დავუწყებ. არც ის მომწონს, მე რომ დამდევენ" - რატომ ვერ უყურებს ნანკა კალატოზიშვილი ეკრანზე საკუთარ თავს
"დევნას არასდროს არავის დავუწყებ. არც ის მომწონს, მე რომ დამდევენ" - რატომ ვერ უყურებს ნანკა კალატოზიშვილი ეკრანზე საკუთარ თავს

ვინ არის ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბის ვარ­სკვლა­ვი

"მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვს ქორ­წი­ნე­ბის გარე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სად­მი, რაც მის ცხოვ­რე­ბას არ­თუ­ლებს. პე­რი­ო­დუ­ლად უმ­ძაფ­რდე­ბა პე­სი­მიზ­მი. თუ გაბ­რაზ­და, უფრთხილ­დით, მისი მრის­ხა­ნე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბაა, სტი­ქი­ა­სა­ვით და­უნ­დო­ბე­ლია და ყვე­ლა­ფერ გზად შემ­ხვედრს ანად­გუ­რებს. უკი­დუ­რე­სად ცნო­ბის­მოყ­ვა­რეა", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი თხის წელ­ში და­ბა­დე­ბულ კუ­როს, ეს კი მსა­ხი­ობ ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- პი­რა­დი ჰო­როს­კო­პი არას­დროს შე­მიდ­გე­ნია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მართ, ინ­ტე­რე­სი მეტ-ნაკ­ლე­ბად მაქვს.

- ჯი­უ­ტი ხარ?

- ბავ­შვო­ბა­ში სა­შინ­ლად ჯი­უ­ტი ვი­ყა­ვი. ასა­კი რაც უფრო მო­მე­მა­ტა, ამ თვი­სე­ბამ ჩემს ხა­სი­ათ­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი ფორ­მა თან­და­თან და­კარ­გა. ოჯახ­ში სი­ჯი­უ­ტით ბავ­შვო­ბა­შიც დი­დად არ გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, რად­გან მი­გებ­დნენ. ზო­გა­დად კი, ეს თვი­სე­ბა ხა­სი­ათ­ში იმ­დე­ნად გამ­ჯდა­რი იყო, რომ ერთხელ სა­თა­მა­შო ვირი მა­ჩუ­ქეს, - ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, თან ხა­სი­ა­თით მას ჰგავ­ხა­რო.

- "ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს ბედ­ნი­ერ ვარ­სკვლავ­ზეა და­ბა­დე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლუძს, მაგ­რამ ხში­რად, სა­კუ­თა­რი სი­მორ­ცხვი­სა და მო­რი­დე­ბუ­ლო­ბის გამო, უსუ­სურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­შიც ვარ­დე­ბა".

- რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მო­რი­დე­ბუ­ლო­ბას, ეკ­რან­ზე სა­კუ­თარ თავს ვერ ვუ­ყუ­რებ.

- რა­ტომ?

- ამ დროს მრცხვე­ნია თუ რა მჭირს, არ ვიცი. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ კომ­პლი­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბაც არ შე­მიძ­ლია, ამ დრო­საც მრცხვე­ნია.

- რო­გორ ფიქ­რობ, იღ­ბლი­ა­ნი ხარ?

- ისე­თი სა­ო­ცა­რი შვი­ლი მყავს, ცო­ტა­თი უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა, ვთქვა, ბედ­ნი­ერ ვარ­სკვლავ­ზე არ ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი-მეთ­ქი. და­ნის რომ ვუ­ყუ­რებ, ვერ აღვწერ, რა მე­მარ­თე­ბა, ისაა ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბის ვარ­სკვლა­ვი.

- "ჰყავს ბევ­რი ნაც­ნო­ბი და ძა­ლი­ან ცოტა ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რი".

- ზუს­ტად ასეა. ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ბევ­რი მე­გო­ბა­რი არას­დროს მყო­ლია, ნაც­ნო­ბო­ბა კი ბევრთან მა­კავ­ში­რებ­და. უამ­რა­ვი ნამ­დვი­ლი და ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი ვერ გე­ყო­ლე­ბა.

- "სა­სურ­ველ მა­მა­კაცს დევ­ნას არას­დროს და­უ­წყებს, ურ­ჩევ­ნია მო­ხიბ­ლოს და აი­ძუ­ლოს, თა­ვად ელტვო­დეს".

- დევ­ნას არას­დროს არა­ვის და­ვუ­წყებ. არც ის მომ­წონს, მე რომ დამ­დე­ვენ. ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბაა.

- ცალ­მხრი­ვად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ყო­ფილ­ხარ?

- არას­დროს, თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის წლებ­შიც კი, მსგავ­სი რამ არ დამ­მარ­თნია. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
11111111111
22

ძალიან კარგი გოგოა

ზ.კალორია
25

ლამაზი გოგო რო ბევრს იურთიერთობებს და გუჩის და დიოღის მაგივრად კაცური კაცის კაცური სურნელი აუვა, მერე თავადაც კაცდება და ცოდო ხდება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დევნას არასდროს არავის დავუწყებ. არც ის მომწონს, მე რომ დამდევენ" - რატომ ვერ უყურებს ნანკა კალატოზიშვილი ეკრანზე საკუთარ თავს

"დევნას არასდროს არავის დავუწყებ. არც ის მომწონს, მე რომ დამდევენ" - რატომ ვერ უყურებს ნანკა კალატოზიშვილი ეკრანზე საკუთარ თავს

ვინ არის ნანკა კალატოზიშვილის ბედნიერების ვარსკვლავი

"მიდრეკილება აქვს ქორწინების გარე ურთიერთობებისადმი, რაც მის ცხოვრებას ართულებს. პერიოდულად უმძაფრდება პესიმიზმი. თუ გაბრაზდა, უფრთხილდით, მისი მრისხანება საშინელებაა, სტიქიასავით დაუნდობელია და ყველაფერ გზად შემხვედრს ანადგურებს. უკიდურესად ცნობისმოყვარეა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები თხის წელში დაბადებულ კუროს, ეს კი მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მეცნიერების მიმართ, ინტერესი მეტ-ნაკლებად მაქვს.

- ჯიუტი ხარ?

- ბავშვობაში საშინლად ჯიუტი ვიყავი. ასაკი რაც უფრო მომემატა, ამ თვისებამ ჩემს ხასიათში გამოკვეთილი ფორმა თანდათან დაკარგა. ოჯახში სიჯიუტით ბავშვობაშიც დიდად არ გამოვირჩეოდი, რადგან მიგებდნენ. ზოგადად კი, ეს თვისება ხასიათში იმდენად გამჯდარი იყო, რომ ერთხელ სათამაშო ვირი მაჩუქეს, - ძალიან საყვარელია, თან ხასიათით მას ჰგავხარო.

- "ერთი შეხედვით, თითქოს ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული, ყველაფერი ძალუძს, მაგრამ ხშირად, საკუთარი სიმორცხვისა და მორიდებულობის გამო, უსუსურ სიტუაციებშიც ვარდება".

- რაც შეეხება ჩემს მორიდებულობას, ეკრანზე საკუთარ თავს ვერ ვუყურებ.

- რატომ?

- ამ დროს მრცხვენია თუ რა მჭირს, არ ვიცი. უცნაურია, მაგრამ კომპლიმენტების მიღებაც არ შემიძლია, ამ დროსაც მრცხვენია.

- როგორ ფიქრობ, იღბლიანი ხარ?

- ისეთი საოცარი შვილი მყავს, ცოტათი უხერხული იქნება, ვთქვა, ბედნიერ ვარსკვლავზე არ ვარ დაბადებული-მეთქი. დანის რომ ვუყურებ, ვერ აღვწერ, რა მემართება, ისაა ჩემი ბედნიერების ვარსკვლავი.

- "ჰყავს ბევრი ნაცნობი და ძალიან ცოტა ნამდვილი მეგობარი".

- ზუსტად ასეა. ბავშვობიდან მოყოლებული, ბევრი მეგობარი არასდროს მყოლია, ნაცნობობა კი ბევრთან მაკავშირებდა. უამრავი ნამდვილი და ერთგული მეგობარი ვერ გეყოლება.

- "სასურველ მამაკაცს დევნას არასდროს დაუწყებს, ურჩევნია მოხიბლოს და აიძულოს, თავად ელტვოდეს".

- დევნას არასდროს არავის დავუწყებ. არც ის მომწონს, მე რომ დამდევენ. ჩემთვის მისაღები ურთიერთშეთანხმებაა.

- ცალმხრივად შეყვარებული ყოფილხარ?

- არასდროს, თინეიჯერების წლებშიც კი, მსგავსი რამ არ დამმართნია. წაიკითხეთ სრულად

თამუნა კვინიკაძე