სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხათუნა ლაგაზიძე "საზმაუს" გენერალური დირექტორობისთვის იბრძოლებს - "ის უნდა იქცეს თავდაცვის მძლავრ იარაღად საზოგადოების ხელში"
ხათუნა ლაგაზიძე "საზმაუს" გენერალური დირექტორობისთვის იბრძოლებს - "ის უნდა იქცეს თავდაცვის მძლავრ იარაღად საზოგადოების ხელში"

პო­ლი­ტო­ლო­გი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნას გეგ­მავს. რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ტე­ლე­ვი­ზი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის შერ­ჩე­ვა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ტეს­ტი იქ­ნე­ბა.

„ნამ­დვი­ლად ვა­პი­რებ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნას. რა­ტომ მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვია თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რის და მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი კან­დი­და­ტუ­რის გაყ­ვა­ნას ეც­დე­ბა? უპირ­ვე­ლე­სად იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი უნდა და­უბ­რუნ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. რო­გორ? სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის პი­რო­ბებ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი ვერ დარ­ჩე­ბა მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზი­ად. პი­რი­ქით, ის უნდა იქ­ცეს თავ­დაც­ვის მძლავრ ია­რა­ღად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­ში და მით უფრო, ტო­ტა­ლუ­რი „ფეიქ ნი­უ­სე­ბის“ პი­რო­ბებ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა თა­ვის თავ­ზე უნდა აი­ღოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო მა­სე­ბის გა­ნათ­ლე­ბის ფუნ­ქცია, რათა ისი­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი იყ­ვნენ ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ნა­კა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ამავდრო­უ­ლად, ამ სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი არის სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან მტრუ­ლად გან­წყო­ბილ ჯგუ­ფე­ბად დაშ­ლა და დაქ­საქსვა. ამის სა­პი­რის­პი­როდ სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა უნდა შეძ­ლოს, და­ი­სა­ხოს მიზ­ნად პროგ­რეს­სა და აღმშე­ნებ­ლო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა მშე­ნებ­ლო­ბა. ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი როლი უნდა იყოს თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქა­ში მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბის­თვის სწო­რი ორი­ენ­ტი­რე­ბის მი­ცე­მა“, - აცხა­დებს ლა­გა­ზი­ძე.

მისი გან­მარ­ტე­ბით, მო­ახ­დენს თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ზე ზე­წო­ლას, ეს მათი ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი იქ­ნე­ბა, თუ რო­გორ აპი­რებს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მოქ­ცე­ვას.

„რა­ტომ ვა­პი­რებ ფაქ­ტობ­რი­ვად უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში შეს­ვლას? იმი­ტომ, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი მე­სა­ხე­ბა თვე­ნა­ხე­ვარ­ში გა­სა­მარ­თი დიდი არ­ჩევ­ნე­ბის რე­პე­ტი­ცი­ად. ვგუ­ლის­მობ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს. ახლა რო­გორ მო­იქ­ცე­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მო­ახ­დენს თუ არა სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ზე ზე­წო­ლას, გა­იყ­ვანს თუ არა ძა­ლით სა­კუ­თარ კან­დი­და­ტუ­რას, ეს იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი, რო­გორ აპი­რებს ის მო­იქ­ცეს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და რა სა­ხის ზე­წო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ამომ­რჩე­ველ­ზე. ეს იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დი­აგ­ნო­ზი, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის შიგ­ნით,ასე­ვე დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუს­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. ასე, რომ ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ტეს­ტი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დარ­ჩე­ნილ თვე­ნა­ხე­ვარ­ში“,-აღ­ნიშ­ნავს ლა­გა­ზი­ძე.

რო­გორც ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე აცხა­დებს, ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვებს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან „ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხეს ფარ­და აეხ­დე­ბა“.

„ვფიქ­რობ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ამ ბრძო­ლი­დან გა­მარ­ჯვბუ­ლი გა­მო­ვალ. თუ მო­მე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ვა­კე­თო ის, რა დღეს ქვეყ­ნის სა­ინ­ფორ­მა­ციო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ი­დან ხომ კარ­გი და გა­და­სა­რე­ვი, თუ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მო­მე­ცე­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ვუ­წევ ძა­ლი­ან დიდ სამ­სა­ხურს, და­ი­ნა­ხოს კი­დევ ერთხელ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სახე, რო­გორ აპი­რებს ის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სხვა­დას­ხვა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ზე­წო­ლას. ასე, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ჩემი მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლი იქ­ნე­ბა. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში წა­უ­გე­ბელ თა­მაშ­ში შევ­დი­ვარ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გვერ­დით ვარ, ვიქ­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ი­დან თუ შევ­ძლებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბებს და სა­ხეს კი­დევ ერთხელ ფარ­და ავ­ხა­დო“,-აცხა­დებს ლა­გა­ზი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.დ.
70

ადამიანი, რომელსაც დღემდე ვერ გაუგია,თუ რა მოხდა ამ ქვეყანაში ამ 30 წლის მანძილზე,რა ჩაიდინა ნაცების ლიდერმა, ვერ გაურკვევია 2008 წლის ომის დაწყების ნამდვილი მიზეზი, რომლის ხატი მიშიკია და სახატე ნაცმოძრაობა,რომლისთვისაც იოტის ოდენა დადებითი არ მომხდარა ქვეყანაში და რომელიც ვერც კი ხვდება თუ რა ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა და დღესაც აქტიურად ეწევა მოჟურნალისტო დედაკაცების დიდი უმრავლესობა. მისი უპირველესი მიზანი, საოგადოებრივი არხი ჭუტების, გვარამიების, გაბუნიების, მელაძეების, ინგების, დიანების,ჟიჟების,აქუების,ვახუების და მათი მსგავსი ნაძირალების სათარეშოდ გახადოს და რაც შეიძლება მეტი სიძულვილი გააღვივოს საზოგადოებაში. ამ არხსაც ქვეყნის მტრები იგდებენ ხელში!?

tngh
35

იქ კი მთლად "მოიღერებს" ყელს... საკუთარი "სიბრძნის" ფრქვევით...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ხათუნა ლაგაზიძე "საზმაუს" გენერალური დირექტორობისთვის იბრძოლებს - "ის უნდა იქცეს თავდაცვის მძლავრ იარაღად საზოგადოების ხელში"

ხათუნა ლაგაზიძე "საზმაუს" გენერალური დირექტორობისთვის იბრძოლებს - "ის უნდა იქცეს თავდაცვის მძლავრ იარაღად საზოგადოების ხელში"

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადების შეტანას გეგმავს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ტელევიზიის გენერალური დირექტორის შერჩევა არჩევნებამდე ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული ტესტი იქნება.

„ნამდვილად ვაპირებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადების შეტანას. რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება ბუნებრივია თავისი კანდიდატურის და მის მიერ კონტროლირებადი კანდიდატურის გაყვანას ეცდება? უპირველესად იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას. როგორ? სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო ომის პირობებში საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ დარჩება მხოლოდ ტელევიზიად. პირიქით, ის უნდა იქცეს თავდაცვის მძლავრ იარაღად საზოგადოების ხელში და მით უფრო, ტოტალური „ფეიქ ნიუსების“ პირობებში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის თავზე უნდა აიღოს საზოგადოების ფართო მასების განათლების ფუნქცია, რათა ისინი შეიარაღებული იყვნენ ყალბი ინფორმაციული ნაკადების წინააღმდეგ. ამავდროულად, ამ საინფორმაციო ომის მთავარი მიზანი არის სწორედ საზოგადოების ერთმანეთთან მტრულად განწყობილ ჯგუფებად დაშლა და დაქსაქსვა. ამის საპირისპიროდ სწორედ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა შეძლოს, დაისახოს მიზნად პროგრესსა და აღმშენებლობაზე ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოებისა მშენებლობა. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სასიცოცხლოდ აუცილებელი როლი უნდა იყოს თანამედროვე ინტერნეტსივრცისა და ტექნოლოგიების ეპოქაში მომავალი თაობების წარმატებისთვის სწორი ორიენტირების მიცემა“, - აცხადებს ლაგაზიძე.

მისი განმარტებით, მოახდენს თუ არა ხელისუფლება სამეურვეო საბჭოზე ზეწოლას, ეს მათი ზუსტი დიაგნოზი იქნება, თუ როგორ აპირებს საპარლამენტო არჩევნებში მოქცევას.

„რატომ ვაპირებ ფაქტობრივად უთანასწორო ბრძოლაში შესვლას? იმიტომ, რომ ეს არჩევნები მესახება თვენახევარში გასამართი დიდი არჩევნების რეპეტიციად. ვგულისმობ საპარლამენტო არჩევნებს. ახლა როგორ მოიქცევა ხელისუფლება, მოახდენს თუ არა სამეურვეო საბჭოზე ზეწოლას, გაიყვანს თუ არა ძალით საკუთარ კანდიდატურას, ეს იქნება ხელისუფლების ზუსტი დიაგნოზი, როგორ აპირებს ის მოიქცეს საპარლამენტო არჩევნებში და რა სახის ზეწოლა განახორციელოს ამომრჩეველზე. ეს იქნება ხელისუფლების დიაგნოზი, როგორც საზოგადოების შიგნით,ასევე დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასე, რომ ეს არის ხელისუფლების ძალიან სერიოზული ტესტი არჩევნებამდე დარჩენილ თვენახევარში“,-აღნიშნავს ლაგაზიძე.

როგორც ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, ის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობას დაიკავებს თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში მიზანი მიღწეული იქნება, რადგან „ხელისუფლების სახეს ფარდა აეხდება“.

„ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ბრძოლიდან გამარჯვბული გამოვალ. თუ მომეცემა საშუალება გავაკეთო ის, რა დღეს ქვეყნის საინფორმაციო უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციიდან ხომ კარგი და გადასარევი, თუ ამის საშუალება არ მომეცემა, საზოგადოება გავუწევ ძალიან დიდ სამსახურს, დაინახოს კიდევ ერთხელ ამ ხელისუფლების სახე, როგორ აპირებს ის საპარლამენტო არჩევნებში სხვადასხვა მანიპულაციებით საზოგადოებაზე ზეწოლას. ასე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი მიზანი მიღწეული იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში წაუგებელ თამაშში შევდივარ და საზოგადოების გვერდით ვარ, ვიქნები საზოგადოების გამაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციიდან თუ შევძლებ ხელისუფლების ქმედებებს და სახეს კიდევ ერთხელ ფარდა ავხადო“,-აცხადებს ლაგაზიძე.

ხვალ აქცია ნამახვანჰესის ტერიტორიაზე გაიმართება, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდება ხელმოწერებიც - ქუთაიში აქცია დასრულდა

"შარლ მიშელის 6-პუნქტიანი დოკუმენტი უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია დანიელსონმა" - როგორ აფასებენ შეხვედრას ოპოზიციის ლიდერები და რას გეგმავენ ისინი

"შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული" - რა განცხადებები გააკეთეს ოპოზიციის ლიდერებმა დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე და შემდეგ