პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაამართლა თუ არა კორონავირუსთან ბრძოლის შვედურმა მოდელმა? - "ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იკლებს და ვირუსის გავრცელების ნაკლები რისკი გვაქვს"
გაამართლა თუ არა კორონავირუსთან ბრძოლის შვედურმა მოდელმა? - "ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იკლებს და ვირუსის გავრცელების ნაკლები რისკი გვაქვს"

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად შვე­დეთ­მა მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დი აირ­ჩია. მა­შინ, როცა უმე­ტეს ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და, კა­რან­ტი­ნი და­წეს­და და ვირუ­სის საფრ­თხის გამო მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი სახ­ლებ­ში იყო გა­მო­კე­ტი­ლი, შვე­დეთ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლებ­დნენ - არ ეკ­რძა­ლე­ბო­დათ გა­რეთ გას­ვლა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად კა­ფე­ებ­ში თავ­შეყ­რა, არც სა­ლო­ნე­ბი და­ხუ­რუ­ლა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი ვირუს­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობ­დნენ. მათ არ და­უ­წე­სე­ბი­ათ შე­ზღუდ­ვე­ბი, მხო­ლოდ რე­კო­მენ­და­ცი­ებს გას­ცემ­დნენ.

მა­შინ, როცა მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნებ­ში კა­რან­ტი­ნი და­წეს­და, შვე­დე­ბი ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლებ­დნენ

ვირუს­თან ბრძო­ლის შვე­დურ მო­დელს ბევ­რი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­და. აკ­რი­ტი­კებ­დნენ, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მე­დი­კო­სე­ბი. მომ­ზად­და კვლე­ვაც, სა­დაც სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბო­და იმას, რომ მსგავ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­საძ­ლოა, დამ­ღუპ­ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე და­ან­გა­რი­შე­ბით, სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც სწო­რედ შვე­დეთ­ში ჰქონ­დათ (აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო დღე­ე­ბის სტა­ტის­ტი­კა ასე­თი აღარ არის).

ზო­გი­ერ­თი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ზა­ფხულ­ში უკვე სა­უბ­რობ­და მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში იმა­ზე, რომ ვირუს­თან ბრძო­ლის შვე­დურ­მა მო­დელ­მა არ გა­ა­მარ­თლა.

  • რა ხდე­ბა შვე­დეთ­ში დღეს?

მი­უ­ხე­და­ვად კრი­ტი­კი­სა, შვე­დე­თის მთავ­რო­ბას ვირუს­თან ბრძო­ლის პო­ლი­ტი­კა არ შე­უც­ვლია და დღეს უკვე ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის და ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, სი­ტუ­ა­ცია მკვეთ­რად შეც­ვლი­ლია.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი“ წერს, სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში შვე­დეთ­ში ჩა­ა­ტა­რეს კო­რო­ნა­ვირუს­ზე რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის, 120 000 ტეს­ტი და ტეს­ტი­რე­ბულ­თა შო­რის COVID-19 მხო­ლოდ 1 300 ადა­მი­ანს გა­მო­უვ­ლინ­და.

Storsjon-ის ტბის სა­ნა­პი­რო, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ იცა­ვენ სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­ას შვე­დე­ბი

მა­შინ, როცა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ბოლო დღე­ე­ბია მკვეთ­რად მა­ტუ­ლობს და ზოგ ქვე­ყა­ნა­ში 7 000-ს სცდე­ბა (მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გეთ­ში), შვე­დეთ­ში მსგავ­სი არა­ფე­რია.

ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის ბოლო დღე­ე­ბის სტა­ტის­ტი­კა ასე­თია:

  • 11 სექ­ტემ­ბე­რი - 292 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა
  • 12 სექ­ტემ­ბე­რი - 206 შემ­თხვე­ვა
  • 13 სექ­ტემ­ბე­რი - 106 შემ­თხვე­ვა
  • 14 სექ­ტემ­ბე­რი - კო­რო­ნა­ვირუ­სის 180 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს იმ ფონ­ზე ხდე­ბა, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ და უბ­რა­ლოდ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ჩა­კე­ტი­ლი ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რია.

არ ხუ­რუ­ლა არც კა­ფე­ე­ბი, თუმ­ცა ასეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და, რად­გა­ნაც ადა­მი­ან­თა ნა­წილ­მა თა­ვად გა­და­წყვი­ტა, რომ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს მო­რი­დე­ბო­და

რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კას, ამ კომ­პო­ნენ­ტშიც კლე­ბის ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა. გა­ზა­ფხულ­სა და ზა­ფხულ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად გარ­დაც­ვა­ლე­ბის ათო­ბით შემ­თხვე­ვას აღ­წერ­დნენ, თუმ­ცა ახლა ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რა­დაა. 8 და 10 სექ­ტემ­ბერს გარ­დაც­ვა­ლე­ბის თითო-თითო შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა, ხოლო 15 სექ­ტემ­ბერს ვირუ­სით 4 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

ფოტო 2020 წლის 8 მა­ისს, სტოკ­ჰოლმში, Ralambshov-ის პარკშია გა­და­ღე­ბუ­ლი და მას­ზე ნათ­ლად ჩანს სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვის შვე­დუ­რი მა­გა­ლი­თი

"ჩვე­ნი მიდ­გო­მა მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვად გა­ი­თა­ვი­სონ ყო­ვე­ლი­ვე და და­იც­ვან რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც გუ­ლის­ხმობს სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­ას, ჰი­გი­ე­ნის დაც­ვას და პი­რად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად სხვა მე­თო­დი, ან მე­დი­კა­მენ­ტი არ არ­სე­ბობს, სა­ნამ ვაქ­ცი­ნა არ იქ­ნე­ბა“, - ამ­ბობს შვე­დე­თის ჯან­დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, იო­ჰან კარლ­სო­ნი.

ამას­თან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცია იყო ისიც, რომ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ სახ­ლში უმ­ნიშ­ვნე­ლო სიმპტო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი, გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბო­დათ ხან­ში შე­სულ ადა­მი­ა­ნებს, თუმ­ცა ეს იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც შვე­დი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და დღეს უკვე სა­უბ­რო­ბენ კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის შვე­დუ­რი მო­დე­ლის წარ­მა­ტე­ბა­ზე, რაც ბოლო დღე­ე­ბის სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­შიც კარ­გად ჩანს.

“ჩვე­ნი სტრა­ტე­გია თან­მიმ­დევ­რუ­ლი და მდგრა­დი იყო და ახლა სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის უფრო და­ბა­ლი რის­კი გვაქვს“, - ამ­ბობს შვე­დი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი იო­ნას ლუდ­ვიგ­სო­ნი და დას­ძენს, რომ ამ ეტაპ­ზე შვე­დე­თი სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით იმუ­ნი­ტე­ტის უფრო "მა­ღალ დო­ნე­ზეა"

სა­ერ­თო ჯამ­ში, შვე­დეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 87 345 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით, ამ ეტაპ­ზე, მსოფ­ლი­ოს 30-ე ქვე­ყა­ნაა, ვირუ­სით ქვე­ყა­ნა­ში 5 851 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
58

6000 ასმდე გარდაცვლილი და 87000 დაინფიცირებული არაფერია 

ზურაბ
37

ჩვენი ტემპერამენტიდან გამომდინარე, თავიდანვე შვედებისთვის რომ მიგვებაძა,საქართველოში ნახევარი დაინფიცირებული იქნებოდა მეორე ნახევარი, მართვით სუნთქვაზე მიერთებული. გარდაცვლილების რაოდენობაზე,არაფერს ვამბობ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

გაამართლა თუ არა კორონავირუსთან ბრძოლის შვედურმა მოდელმა? - "ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იკლებს და ვირუსის გავრცელების ნაკლები რისკი გვაქვს"

გაამართლა თუ არა კორონავირუსთან ბრძოლის შვედურმა მოდელმა? - "ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იკლებს და ვირუსის გავრცელების ნაკლები რისკი გვაქვს"

კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად შვედეთმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული მეთოდი აირჩია. მაშინ, როცა უმეტეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, კარანტინი დაწესდა და ვირუსის საფრთხის გამო მილიონობით ადამიანი სახლებში იყო გამოკეტილი, შვედეთში მოქალაქეები ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებდნენ - არ ეკრძალებოდათ გარეთ გასვლა, მეგობრებთან ერთად კაფეებში თავშეყრა, არც სალონები დახურულა.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი ვირუსთან გასამკლავებლად ადამიანების პირად პასუხისმგებლობაზე საუბრობდნენ. მათ არ დაუწესებიათ შეზღუდვები, მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემდნენ.

მაშინ, როცა მსოფლიოს ქვეყნებში კარანტინი დაწესდა, შვედები ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებდნენ

ვირუსთან ბრძოლის შვედურ მოდელს ბევრი სკეპტიკურად უყურებდა. აკრიტიკებდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიკოსები. მომზადდა კვლევაც, სადაც საუბარი შეეხებოდა იმას, რომ მსგავსი დამოკიდებულება შესაძლოა, დამღუპველი ყოფილიყო. სტატისტიკის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კორონავირუსით სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც სწორედ შვედეთში ჰქონდათ (აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების სტატისტიკა ასეთი აღარ არის).

ზოგიერთი ინფექციონისტი ზაფხულში უკვე საუბრობდა მტკიცებით ფორმაში იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის შვედურმა მოდელმა არ გაამართლა.

  • რა ხდება შვედეთში დღეს?

მიუხედავად კრიტიკისა, შვედეთის მთავრობას ვირუსთან ბრძოლის პოლიტიკა არ შეუცვლია და დღეს უკვე ქვეყანაში ვირუსის გავრცელების და ახალი ინფიცირებულების რაოდენობის მიხედვით, სიტუაცია მკვეთრად შეცვლილია.

როგორც სააგენტო "როიტერსი“ წერს, სექტემბრის დასაწყისში შვედეთში ჩაატარეს კორონავირუსზე რეკორდული რაოდენობის, 120 000 ტესტი და ტესტირებულთა შორის COVID-19 მხოლოდ 1 300 ადამიანს გამოუვლინდა.

Storsjon-ის ტბის სანაპირო, სადაც ჩანს, თუ როგორ იცავენ სოციალურ დისტანციას შვედები

მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებში ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღეებია მკვეთრად მატულობს და ზოგ ქვეყანაში 7 000-ს სცდება (მაგალითად, საფრანგეთში), შვედეთში მსგავსი არაფერია.

ქვეყანაში ახალი ინფიცირებულების ბოლო დღეების სტატისტიკა ასეთია:

  • 11 სექტემბერი - 292 დადასტურებული შემთხვევა
  • 12 სექტემბერი - 206 შემთხვევა
  • 13 სექტემბერი - 106 შემთხვევა
  • 14 სექტემბერი - კორონავირუსის 180 ახალი დადასტურებული შემთხვევა

აღსანიშნავია, რომ ეს იმ ფონზე ხდება, როცა ადამიანები ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობენ და უბრალოდ ითვალისწინებენ ხელისუფლების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ჩაკეტილი ქვეყანაში არაფერია.

არ ხურულა არც კაფეები, თუმცა ასეთ დაწესებულებებში ხალხის რაოდენობა შემცირდა, რადგანაც ადამიანთა ნაწილმა თავად გადაწყვიტა, რომ ხალხმრავალ ადგილებს მორიდებოდა

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, ამ კომპონენტშიც კლების ტენდენცია შეინიშნება. გაზაფხულსა და ზაფხულში ყოველდღიურად გარდაცვალების ათობით შემთხვევას აღწერდნენ, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. 8 და 10 სექტემბერს გარდაცვალების თითო-თითო შემთხვევა დაფიქსირდა, მომდევნო დღეებში გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა, ხოლო 15 სექტემბერს ვირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა.

ფოტო 2020 წლის 8 მაისს, სტოკჰოლმში, Ralambshov-ის პარკშია გადაღებული და მასზე ნათლად ჩანს სოციალური დისტანციის დაცვის შვედური მაგალითი

"ჩვენი მიდგომა მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანებმა თავად გაითავისონ ყოველივე და დაიცვან რეკომენდაციები, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანციას, ჰიგიენის დაცვას და პირად პასუხისმგებლობას. ვირუსთან საბრძოლველად სხვა მეთოდი, ან მედიკამენტი არ არსებობს, სანამ ვაქცინა არ იქნება“, - ამბობს შვედეთის ჯანდაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორი, იოჰან კარლსონი.

ამასთან, ხელისუფლების რეკომენდაცია იყო ისიც, რომ დარჩენილიყვნენ სახლში უმნიშვნელო სიმპტომების შემთხვევაშიც კი, განსაკუთრებით ეს ეხებოდათ ხანში შესულ ადამიანებს, თუმცა ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაცია, რომელიც შვედი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა გაითვალისწინა და დღეს უკვე საუბრობენ კორონავირუსთან ბრძოლის შვედური მოდელის წარმატებაზე, რაც ბოლო დღეების სტატისტიკურ მონაცემებშიც კარგად ჩანს.

“ჩვენი სტრატეგია თანმიმდევრული და მდგრადი იყო და ახლა სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვირუსის გავრცელების უფრო დაბალი რისკი გვაქვს“, - ამბობს შვედი ეპიდემიოლოგი, პროფესორი იონას ლუდვიგსონი და დასძენს, რომ ამ ეტაპზე შვედეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით იმუნიტეტის უფრო "მაღალ დონეზეა"

საერთო ჯამში, შვედეთში კორონავირუსით 87 345 ადამიანი დაინფიცირდა და ამ მაჩვენებლით, ამ ეტაპზე, მსოფლიოს 30-ე ქვეყანაა, ვირუსით ქვეყანაში 5 851 პაციენტი გარდაიცვალა.

"ბაიდენს შეუძლია ყარაბაღის შესახებ შეთანხმების დეზავუირება მოახდინოს" - არის თუ არა აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლა ამიერკავკასიისთვის საფრთხის მომტანი?

მსახიობი არმენ ჯიგარხანიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

"რაღაც ძალიან ყალბი ხდება“ - ილონ მასკის თქმით, კორონავირუსის 4 ტესტი გაიკეთა და განსხვავებული პასუხები მიიღო