პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც თხილის პლანტაცია აჩეხა, უკვე ნანობს, წელს ბარაქიანი მოსავალია" - რა შეცდომებს უშვებენ მეურნეები, რაც ნაყოფს აავადებს?
"ვინც თხილის პლანტაცია აჩეხა, უკვე ნანობს, წელს ბარაქიანი მოსავალია" - რა შეცდომებს უშვებენ მეურნეები, რაც ნაყოფს აავადებს?

სა­ქარ­თვე­ლო­ში თხი­ლი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთ მთა­ვარ სა­ექ­სპორ­ტო კულ­ტუ­რად და გლე­ხის შე­მო­სავ­ლის წყა­როდ ით­ვლე­ბო­და, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წე­ლია ხა­რის­ხიც და­უქ­ვე­ით­და და, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ი­აფ­და კი­დეც. ამის გამო ზო­გი­ერ­თმა მე­ურ­ნემ მას ზურ­გი აქ­ცია. გუ­რი­ა­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში ბევ­რმა პლან­ტა­ცი­ე­ბი გა­ჩე­ხა, მაგ­რამ არა ყვე­ლამ - ისი­ნი მოთ­მი­ნე­ბით ელო­დე­ბოდ­ნენ, რო­დის ეშ­ვე­ლე­ბო­და რამე ქარ­თულ თხილს. თუმ­ცა თხილს რომ ისე­ვე სჭირ­დე­ბა მოვ­ლა, რო­გორც სხვა კულ­ტუ­რებს, უმ­რავ­ლე­სო­ბას აზ­რა­დაც არ მოს­დი­ო­და. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ით­ქმის და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე, სა­დაც თხი­ლი მო­სა­ვალს ყო­ველ­გვა­რი და­მუ­შა­ვე­ბის გა­რე­შეც იძ­ლე­ო­და. ახლა კი და­კარ­გულ­მა შე­მო­სა­ვალ­მა სა­ხელ­მწი­ფოც და გლე­ხიც გა­მო­ა­ფხიზ­ლა - დარ­წმუნ­დნენ, რომ თუ თხილს არ მო­უვ­ლი, არა­ფერს მოგ­ცემს. სა­მეგ­რე­ლო­შიც ასე მოხ­და.

გია და­ნე­ლია, თხი­ლის პლან­ტა­ცი­ის მფლო­ბე­ლი:

- თხი­ლის დაც­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იმ წე­ლი­წადსვე უნდა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი­ყო, როცა ექ­სპორ­ტმა ჩა­ვარ­დნა და­ი­წყო, და არა წლე­ბის შემ­დგომ. სა­ხელ­მწი­ფომ დაგ­ვი­ა­ნე­ბით ატე­ხა გან­გა­ში და ისიც არას­რულ­ყო­ფი­ლად. თი­თო­ე­ულ სო­ფელს, სა­დაც თხი­ლი მო­დი­ო­და, ახ­სნა სჭირ­დე­ბო­და, რო­გორ გა­და­ერ­ჩი­ნათ თხი­ლი, და არა გაკ­რი­ტი­კე­ბა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გლეხს მოვ­ლის კულ­ტუ­რა არა აქ­ვსო. როცა თხი­ლი ისე­დაც გვაძ­ლევ­და კარგ მო­სა­ვალს, რა და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა მიგ­ვე­ღო?!

თხი­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში მის­მა ქა­ო­სუ­რად გა­შე­ნე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ეს იმ­თა­ვით­ვე უნდა აკ­რძა­ლუ­ლი­ყო. თუმ­ცა რო­გორც კი მივ­ხვდით, რომ თხი­ლის და­ა­ვა­დე­ბა ნი­ა­და­გის ბრა­ლი იყო, მა­შინ­ვე და­ვი­წყეთ ფიქ­რი, რო­გორ გვეშ­ვე­ლა პლან­ტა­ცი­ე­ბის­თვის. გუ­რია-სა­მეგ­რე­ლოს თხი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი გრუნ­ტის წყლებ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი - მი­წის ზე­და­პი­რი­დან მეტ­რის სიღ­რმე­ზე თხილს ფეს­ვე­ბი წყალ­ში აქვს. ამი­ტო­მაც დრე­ნა­ჟე­ბი გა­ვა­კე­თეთ - მი­წა­ში მი­ლე­ბი ჩა­ვა­წყვეთ, რომ წყა­ლი გა­წო­ვი­ლი­ყო, ან სფე­რო­სებ­რი ნაკ­ვე­თე­ბი გა­ვა­კე­თეთ, რა­მაც პლან­ტა­ცი­ე­ბი­დან წყლის გა­დი­ნე­ბა გა­ა­ი­ო­ლა. ამან დიდი ხარ­ჯი მო­ი­თხო­ვა, სა­მა­გი­ე­როდ, თხილ­მა ამო­ი­სუნ­თქა.

- თუმ­ცა არ შე­იძ­ლე­ბა თხი­ლის პლან­ტა­ცია არ გა­ის­ხლას, რო­გორც ამას ბევ­რი არ აკე­თებ­და.

- არ აკე­თებ­და, იმი­ტომ, რომ თხი­ლი მა­ინც იძ­ლე­ო­და მო­სა­ვალს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა და ახლა ყვე­ლამ იცის, რომ თუ არ მო­უვ­ლის, არც მო­სა­ვა­ლი ექ­ნე­ბა. მე პლან­ტა­ცი­ის მოვ­ლას შე­მოდ­გო­მი­დან­ვე ვი­წყებ, რო­დე­საც ფოთ­ლე­ბის გა­ტა­ნაა სა­ჭი­რო. სხვა­თა შო­რის, ამის­თვის შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვი გზა გა­მოვ­ნა­ხე, რო­მელ­საც ყვე­ლას ვურ­ჩევ, ვი­საც პლან­ტა­ცია ფერ­დობ­ზე აქვს - ფერ­დობს რუ­ე­ბის­თვის კა­ლა­პო­ტი და­ვა­ყო­ლე. მას მერე წვი­მის წყალს თხი­ლის ფო­თო­ლი მი­აქვს, რაც რჩე­ბა, მე გა­მაქვს. შე­მოდ­გო­მა­ზე­ვე ვი­წყებ გას­ხვლა­საც. შე­წამ­ვლით შარ­შან ხუთ­ჯერ შევ­წამ­ლე, მაგ­რამ რაკი აგ­რო­ვა­და და­ვარ­ღვიე, ხე­ი­რი­ა­ნი მო­სა­ვა­ლი არ მომ­ცა, წლე­ულს კი მოვ­ლის ყვე­ლა ვადა და­ვი­ცა­ვი და მო­სა­ვა­ლიც მაქვს - და­ახ­ლო­ე­ბით 1 ტონა 0,5 ჰექ­ტარ­ზე. ეს მა­შინ, როცა მძი­მე გას­ხვლა ნა­ხე­ვარ პლან­ტა­ცი­ა­ში ჩა­ვა­ტა­რე და თხილს მო­სავ­ლის მომ­ცე­მი ძვე­ლი ტო­ტე­ბი აღარ ჰქონ­და. ახლა ბევ­რი ჩემ­სა­ვით უვ­ლის პლან­ტა­ცი­ას. თუმ­ცა ჩვენ­ში ბევ­რი მე­ურ­ნეა, რომ­ლებ­მაც და­ა­ვა­დე­ბუ­ლი თხი­ლის მოვ­ლით თავი არ შე­ი­წუ­ხეს და პლან­ტა­ცი­ე­ბი გა­ჩე­ხეს.

- ნაც­ვლად რა და­თე­სეს?

- სი­მინ­დი, მაგ­რამ ის თხი­ლი­სო­დე­ნა მო­სა­ვალს მა­ინც ვერ მოგ­ვცემს, ამი­ტომ ახლა ნა­ნო­ბენ, რა­ტომ ავ­ჩე­ხე­თო. ჯან­სა­ღი და მოვ­ლი­ლი პლან­ტა­ცია რომ ნა­ხეს, ბევ­რმა მო­ინ­დო­მა ახ­ლის გა­შე­ნე­ბა. მე უკვე ისე­თი ხა­რის­ხის თხი­ლი მაქვს, 10 ცალი შე­იძ­ლე­ბა ისე გა­ტე­ხო, უვარ­გის­გუ­ლი­ა­ნი ერ­თიც არ შეგ­ხვდეს. ჩვენს მხა­რე­ში ამ­ხე­ლა შე­მო­სავ­ლის მომ­ცე­მი კულ­ტუ­რა არ არის. მარ­ტვილ­ში ტო­ნო­ბით თხი­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ჯერ კი­დევ მა­შინ ვა­ხერ­ხებ­დით, რო­დე­საც მო­სავ­ლის გა­ტა­ნა უცხო­ეთ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. დღეს ჩვე­ნი თხი­ლი ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე გა­დის და რო­გორ არ უნდა მი­ხე­დო. დღეს თხილს უკვე 5 ლა­რად ვყი­დით. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"ვინც თხილის პლანტაცია აჩეხა, უკვე ნანობს, წელს ბარაქიანი მოსავალია" - რა შეცდომებს უშვებენ მეურნეები, რაც ნაყოფს აავადებს?

"ვინც თხილის პლანტაცია აჩეხა, უკვე ნანობს, წელს ბარაქიანი მოსავალია" - რა შეცდომებს უშვებენ მეურნეები, რაც ნაყოფს აავადებს?

საქართველოში თხილი მრავალი წლის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო კულტურად და გლეხის შემოსავლის წყაროდ ითვლებოდა, მაგრამ რამდენიმე წელია ხარისხიც დაუქვეითდა და, ბუნებრივია, გაიაფდა კიდეც. ამის გამო ზოგიერთმა მეურნემ მას ზურგი აქცია. გურიასა და სამეგრელოში ბევრმა პლანტაციები გაჩეხა, მაგრამ არა ყველამ - ისინი მოთმინებით ელოდებოდნენ, როდის ეშველებოდა რამე ქართულ თხილს. თუმცა თხილს რომ ისევე სჭირდება მოვლა, როგორც სხვა კულტურებს, უმრავლესობას აზრადაც არ მოსდიოდა. ეს განსაკუთრებით ითქმის დასავლეთ საქართველოზე, სადაც თხილი მოსავალს ყოველგვარი დამუშავების გარეშეც იძლეოდა. ახლა კი დაკარგულმა შემოსავალმა სახელმწიფოც და გლეხიც გამოაფხიზლა - დარწმუნდნენ, რომ თუ თხილს არ მოუვლი, არაფერს მოგცემს. სამეგრელოშიც ასე მოხდა.

გია დანელია, თხილის პლანტაციის მფლობელი:

- თხილის დაცვის ღონისძიებები იმ წელიწადსვე უნდა შემუშავებულიყო, როცა ექსპორტმა ჩავარდნა დაიწყო, და არა წლების შემდგომ. სახელმწიფომ დაგვიანებით ატეხა განგაში და ისიც არასრულყოფილად. თითოეულ სოფელს, სადაც თხილი მოდიოდა, ახსნა სჭირდებოდა, როგორ გადაერჩინათ თხილი, და არა გაკრიტიკება, დასავლეთ საქართველოში გლეხს მოვლის კულტურა არა აქვსო. როცა თხილი ისედაც გვაძლევდა კარგ მოსავალს, რა დამატებითი ღონისძიებები უნდა მიგვეღო?!

თხილის დაავადებები სინამდვილეში მისმა ქაოსურად გაშენებამ გამოიწვია. ეს იმთავითვე უნდა აკრძალულიყო. თუმცა როგორც კი მივხვდით, რომ თხილის დაავადება ნიადაგის ბრალი იყო, მაშინვე დავიწყეთ ფიქრი, როგორ გვეშველა პლანტაციებისთვის. გურია-სამეგრელოს თხილის პლანტაციების ნაწილი გრუნტის წყლებზეა გაშენებული - მიწის ზედაპირიდან მეტრის სიღრმეზე თხილს ფესვები წყალში აქვს. ამიტომაც დრენაჟები გავაკეთეთ - მიწაში მილები ჩავაწყვეთ, რომ წყალი გაწოვილიყო, ან სფეროსებრი ნაკვეთები გავაკეთეთ, რამაც პლანტაციებიდან წყლის გადინება გააიოლა. ამან დიდი ხარჯი მოითხოვა, სამაგიეროდ, თხილმა ამოისუნთქა.

- თუმცა არ შეიძლება თხილის პლანტაცია არ გაისხლას, როგორც ამას ბევრი არ აკეთებდა.

- არ აკეთებდა, იმიტომ, რომ თხილი მაინც იძლეოდა მოსავალს, მაგრამ ყველაფერი იცვლება და ახლა ყველამ იცის, რომ თუ არ მოუვლის, არც მოსავალი ექნება. მე პლანტაციის მოვლას შემოდგომიდანვე ვიწყებ, როდესაც ფოთლების გატანაა საჭირო. სხვათა შორის, ამისთვის შედარებით მარტივი გზა გამოვნახე, რომელსაც ყველას ვურჩევ, ვისაც პლანტაცია ფერდობზე აქვს - ფერდობს რუებისთვის კალაპოტი დავაყოლე. მას მერე წვიმის წყალს თხილის ფოთოლი მიაქვს, რაც რჩება, მე გამაქვს. შემოდგომაზევე ვიწყებ გასხვლასაც. შეწამვლით შარშან ხუთჯერ შევწამლე, მაგრამ რაკი აგროვადა დავარღვიე, ხეირიანი მოსავალი არ მომცა, წლეულს კი მოვლის ყველა ვადა დავიცავი და მოსავალიც მაქვს - დაახლოებით 1 ტონა 0,5 ჰექტარზე. ეს მაშინ, როცა მძიმე გასხვლა ნახევარ პლანტაციაში ჩავატარე და თხილს მოსავლის მომცემი ძველი ტოტები აღარ ჰქონდა. ახლა ბევრი ჩემსავით უვლის პლანტაციას. თუმცა ჩვენში ბევრი მეურნეა, რომლებმაც დაავადებული თხილის მოვლით თავი არ შეიწუხეს და პლანტაციები გაჩეხეს.

- ნაცვლად რა დათესეს?

- სიმინდი, მაგრამ ის თხილისოდენა მოსავალს მაინც ვერ მოგვცემს, ამიტომ ახლა ნანობენ, რატომ ავჩეხეთო. ჯანსაღი და მოვლილი პლანტაცია რომ ნახეს, ბევრმა მოინდომა ახლის გაშენება. მე უკვე ისეთი ხარისხის თხილი მაქვს, 10 ცალი შეიძლება ისე გატეხო, უვარგისგულიანი ერთიც არ შეგხვდეს. ჩვენს მხარეში ამხელა შემოსავლის მომცემი კულტურა არ არის. მარტვილში ტონობით თხილის რეალიზაციას ჯერ კიდევ მაშინ ვახერხებდით, როდესაც მოსავლის გატანა უცხოეთში შეუძლებელი იყო. დღეს ჩვენი თხილი ევროკავშირის ბაზარზე გადის და როგორ არ უნდა მიხედო. დღეს თხილს უკვე 5 ლარად ვყიდით. წაიკითხეთ სრულად

"ქვეყანაში არის ფორს-მაჟორი და დაკეტილი მცირე ბიზნესი პროცენტებს ვერ გადაიხდის - თუ ზარალობს ხალხი, უნდა იზარალოს ბანკმაც" - დავით ჭიჭინაძე

რა ღირს გასაქირავებელი ბინები თბილისში და რომელ უბნებში გაიაფდა ქირის საფასური?

ბართან მომსახურება იკრძალება - რა ვალდებულებები და შეზღუდვები აქვთ კაფეებსა და რესტორნებს