სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს

ალ­ბათ შენც, ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის 99%-ს, სმარ­ტფო­ნით გა­და­გი­ღია ვი­დეო პორ­ტრე­ტულ რე­ჟიმ­ში, ხოლო შემ­დეგ ტე­ლე­ვი­ზო­რის ან კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­ზე გი­ყუ­რე­ბია ვიწ­რო გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც გარ­შე­მო ორი მოზ­რდი­ლი შავი ფო­ნით არის გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი!? ზუს­ტად ამ პრობ­ლე­მას სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კიდ­ნენ სამ­სუნ­გის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და შექ­მნეს ტე­ლე­ვი­ზო­რი, რო­მე­ლიც ბრუ­ნავს იმის­თვის რომ შენს მიერ „უკუღ­მა“ გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს მო­ერ­გოს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ხუმ­რო­ბით, რე­ა­ლუ­რად კი სამ­სუნ­გმა ნამ­დვი­ლი მონ­სტრი მულ­ტი­მე­დი­უ­რი კომ­პლექ­სი შეს­თა­ვა­ზა მომ­ხმა­რებ­ლებს. The Sero უნი­კა­ლუ­რი კონ­ცეპ­ტია, რომ­ლის მსგავ­სი ჯერ ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­დუსტრი­ას არ ახ­სოვს. ეს გახ­ლავთ უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ით და­ხუნძლუ­ლი, სამ­სუნ­გი­სე­უ­ლი ტოპ ხა­რის­ხის QLED 4K ეკ­რა­ნით აღ­ჭურ­ვი­ლი მო­ტო­რი­ზე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რი, რო­მე­ლიც ბრუ­ნავს 360 გრა­დუ­სით და პო­ზი­ცი­ას არ­გებს გად­მო­ცე­მულ ფოტო/ვი­დეო ქონ­თენთს, არის ის ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ, თუ ვერ­ტი­კა­ლურ ფორ­მატ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი.

„ოდეს­მე გი­ნატ­რია, შენი სმარ­ტფო­ნი იყოს ისე­თი­ვე დიდი, რო­გორც ტე­ლე­ვი­ზო­რის ეკ­რა­ნია?!’ – მა­შინ ეს ტე­ლე­ვი­ზო­რი შე­ნია. The Sero ზუს­ტად გად­მოს­ცემს აპ­ლი­კა­ცი­ებს და მო­ბი­ლურ ფოტო/ვი­დეო კო­ლექ­ცი­ას პორ­ტრე­ტულ რე­ჟიმ­ში, ხოლო საყ­ვა­რელ ფილ­მებს და სე­რი­ა­ლებს 90 გრა­დუ­სი­ა­ნი ბრუ­ნით ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ სიბ­რტყე­ში გად­მორ­თავს.

გარ­და იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რი სამ­სუნგს „ლა­იფსტა­ილ“ კლას­ში ყავს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რაც მის ყვე­ლა დე­ტალს ეტყო­ბა, და­წყე­ბუ­ლი დის­ტან­ცი­უ­რი პულ­ტით და დამ­თავ­რე­ბუ­ლი ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სად­გა­მით, The Sero-ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სრუ­ლი­ად „აუ­დი­ფი­ლი­უ­რი“ სის­ტე­მა. 60 ვა­ტის სიმ­ძლავ­რის მქო­ნე 4.1 არ­ხი­ან დი­ნა­მიკს პრე­მი­ა­ლუ­რი კლა­სის ხმის გად­მო­ცე­მის უნა­რი აქვს. 2 ტვი­ტე­რი, 2 სა­შუ­ა­ლო სიხ­ში­რუ­ლი და 2 და­ბალ­სიხ­ში­რუ­ლი დი­ნა­მი­კი თან­წყო­ბი­ლია საბ­ვუ­ფერ­თან - ასეთ გან­ლა­გე­ბას უმე­ტეს მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტრებ­შიც ვერ შეხ­ვდე­ბით. The Sero და­ხუნძლუ­ლია Dolby-ს სის­ტე­მის კო­დე­კე­ბით: Dolby Digital Plus, Dolby 5.1 Decoder და ასე­ვე ისე­თი ფუნ­ქცი­ე­ბით, რო­გო­რიც არის Dialog Enhancement და სხვა. ასე­თი ტი­პის აუ­დიო სის­ტე­მით ტე­ლე­ვი­ზორს შე­უძ­ლია გად­მოს­ცეს ღრმა ბასი და ვირ­ტუ­ა­ლუ­რი კი­ნო­დარ­ბა­ზის ეფექ­ტი შეს­ძი­ნოს სტან­დარ­ტულ ოთახს.

რა თქმა უნდა ტე­ლე­ვი­ზო­რი Tizen ოპე­რა­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე მუ­შა­ობს და რო­გორც სხვა სმარტ მო­წყო­ბი­ლო­ბებს, ყვე­ლა­ნა­ი­რი ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი სმარ­ტფო­ნი­დან შენი ქონ­თენ­თის სთრი­მინ­გია. The Sero თავ­სე­ბა­დია ყვე­ლა ტი­პის ჭკვი­ან მო­წყო­ბი­ლო­ბებ­თან, იქ­ნე­ბა ეს კომ­პა­ნია ეფ­ლის პრო­დუქ­ცია, თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ან­დრო­იდ სმარ­ტფო­ნი. ტე­ლე­ვი­ზორ­ში ჩა­შე­ნე­ბუ­ლია Airplay 2, რო­მე­ლიც აუ­დიო/ვი­დე­ოს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ხა­რის­ხით, უდა­ნა­კარ­გოდ, გაგ­ზავ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ტე­ლე­ვი­ზო­რი ასე­ვე თავ­სე­ბა­დია ან­დრო­ი­დის გუგლ ასის­ტან­ტთან, სამ­სუნ­გის ბიქსბი­სა და ამა­ზო­ნის ალექ­სას­თან.

The Sero გა­მორ­თვი­სას გა­და­დის ე.წ. ფო­ნურ (Ambient) რე­ჟიმ­ში და პორ­ტრე­ტუ­ლი დგო­მის დროს - სა­ა­თის, ფოტო კო­ლა­ჟის, პოს­ტე­რის, ხმის გად­მო­ცე­მის ან სი­ნე­მაგ­რა­ფის რე­ჟიმ­ში გა­და­დის. ეს ტე­ლე­ვი­ზო­რის დე­კო­რა­ტი­ულ რე­ჟი­მია, რო­მე­ლიც ოთა­ხის გან­წყო­ბას გან­სა­ზღვრავს, გად­მოს­ცემს საყ­ვა­რელ ფო­ტო­ებს შენი ფოტო ალ­ბო­მი­დან, ან შენი აუ­დიო კო­ლექ­ცი­ის სუ­პერ აუ­დიო სის­ტე­მა­ზე გაშ­ვე­ბას­თან ერ­თად ეკ­რან­ზე აუ­დიო ტალ­ღებს გა­მო­სა­ხავს. და­მერ­წმუ­ნეთ, ნა­ხევ­რად გა­ნა­თე­ბულ ოთახ­ში ნამ­დვი­ლად გა­სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ო­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ას, The Sero აღ­ჭურ­ვი­ლია 43 ინ­ჩი­ა­ნი 4K კვან­ტუ­რი წერ­ტი­ლე­ბის მქო­ნე QLED ეკ­რა­ნით, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია სამ­სუნ­გის ინო­ვა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. კვან­ტუ­რი წერ­ტი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ეკ­რან­ზე მი­ლი­არ­დზე მეტი ფე­რის აღ­წარ­მო­ე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც უთა­ნაბრდე­ბა კინო დარ­ბა­ზებ­ში არ­სე­ბულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს და „ფარ­თო ეკ­რა­ნის“ გა­მოც­დი­ლე­ბა პერ­სო­ნა­ლურ სივ­რცე­ში გად­მო­აქვს. ტე­ლე­ვი­ზო­რი იყე­ნებს ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზე ბა­ზი­რე­ბულ AI Upscaling ტექ­ნო­ლო­გი­ას, რო­მე­ლიც გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის 4K რე­ზო­ლუ­ცი­ამ­დე კონ­ვერ­ტა­ცი­ას ახ­დენს, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ გად­მო­ცე­მუ­ლი ვი­დე­ოს ხა­რის­ხი 4K-ზე ნაკ­ლე­ბია. The Sero-ს გა­აჩ­ნია Adaptive Picture, Adaptive Sound+ და Active Voice Amplifier ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­რე­მო სივ­რცის, მისი გა­ნა­თე­ბის და გარე ხმა­უ­რის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბით გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის და აუ­დიო ნა­წი­ლის კო­რექ­ტი­რე­ბას ახ­დე­ნენ, ისე რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი სრუ­ლი­ად ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყოს სა­ნა­ხა­ო­ბა­ზე.

რაც მთა­ვა­რია, ტე­ლე­ვი­ზო­რი იყე­ნებს სამ­სუნ­გის SmartThings აპ­ლი­კა­ცი­ას, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ის ჭკვი­ა­ნი სახ­ლის ნამ­დვი­ლი მარ­გა­ლი­ტი ხდე­ბა. ტე­ლე­ვი­ზო­რის მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია სახ­ლში გან­თავ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა მო­წყო­ბი­ლო­ბის პა­რა­მეტ­რებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და მარ­თვა. SmartThings აპ­ლი­კა­ცია თავ­სე­ბა­დია 1000-ზე მეტ მო­წყო­ბი­ლო­ბას­თან და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია სახ­ლის გა­ნა­თე­ბის, მა­ცივ­რის, სა­რე­ცხი მან­ქა­ნის და სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თვა.

The Sero-ს პრე­ზენ­ტა­ცია თბი­ლის­ში 2020 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. პრო­დუქ­ტის გა­ყიდ­ვის და­წყე­ბას კომ­პა­ნია ამა­ვე თვე­ში გეგ­მავს. ყვე­ლას გირ­ჩევთ, ეს­ტუმ­როთ სამ­სუნ­გის პარტნი­ორ მა­ღა­ზი­ებს და თქვე­ნი თვა­ლით იხი­ლოთ სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი სმარტ ტე­ლე­ვი­ზო­რი.

R

სოს
0

საქარᲗველოᲨი რომ Შემოვა ეᲦირება რამდენიმე ᲐᲗასი...ქარᲗველი გაუმაᲫᲦარი ბიზმესმენების ფონზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს

Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს

ალბათ შენც, ისევე როგორც მსოფლიო მოსახლეობის 99%-ს, სმარტფონით გადაგიღია ვიდეო პორტრეტულ რეჟიმში, ხოლო შემდეგ ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანზე გიყურებია ვიწრო გამოსახულებისთვის, რომელიც გარშემო ორი მოზრდილი შავი ფონით არის გარშემორტყმული!? ზუსტად ამ პრობლემას სერიოზულად მოეკიდნენ სამსუნგის ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები და შექმნეს ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის რომ შენს მიერ „უკუღმა“ გადაღებულ ვიდეოს მოერგოს.

ეს ყველაფერი ხუმრობით, რეალურად კი სამსუნგმა ნამდვილი მონსტრი მულტიმედიური კომპლექსი შესთავაზა მომხმარებლებს. The Sero უნიკალური კონცეპტია, რომლის მსგავსი ჯერ ტექნოლოგიურ ინდუსტრიას არ ახსოვს. ეს გახლავთ უახლესი ტექნოლოგიით დახუნძლული, სამსუნგისეული ტოპ ხარისხის QLED 4K ეკრანით აღჭურვილი მოტორიზებული ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს 360 გრადუსით და პოზიციას არგებს გადმოცემულ ფოტო/ვიდეო ქონთენთს, არის ის ჰორიზონტალურ, თუ ვერტიკალურ ფორმატში გადაღებული.

„ოდესმე გინატრია, შენი სმარტფონი იყოს ისეთივე დიდი, როგორც ტელევიზორის ეკრანია?!’ – მაშინ ეს ტელევიზორი შენია. The Sero ზუსტად გადმოსცემს აპლიკაციებს და მობილურ ფოტო/ვიდეო კოლექციას პორტრეტულ რეჟიმში, ხოლო საყვარელ ფილმებს და სერიალებს 90 გრადუსიანი ბრუნით ჰორიზონტალურ სიბრტყეში გადმორთავს.

გარდა იმისა, რომ აღნიშნული ტელევიზორი სამსუნგს „ლაიფსტაილ“ კლასში ყავს წარმოდგენილი, რაც მის ყველა დეტალს ეტყობა, დაწყებული დისტანციური პულტით და დამთავრებული ულტრათანამედროვე სადგამით, The Sero-ში გამოყენებულია სრულიად „აუდიფილიური“ სისტემა. 60 ვატის სიმძლავრის მქონე 4.1 არხიან დინამიკს პრემიალური კლასის ხმის გადმოცემის უნარი აქვს. 2 ტვიტერი, 2 საშუალო სიხშირული და 2 დაბალსიხშირული დინამიკი თანწყობილია საბვუფერთან - ასეთ განლაგებას უმეტეს მუსიკალურ ცენტრებშიც ვერ შეხვდებით. The Sero დახუნძლულია Dolby-ს სისტემის კოდეკებით: Dolby Digital Plus, Dolby 5.1 Decoder და ასევე ისეთი ფუნქციებით, როგორიც არის Dialog Enhancement და სხვა. ასეთი ტიპის აუდიო სისტემით ტელევიზორს შეუძლია გადმოსცეს ღრმა ბასი და ვირტუალური კინოდარბაზის ეფექტი შესძინოს სტანდარტულ ოთახს.

რა თქმა უნდა ტელევიზორი Tizen ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს და როგორც სხვა სმარტ მოწყობილობებს, ყველანაირი ფუნქციის შესრულება შეუძლია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი სმარტფონიდან შენი ქონთენთის სთრიმინგია. The Sero თავსებადია ყველა ტიპის ჭკვიან მოწყობილობებთან, იქნება ეს კომპანია ეფლის პროდუქცია, თუ ნებისმიერი სხვა ანდროიდ სმარტფონი. ტელევიზორში ჩაშენებულია Airplay 2, რომელიც აუდიო/ვიდეოს ყველაზე მაღალი ხარისხით, უდანაკარგოდ, გაგზავნის საშუალებას იძლევა. ტელევიზორი ასევე თავსებადია ანდროიდის გუგლ ასისტანტთან, სამსუნგის ბიქსბისა და ამაზონის ალექსასთან.

The Sero გამორთვისას გადადის ე.წ. ფონურ (Ambient) რეჟიმში და პორტრეტული დგომის დროს - საათის, ფოტო კოლაჟის, პოსტერის, ხმის გადმოცემის ან სინემაგრაფის რეჟიმში გადადის. ეს ტელევიზორის დეკორატიულ რეჟიმია, რომელიც ოთახის განწყობას განსაზღვრავს, გადმოსცემს საყვარელ ფოტოებს შენი ფოტო ალბომიდან, ან შენი აუდიო კოლექციის სუპერ აუდიო სისტემაზე გაშვებასთან ერთად ეკრანზე აუდიო ტალღებს გამოსახავს. დამერწმუნეთ, ნახევრად განათებულ ოთახში ნამდვილად გასაოცარი სანახაობაა.

რაც შეეხება ტექნოლოგიას, The Sero აღჭურვილია 43 ინჩიანი 4K კვანტური წერტილების მქონე QLED ეკრანით, რომელიც კომპანია სამსუნგის ინოვაციას წარმოადგენს. კვანტური წერტილების საშუალებით ეკრანზე მილიარდზე მეტი ფერის აღწარმოება არის შესაძლებელი, რაც უთანაბრდება კინო დარბაზებში არსებულ ტექნოლოგიებს და „ფართო ეკრანის“ გამოცდილება პერსონალურ სივრცეში გადმოაქვს. ტელევიზორი იყენებს ხელოვნურ ინტელექტზე ბაზირებულ AI Upscaling ტექნოლოგიას, რომელიც გამოსახულების 4K რეზოლუციამდე კონვერტაციას ახდენს, იმ შემთხვევაში თუ გადმოცემული ვიდეოს ხარისხი 4K-ზე ნაკლებია. The Sero-ს გააჩნია Adaptive Picture, Adaptive Sound+ და Active Voice Amplifier ტექნოლოგიები, რომლებიც გარემო სივრცის, მისი განათების და გარე ხმაურის გაანალიზებით გამოსახულების და აუდიო ნაწილის კორექტირებას ახდენენ, ისე რომ მაყურებელი სრულიად ფოკუსირებული იყოს სანახაობაზე.

რაც მთავარია, ტელევიზორი იყენებს სამსუნგის SmartThings აპლიკაციას, რომლის საშუალებითაც ის ჭკვიანი სახლის ნამდვილი მარგალიტი ხდება. ტელევიზორის მეშვეობით შესაძლებელია სახლში განთავსებული სხვადასხვა მოწყობილობის პარამეტრებზე დაკვირვება და მართვა. SmartThings აპლიკაცია თავსებადია 1000-ზე მეტ მოწყობილობასთან და მისი საშუალებით შესაძლებელია სახლის განათების, მაცივრის, სარეცხი მანქანის და სხვა მოწყობილობების დისტანციურად მართვა.

The Sero-ს პრეზენტაცია თბილისში 2020 წლის სექტემბერში გაიმართება. პროდუქტის გაყიდვის დაწყებას კომპანია ამავე თვეში გეგმავს. ყველას გირჩევთ, ესტუმროთ სამსუნგის პარტნიორ მაღაზიებს და თქვენი თვალით იხილოთ საუკუნის ყველაზე უცნაური სმარტ ტელევიზორი.

R

აქ.ახლა, აღმოაჩინე “საქართველო - მუზეუმი”

ტესტი: რამდენად ფლანგავ ფულს ტექნიკის ყიდვისას?

ძველთბილისური გასტრონომიული კულტურით შთაგონებული, თანამედროვე გასტრო-დუქანი