საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინტერპრესნიუსის" ექსკლუზივი - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძე დუმილს არღვევს: "კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათვიან უკანონობას"
"ინტერპრესნიუსის" ექსკლუზივი - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძე დუმილს არღვევს: "კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათვიან უკანონობას"

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მო­რაგ­ბე არ­ჩილ გაგ­ნი­ძე დუ­მილს არ­ღვევს.

და­კა­ვე­ბუ­ლი მო­რაგ­ბე პირ­ვე­ლად, "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რობს საქ­მის გარ­შე­მო სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ ის ხი­დის ქვეშ არ იმ­ყო­ფე­ბო­და და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის­თვის გზა არ მო­უჭ­რია.

სა­ა­გენ­ტოს­თვის გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში არ­ჩილ გაგ­ნი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს და პირ­დე­ბა, რომ ის ამ საქ­მე­ში მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას და­ამ­ტკი­ცებს.

მო­რაგ­ბის თქმით­ვე, ის გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ვი­დან­ვე თა­ნამ­შრომ­ლობ­და და არა­ნა­ი­რი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია არ და­უ­მა­ლავს.

"მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მივ­მარ­თო და გა­ვა­გე­ბი­ნო, რომ ყვე­ლა­ფერს, რა­საც ვხე­დავ ამ საქ­მის ირ­გვლივ, არის სი­ყალ­ბე და სიც­რუე. ვხე­დავ რო­გორ ცდი­ლობს ბრალ­დე­ბის მხა­რე ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე ჩვე­ნი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით და ყალ­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შექ­მნის მცდე­ლო­ბით ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ ხალ­ხის აზრი, რომ ჩვენ ვართ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ცხო­ნე­ბუ­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში.

კი­დევ ერთხელ გარ­წმუ­ნებთ, რომ მე არა­სო­დეს მქო­ნია მცდე­ლო­ბა და­მე­მა­ლა რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის, პი­რი­ქით მე მათ სრუ­ლად მი­ვა­წო­დე ყვე­ლა ის ინ­ფორ­მა­ცია და ასე­ვე წარ­მო­ვუდ­გი­ნე გა­უ­რე­ცხა­ვი ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც მეც­ვა იმ დღეს. ასე­ვე გა­და­ვე­ცი ჩემი ტე­ლე­ფო­ნი, რომ­ლი­და­ნაც წა­შა­ლეს ჩემი გა­და­ად­გი­ლე­ბის ტრა­ექ­ტო­რია, რაც ადას­ტუ­რებ­და იმას, რომ მე გა­და­ვე­დი ხიდ­ზე მარ­ჯვნივ და არ აწყობ­და გა­მო­ძი­ე­ბას, ვი­ნა­ი­დან ამით დამ­ტკიც­დე­ბო­და, რომ მე არა­ვის­თვის მო­მიჭ­რია გზა და არც ხი­დის ქვეშ ჩავ­სულ­ვარ.

ყვე­ლა­ფე­რი ეს ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ ხალ­ხში გა­ა­ჩი­ნონ გან­ცდა, რომ მათ გა­მო­ი­ძი­ეს საქ­მე და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი.

ყო­ვე­ლი­ვე ამას არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას­თან. მე კაცი ვარ და გა­ვუძ­ლებ ამ ცხრათ­ვი­ან უკა­ნო­ნო­ბას და გპირ­დე­ბით, რომ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვამ­ტკი­ცებ ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას", - აცხა­დებს გაგ­ნი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წმინდა გაგა
4

არც ერთი თქვენგანი არაა კაცი!!! სურვილი რამაც მაგ ხიდზე გაგიყვანა მარჯვნივ თუ მარცხნივ როგორც თავად ამბობ, უკვე ნიშნავს რომ კაცობისგან შორს ხარ!!!

ვანო
4

"მე კაცი ვარ"- თუ კაცი ხარ, თქვი ვინ მოკლა გიორგი

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ინტერპრესნიუსის" ექსკლუზივი - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძე დუმილს არღვევს: "კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათვიან უკანონობას"

"ინტერპრესნიუსის" ექსკლუზივი - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძე დუმილს არღვევს: "კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათვიან უკანონობას"

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე დუმილს არღვევს.

დაკავებული მორაგბე პირველად, "ინტერპრესნიუსთან" საუბრობს საქმის გარშემო საუბრობს და აცხადებს, რომ ის ხიდის ქვეშ არ იმყოფებოდა და გიორგი შაქარაშვილისთვის გზა არ მოუჭრია.

სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში არჩილ გაგნიძე საზოგადოებას მიმართავს და პირდება, რომ ის ამ საქმეში მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

მორაგბის თქმითვე, ის გამოძიებასთან თავიდანვე თანამშრომლობდა და არანაირი სახის ინფორმაცია არ დაუმალავს.

"მინდა საზოგადოებას მივმართო და გავაგებინო, რომ ყველაფერს, რასაც ვხედავ ამ საქმის ირგვლივ, არის სიყალბე და სიცრუე. ვხედავ როგორ ცდილობს ბრალდების მხარე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ჩვენი გამამართლებელი მტკიცებულებების განადგურებით და ყალბი მტკიცებულებების შექმნის მცდელობით ჩამოაყალიბონ ხალხის აზრი, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები ცხონებული გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაში.

კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ მე არასოდეს მქონია მცდელობა დამემალა რაიმე ინფორმაცია გამოძიებისათვის, პირიქით მე მათ სრულად მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია და ასევე წარმოვუდგინე გაურეცხავი ტანსაცმელი, რომელიც მეცვა იმ დღეს. ასევე გადავეცი ჩემი ტელეფონი, რომლიდანაც წაშალეს ჩემი გადაადგილების ტრაექტორია, რაც ადასტურებდა იმას, რომ მე გადავედი ხიდზე მარჯვნივ და არ აწყობდა გამოძიებას, ვინაიდან ამით დამტკიცდებოდა, რომ მე არავისთვის მომიჭრია გზა და არც ხიდის ქვეშ ჩავსულვარ.

ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ ხალხში გააჩინონ განცდა, რომ მათ გამოიძიეს საქმე და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები.

ყოველივე ამას არანაირი შეხება არ აქვს მართლმსაჯულებასთან. მე კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათვიან უკანონობას და გპირდებით, რომ აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას", - აცხადებს გაგნიძე.

"დაფისქირებული იყო, რომ მისთვის მძიმე იქნებოდა შვილის მკვლელობაში ბრალდებულების ნახვა" - პროკურორი განმარტავს, რა ეწერა შაქარაშვილის დედის წერილში

"წერილში განმარტავს, რატომ არ სურს სასამართლოში გამოცხადება" - გიორგი შაქარაშვილის დედამ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

"ერთმა მძღოლს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, მეორემ - შებოჭა" - თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს