კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირდაპირ რეანიმაციიდან, ფაქტობრივად, მომაკვდავი ბავშვი გაწერეს სარეაბილიტაციო ცენტრში" - რა პრეტენზიები აქვს გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახს კლინიკასთან
"პირდაპირ რეანიმაციიდან, ფაქტობრივად, მომაკვდავი ბავშვი გაწერეს სარეაბილიტაციო ცენტრში" - რა პრეტენზიები აქვს გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახს კლინიკასთან

8 ივ­ნისს, გორ­ში მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის დროს და­შა­ვე­ბულ 18 წლის ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვილს, რო­მე­ლიც 12 სექ­ტემ­ბერს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა, დღეს დაკ­რძა­ლა­ვენ. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ერეკ­ლეს მშობ­ლებს კი­თხვე­ბი აქვთ კლი­ნი­კას­თან, ექი­მებ­თან და მთელ რიგ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე, რო­გორც სა­მარ­თლებ­რი­ვად, ისე სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით, შე­სა­ბა­მის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბებს მო­ი­თხო­ვენ.

"ერეკ­ლეს ოჯახს აქვს პრე­ტენ­ზია და კი­თხვე­ბი კლი­ნი­კას­თან, სა­დაც მას მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბო­და და ასე­ვე ექი­მებ­თან. რო­დე­საც შემ­თხვე­ვი­დან პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ში გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბა, რომ ის ტრავ­მე­ბი, რაც აღე­ნიშ­ნე­ბო­და ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვილს, იყო სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი, ამის შემ­დეგ, კლი­ნი­კა"ჯერ­არსში“ ექი­მე­ბი იმედს აძ­ლევ­დნენ ოჯახს, რომ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე უმ­ჯო­ბეს­დე­ბო­და და უფრო მე­ტიც - კლი­ნი­კამ, პირ­და­პირ რე­ა­ნი­მა­ცი­ი­დან, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­მაკ­ვდა­ვი ბავ­შვი გა­წე­რა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში და ფაქ­ტი სა­ხე­ზეა - "ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ისე დამ­ძიმ­და ერეკ­ლეს მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ კვლავ და­აბ­რუ­ნეს კლი­ნი­კა "ჯერ­არსში". დღეს ერეკ­ლეს დაკ­რძალ­ვაა და რო­გორც კი ჩა­ივ­ლის ეს უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბი, ოჯა­ხი ყვე­ლა კი­თხვით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა და რო­გორც სა­მარ­თლებ­რი­ვად, ისე სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით, მო­ი­თხოვს შე­სა­ბა­მის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბებს ამ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას, ოჯა­ხი თა­ვი­დან­ვე ნდო­ბას უცხა­დებ­და გა­მო­ძი­ე­ბას, პირი, რო­მელ­მაც ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვილს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, არის ბრალ­დე­ბუ­ლი და ჩვენ სა­სა­მარ­თლოს ვან­დობთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას", - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა თა­მარ თედ­ლი­აშ­ვილ­მა.

8 ივ­ნისს, გორ­ში მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი 18 წლის ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლი 12 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. შე­გახ­სე­ნებთ, 8 ივ­ნისს, გორ­ში მდე­ბა­რე რეს­ტო­რან "ჟო­ზეფ­ში" ახალ­გაზ­რდებს შო­რის მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის დროს, 18 წლის ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვილს სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მომ­ხდარ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, ცნო­ბი­ლი მოკ­რი­ვის გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის ვაჟი - თა­რაშ კან­დე­ლა­კი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 12 ივ­ნისს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. და­კა­ვე­ბუ­ლი თა­რაშ კან­დე­ლა­კის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ჩა­ნიშ­ნუ­ლი დღეს არის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამშობლო
6

სამუდამო უნდა მიესაჯოს

Temuri
33

გვარში ერთი ვაჟკაცი არ მოიძებნა სისხლი რო აიღოს 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"პირდაპირ რეანიმაციიდან, ფაქტობრივად, მომაკვდავი ბავშვი გაწერეს სარეაბილიტაციო ცენტრში" - რა პრეტენზიები აქვს გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახს კლინიკასთან

"პირდაპირ რეანიმაციიდან, ფაქტობრივად, მომაკვდავი ბავშვი გაწერეს სარეაბილიტაციო ცენტრში" - რა პრეტენზიები აქვს გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახს კლინიკასთან

8 ივნისს, გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებულ 18 წლის ერეკლე თედლიაშვილს, რომელიც 12 სექტემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა, დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ერეკლეს მშობლებს კითხვები აქვთ კლინიკასთან, ექიმებთან და მთელ რიგ გარემოებებზე, როგორც სამართლებრივად, ისე სამედიცინო კუთხით, შესაბამის ახსნა-განმარტებებს მოითხოვენ.

"ერეკლეს ოჯახს აქვს პრეტენზია და კითხვები კლინიკასთან, სადაც მას მკურნალობა უტარდებოდა და ასევე ექიმებთან. როდესაც შემთხვევიდან პირველივე წუთებში გაკეთდა განცხადება, რომ ის ტრავმები, რაც აღენიშნებოდა ერეკლე თედლიაშვილს, იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი, ამის შემდეგ, კლინიკა"ჯერარსში“ ექიმები იმედს აძლევდნენ ოჯახს, რომ პაციენტის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა და უფრო მეტიც - კლინიკამ, პირდაპირ რეანიმაციიდან, ფაქტობრივად, მომაკვდავი ბავშვი გაწერა სარეაბილიტაციო ცენტრში და ფაქტი სახეზეა - "ნიუ ჰოსპიტალსში“ ისე დამძიმდა ერეკლეს მდგომარეობა, რომ კვლავ დააბრუნეს კლინიკა "ჯერარსში". დღეს ერეკლეს დაკრძალვაა და როგორც კი ჩაივლის ეს უმძიმესი დღეები, ოჯახი ყველა კითხვით დაინტერესდება და როგორც სამართლებრივად, ისე სამედიცინო კუთხით, მოითხოვს შესაბამის ახსნა-განმარტებებს ამ გარემოებებზე. რაც შეეხება გამოძიებას, ოჯახი თავიდანვე ნდობას უცხადებდა გამოძიებას, პირი, რომელმაც ერეკლე თედლიაშვილს დაზიანებები მიაყენა, არის ბრალდებული და ჩვენ სასამართლოს ვანდობთ გადაწყვეტილების მიღებას", - განაცხადა გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა.

8 ივნისს, გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი 12 სექტემბერს, თბილისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. შეგახსენებთ, 8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან "ჟოზეფში" ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილს სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. სამართალდამცავებმა მომხდარში ბრალდებული, ცნობილი მოკრივის გიორგი კანდელაკის ვაჟი - თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი ჩანიშნული დღეს არის.

"ჯანაშია წარმოადგენს იარაღს მიხეილ კალანდიას მიმართ პოლიტიკური დაკვეთის განსახორციელებლად" - რას ამბობს კალანდიას ადვოკატი სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა - ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა

ცვლილებები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში - "მისი მოქმედების არეალი შესაძლოა გაფართოვდეს და ზოგ დანაშაულზე სასჯელი შემსუბუქდეს"