პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიძლება თუ არა, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ელ ოქტომბერს არ განახლდეს? - თამარ გაბუნიას პასუხი
შეიძლება თუ არა, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ელ ოქტომბერს არ განახლდეს? - თამარ გაბუნიას პასუხი

ჩვენ კი­დევ შემ­დე­გი ორი კვი­რა გვაქვს კრი­ტი­კუ­ლი, რო­დე­საც სი­ტუ­ა­ცი­ის ლო­კა­ლი­ზე­ბა უნდა მო­ხერ­ხდეს, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „რე­ზი­უ­მე­ში“ გა­ნა­ცხა­და.

გა­ბუ­ნი­ას გან­მარ­ტე­ბით, თუ ორი კვი­რის შემ­დეგ ეს­კა­ლა­ცია კვლავ იქ­ნე­ბა, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ვირუ­სის ლო­კა­ლი­ზე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. იქამ­დე კი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, აჭა­რა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის ლო­კა­ლი­ზე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

„აჭა­რა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის ლო­კა­ლი­ზე­ბა სრუ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამ­დე­ნად ჩვენ კი­დევ შემ­დე­გი ორი კვი­რა გვაქვს კრი­ტი­კუ­ლი, რო­დე­საც სი­ტუ­ა­ცი­ის ლო­კა­ლი­ზე­ბა უნდა მო­ხერ­ხდეს. თუ შემ­დგო­მი ეს­კა­ლა­ცია აღი­ნიშ­ნა, შემ­დეგ უკვე შე­იძ­ლე­ბა ვი­ლა­პა­რა­კოთ იმა­ზე, რომ ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბა მოხ­და მე­ტად და კუ­პი­რე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით შემ­დე­გი ორი კვი­რა არის ის კრი­ტი­კუ­ლი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ჩვენ კი­დევ გვაქვს კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმის­თვის, რომ სი­ტუ­ა­ცი­ის კუ­პი­რე­ბა და ლო­კა­ლი­ზე­ბა აჭა­რა­ში მოხ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, პირ­ბა­დის გა­რე­შე სი­ა­რუ­ლი უნდა გახ­დეს სო­ცი­ა­ლუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლი.

„ამ შემ­თხვე­ვა­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა გაძ­ლი­ერ­დეს. ვერც ერთი მთავ­რო­ბა, ვერც ერთ ქვე­ყა­ნა­ში ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ ყვე­ლას და­ჯა­რი­მე­ბით ყვე­ლა­ნა­ირ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მი­ი­ღოს ის შე­დე­გი, რაც ამ­გვარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გვინ­და, რომ მი­ვი­ღოთ. ამ­დე­ნად, აქ ახლა ჯა­რი­მე­ბის იმე­დი ნუ გვექ­ნე­ბა, რომ პირ­ბა­დეს არ გა­ი­კე­თებს, დავ­სა­ჯეთ და მერე გა­ი­კე­თა. ეს არ არის სწო­რი მიდ­გო­მა. ამ­გვა­რად, ამ ტი­პის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი ვერ მიგ­ვიყ­ვანს იმ შე­დეგ­ზე რაც გვინ­და. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მო­სახ­ლე­ო­ბის თვით­შეგ­ნე­ბა გაძ­ლი­ერ­დეს, რად­გან ეს და­ა­ვა­დე­ბა არის ქცე­ვი­თი და მე­დი­ცი­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირს ქცე­ვით და­ა­ვა­დე­ბებ­თან ბრძო­ლა. პირ­ბა­დე უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ და პირ­ბა­დის გა­რე­შე სი­ა­რუ­ლი უნდა გახ­დეს გარ­კვე­ულ­წი­ლად სო­ცი­ა­ლუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლი და ამ­დე­ნად, რა­ღაც­ნა­ი­რად ერ­თმა­ნე­თის ხელ­შე­წყო­ბაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და არა მხო­ლოდ ის, რომ ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა არ მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, დღეს აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ბა­თუმ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბის ტეს­ტი­რე­ბა, რად­გან მისი შე­ფა­სე­ბით, ისი­ნი რისკ - ჯგუფს წარ­მო­ად­გე­ნენ. ამას­თა­ნა­ვე, გა­ბუ­ნი­ას შე­ფა­სე­ბით, სკო­ლა­ში ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა სე­რი­ო­ზულ და­მა­ზი­ა­ნე­ბელ შე­დეგს გა­მო­იწ­ვევს. ამის შე­სა­ხებ მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „რე­ზი­უ­მე­ში გა­ნა­ცხა­და.

„ზო­გა­დად სკო­ლე­ბის გახ­სნა მარ­ტო ჩვენ­თვის არა, ბევ­რი ქვეყ­ნის­თვის არის გა­მოწ­ვე­ვა და ყო­ველ­თვის ით­ვლე­ბა, რომ რის­კის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა მი­ვი­ღოთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამ ეტაპ­ზე, ჩა­ით­ვა­ლა ეპი­დე­მი­უ­რი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ ჩვენ გვაქვს კრი­ტი­კუ­ლი მომ­დევ­ნო ორი კვი­რა და ეს გა­და­ვა­დე­ბა მოხ­და პირ­ველ ოქ­ტომ­ბრამ­დე. ჩვენ დღეს აქ­ტი­უ­რად ვა­კე­თებთ ბა­თუმ­ში ნა­მოგ­ზა­უ­რე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ტეს­ტი­რე­ბას იმი­ტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ჯგუ­ფი რის­კის. ამ შემ­თხვე­ვა­ში, სკო­ლა­ში ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა გა­მო­იწ­ვევს სე­რი­ო­ზულ და­მა­ზი­ა­ნე­ბელ შე­დე­გებს“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­სა და აუ­დი­ტო­რი­ებ­ში სწავ­ლა პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან არ გა­ნახ­ლდეს, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ეპი­დე­მია დი­ნა­მი­უ­რი პრო­ცე­სია და ერთ კვი­რა­ში ამ კი­თხვა­ზე უფრო ნა­თე­ლი პა­სუ­ხი იარ­სე­ბებს.

„ეპი­დე­მია დი­ნა­მი­უ­რი პრო­ცე­სია. ჩვენ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად გვქონ­და იმის იმე­დი, რომ 15 სექ­ტემ­ბერს და­ვი­წყებ­დით სწავ­ლას საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში. და­ვი­წყებთ სწავ­ლას საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში რიგ რე­გი­ო­ნებ­ში, მაგ­რამ უნდა და­ვი­ცა­დოთ სხვა რე­გი­ო­ნებ­ში და და­ვაკ­ვირ­დეთ. დღეს ჩემ­გან იმის თქმა, ეს რამ­დე­ნად რე­ა­ლის­ტუ­რია ან არ არის რე­ა­ლის­ტუ­რი, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა. უნდა და­ვე­ლო­დოთ, რად­გან ახლა ვართ ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში ინ­ფექ­ცი­ის კონ­ტრო­ლის. ამ­დე­ნად, და­ვი­ცა­დოთ ახლა და უფრო უკე­თე­სი პა­სუ­ხი შე­იძ­ლე­ბა ერთ კვი­რის თავ­ზე გვქონ­დეს თუ რა მოხ­დე­ბა პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რიმი
1

შეიძლება.

ანი
5

არც იოცნებოთ რომ წელს სკოლები დაიწყოს .. და საერთოდ განათლება დავიწყეთ და ასწავლეთ თქვენ შვილებს მიწასთან მუშაობა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

შეიძლება თუ არა, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ელ ოქტომბერს არ განახლდეს? - თამარ გაბუნიას პასუხი

შეიძლება თუ არა, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ელ ოქტომბერს არ განახლდეს? - თამარ გაბუნიას პასუხი

ჩვენ კიდევ შემდეგი ორი კვირა გვაქვს კრიტიკული, როდესაც სიტუაციის ლოკალიზება უნდა მოხერხდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

გაბუნიას განმარტებით, თუ ორი კვირის შემდეგ ესკალაცია კვლავ იქნება, მაშინ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ვირუსის ლოკალიზება ვერ მოხერხდა. იქამდე კი ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, აჭარაში სიტუაციის ლოკალიზება შესაძლებელია.

„აჭარაში სიტუაციის ლოკალიზება სრულად შესაძლებელია. ამდენად ჩვენ კიდევ შემდეგი ორი კვირა გვაქვს კრიტიკული, როდესაც სიტუაციის ლოკალიზება უნდა მოხერხდეს. თუ შემდგომი ესკალაცია აღინიშნა, შემდეგ უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეპიდემიის გავრცელება მოხდა მეტად და კუპირება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ჯერჯერობით შემდეგი ორი კვირა არის ის კრიტიკული პერიოდი, როდესაც ჩვენ კიდევ გვაქვს კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ სიტუაციის კუპირება და ლოკალიზება აჭარაში მოხდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, პირბადის გარეშე სიარული უნდა გახდეს სოციალურად მიუღებელი საქციელი.

„ამ შემთხვევაში ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა გაძლიერდეს. ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ყველას დაჯარიმებით ყველანაირ სიტუაციაში მიიღოს ის შედეგი, რაც ამგვარ სიტუაციაში გვინდა, რომ მივიღოთ. ამდენად, აქ ახლა ჯარიმების იმედი ნუ გვექნება, რომ პირბადეს არ გაიკეთებს, დავსაჯეთ და მერე გაიკეთა. ეს არ არის სწორი მიდგომა. ამგვარად, ამ ტიპის ადმინისტრირების მექანიზმი ვერ მიგვიყვანს იმ შედეგზე რაც გვინდა. აუცილებელია, მოსახლეობის თვითშეგნება გაძლიერდეს, რადგან ეს დაავადება არის ქცევითი და მედიცინას ყველაზე მეტად უჭირს ქცევით დაავადებებთან ბრძოლა. პირბადე უნდა გამოვიყენოთ და პირბადის გარეშე სიარული უნდა გახდეს გარკვეულწილად სოციალურად მიუღებელი საქციელი და ამდენად, რაღაცნაირად ერთმანეთის ხელშეწყობაც მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ის, რომ ადმინისტრირება არ მოხდა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს აქტიურად მიმდინარეობს ბათუმში მოგზაურობის ისტორიის მქონე მასწავლებლების ტესტირება, რადგან მისი შეფასებით, ისინი რისკ - ჯგუფს წარმოადგენენ. ამასთანავე, გაბუნიას შეფასებით, სკოლაში ინფექციის გავრცელება სერიოზულ დამაზიანებელ შედეგს გამოიწვევს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში განაცხადა.

„ზოგადად სკოლების გახსნა მარტო ჩვენთვის არა, ბევრი ქვეყნისთვის არის გამოწვევა და ყოველთვის ითვლება, რომ რისკის შეფასების საფუძველზე უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე, ჩაითვალა ეპიდემიური ანალიზის საფუძველზე, რომ ჩვენ გვაქვს კრიტიკული მომდევნო ორი კვირა და ეს გადავადება მოხდა პირველ ოქტომბრამდე. ჩვენ დღეს აქტიურად ვაკეთებთ ბათუმში ნამოგზაურები მასწავლებლების ტესტირებას იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ჯგუფი რისკის. ამ შემთხვევაში, სკოლაში ინფექციის გავრცელება გამოიწვევს სერიოზულ დამაზიანებელ შედეგებს“, - განაცხადა გაბუნიამ.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა პირველი ოქტომბრიდან არ განახლდეს, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ეპიდემია დინამიური პროცესია და ერთ კვირაში ამ კითხვაზე უფრო ნათელი პასუხი იარსებებს.

„ეპიდემია დინამიური პროცესია. ჩვენ გარანტირებულად გვქონდა იმის იმედი, რომ 15 სექტემბერს დავიწყებდით სწავლას საკლასო ოთახებში. დავიწყებთ სწავლას საკლასო ოთახებში რიგ რეგიონებში, მაგრამ უნდა დავიცადოთ სხვა რეგიონებში და დავაკვირდეთ. დღეს ჩემგან იმის თქმა, ეს რამდენად რეალისტურია ან არ არის რეალისტური, არასერიოზული იქნება. უნდა დაველოდოთ, რადგან ახლა ვართ ძალიან აქტიურ ფაზაში ინფექციის კონტროლის. ამდენად, დავიცადოთ ახლა და უფრო უკეთესი პასუხი შეიძლება ერთ კვირის თავზე გვქონდეს თუ რა მოხდება პირველ ოქტომბერს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სად დადასტურდა კორონავირუსის 170 შემთხვევა - როგორ ნაწილდებიან ინფიცირებული პაციენტები ქალაქების მიხედვით?

მთიანაჭარაში ევროპული დონის ველობილიკი მოეწყობა

“ავტომობილი, რომელიც ზრუნავს შენზე ისე, როგორც შენ ზრუნავ სხვებზე”– Volvo-მ ახალი გლობალური კამპანია დაიწყო