სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გოგოს 17 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული" -  სტამბოლში 32 წლის თამთა ჯანჯღავა ქმარმა სასტიკად მოკლა
"გოგოს 17 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული" -  სტამბოლში 32 წლის თამთა ჯანჯღავა ქმარმა სასტიკად მოკლა

32 წლის თამ­თა ჯან­ჯღა­ვას ცხე­და­რი თურ­ქე­თის ქა­ლაქ სტამ­ბოლ­ში, ჩა­კე­ტილ სახ­ლში, ორი დღის წინ იპო­ვეს.

ambebi.ge -მ სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვია. გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ყვე­ბი­ან, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს ქმარ­მა და­ნით 17 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და მი­ი­მა­ლა. მა­თი­ვე თქმით, ქმა­რი ცოლ­ზე სის­ტე­მა­ტი­უ­რად ძა­ლა­დობ­და. გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მე­გო­ბა­რი ინგა ბუ­ლია, ambebi.ge -ს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა:

"ორი წე­ლია სტამ­ბოლ­ში მე­ზობ­ლად ვცხოვ­რობ­დით და ვმუ­შა­ობ­დით ერთ ფაბ­რი­კა­ში. დაც იყო ჩემ­თვის და ყვე­ლა­ფე­რი. მე­უღ­ლეს არ იყო გა­შო­რე­ბუ­ლი, აქ ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. რო­გორც თამ­თა მიყ­ვე­ბო­და, მე­უღ­ლე მას­ზე ძა­ლა­დობ­და სი­სე­მა­ტი­უ­რად. ერთი კვი­რის უკან ვერ და­ვუ­კავ­შრ­დი, მი­ვა­ტო­ვე სა­მუ­შაო და სახ­ლში მი­ვა­კი­თხე. ყელი სულ და­ლურ­ჯე­ბუ­ლი ჰქონ­და, სა­ხეც. მაგ­რად მცე­მა ქმარ­მა და რო­გორ გა­დავ­რჩი მიკ­ვირ­სო, მი­თხრა. ეჭ­ვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. უთ­ვალ­თვა­ლებ­და მუდ­მი­ვად ცოლს. ნარ­კო­ტი­კებ­საც მო­იხ­მარ­და. თამ­თა მიყ­ვე­ბო­და, არა­ფერს ვე­უბ­ნე­ბი და უმი­ზე­ზოდ იწყებს ჩხუბს და მცემ­სო. არა­და, სა­ეჭ­ვი­ა­ნოს არა­ფერს არ აკე­თებ­და. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო. და­ნით მო­უკ­ლავს და 17 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ფეხ­ზე დგას აქა­უ­რი პო­ლი­ცია. ძა­ლას არ იშუ­რე­ბენ, რომ იპო­ვონ დამ­ნა­შა­ვე. მთე­ლი ღამე და­კი­თხვა­ზე ვი­ყა­ვი. და მჯე­რა, რომ მალე და­ი­ჭე­რენ. არ მო­ვის­ვე­ნებთ, ვიდ­რე არ ვი­პო­ვი­თო, პო­ლი­ცია ამ­ბობს. ყვე­ლა ქარ­თვე­ლის ოჯახ­ში შე­დი­ან და ეძე­ბენ", - ყვე­ბა სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი ქა­ლის მე­გო­ბა­რი.

ინგა ბუ­ლის თქმით, თამ­თა ჯან­ჯღა­ვას ქმა­რი ასე­ვე ქარ­თვე­ლი - ირაკ­ლი შუ­რა­ღა­ი­აა. გარ­დაც­ვლილს სე­ნაკ­ში ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა, რო­მელ­საც ბე­ბია ზრდის. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­დის გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ გა­დაც­ვლილს სა­ქარ­თვე­ლო­ში. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ამ სა­კი­თხზე სა­კონ­სუ­ლო­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა.

თამ­თას კი­დევ ერთი მე­გო­ბა­რი სა­ლო­მე კურ­დღე­ლია კი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"ეს ულა­მა­ზე­სი გოგო თამ­თაა! (მი­ჭირს წარ­სულ­ში მას­ზე სა­უ­ბა­რი) ვინც მას არ იც­ნობ­დით გე­ტყვით, რომ თამ­თა ჯერ კი­დევ სა­ო­ცა­რი შვი­ლი იყო, ვიდ­რე სა­ო­ცა­რი დე­დი­კო გახ­დე­ბო­და თა­ვი­სი შვი­ლე­ბის­თვის! დიახ,თამ­თა იყო ის შვი­ლი სა­კუ­თარ და-ძმა­ზე ჯერ კი­დევ პა­ტა­რა, დიდი გო­გო­სა­ვით რომ ზრუ­ნავ­და! მერე ?! მერე დედა გახ­და და მისი ყვე­ლა ფბ პოს­ტი­დან მიხ­ვდე­ბით, რა მა­გა­რი დედა იყო მისი შვი­ლე­ბის­თვის! დიახ, ადა­მი­ა­ნე­ბო ეს ის თამ­თაა, მის­მა არა­ა­და­მი­ან­მა ქმარ­მა თურ­მე 2 დღის წინ სი­ცო­ცხლეს ულ­მობ­ლად, რომ გა­მო­ა­სალ­მა და ვი­თომც აქ არა­ფე­რი მომ­ხდა­რაო, ისე რომ გა­ი­ხუ­რა კარი და წა­ვი­და! (იმე­დია მო­უ­სავ­ლეთ­ში) მძულს ამის­თა­ნა სამ­ყა­რო..."

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი*
253

ცოლი და ქმარი ერთად უნდა იყვნენ ,კაი ქმარი დაიკი... ბავშვები როგორღა მიყარა ბებიასთან,არ იყო ალბათ ოჯახის ქალი,და მიიღო ის რასაც იმსახურებდა.

ნინო
4

მერეეე თუ იცოდით ასე ექცეოდა ქმარი, რატომ არ შეატყობინეთ პოლიციას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"გოგოს 17 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული" -  სტამბოლში 32 წლის თამთა ჯანჯღავა ქმარმა სასტიკად მოკლა

"გოგოს 17 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული" -  სტამბოლში 32 წლის თამთა ჯანჯღავა ქმარმა სასტიკად მოკლა

32 წლის თამთა ჯანჯღავას ცხედარი თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ჩაკეტილ სახლში, ორი დღის წინ იპოვეს.

ambebi.ge -მ სასტიკი მკვლელობის დეტალები გაარკვია. გარდაცვლილის ახლობლები ჩვენთან საუბარში ყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალს ქმარმა დანით 17 ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. მათივე თქმით, ქმარი ცოლზე სისტემატიურად ძალადობდა. გარდაცვლილი ქალის მეგობარი ინგა ბულია, ambebi.ge -ს მომხდარის შესახებ უყვება:

"ორი წელია სტამბოლში მეზობლად ვცხოვრობდით და ვმუშაობდით ერთ ფაბრიკაში. დაც იყო ჩემთვის და ყველაფერი. მეუღლეს არ იყო გაშორებული, აქ ერთად ცხოვრობდნენ. როგორც თამთა მიყვებოდა, მეუღლე მასზე ძალადობდა სისემატიურად. ერთი კვირის უკან ვერ დავუკავშრდი, მივატოვე სამუშაო და სახლში მივაკითხე. ყელი სულ დალურჯებული ჰქონდა, სახეც. მაგრად მცემა ქმარმა და როგორ გადავრჩი მიკვირსო, მითხრა. ეჭვიანი ადამიანი იყო. უთვალთვალებდა მუდმივად ცოლს. ნარკოტიკებსაც მოიხმარდა. თამთა მიყვებოდა, არაფერს ვეუბნები და უმიზეზოდ იწყებს ჩხუბს და მცემსო. არადა, საეჭვიანოს არაფერს არ აკეთებდა. საოცარი ადამიანი იყო. დანით მოუკლავს და 17 ჭრილობა აქვს მიყენებული. ფეხზე დგას აქაური პოლიცია. ძალას არ იშურებენ, რომ იპოვონ დამნაშავე. მთელი ღამე დაკითხვაზე ვიყავი. და მჯერა, რომ მალე დაიჭერენ. არ მოვისვენებთ, ვიდრე არ ვიპოვითო, პოლიცია ამბობს. ყველა ქართველის ოჯახში შედიან და ეძებენ", - ყვება სასტიკად მოკლული ქალის მეგობარი.

ინგა ბულის თქმით, თამთა ჯანჯღავას ქმარი ასევე ქართველი - ირაკლი შურაღაიაა. გარდაცვლილს სენაკში ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომელსაც ბებია ზრდის. ჯერჯერობით უცნობია, როდის გადმოასვენებენ გადაცვლილს საქართველოში. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, ამ საკითხზე საკონსულოში აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება.

თამთას კიდევ ერთი მეგობარი სალომე კურდღელია კი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ეს ულამაზესი გოგო თამთაა! (მიჭირს წარსულში მასზე საუბარი) ვინც მას არ იცნობდით გეტყვით, რომ თამთა ჯერ კიდევ საოცარი შვილი იყო, ვიდრე საოცარი დედიკო გახდებოდა თავისი შვილებისთვის! დიახ,თამთა იყო ის შვილი საკუთარ და-ძმაზე ჯერ კიდევ პატარა, დიდი გოგოსავით რომ ზრუნავდა! მერე ?! მერე დედა გახდა და მისი ყველა ფბ პოსტიდან მიხვდებით, რა მაგარი დედა იყო მისი შვილებისთვის! დიახ, ადამიანებო ეს ის თამთაა, მისმა არაადამიანმა ქმარმა თურმე 2 დღის წინ სიცოცხლეს ულმობლად, რომ გამოასალმა და ვითომც აქ არაფერი მომხდარაო, ისე რომ გაიხურა კარი და წავიდა! (იმედია მოუსავლეთში) მძულს ამისთანა სამყარო..."

ქმრის მიერ მოკლული 33 წლის მარიამ წივწივაძის საქმე ოჯახმა სტრასბურგში მოიგო - "მან ტრაგედიამდე, სულ ცოტა,11-ჯერ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის"

"დროშის ტარი მოვიქნიე და კამერას მოხვდა, სოციალურად დაუცველი, 2 შვილის მამა ვარ, დამეჩაგრება შვილები" - რა განაცხადა ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულმა?

"ციხის კადრების" საქმეზე ზურაბ ადეიშვილს და დავით ჭაკუას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ