პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღამით მარიამი გარდაიცვალა. ისე ცუდად ვარ, მართლა მაკანკალებს - ცალკე ტკივილისგან და ცალკე ბრაზისგან..." - რას წერს გიორგი კეკელიძე
"ღამით მარიამი გარდაიცვალა. ისე ცუდად ვარ, მართლა მაკანკალებს - ცალკე ტკივილისგან და ცალკე ბრაზისგან..." - რას წერს გიორგი კეკელიძე

მწე­რა­ლი, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლე­ი­კე­მი­ით გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას შე­სა­ხებ წერს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს:

"ღა­მით მა­რი­ა­მი გარ­და­იც­ვა­ლა. აი, ასე - გო­გო­ნა დიდი ოც­ნე­ბე­ბით. გარ­და­იც­ვა­ლა. ისე ცუ­დად ვარ, მარ­თლა მა­კან­კა­ლებს - ცალ­კე ტკი­ვი­ლის­გან და ცალ­კე ბრა­ზის­გან. თუმ­ცა მო­ვიკ­რებ ძა­ლას და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ცხა­დად დავ­წერ. გუ­შინ რა­ღაც საქ­მის გამო ბახ­მა­როს­კენ მივ­დი­ო­დი. გზად და­მა­წი­ეს ცნო­ბა, რომ­ლის მსგავსსაც მგო­ნი ყო­ველ­დღე ვი­ღებ - მა­რი­ამ ბარ­და­ვე­ლი­ძეს, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას, მწვა­ვე ლე­ი­კე­მია და­უდ­გინ­და. ბევ­რმა მომ­წე­რა, მათ შო­რის დე­და­მის­მაც. უბე­დურ­მა დე­და­მის­მა. ვნა­ხე მისი ძვე­ლი მო­ნა­წე­რიც - მე­უღ­ლე გარ­დაც­ვლია პანკრი­ა­სის სიმ­სივ­ნით და ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებს უმკლავ­დე­ბო­და ორი სტუ­დენ­ტი შვი­ლით. ერთი მა­რი­ა­მი იყო. სას­წრა­ფოდ ჩავ­წე­რე ვი­დეო და გა­ვავ­რცე­ლეთ მა­რი­ა­მის და­სახ­მა­რებ­ლად. ეს რას იზამ­და, ეს სა­ცო­და­ვი ცდა, მაგ­რამ მა­ინც.

მას შემ­დეგ, რაც მა­მა­ჩე­მი ამ სენს შე­ე­წი­რა, ვცდი­ლობ, ყვე­ლას გვერ­დით და­ვუდ­გე - აქ ნაკ­ლებ გა­წუ­ხებთ ხოლ­მე ამ მი­ზე­ზით, იმ­დე­ნად ხში­რია და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი. მხო­ლოდ თერ­ჯო­ლი­დან ბა­რემ ათამ­დე მწვა­ვე ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი მე მახ­სოვს და უმე­ტეს­წი­ლად გა­ვი­მარ­ჯვეთ. ოღონდ გა­ვი­მარ­ჯვეთ სას­წრა­ფოდ ან თურ­ქეთ­ში, ან ავ­სტრი­ა­ში, ან გერ­მა­ნი­ა­ში გაქ­ცე­ვით. აქ ვერ ვუმკლავ­დე­ბით ამ ამ­ბავს ან ძნე­ლად ვუმკლავ­დე­ბით. დი­აგ­ნოზ­საც ზოგ­ჯერ არას­წო­რად ვსვამთ. არი­ან ექი­მე­ბი ან სწო­რი მარ­თვა ან იმის თქმა რომ შე­უძ­ლი­ათ - ჩვენ ვერ შევ­ძლებთ, გა­და­იყ­ვა­ნეთ. ასე­თი ექი­მი ბევ­რი არ არის. მა­მა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, არა­ერ­თი კი­თხვა და­მე­ბა­და. ხმა არ ამო­მი­ღია, ჩემ­ში ჩავ­კა­ლი ყვე­ლა­ფე­რი, მერე რომ არ ეთ­ქვათ ის, რაც იოლი სათ­ქმე­ლია: - "ჭი­რი­სუ­ფა­ლია და სუ­ბი­ექ­ტუ­რია ანაც სა­კუ­თარ პო­პუ­ლა­რო­ბას და გავ­ლე­ნას იყე­ნებს." და სხვა­ნი. ხმა არ ამო­ვი­ღე და ეს ტკი­ვი­ლი დღემ­დე სა­წამ­ლა­ვი­ვით პირ­ში და­გუ­ბე­ბუ­ლი, ჩემ­ში წვე­თავს და მწამ­ლავს. მო­ვიკ­რებ ძა­ლას და კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­კენ და კლი­ნი­კე­ბის­კენ გაშ­ვე­რილ ხელს ახ­ლაც დაბ­ლა დავ­წევ. დავ­წევ იმ მი­ზე­ზი­თაც, რომ სხვა ჭი­რი­სუფ­ლე­ბის ნე­ბარ­თვა არ მაქვს, თუმ­ცა მაქვს უამ­რა­ვი კი­თხვა, მათ­გან დას­მუ­ლი და გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი. დავ­წევ იმი­ტო­მაც, რომ ეს სა­ერ­თო პრობ­ლე­მაა და მა­ინ­ცდა­მი­ანც ერთ სა­ა­ვად­მყო­ფოს არ უკავ­შირ­დე­ბა.

უნდა დად­გეს დრო და ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ აა­შე­ნოს პა­ტა­რა კლი­ნი­კა ამ ლა­მის ეპი­დე­მი­ად ქცე­უ­ლი სე­ნის სამ­კურ­ნა­ლოდ. ასე არ გა­მო­ვა. არ არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე. არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლაფ­რის ერ­თნა­ი­რად ჭრა და კერ­ვა. ადა­მი­ა­ნებ­ზე ისე ლა­პა­რა­კი, თით­ქოს უვარ­გი­სი თო­ჯი­ნა იყოს. რამ­დენ მშო­ბელს მივ­ყე­ვი, სხვა­დახ­ვა კლი­ნი­კა­ში, რო­მელ­საც ცივი ფრა­ზე­ბი და­ახ­ვედ­რეს: "ქალ­ბა­ტო­ნო, ჩვენ წესი რაც იყო, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ" "ქალ­ბა­ტო­ნო, მო­უ­ლოდ­ნე­ლად დამ­ძიმ­და" "ქალ­ბა­ტო­ნო, იცის ასე ამან გარ­თუ­ლე­ბე­ბი და ჩვენ რა ვქნათ". "ქალ­ბა­ტო­ნო, და ხომ ვერ მე­ტყვით, ჩვენ რა შეგ­ვიძ­ლია?" - ეს პა­ცი­ენ­ტებ­თან და მათ ნა­თე­სა­ვებ­თან უხე­ში ურ­თი­ერ­თო­ბა ცალ­კე სე­ნია და სხვა სა­კი­თხი.შე­იძ­ლე­ბა მე ვცდე­ბი, მე ვარ სუ­ბი­ექ­ტუ­რი და თვალ­და­ბინ­დუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ბრწყინ­ვა­ლე­დაა ჩვე­ნე­ბურ ონკო-მე­დი­ცი­ნა­ში და აჰა, ამი­ტო­მაც ვიკ­რებ ძა­ლას და ამას ვწერ - თქვენ მი­თხა­რით, თქვენ ამი­ხი­ლეთ თვა­ლი! წუ­ხელ ღა­მით და­მი­რე­კა ბო­ლოს დე­და­მის­მა, მეხ­ვე­წე­ბო­და, ეგებ ვინ­მეს იც­ნობ, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რომ მო­ი­კი­თხო­სო, მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გა­და­იყ­ვა­ნე­სო, ხომ გა­დარ­ჩე­ბაო? რას ვე­ტყო­დი, გა­დარ­ჩე­ბა - მეთ­ქი. მასე ბევ­რი იყო და დაძ­ლი­ეს - მეთ­ქი. ეგ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია - მეთ­ქი. მეც, აი უყუ­რეთ, ყვე­ლა­ფერს ვი­ზამ - მეთ­ქი. მეთ­ქი. მეთ­ქი. მეთ­ქი. რა ვქე­ნი? ვე­რა­ფე­რი. რას ვი­ზამ­დი? ვე­რა­ფერს. მა­რი­ა­მის ოჯახს ჩვენც მივ­ხე­დავთ. ჩვე­ნი ფონ­დიც და­ეხ­მა­რე­ბა. აი, ამ დიდ და მო­ურ­ჩე­ნელ სირ­თუ­ლეს კი ერ­თად მივ­ხე­დოთ. ვი­საც დაგ­ჭირ­დე­ბით და რო­გორც, მიმ­სა­ხუ­რეთ".

...
5

ეს კეკელიძე რომ ყველაგნ არ ჩახტეს, არ შეიძლება. ამისთანა უნამუსო პიარშჩკი მეორე არაა მსოფლიოში. რა უსირცხვილო ვინმეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ღამით მარიამი გარდაიცვალა. ისე ცუდად ვარ, მართლა მაკანკალებს - ცალკე ტკივილისგან და ცალკე ბრაზისგან..." - რას წერს გიორგი კეკელიძე

"ღამით მარიამი გარდაიცვალა. ისე ცუდად ვარ, მართლა მაკანკალებს - ცალკე ტკივილისგან და ცალკე ბრაზისგან..." - რას წერს გიორგი კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ლეიკემიით გარდაცვლილი გოგონას შესახებ წერს და საზოგადოებას მიმართავს:

"ღამით მარიამი გარდაიცვალა. აი, ასე - გოგონა დიდი ოცნებებით. გარდაიცვალა. ისე ცუდად ვარ, მართლა მაკანკალებს - ცალკე ტკივილისგან და ცალკე ბრაზისგან. თუმცა მოვიკრებ ძალას და შეძლებისდაგვარად ცხადად დავწერ. გუშინ რაღაც საქმის გამო ბახმაროსკენ მივდიოდი. გზად დამაწიეს ცნობა, რომლის მსგავსსაც მგონი ყოველდღე ვიღებ - მარიამ ბარდაველიძეს, ახალგაზრდა გოგონას, მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. ბევრმა მომწერა, მათ შორის დედამისმაც. უბედურმა დედამისმა. ვნახე მისი ძველი მონაწერიც - მეუღლე გარდაცვლია პანკრიასის სიმსივნით და ურთულეს პირობებს უმკლავდებოდა ორი სტუდენტი შვილით. ერთი მარიამი იყო. სასწრაფოდ ჩავწერე ვიდეო და გავავრცელეთ მარიამის დასახმარებლად. ეს რას იზამდა, ეს საცოდავი ცდა, მაგრამ მაინც.

მას შემდეგ, რაც მამაჩემი ამ სენს შეეწირა, ვცდილობ, ყველას გვერდით დავუდგე - აქ ნაკლებ გაწუხებთ ხოლმე ამ მიზეზით, იმდენად ხშირია და დაუსრულებელი. მხოლოდ თერჯოლიდან ბარემ ათამდე მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი მე მახსოვს და უმეტესწილად გავიმარჯვეთ. ოღონდ გავიმარჯვეთ სასწრაფოდ ან თურქეთში, ან ავსტრიაში, ან გერმანიაში გაქცევით. აქ ვერ ვუმკლავდებით ამ ამბავს ან ძნელად ვუმკლავდებით. დიაგნოზსაც ზოგჯერ არასწორად ვსვამთ. არიან ექიმები ან სწორი მართვა ან იმის თქმა რომ შეუძლიათ - ჩვენ ვერ შევძლებთ, გადაიყვანეთ. ასეთი ექიმი ბევრი არ არის. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, არაერთი კითხვა დამებადა. ხმა არ ამომიღია, ჩემში ჩავკალი ყველაფერი, მერე რომ არ ეთქვათ ის, რაც იოლი სათქმელია: - ,,ჭირისუფალია და სუბიექტურია ანაც საკუთარ პოპულარობას და გავლენას იყენებს." და სხვანი. ხმა არ ამოვიღე და ეს ტკივილი დღემდე საწამლავივით პირში დაგუბებული, ჩემში წვეთავს და მწამლავს. მოვიკრებ ძალას და კონკრეტული ადამიანებისკენ და კლინიკებისკენ გაშვერილ ხელს ახლაც დაბლა დავწევ. დავწევ იმ მიზეზითაც, რომ სხვა ჭირისუფლების ნებართვა არ მაქვს, თუმცა მაქვს უამრავი კითხვა, მათგან დასმული და გადამოწმებული. დავწევ იმიტომაც, რომ ეს საერთო პრობლემაა და მაინცდამიანც ერთ საავადმყოფოს არ უკავშირდება.

უნდა დადგეს დრო და ჩვენმა ქვეყანამ ააშენოს პატარა კლინიკა ამ ლამის ეპიდემიად ქცეული სენის სამკურნალოდ. ასე არ გამოვა. არ არსებობს კონკრეტული გაიდლაინი ინდივიდუალური ინტერპრეტაციების გარეშე. არ შეიძლება ყველაფრის ერთნაირად ჭრა და კერვა. ადამიანებზე ისე ლაპარაკი, თითქოს უვარგისი თოჯინა იყოს. რამდენ მშობელს მივყევი, სხვადახვა კლინიკაში, რომელსაც ცივი ფრაზები დაახვედრეს: ,,ქალბატონო, ჩვენ წესი რაც იყო, ყველაფერი გავაკეთეთ" ,,ქალბატონო, მოულოდნელად დამძიმდა" ,,ქალბატონო, იცის ასე ამან გართულებები და ჩვენ რა ვქნათ". ,,ქალბატონო, და ხომ ვერ მეტყვით, ჩვენ რა შეგვიძლია?" - ეს პაციენტებთან და მათ ნათესავებთან უხეში ურთიერთობა ცალკე სენია და სხვა საკითხი.შეიძლება მე ვცდები, მე ვარ სუბიექტური და თვალდაბინდული, შეიძლება ყველაფერი ბრწყინვალედაა ჩვენებურ ონკო-მედიცინაში და აჰა, ამიტომაც ვიკრებ ძალას და ამას ვწერ - თქვენ მითხარით, თქვენ ამიხილეთ თვალი! წუხელ ღამით დამირეკა ბოლოს დედამისმა, მეხვეწებოდა, ეგებ ვინმეს იცნობ, რეანიმაციაში რომ მოიკითხოსო, მართვით სუნთქვაზე გადაიყვანესო, ხომ გადარჩებაო? რას ვეტყოდი, გადარჩება - მეთქი. მასე ბევრი იყო და დაძლიეს - მეთქი. ეგ ჩვეულებრივი ამბავია - მეთქი. მეც, აი უყურეთ, ყველაფერს ვიზამ - მეთქი. მეთქი. მეთქი. მეთქი. რა ვქენი? ვერაფერი. რას ვიზამდი? ვერაფერს. მარიამის ოჯახს ჩვენც მივხედავთ. ჩვენი ფონდიც დაეხმარება. აი, ამ დიდ და მოურჩენელ სირთულეს კი ერთად მივხედოთ. ვისაც დაგჭირდებით და როგორც, მიმსახურეთ".

"მეხის გავარდნასავით იყო, ნანატრი შვილი, რომელსაც წლები ველოდით, უმძიმესი დიაგნოზის წინაშე დადგა" - 4 თვის ნენეს ჩვენი დახმარება სჭირდება

"ჩემს კისტის თოფს როდის დამიბრუნებ, საქართველოს პრემიერო?!" - გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

"სრული თავზარი! კეთილი მეგობარი, გემრიელი დრამერი, ასე აბსურდულად დაკარგული..." - ვინ იყო კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი ერთ-ერთი ადამიანი