საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კუჭის "გასინჯვისას" მაისური ამიწია და მკერდზე შემეხო... ვგრძნობდი, რაღაც ისე არ იყო" - რას ყვებიან ექიმების სექსუალური შევიწროების მსხვერპლი პაციენტები
"კუჭის "გასინჯვისას" მაისური ამიწია და მკერდზე შემეხო... ვგრძნობდი, რაღაც ისე არ იყო" - რას ყვებიან ექიმების სექსუალური შევიწროების მსხვერპლი პაციენტები

სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის არ­სე­ბო­ბა სი­ახ­ლე არ არის. ეს ერთ-ერთი იმ სა­კი­თხთა­გა­ნია, რო­მელ­ზეც ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარს, გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ერი­დე­ბი­ან. სწო­რედ ეს ფაქ­ტი ხდის შე­უძ­ლე­ბელს, პრობ­ლე­მის მას­შტა­ბის გან­სა­ზღვრა­სა და მას­თან ეფექ­ტურ ბრძო­ლას. პა­ცი­ენ­ტე­ბი შე­ვიწ­რო­ე­ბა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უბრს სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო არი­დე­ბენ თავს. მათი მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით, გან­სა­კუთ­რე­ბით აში­ნებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

24 წლის ხა­თუ­ნა გო­გუ­ა­ძე AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, თუ რო­გორ გახ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის მსხვერ­პლი ექი­მის მხრი­დან. და­ნა­შა­უ­ლი გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლოგ ირაკ­ლი ხმა­ლა­ძეს უკავ­შირ­დე­ბა. იგი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩი­ჩუ­ე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან "მზე­რა" 2020 წლის მა­ის­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­წუ­ხებ­და კუჭი. მირ­ჩი­ეს და ირაკ­ლი ხმა­ლა­ძეს­თან მი­ვე­დი. რო­დე­საც კუ­ჭზე მსინ­ჯავ­და, მე­კი­თხე­ბო­და გა­თხო­ვი­ლი ვარ თუ არა და კი­დევ არა­ერთ უც­ნა­ურ კი­თხვას მის­ვამ­და, რაც ავად­მყო­ფო­ბას­თან არ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გა­სინ­ჯვის პა­რა­ლე­ლუ­რად, მკი­თხა, კი­ბოს შე­მოწ­მე­ბა თუ მქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. მი­თხრა, ამ­ხე­ლა გოგო ხარ და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გქონ­დეს ეს შე­მოწ­მე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლიო. რომ მოვ­რჩე­ბი კუ­ჭის გა­სინ­ჯვას, შემ­დეგ შე­გიმოწ­მებთ მკერდსო. გა­სინ­ჯვის ბო­ლოს, მა­ი­სუ­რი ამი­წია და მკერ­დზე შე­მე­ხო, ლი­ფის გა­რეთ. ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძენ­ბა და­მე­უფ­ლა. რომ გა­მო­ვე­დი, მე­გო­ბარ ექიმს და­ვუ­რე­კე, კუჭი და მკერ­დი თუ იყო რამე კავ­შირ­ში ერ­თმა­ნეთ­თან. ვის­თან იყა­ვიო მკი­თხა და რომ ვუ­თხა­რი ვის­თა­ნაც ვი­ყა­ვი, მი­თხრა, რომ მის სა­ხელს მსგავ­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა უკავ­შირ­დე­ბო­და. ძა­ლი­ან და­ვით­რგუ­ნე იმ მო­მენ­ტში. რომ და­ვუკ­ვირ­დი, თით­ქოს ვი­მარ­თლებ­დი თავს, პირ­ვე­ლი, რა­საც ამ ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლი­სას ვუს­ვამ­დი ხაზს, იყო ის, რომ მე არ გა­მოწ­ვე­ვია ის და რომ ყე­ლამ­დე მა­ი­სუ­რი მეც­ვა. ცხა­დია, ეს ძა­ლი­ან არას­წო­რი ფიქ­რი იყო. არა­ფერ შუ­ა­შია, რა გაც­ვია და რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი. ექიმ­თან მის­ვლის ადა­მი­ანს არ უნდა ეში­ნო­დეს. მო­ძა­ლა­დეს ძა­ლა­დო­ბის­თვის მი­ზე­ზი არ სჭირ­დე­ბა. ჩემი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა შუ­რის­ძი­ე­ბა, მინ­დო­და რომ შექ­მნი­ლი­ყო პრე­ცე­დენ­ტი, მო­მე­ხა­და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც ისე­თია, რომ მთლი­ა­ნი წნე­ხი მო­დის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლზე, თით­ქოს მან უბიძ­გა სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის­კენ ექიმს. რაც ცხა­დია, შეც­დო­მაა. პი­რი­ქით ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლს ამ დროს სჭირ­დე­ბა თა­ნად­გო­მა და მხარ­და­ჭე­რა, რათა გა­ბე­დოს ხმის ამო­ღე­ბა და სხვა ად­მი­ა­ნე­ბის დაც­ვა. სა­ხე­ლი­სა და გვა­რის და­ფარ­ვაც იმი­ტომ არ გა­დავ­წყვი­ტე, რომ მე არა­ფე­რი მაქვს და­სა­მა­ლი და ამა­ში და­სარ­ცხვე­ნი არა­ფე­რია", - გვიყ­ვე­ბა ხა­თუ­ნა გო­გუ­ა­ძე.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ამ საქ­მის მოკ­ვლე­ვის ფარ­გლებ­ში ესა­უბ­რა დარ­გის ექ­სპერ­ტებს. მო­ის­მი­ნა საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის პო­ზი­ცია და და უტყუ­ა­რად დად­გინ­და შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტი. ხა­თუ­ნა გო­გუ­ა­ძის საქ­მე­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი­დან ქეთი შუ­ბაშ­ვი­ლი იყო ჩარ­თუ­ლი. იგი AMBEBI.GE-სთან აცხა­დებს, რომ პი­რა­დად ესა­უბ­რა ირაკ­ლი ხმა­ლა­ძეს, რო­მელ­მაც ბრალ­დე­ბე­ბი უარ­ყო და თა­ვი­სი ქმე­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნე­ბით ახ­სნა.

"ექი­მის პო­ზი­ცია მდგო­მა­რე­ობ­და იმა­ში, რომ მკერ­დის გა­სინ­ჯვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, რად­გან იმ პრე­პა­რატს, რო­მელ­საც პა­ცი­ენტს უნიშ­ნავ­და, შე­საძ­ლოა პრო­ლაქ­ტი­ნის მო­მა­ტე­ბა გა­მო­ეწ­ვია. კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არ ამი­სა­მარ­თებ­და იგი პა­ცი­ენ­ტებს მა­მო­ლოგ­თან. ამა­ზე მან გვი­პა­სუ­ხა, რომ პრო­ცე­დუ­რა რომ არ გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი­ყო და და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბის­გან და­ეც­ვა პა­ცი­ენ­ტე­ბი, ამი­ტომ აკე­თებ­და ამას. ჩვენ ცხა­დია, მო­ვიკ­ვლი­ეთ ეს სა­კი­თხი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად, შევ­ხვდით დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს შე­ვის­წავ­ლეთ მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი აქ­ტე­ბი, რო­მე­ლე­ბიც გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გის საქ­მი­ა­ნო­ბას არე­გუ­ლი­რებს და და­ვად­გი­ნეთ, რომ ექი­მი ბო­რო­ტად იყე­ნებ­და თა­ვის სტა­ტუსს. რად­გან პა­ცი­ენტს ხში­რად არ აქვს სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა, იგი ბო­ლომ­დე ენ­დო­ბა ექიმს, ხოლო ექი­მი ზოგ­ჯერ ბო­რო­ტად იყე­ნებს ამას და ახ­დენს მის სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბას", - გვიხ­ნის ქეთი შუ­ბაშ­ვი­ლი.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბოლო დროს მომ­ხდა­რი კი­დევ ერთი შექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს. საქ­მე შე­ე­ხე­ბა უცხო­ე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი კა­რან­ტინ­ში მყო­ფი პი­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქტს ექი­მის მხრი­დან.

"ის­ტო­რია ასე­თია: ქალი დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და იგი გა­და­იყ­ვა­ნეს კა­რან­ტინ­ში. მას­თან შე­მოწ­მე­ბა­ზე შე­ვი­და ექი­მი. გა­უ­სინ­ჯა ფილ­ტვე­ბი და სახ­სრე­ბი. აქაც დად­გინ­და, რომ კო­რო­ნას გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით, არ იყო სა­ჭი­რო ისე­თი შე­ხე­ბე­ბი, რაც ექიმ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ასე­ვე, ექიმ­მა ქალს და­უს­ვა ისე­თი კი­თხვე­ბი, რაც კო­რო­ნა­ვირუს­თან არ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ეხე­ბო­და პა­ცი­ენ­ტის სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას. აქაც დად­გინ­და, სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტი. და მი­ე­ცა რე­კო­მენ­და­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს გა­ე­წყვი­ტა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ამ ექიმ­თან", - გვიყ­ვე­ბა ობუდსმე­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს უფრო დე­ტა­ლუ­რად თა­ვად ძალ­დო­ბის მსხვერ­პლი 29 წლის მა­რი­ამ ქ. უყ­ვე­ბა. მა­რი­ა­მი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის გავ­ლით 24 მარტს, დი­ლით შე­მო­ვი­და, რის შემ­დე­გაც მარ­ნე­უ­ლის სას­ტუმ­როს კა­რან­ტინ­ში მო­ა­თავ­სეს.

ახალ­გაზ­რდა ქალი იხ­სე­ნებს, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტი მის ნო­მერ­ში სა­ღა­მოს 10 სა­ა­თის­თვის შე­ვი­და და კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

„და­ი­წყო ყე­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, მერე სა­სუნ­თქი გზე­ბი უნდა გავ­სინ­ჯო­თო. გზა­დაგ­ზა მე­კი­თხე­ბო­და, უი, რამ­დე­ნი წლის ხარ, სად სწავ­ლობ. ასე ღიად არ მაწ­ვე­ბო­და, მაგ­რამ ვგრძნობ­დი, რომ რა­ღაც ისე არ იყო. მერე მი­თხრა, ზედა უნდა გა­ი­ხა­დო, რომ სუნ­თქვა შე­ვა­მოწ­მო­თო. ეგ ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად მი­ვიჩ­ნიე, მაგ­რამ თავი უკვე უხერ­ხუ­ლად ვიგ­რძე­ნი. ვუ­თხა­რი, ლიფს ჩა­ვიც­ვამ და მო­ვალ-მეთ­ქი. მი­თხრა, რომ ეს "ელას­ტი­კიც" უნდა გა­ი­ხა­დოო. ჩა­ვი­წიე ელას­ტი­კი კო­ჭე­ბამ­დე, შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო ნეკ­ნე­ბი­დან. ყვე­ლა­ზე დიდი ხანი სა­შოს არე­ში გა­ჩერ­და. ზედ სა­შო­ზე ხელი არ და­უ­დია, მაგ­რამ ასე ჩა­უყ­ვა ბარ­ძა­ყის გვერ­დებს. მერე გად­მო­მატ­რი­ა­ლა მუ­ცელ­ზე. საჯ­დო­მის ქვე­მო­თაც ჩა­მი­ყო ხე­ლე­ბი, მერე კო­ჭე­ბი და მუხ­ლე­ბიც გა­მი­სინ­ჯა, ხე­ლებ­ზე არა­ფე­რი შე­უ­მოწ­მე­ბია. მი­თხრა, ღრმა სახ­სრე­ბის გამ­ტა­რო­ბაც გა­მო­ვიკ­ვლი­ე­თო", - ჰყვე­ბა მა­რი­ა­მი.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, ექი­მე­ბის მიერ პა­ცი­ენ­ტე­ბის სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის პრობ­ლე­მის გან­ხილ­ვი­სას, მთა­ვარ პრე­ვენ­ცი­ად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის გაზ­რდას მი­იჩ­ნევს. ქეთი შუ­ბაშ­ვი­ლი, AMBBEI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში, სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ის დო­კუ­მენ­ტე­ბის შე­მო­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. სპე­ცი­ა­ლის­ტი ამ­ბობს, რომ ყვე­ლა კლი­ნიკმ უნდა შე­ი­მუ­შა­ოს ასე­თი დო­კუ­მენ­ტე­ბი და გა­ავ­რე­ლოს პა­ცი­ენ­ტებს შო­რის.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
5

ფუუ, რუსთავშიც გვყავს სტომატოლოგი პაატა ცხვარიაშვილი, მაშინ ბავშვი ვიყავი...თან ცოლიც იქვე ჰყავდა...

taso
45

კარგი რააააა,თუ არ დაგევასა ამდგარიყავი და ჩაგერტყა რამე თავში,ამის ნაცვლად წყნარად გამოხვედი იქედან ნასიამოვნები და მერე დგახარ ამტკიცებ რომ შეგეხნენ,დაამტკიცე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"კუჭის "გასინჯვისას" მაისური ამიწია და მკერდზე შემეხო... ვგრძნობდი, რაღაც ისე არ იყო" - რას ყვებიან ექიმების სექსუალური შევიწროების მსხვერპლი პაციენტები

"კუჭის "გასინჯვისას" მაისური ამიწია და მკერდზე შემეხო... ვგრძნობდი, რაღაც ისე არ იყო" - რას ყვებიან ექიმების სექსუალური შევიწროების მსხვერპლი პაციენტები

სამედიცინო სფეროში სექსუალური შევიწროების შემთხვევების არსებობა სიახლე არ არის. ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელზეც ხმამაღლა საუბარს, გარკვეული მიზეზების გამო, ერიდებიან. სწორედ ეს ფაქტი ხდის შეუძლებელს, პრობლემის მასშტაბის განსაზღვრასა და მასთან ეფექტურ ბრძოლას. პაციენტები შევიწროებაზე ხმამაღლა საუბრს სხვადასხვა მიზეზის გამო არიდებენ თავს. მათი მონათხრობის მიხედვით, განსაკუთრებით აშინებთ საზოგადოების დამოკიდებულება.

24 წლის ხათუნა გოგუაძე AMBEBI.GE-ს უყვება, თუ როგორ გახდა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ექიმის მხრიდან. დანაშაული გასტროენტეროლოგ ირაკლი ხმალაძეს უკავშირდება. იგი სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრიდან "მზერა" 2020 წლის მაისში გაათავისუფლეს.

"დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა კუჭი. მირჩიეს და ირაკლი ხმალაძესთან მივედი. როდესაც კუჭზე მსინჯავდა, მეკითხებოდა გათხოვილი ვარ თუ არა და კიდევ არაერთ უცნაურ კითხვას მისვამდა, რაც ავადმყოფობასთან არ იყო დაკავშირებული. გასინჯვის პარალელურად, მკითხა, კიბოს შემოწმება თუ მქონდა გაკეთებული. მითხრა, ამხელა გოგო ხარ და აუცილებლად უნდა გქონდეს ეს შემოწმება გაკეთებულიო. რომ მოვრჩები კუჭის გასინჯვას, შემდეგ შეგიმოწმებთ მკერდსო. გასინჯვის ბოლოს, მაისური ამიწია და მკერდზე შემეხო, ლიფის გარეთ. ძალიან უსიამოვნო შეგრძენბა დამეუფლა. რომ გამოვედი, მეგობარ ექიმს დავურეკე, კუჭი და მკერდი თუ იყო რამე კავშირში ერთმანეთთან. ვისთან იყავიო მკითხა და რომ ვუთხარი ვისთანაც ვიყავი, მითხრა, რომ მის სახელს მსგავსი სექსუალური შევიწროების არაერთი შემთხვევა უკავშირდებოდა. ძალიან დავითრგუნე იმ მომენტში. რომ დავუკვირდი, თითქოს ვიმართლებდი თავს, პირველი, რასაც ამ ისტორიის მოყოლისას ვუსვამდი ხაზს, იყო ის, რომ მე არ გამოწვევია ის და რომ ყელამდე მაისური მეცვა. ცხადია, ეს ძალიან არასწორი ფიქრი იყო. არაფერ შუაშია, რა გაცვია და როგორ გამოიყურები. ექიმთან მისვლის ადამიანს არ უნდა ეშინოდეს. მოძალადეს ძალადობისთვის მიზეზი არ სჭირდება. ჩემი მიზანი არ ყოფილა შურისძიება, მინდოდა რომ შექმნილიყო პრეცედენტი, მომეხადა მოქალაქეობრივი ვალი. საზოგადოების დამოკიდებულებაც ისეთია, რომ მთლიანი წნეხი მოდის ძალადობის მსხვერპლზე, თითქოს მან უბიძგა სექსუალური შევიწროებისკენ ექიმს. რაც ცხადია, შეცდომაა. პირიქით ძალადობის მსხვერპლს ამ დროს სჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა, რათა გაბედოს ხმის ამოღება და სხვა ადმიანების დაცვა. სახელისა და გვარის დაფარვაც იმიტომ არ გადავწყვიტე, რომ მე არაფერი მაქვს დასამალი და ამაში დასარცხვენი არაფერია", - გვიყვება ხათუნა გოგუაძე.

სახალხო დამცველი სექსუალური შევიწროების ამ საქმის მოკვლევის ფარგლებში ესაუბრა დარგის ექსპერტებს. მოისმინა საქმესთან დაკავშირებული არაერთი ადამიანის პოზიცია და და უტყუარად დადგინდა შევიწროების ფაქტი. ხათუნა გოგუაძის საქმეში სახალხო დამცველის აპარატიდან ქეთი შუბაშვილი იყო ჩართული. იგი AMBEBI.GE-სთან აცხადებს, რომ პირადად ესაუბრა ირაკლი ხმალაძეს, რომელმაც ბრალდებები უარყო და თავისი ქმედება სამედიცინო მიზნებით ახსნა.

"ექიმის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ მკერდის გასინჯვა აუცილებელი იყო, რადგან იმ პრეპარატს, რომელსაც პაციენტს უნიშნავდა, შესაძლოა პროლაქტინის მომატება გამოეწვია. კითხვაზე, თუ რატომ არ ამისამართებდა იგი პაციენტებს მამოლოგთან. ამაზე მან გვიპასუხა, რომ პროცედურა რომ არ გაჭიანურებულიყო და დამატებითი ხარჯებისგან დაეცვა პაციენტები, ამიტომ აკეთებდა ამას. ჩვენ ცხადია, მოვიკვლიეთ ეს საკითხი საფუძვლიანად, შევხვდით დარგის სპეციალისტებს შევისწავლეთ მარეგულირებელი აქტები, რომელებიც გასტროენტეროლოგის საქმიანობას არეგულირებს და დავადგინეთ, რომ ექიმი ბოროტად იყენებდა თავის სტატუსს. რადგან პაციენტს ხშირად არ აქვს სამედიცინო განათლება, იგი ბოლომდე ენდობა ექიმს, ხოლო ექიმი ზოგჯერ ბოროტად იყენებს ამას და ახდენს მის სექსუალურ შევიწროებას", - გვიხნის ქეთი შუბაშვილი.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბოლო დროს მომხდარი კიდევ ერთი შექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ გვიამბობს. საქმე შეეხება უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული კარანტინში მყოფი პირის სექსუალური შევიწროების ფაქტს ექიმის მხრიდან.

"ისტორია ასეთია: ქალი დაბრუნდა საქართველოში და იგი გადაიყვანეს კარანტინში. მასთან შემოწმებაზე შევიდა ექიმი. გაუსინჯა ფილტვები და სახსრები. აქაც დადგინდა, რომ კორონას გამოვლენის მიზნით, არ იყო საჭირო ისეთი შეხებები, რაც ექიმმა განახორციელა. ასევე, ექიმმა ქალს დაუსვა ისეთი კითხვები, რაც კორონავირუსთან არ იყო დაკავშირებული და ეხებოდა პაციენტის სექსუალურ ცხოვრებას. აქაც დადგინდა, სექსუალური შევიწროების ფაქტი. და მიეცა რეკომენდაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს გაეწყვიტა ხელშეკრულება ამ ექიმთან", - გვიყვება ობუდსმენის წარმომადგენელი.

სექსუალური შევიწროების შესახებ AMBEBI.GE-ს უფრო დეტალურად თავად ძალდობის მსხვერპლი 29 წლის მარიამ ქ. უყვება. მარიამი ამბობს, რომ საქართველოში ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის გავლით 24 მარტს, დილით შემოვიდა, რის შემდეგაც მარნეულის სასტუმროს კარანტინში მოათავსეს.

ახალგაზრდა ქალი იხსენებს, რომ სპეციალისტი მის ნომერში საღამოს 10 საათისთვის შევიდა და კორონავირუსის სიმპტომების არსებობით დაინტერესდა.

„დაიწყო ყელის დათვალიერება, მერე სასუნთქი გზები უნდა გავსინჯოთო. გზადაგზა მეკითხებოდა, უი, რამდენი წლის ხარ, სად სწავლობ. ასე ღიად არ მაწვებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე არ იყო. მერე მითხრა, ზედა უნდა გაიხადო, რომ სუნთქვა შევამოწმოთო. ეგ ჩვეულებრივ ამბად მივიჩნიე, მაგრამ თავი უკვე უხერხულად ვიგრძენი. ვუთხარი, ლიფს ჩავიცვამ და მოვალ-მეთქი. მითხრა, რომ ეს "ელასტიკიც" უნდა გაიხადოო. ჩავიწიე ელასტიკი კოჭებამდე, შემოწმება დაიწყო ნეკნებიდან. ყველაზე დიდი ხანი საშოს არეში გაჩერდა. ზედ საშოზე ხელი არ დაუდია, მაგრამ ასე ჩაუყვა ბარძაყის გვერდებს. მერე გადმომატრიალა მუცელზე. საჯდომის ქვემოთაც ჩამიყო ხელები, მერე კოჭები და მუხლებიც გამისინჯა, ხელებზე არაფერი შეუმოწმებია. მითხრა, ღრმა სახსრების გამტარობაც გამოვიკვლიეთო", - ჰყვება მარიამი.

სახალხო დამცველი, ექიმების მიერ პაციენტების სექსუალური შევიწროების პრობლემის განხილვისას, მთავარ პრევენციად ინფორმირებულობის გაზრდას მიიჩნევს. ქეთი შუბაშვილი, AMBBEI.GE-სთან საუბარში, სექსუალური შევიწროების პრევენციის დოკუმენტების შემოღების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. სპეციალისტი ამბობს, რომ ყველა კლინიკმ უნდა შეიმუშაოს ასეთი დოკუმენტები და გაავრელოს პაციენტებს შორის.

კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა და 4 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

"თბილისელია, საკმაოდ საინტერესო პროფესია აქვს... ერთმანეთი აეროპორტში გავიცანით" - რას ჰყვება დათო ხუჯაძე მეუღლეზე

24 წლის გიგი გობეჯიშვილს, რომელიც დაუდგენელ დაავადებას ებრძვის, საზოგადოების დახმარება ესაჭუროება