საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქსფორდის უნივერსიტეტი ვაქცინის გამოცდას განაახლებს - რა გვერდითი მოვლენა გამოუვლინდა ერთ-ერთ მოხალისეს, რის მერეც გამოცდა შეჩერდა
ოქსფორდის უნივერსიტეტი ვაქცინის გამოცდას განაახლებს - რა გვერდითი მოვლენა გამოუვლინდა ერთ-ერთ მოხალისეს, რის მერეც გამოცდა შეჩერდა

COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­მოც­დე­ბი, რო­მელ­საც AstraZeneca და ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ატა­რებ­დნენ, BBC-ის ცნო­ბით, გა­ნახ­ლდე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნის კვლე­ვა მას შემ­დეგ შე­ჩერ­და, რაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში პა­ცი­ენტს გვერ­დი­თი ეფექ­ტი გა­მო­უვ­ლინ­და.

სამ­შა­ბათს, AstraZeneca-ს ცნო­ბით, ვაქ­ცი­ნის კვლე­ვე­ბი შე­ჩერ­და, სა­ნამ გა­ირ­კვე­ო­და, გვერ­დი­თი ეფექ­ტი უშუ­ა­ლოდ მას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თუ არა. თუმ­ცა, შა­ბათს ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ვაქ­ცი­ნის ტეს­ტი­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა უსაფრ­თხოდ იქნა მიჩ­ნე­უ­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნა, სხვა ათე­უ­ლო­ბით ვაქ­ცი­ნას შო­რის, საკ­მა­ოდ ძლი­ერ პრე­ტენ­დენ­ტად ით­ვლე­ბა.

ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში ეწე­რა, რომ ასეთ დიდ კვლე­ვა­ში "მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ ზოგი მო­ნა­წი­ლე ცუ­დად გახ­დე­ბო­და".

მთავ­რო­ბის მთა­ვარ­მა სა­მეც­ნი­ე­რო მრჩე­ველ­მა, სერ პატ­რიკ ვა­ლან­სმა ეს მო­საზ­რე­ბა გა­ი­მე­ო­რა და ოთხშა­ბათს, და­უ­ნინგ სტრიტ­ზე გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, რომ რაც ოქსფორ­დის კვლე­ვა­ში მოხ­და, უჩ­ვე­უ­ლო არაა.

უნი­ვერ­სი­ტეტ­მა დას­ძი­ნა, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შემ­მოწ­მე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტი­სა და ბრი­ტა­ნე­თის მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის პრო­დუქ­ტე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სა­ა­გენ­ტოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ცდე­ბის გა­ნახ­ლე­ბა უკვე შე­იძ­ლე­ბა.

ჯან­დაც­ვის მდი­ვა­ნი, მეტ ჰენ­კო­კი Twitter-ზე ვაქ­ცი­ნის გა­მოც­დის გაგ­რძე­ლე­ბას მი­ე­სალ­მა და და­წე­რა: "ეს პა­უ­ზა აჩ­ვე­ნებს, რომ ჩვენ ყო­ველ­თვის უსაფრ­თხო­ე­ბას ვა­ყე­ნებთ ყვე­ლა­ფერ­ზე წინ. ჩვენს მეც­ნი­ე­რებს მხარს და­ვუ­ჭერთ, რომ ქმე­დი­თი ვაქ­ცი­ნა რაც შე­იძ­ლე­ბა უსაფრ­თხოდ და მალე შექ­მნან".

ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი პა­ცი­ენ­ტის და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო არ ამ­ხელს, თუმ­ცა New York Times-ის ცნო­ბით, მო­ხა­ლი­სეს გა­ნი­ვი მი­ე­ლი­ტის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, - ან­თე­ბი­თი სინ­დრო­მის, რომ­ლიც ზურ­გის ტვინ­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას და რო­მელ­საც ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი იწ­ვევს.

აღ­ნიშ­ნულ ვაქ­ცი­ნა­ზე პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ფა­ზის ტეს­ტი­რე­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ მყარ­დე­ბო­და იმე­დე­ბი, რომ შე­იძ­ლე­ბა, სწო­რედ ის გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ბა­ზარ­ზე.

ბოლო კვი­რებ­ში, მე­სა­მე ფა­ზა­ზე გა­დას­ვლის შემ­დეგ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში, ბრა­ზი­ლი­ა­სა და სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ვაქ­ცი­ნის ტეს­ტი­რე­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 000 მო­ნა­წი­ლე იყო ჩარ­თუ­ლი. ვაქ­ცი­ნე­ბის კვლე­ვის მე­სა­მე ფაზა ხში­რად ათა­სო­ბით მო­ნა­წი­ლეს მო­ი­ცავს და შე­იძ­ლე­ბა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით უკვე და­ახ­ლო­ე­ბით 180 ვაქ­ცი­ნის კან­დი­და­ტია შე­მოწ­მე­ბუ­ლი, თუმ­ცა ჯერ არც ერ­თის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, შა­ბათს ბრი­ტა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი 3 497 ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­და. ეს ზე­დი­ზედ მე­ო­რე დღეა, რაც ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 3 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. მთლი­ა­ნო­ბა­ში, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 365 174-მდე აღ­წევს, გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 41 623-ია.

ახა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მა­ტე­ბის გა­ჩე­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს და ძა­ლა­ში ორ­შა­ბა­თი­დან უნდა შე­ვი­დეს. ინ­გლის­ში ექ­ვსზე მეტი ადა­მი­ა­ნის შიდა და გარე შეკ­რე­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა, გარ­კვე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, რო­გო­რი­ცაა სამ­სა­ხუ­რი თუ სკო­ლა; შოტ­ლან­დი­ა­შიც 6-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შიდა და გარე თავ­შეყ­რა აიკ­რძა­ლე­ბა, თუმ­ცა ინ­გლი­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ერ­თად მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა, ორი ოჯა­ხი­დან იყ­ვნენ, ხოლო 12 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი შე­ზღუდ­ვის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან; უელსში ასე­ვე 6-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შიდა შეკ­რე­ბა იქ­ნე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი, თუმ­ცა გა­რეთ მაქ­სი­მუმ 30 ადა­მი­ა­ნის თავ­შეყ­რა და­იშ­ვე­ბა; ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და­ი­წყებს მოქ­მე­დე­ბას ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ზო­გი­ერთ ნა­წილ­შიც. წყა­რო

ავტორი:

ოქსფორდის უნივერსიტეტი ვაქცინის გამოცდას განაახლებს - რა გვერდითი მოვლენა გამოუვლინდა ერთ-ერთ მოხალისეს, რის მერეც გამოცდა შეჩერდა

ოქსფორდის უნივერსიტეტი ვაქცინის გამოცდას განაახლებს - რა გვერდითი მოვლენა გამოუვლინდა ერთ-ერთ მოხალისეს, რის მერეც გამოცდა შეჩერდა

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდები, რომელსაც AstraZeneca და ოქსფორდის უნივერსიტეტი ატარებდნენ, BBC-ის ცნობით, განახლდება. აღნიშნული ვაქცინის კვლევა მას შემდეგ შეჩერდა, რაც გაერთიანებულ სამეფოში პაციენტს გვერდითი ეფექტი გამოუვლინდა.

სამშაბათს, AstraZeneca-ს ცნობით, ვაქცინის კვლევები შეჩერდა, სანამ გაირკვეოდა, გვერდითი ეფექტი უშუალოდ მასთან იყო დაკავშირებული თუ არა. თუმცა, შაბათს ოქსფორდის უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ ვაქცინის ტესტირების გაგრძელება უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული.

აღნიშნული ვაქცინა, სხვა ათეულობით ვაქცინას შორის, საკმაოდ ძლიერ პრეტენდენტად ითვლება.

ოქსფორდის უნივერსიტეტის განცხადებაში ეწერა, რომ ასეთ დიდ კვლევაში "მოსალოდნელი იყო, რომ ზოგი მონაწილე ცუდად გახდებოდა".

მთავრობის მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა, სერ პატრიკ ვალანსმა ეს მოსაზრება გაიმეორა და ოთხშაბათს, დაუნინგ სტრიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რაც ოქსფორდის კვლევაში მოხდა, უჩვეულო არაა.

უნივერსიტეტმა დასძინა, რომ უსაფრთხოების დამოუკიდებელი შემმოწმებელი კომიტეტისა და ბრიტანეთის მარეგულირებლის, მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს რეკომენდაციების შესაბამისად, ცდების განახლება უკვე შეიძლება.

ჯანდაცვის მდივანი, მეტ ჰენკოკი Twitter-ზე ვაქცინის გამოცდის გაგრძელებას მიესალმა და დაწერა: "ეს პაუზა აჩვენებს, რომ ჩვენ ყოველთვის უსაფრთხოებას ვაყენებთ ყველაფერზე წინ. ჩვენს მეცნიერებს მხარს დავუჭერთ, რომ ქმედითი ვაქცინა რაც შეიძლება უსაფრთხოდ და მალე შექმნან".

ოქსფორდის უნივერსიტეტი პაციენტის დაავადების შესახებ ინფორმაციას კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო არ ამხელს, თუმცა New York Times-ის ცნობით, მოხალისეს განივი მიელიტის დიაგნოზი დაუსვეს, - ანთებითი სინდრომის, რომლიც ზურგის ტვინზე ახდენს გავლენას და რომელსაც ვირუსული ინფექციები იწვევს.

აღნიშნულ ვაქცინაზე პირველი და მეორე ფაზის ტესტირებების წარმატებით ჩატარების შემდეგ მყარდებოდა იმედები, რომ შეიძლება, სწორედ ის გამოჩენილიყო ერთ-ერთი პირველი ბაზარზე.

ბოლო კვირებში, მესამე ფაზაზე გადასვლის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში ვაქცინის ტესტირებაში დაახლოებით 30 000 მონაწილე იყო ჩართული. ვაქცინების კვლევის მესამე ფაზა ხშირად ათასობით მონაწილეს მოიცავს და შეიძლება, წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიო მასშტაბით უკვე დაახლოებით 180 ვაქცინის კანდიდატია შემოწმებული, თუმცა ჯერ არც ერთის კლინიკური კვლევები არ დასრულებულა.

ოფიციალური მონაცემებით, შაბათს ბრიტანეთში კორონავირუსი 3 497 ადამიანს დაუდასტურდა. ეს ზედიზედ მეორე დღეა, რაც ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა. მთლიანობაში, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 365 174-მდე აღწევს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 41 623-ია.

ახალი შეზღუდვები ვირუსის გავრცელების მატების გაჩერებას ითვალისწინებს და ძალაში ორშაბათიდან უნდა შევიდეს. ინგლისში ექვსზე მეტი ადამიანის შიდა და გარე შეკრება შეიზღუდება, გარკვეული გამონაკლისების გარდა, როგორიცაა სამსახური თუ სკოლა; შოტლანდიაშიც 6-ზე მეტი ადამიანის შიდა და გარე თავშეყრა აიკრძალება, თუმცა ინგლისისგან განსხვავებით, ერთად მყოფი ადამიანები შეიძლება, ორი ოჯახიდან იყვნენ, ხოლო 12 წლამდე ასაკის ბავშვები შეზღუდვისგან თავისუფლები იქნებიან; უელსში ასევე 6-ზე მეტი ადამიანის შიდა შეკრება იქნება აკრძალული, თუმცა გარეთ მაქსიმუმ 30 ადამიანის თავშეყრა დაიშვება; ლოკალიზებული შეზღუდვები დაიწყებს მოქმედებას ჩრდილოეთ ირლანდიის ზოგიერთ ნაწილშიც. წყარო

ჯანმო: მსოფლიოში კორონავირუსის რეკორდული დღიური რაოდენობა - 307 930 შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის პანდემიის გამო ისრაელი 3-კვირიან საყოველთაო კარანტინს აცხადებს

მინსკში, საპროტესტო აქციებზე 250 მონაწილე დააკავეს