საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანელი მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს - ვინ იყო ნავიდ აფკარი და რატომ გამოუტანეს უმკაცრესი სასჯელი
ირანელი მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს - ვინ იყო ნავიდ აფკარი და რატომ გამოუტანეს უმკაცრესი სასჯელი

ცნო­ბი­ლი ირა­ნე­ლი მო­ჭი­და­ვე ნა­ვიდ აფ­კა­რი, რო­მე­ლიც 2018 წლის ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ირა­ნულ სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფ­კა­რის გა­ნა­ჩე­ნი სის­რუ­ლე­ში დღეს დი­ლით მო­იყ­ვა­ნეს.

შე­გახ­სე­ნებთ, 27 წლის მო­ჭი­და­ვეს ბრა­ლად ედე­ბო­და 2018 წელს ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა.

სა­სა­მარ­თლომ მკაც­რი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა ასე­ვე ნა­ვი­დის ძმებს, ვა­ჰიდ­სა და ჰა­ბიბს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ აქ­ცი­ებ­ში - ერთს 54-წლი­ა­ნი, ხოლო მე­ო­რეს, 27-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვი­ტა, რომ სიკ­ვდი­ლით დას­ჯამ­დე სპორ­ტსმე­ნი 74-ჯერ გა­ე­როზ­გათ.

რო­გორც tmz.com წერ­და, ძმე­ბი 20 და­ნა­შა­უ­ლის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს, მათ შო­რის, არა­სან­ქცი­რე­ბულ აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბის­თვის და ასე­ვე, ირა­ნის ლი­დე­რის შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის.

სა­მი­ვე ძმა დამ­ნა­შა­ვედ სცნეს, თუმ­ცა სიკ­ვდი­ლი მხო­ლოდ ნე­ვიდს მი­უ­სა­ჯეს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, აფ­კა­რე­ბის დე­დამ გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­მი­მარ­თვაც, სა­დაც ის ირა­ნის სა­სა­მარ­თლოს ტყუ­ი­ლებ­ზე სა­უბ­რობს. ქალი ამ­ბობს, რომ მის ვა­ჟებს თა­ვის დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაც კი არ მის­ცეს.

მე­დი­ა­ში ასე­ვე წერ­დნენ ცი­ხი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ ნა­ვიდ აფ­კა­რის წე­რილ­ზეც, სა­დაც ის სას­ტიკ მო­პყრო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და. წე­რილ­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ მას ტო­მა­რას უკე­თე­ბენ თავ­ზე, ხან კი ცხვირ­ში ალ­კოჰოლს ას­ხამ­დნენ.

ირა­ნის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ტვი­ტე­რის“ სა­შუ­ა­ლე­ბით აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"მივ­მარ­თავ ირა­ნელ ლი­დე­რებს, დი­დად მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ და­ინ­დობთ ამ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლეს და სიკ­ვდი­ლით არ დას­ჯით, გმად­ლობთ“ - და­წე­რა ტრამპმა.

ცნო­ბის­თვის, ნა­ვიდ აფ­კა­რი ჭი­და­ო­ბა­ში ირა­ნის მრა­ვალ­გზის ჩემ­პი­ო­ნია და არა­ერ­თი მედ­ლის მფლო­ბე­ლია. ის ირა­ნის მო­ჭი­და­ვე­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი­ცაა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
3

შორს არიან ცივილიზააცისაგან

ana
7

ღმერთო როგორ აქრობენ წყვდიადში მოკიაფე სანთლებს.ირანს დიდხანს არაფერი ეშველება,დარჩება ბნელში და უკუნში.

ავტორი:

ირანელი მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს - ვინ იყო ნავიდ აფკარი და რატომ გამოუტანეს უმკაცრესი სასჯელი

ირანელი მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს - ვინ იყო ნავიდ აფკარი და რატომ გამოუტანეს უმკაცრესი სასჯელი

ცნობილი ირანელი მოჭიდავე ნავიდ აფკარი, რომელიც 2018 წლის ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ირანულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აფკარის განაჩენი სისრულეში დღეს დილით მოიყვანეს.

შეგახსენებთ, 27 წლის მოჭიდავეს ბრალად ედებოდა 2018 წელს ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღება.

სასამართლომ მკაცრი განაჩენი გამოუტანა ასევე ნავიდის ძმებს, ვაჰიდსა და ჰაბიბს, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ აქციებში - ერთს 54-წლიანი, ხოლო მეორეს, 27-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სიკვდილით დასჯამდე სპორტსმენი 74-ჯერ გაეროზგათ.

როგორც tmz.com წერდა, ძმები 20 დანაშაულისთვის გაასამართლეს, მათ შორის, არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებისთვის და ასევე, ირანის ლიდერის შეურაცხყოფისთვის.

სამივე ძმა დამნაშავედ სცნეს, თუმცა სიკვდილი მხოლოდ ნევიდს მიუსაჯეს. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, აფკარების დედამ გაავრცელა ვიდეომიმართვაც, სადაც ის ირანის სასამართლოს ტყუილებზე საუბრობს. ქალი ამბობს, რომ მის ვაჟებს თავის დაცვის საშუალებაც კი არ მისცეს.

მედიაში ასევე წერდნენ ციხიდან გამოგზავნილ ნავიდ აფკარის წერილზეც, სადაც ის სასტიკ მოპყრობაზე საუბრობდა. წერილში ნათქვამი იყო, რომ მას ტომარას უკეთებენ თავზე, ხან კი ცხვირში ალკოჰოლს ასხამდნენ.

ირანის სასამართლოს გადაწყვეტილებას რამდენიმე დღის წინ "ტვიტერის“ საშუალებით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.

"მივმართავ ირანელ ლიდერებს, დიდად მადლობელი ვიქნები, თუ დაინდობთ ამ ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეს და სიკვდილით არ დასჯით, გმადლობთ“ - დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, ნავიდ აფკარი ჭიდაობაში ირანის მრავალგზის ჩემპიონია და არაერთი მედლის მფლობელია. ის ირანის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრიცაა.

"მომხდარში ისრაელის პასუხისმგებლობის სერიოზული ნიშნები ჩანს" - რა ვერსიები ვრცელდება ირანის ერთ-ერთი მთავარი მეცნიერის მკვლელობაზე

"შესაძლოა, სიკვდილის მიზეზად COVID-19 გამოაცხადონ... თუმცა აქ სულ ასეა - ან კლავენ, ან თავს იკლავენ" - რა ვერსიებია სომხეთში რუსი სამხედროს გარდაცვალებაზე?

ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის 100 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავენ -  რა ეღირება "სპუტნიკ V“ საერთაშორისო ბაზარზე