პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი რაგბიდან "ოცნების" საპარალამენტო სიაში მოხვედრილ დავით კაჭარავაზე - ცნობილი წყვილის "ლავსთორი" დასრულდა?
რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი რაგბიდან "ოცნების" საპარალამენტო სიაში მოხვედრილ დავით კაჭარავაზე - ცნობილი წყვილის "ლავსთორი" დასრულდა?

ორი დღის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და­ვით კა­ჭა­რა­ვამ სა­ნაკ­რე­ბო და საკ­ლუ­ბო კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა. ამის შე­სა­ხებ პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. კა­ჭა­რა­ვამ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და გულ­შე­მატ­კივ­რებს, ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მე­გობ­რებს. ასე­ვე რაგ­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, კლუბ "ყო­ჩებს", მის პრე­ზი­დენტს გუგა გე­გე­ნა­ვას და მწვრთნე­ლებს.

კა­ჭა­რა­ვას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი და გულ­და­სა­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდა მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი­სა და სპორ­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, მა­შინ ჯერ კი­დევ არ იყო ცნო­ბი­ლი, რომ სპორსტმენ­მა კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­წყვი­ტა.

პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლომ" 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე სა­არ­ჩევ­ნო სიის ოცე­უ­ლი წა­რად­გი­ნა. პარ­ტი­ის რჩე­ულ­თა შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი და­ვით კა­ჭა­რა­ვა აღ­მოჩ­ნდნენ. მარ­თა­ლია, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სპორ­ტსმე­ნე­ბის წას­ვლა პო­ლი­ტი­კა­ში, უცხო არ არის, მაგ­რამ კა­ჭა­რა­ვას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ კი­დევ ერთხელ და­წყვი­ტა გული გულ­შე­მატ­კი­ვარს.

გარ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რი­სა, მო­რაგ­ბეს სა­ინ­ტე­რე­სო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აქვს. 2007 წელს ანკა დუნ­დუ­ა­ზე იქორ­წი­ნა.

კა­ჭა­რა­ვას უცხო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბი­სას მე­უღ­ლე და ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ნი­კო­ლო­ზი თან ჰყავ­და, მო­რაგ­ბე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იხ­სე­ნებ­და საფ­რან­გეთ­ში გა­ტა­რე­ბულ წლებს.

2018 წელს კი მო­რაგ­ბე უკვე ახალ სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ, მისი რჩე­უ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე და პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი გახ­და. თა­ვი­დან წყვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რის­გან თავს იკავ­დნენ, თუმ­ცა ერთი წლის წინ, ქე­თიმ ambebi.ge-სთან სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ზე გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა.

"მე და და­თომ ერ­თმა­ნე­თი გა­და­ღე­ბებ­ზე გა­ვი­ცა­ნით. თა­ვი­დან­ვე არ და­წყე­ბუ­ლა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი, მხო­ლოდ გა­მარ­ჯო­ბის დო­ნე­ზე ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს. ნელ-ნელა გაჩ­ნდა სიმ­პა­თია და მას შემ­დეგ ერ­თად ვართ. კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან ჩვენს შვი­ლებ­საც და ეს მი­ხა­რია. დათო ყვე­ლა­ფერ­ში გვერ­დით მიდ­გას, მარ­თა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად არ არის, რად­გან სა­ზღვარ­გა­რეთ თა­მა­შობს, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ვგრძნობ მის გვერ­დით დგო­მას და ეს მსი­ა­მოვ­ნებს. რთუ­ლია, რა თქმა უნდა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ეს პრობ­ლე­მა არაა. როცა ურ­თი­ერ­თგა­გე­ბაა ორ ადა­მი­ანს შო­რის, სი­შო­რე პრობ­ლე­მა არაა...“ - ამ­ბობ­და მა­შინ ქეთი.

უკვე ერთ თვე­ზე მე­ტია, რაც ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლის "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დი­დან შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა ფოტო გაქ­რა, რა­მაც გა­ა­ჩი­ნა ეჭვი, რომ მო­რაგ­ბე ცნო­ბილ ტან­მო­ვარ­ჯი­შეს და­შორ­და. თუმ­ცა და­ვით კა­ჭა­რა­ვა ჯერ­ჯე­რო­ბით სა­კუ­თა­რი გვერ­დი­დან ქე­თის­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ფო­ტო­ე­ბის წაშ­ლას არ ჩქა­რობს.

მო­რაგ­ბის პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლის შემ­დეგ შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვია, რა ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ახლა კა­ჭა­რა­ვა-ხა­ტი­აშ­ვი­ლის წყვილს და ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად ტან­მო­ვარ­ჯი­შეს და­ვუ­რე­კეთ.

- ქეთი, ambebi.ge-დან გი­რე­კავთ, ნა­ხეთ, ხომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პირ­ვე­ლი ოცე­უ­ლის წარ­დგე­ნა?

- დიახ და ამ თე­მა­ზე არა­ნა­ირ კო­მენ­ტარს არ ვა­კე­თებ.

- ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შორ­დით და­ვით კა­ჭა­რა­ვას...

- ჩვენ ხომ არ გვაქვს ინ­ტერ­ვიუ და ნუ მე­კი­თხე­ბით...

- სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბი წაშ­ლი­ლი გაქვთ "ინ­სტაგ­რამ­ზე", აღარ ხართ ერ­თად?

- არ მინ­და მაგ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, ორი დღის წი­ნაც და­მი­რე­კა ჟურ­ნა­ლის­ტმა და თავს ვი­კა­ვებ ამა­ზე სა­უბ­რის­გან. თქვენ რო­გორც გინ­დათ, ისე და­წე­რეთ. თუ პი­რად­ზე გინ­დათ ლა­პა­რა­კი, გე­ტყვით, რომ ამა­ზე მე და დათო არ ვსა­უბ­რობთ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
6

ამის მერე გაუთიშეს ტელეფონი თუ? :D:D:D:D:D მაგარი ამბები გაქვთ მოკლედ რა :D

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
102

ქალი ბურთი არ არის, რომ დაიჭირო, ქალი ბეღურაა, თუ საკენკს დაუყრი, არსადაც არ წავა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი რაგბიდან "ოცნების" საპარალამენტო სიაში მოხვედრილ დავით კაჭარავაზე - ცნობილი წყვილის "ლავსთორი" დასრულდა?

რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი რაგბიდან "ოცნების" საპარალამენტო სიაში მოხვედრილ დავით კაჭარავაზე - ცნობილი წყვილის "ლავსთორი" დასრულდა?

ორი დღის წინ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კაჭარავამ სანაკრებო და საკლუბო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. კაჭარავამ მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ასევე რაგბის ფედერაციის ყველა თანამშრომელს, კლუბ "ყოჩებს", მის პრეზიდენტს გუგა გეგენავას და მწვრთნელებს.

კაჭარავას გადაწყვეტილება მოულოდნელი და გულდასაწყვეტი აღმოჩნდა მისი გულშემატკივრებისა და სპორტული საზოგადოებისთვის, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რომ სპორსტმენმა კარიერის გაგრძელება პოლიტიკაში გადაწყვიტა.

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა. პარტიის რჩეულთა შორის საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი წევრი, ვიქტორ სანიკიძე და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრი დავით კაჭარავა აღმოჩნდნენ. მართალია, ქართველი საზოგადოებისთვის სპორტსმენების წასვლა პოლიტიკაში, უცხო არ არის, მაგრამ კაჭარავას გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაწყვიტა გული გულშემატკივარს.

გარდა წარმატებული სპორტული კარიერისა, მორაგბეს საინტერესო პირადი ცხოვრება აქვს. 2007 წელს ანკა დუნდუაზე იქორწინა.

კაჭარავას უცხოეთში ცხოვრებისას მეუღლე და ერთადერთი შვილი ნიკოლოზი თან ჰყავდა, მორაგბე განსაკუთრებულად იხსენებდა საფრანგეთში გატარებულ წლებს.

2018 წელს კი მორაგბე უკვე ახალ სიყვარულთან ერთად გამოჩნდა. ოჯახის დანგრევის შემდეგ, მისი რჩეული ტანმოვარჯიშე და პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული ქეთი ხატიაშვილი გახდა. თავიდან წყვილი ჟურნალისტებთან საუბრისგან თავს იკავდნენ, თუმცა ერთი წლის წინ, ქეთიმ ambebi.ge-სთან საკუთარ გრძნობებზე გულახდილად ისაუბრა.

"მე და დათომ ერთმანეთი გადაღებებზე გავიცანით. თავიდანვე არ დაწყებულა ჩვენი ურთიერთობა, დაახლოებით ერთი წელი, მხოლოდ გამარჯობის დონეზე ვიცნობდით ერთმანეთს. ნელ-ნელა გაჩნდა სიმპათია და მას შემდეგ ერთად ვართ. კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან ჩვენს შვილებსაც და ეს მიხარია. დათო ყველაფერში გვერდით მიდგას, მართალია საქართველოში ხშირად არ არის, რადგან საზღვარგარეთ თამაშობს, თუმცა ყოველთვის ვგრძნობ მის გვერდით დგომას და ეს მსიამოვნებს. რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს პრობლემა არაა. როცა ურთიერთგაგებაა ორ ადამიანს შორის, სიშორე პრობლემა არაა...“ - ამბობდა მაშინ ქეთი.

უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ქეთი ხატიაშვილის "ინსტაგრამის" გვერდიდან შეყვარებულთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო გაქრა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ მორაგბე ცნობილ ტანმოვარჯიშეს დაშორდა. თუმცა დავით კაჭარავა ჯერჯერობით საკუთარი გვერდიდან ქეთისთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტოების წაშლას არ ჩქარობს.

მორაგბის პოლიტიკაში წასვლის შემდეგ შევეცადეთ გაგვერკვია, რა ურთიერთობა აქვთ ახლა კაჭარავა-ხატიაშვილის წყვილს და ინტერვიუს ჩასაწერად ტანმოვარჯიშეს დავურეკეთ.

- ქეთი, ambebi.ge-დან გირეკავთ, ნახეთ, ხომ "ქართული ოცნების“ პირველი ოცეულის წარდგენა?

- დიახ და ამ თემაზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ.

- ჩვენი ინფორმაციით, დაშორდით დავით კაჭარავას...

- ჩვენ ხომ არ გვაქვს ინტერვიუ და ნუ მეკითხებით...

- საერთო ფოტოები წაშლილი გაქვთ "ინსტაგრამზე", აღარ ხართ ერთად?

- არ მინდა მაგ თემაზე საუბარი, ორი დღის წინაც დამირეკა ჟურნალისტმა და თავს ვიკავებ ამაზე საუბრისგან. თქვენ როგორც გინდათ, ისე დაწერეთ. თუ პირადზე გინდათ ლაპარაკი, გეტყვით, რომ ამაზე მე და დათო არ ვსაუბრობთ.

ქართველი ნიჩბოსანი, ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველო "რაგბი ევროპის" ჩემპიონია - ქართველებმა ნიდერლანდები დაამარცხეს

"ოჯახური საკითხების გამო ჩამოვედი" - მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ბიძაშვილის ქორწილს დაესწრო: გიორგი ალასანიას ნიუ-იორკული, ზღაპრული ქორწილის ფოტოები