კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსოფლიოშიც ინფიცირების რაოდენობა მზარდია, მაგრამ კოვიდინფექციით გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა" - ამის მიზეზებს ინფექციონისტი განმარტავს
"მსოფლიოშიც ინფიცირების რაოდენობა მზარდია, მაგრამ კოვიდინფექციით გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა" - ამის მიზეზებს ინფექციონისტი განმარტავს

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა. 11 სექ­ტემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოლო ერთ დღე-ღა­მე­ში 87 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

"მეს­მის, დის­კომ­ფორ­ტია ბევ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, მაგ­რამ ჯო­ბია ისი­ნი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, ვიდ­რე მო­მა­ვალ­ში უფრო მეტი შე­ზღუდ­ვის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდეთ. ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ვუ­წო­დებ, რომ სწორ და კომ­პე­ტენ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­უს­მი­ნოს. ჩვე­ნი, ექი­მე­ბი­სა და მე­დი­ის ვა­ლია, რომ კომ­პე­ტენ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე მი­ვი­ტა­ნოთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი თუ მო­ხერ­ხდა, ჩვენ შევ­ძლებთ და მო­ვა­ხერ­ხებთ სტა­ბი­ლუ­რი ეპიდსი­ტუ­ა­ცია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ", - ამ­ბობს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა, რო­მელ­საც ambebi.ge ესა­უბ­რა.

- დი­ნა­მი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე გაზ­რდი­ლია, მაგ­რამ მა­ინც იმე­დი მაქვს და ალ­ბათ მო­ხერ­ხდე­ბა, რომ ჩვენ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ სტა­ბი­ლურ ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას, თუმ­ცა ეს არ იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი. ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­და­ნაც მეტი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნა, რათა და­ცულ იქ­ნას ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რა­საც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იძ­ლე­ვი­ან და მი­ნი­მა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბის ფონ­ზე მო­ვა­ხერ­ხოთ კარ­გი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, არ დას­ჭირ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს უფრო მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბა, რაც ცუდი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის­თვის და ა.შ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, მე­ო­რე ტალ­ღას­თან გვაქვს საქ­მე?

- ამ მო­მენ­ტის­თვის ამის თქმა რთუ­ლია, თუმ­ცა ასე­თი ტენ­დენ­ცია თუ გაგ­რძელ­და, ყო­ველ­დღი­უ­რად მზარ­დი ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თუ იქნა, შე­იძ­ლე­ბა ამას და­ვარ­ქვათ მე­ო­რე ტალ­ღა.

- რით აიხ­სნე­ბა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ თე­ბერ­ვალ-მარ­ტში ყო­ველ­დღი­უ­რად ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უფრო ნაკ­ლე­ბი იყო, ვიდ­რე ახლა?

- რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტია: ერთი ის, რომ თე­ბერ­ვალ-მარ­ტში დრო­უ­ლად მოხ­და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია გა­რე­დან და­ა­ვა­დე­ბის იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბა. მე­ო­რე ის, რომ შიგ­ნით, მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან მეტი მზა­ო­ბა იყო, ისი­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ სხვა­დას­ხვა რჩე­ვა-და­რი­გე­ბებს და ას­რუ­ლებ­დნენ მათ, რა­მაც ხელი შე­უ­წყო იმას, რომ ჩვენ გა­ზა­ფხულ­ზე რო­დე­საც ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში საკ­მა­ოდ არას­ტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია იყო, შევ­ძე­ლით და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ სტა­ბი­ლუ­რი ეპიდსი­ტუ­ა­ცია. ამი­ტომ ეს კომ­პლექ­სუ­რი სა­კი­თხია - სწო­რად გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­ყო­ლო­ბა და ჩარ­თუ­ლო­ბა ამ პრო­ცეს­ში. ასე რომ, ამ ორმა კომ­პო­ნენ­ტმა მოგ­ვცა ის შე­დე­გი, რაც გვქონ­და.

- მარ­თა­ლია, და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვი ყო­ველ­დღი­უ­რად მზარ­დია, თუმ­ცა ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლია მთელს მსოფ­ლი­ო­ში. ეს რაზე მე­ტყვე­ლებს?

- გლო­ბა­ლუ­რად ასეა, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მზარ­დია, მაგ­რამ ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი საკ­მა­ოდ შემ­ცირ­და. ეს ჩემი აზ­რით, ორი ფაქ­ტო­რი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

პირ­ვე­ლი, ამ ეტა­პის­თვის ვირუ­სი ნაკ­ლებ აგ­რე­სი­უ­ლია და მე­ო­რე, ვირუ­სი უკეთ იქნა შეს­წავ­ლი­ლი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მთელს მსოფ­ლი­ო­ში - მეტ-ნაკ­ლე­ბად ვი­ცით, რას უნდა ვე­ლო­დოთ, რა გარ­თუ­ლე­ბებს, რო­გორ უნდა მოხ­დეს ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვა და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბამ მო­ახ­დი­ნა ისიც, რომ უფრო სწო­რად და ადეკ­ვა­ტუ­რად ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვა, ვიდ­რე თა­ვი­დან იყო. ვი­ნა­ი­დან ვირუ­სი ახა­ლი იყო, ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბობ­და და მისი მარ­თვა მთელ მსოფ­ლი­ო­ში არა­ვინ იცო­და. მარ­თა­ლია, ამ ეტაპ­ზეც რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი, სა­მა­გი­ე­როდ ჩვენ და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა უკე­თე­სად და სრულ­ყო­ფი­ლად ვის­წავ­ლეთ, ამი­ტო­მაც იკლო სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ.

- ანუ შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ვირუს­მა მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­და და მი­ეჩ­ვია ადა­მი­ა­ნებ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას?

- კი ბა­ტო­ნო, ესეც. ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ა­ში ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იწყე­ბა აგ­რე­სი­უ­ლად, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გა­ვენ აგ­რე­სი­ას და უფრო მე­ტად მსუ­ბუ­ქი და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვე­ბი ხდე­ბი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, უფრო შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა.

- რამ­დე­ნად სა­ში­შია ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბა და რა გაგ­რძე­ლე­ბა ექ­ნე­ბა მას?

- ორი ვა­რი­ან­ტია - ერთი ის, რომ ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტოს შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ, რაც ცუდი სცე­ნა­რია და ეს დის­კომ­ფორ­ტს შე­უქ­მნის რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორს და მე­ო­რე - გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა, რა­საც ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი ატა­რე­ბენ, შევ­ძლოთ და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მეტ-ნაკ­ლე­ბად სტა­ბი­ლუ­რი ეპიდსი­ტუ­ა­ცია.

- რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი აღარ იქ­ნე­ბა. ანუ არ იქ­ნე­ბა ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, თუ ჩვენც იმ დას­კვნამ­დე მი­ვე­დით, რომ სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი გა­მო­ვი­მუ­შა­ოთ?

- ერთი აზრი ესე­ცაა. ზო­გა­დად, და­სა­წყის­ში, რო­დე­საც არ ვიც­ნობ­დით და­ა­ვა­დე­ბას და არ ვი­ცო­დით, რო­გორ წა­ვი­დო­და ის, მა­შინ ეს მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი იყო სრუ­ლი­ად გა­მარ­თლე­ბუ­ლი. ამ რე­გუ­ლა­ცი­ებ­მა მოგ­ვცა ის, რომ გვქონ­და მშვი­დი ზა­ფხუ­ლი, მეტ-ნაკ­ლე­ბად ამუ­შავ­და შიდა ტუ­რიზ­მი, მსოფ­ლი­ოს თვალ­ში ისე გა­მოვ­ჩნდით, რო­გორც მწვა­ნე ქვე­ყა­ნა...

მკაცრ რე­გუ­ლა­ცი­ებს და­დე­ბით­თან ერ­თად, რო­გორც ვი­ცით, ახ­ლავს ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე, თან სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ირ ღა­რიბ ქვე­ყა­ნას ახლა იმა­ვე გზის გავ­ლა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ამან შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­ლაფ­სი. პლუს ამას, ჩვენ ბევ­რად უკეთ ვიც­ნობთ უკვე ამ ვირუსს, არ არის ისე­თი პა­ნი­კა, ამი­ტომ მო­მა­ტე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­სა­სა აქვს სა­ხელ­მწი­ფოს გეგ­მა, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­კა­დის მარ­თვა. ასე­ვე, ვართ იმის მო­ლო­დინ­ში, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, წლის ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს პან­დე­მი­ის მარ­თვას. ამ მხრივ აქ­ტი­უ­რობს აშშ, ბრი­ტა­ნე­თი და ასე­ვე სხვა ქვეყ­ნე­ბიც. ამი­ტომ დღეს ბევ­რად მეტი ია­რა­ღი გვაქვს სა­ი­მი­სოდ, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბას წარ­მა­ტე­ბით ვებ­რძო­ლოთ, ვიდ­რე ეს გვქონ­და მარ­ტში. ასე რომ, ახლა შე­ზღუდ­ვე­ბის ისე­თი სა­ჭი­რო­ე­ბა აღარ არის, რო­გო­რიც იყო პან­დე­მი­ის და­წყე­ბის პე­რი­ოდ­ში. რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია თუ არ იქნა, მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ უნდა გა­ტარ­დეს. რო­გორც კლი­ნი­კურ­მა, ჰოს­პი­ტა­ლურ­მა სექ­ტორ­მა, ასე­ვე ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ­მა ნა­წილ­მა მო­ვა­ხერ­ხეთ ის, რომ წარ­მა­ტე­ბით ვმარ­თოთ ეს და­ა­ვა­დე­ბა.

- რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით რამე შე­იც­ვა­ლა?

- ყო­ველ­თვის ვამ­ბობ და ახ­ლაც იმა­ვეს გა­ვი­მე­ო­რებ, რომ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერ­თი­ა­ნი კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი აზ­რის ქონა და მინ­და მო­სახ­ლე­ო­ბას ვურ­ჩიო გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ მი­ცე­მუ­ლი რჩე­ვე­ბი, რაც მოგ­ვცემს იმას, რომ ჩვენ სა­ერ­თო ჯამ­ში შევ­ძლებთ ეპიდსი­ტუ­ა­ცია გვქონ­დეს სტა­ბი­ლუ­რი. მეს­მის, დის­კომ­ფორ­ტია ბევ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, მაგ­რამ ჯო­ბია ისი­ნი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, ვიდ­რე მო­მა­ვალ­ში უფრო მეტი შე­ზღუდ­ვის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდეთ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგიზ კვირტია
4

გასაგები და გამართლებული განმარტება. ყოჩაღ

თენგო
14

მადლობთ ამომწურავი პასუხებისთვის. ისე უნდა ითქვას, რომ ევროპა/ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმები აღარ გვარიგებენ ჭკუას.

ავტორი:

"მსოფლიოშიც ინფიცირების რაოდენობა მზარდია, მაგრამ კოვიდინფექციით გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა" - ამის მიზეზებს ინფექციონისტი განმარტავს

"მსოფლიოშიც ინფიცირების რაოდენობა მზარდია, მაგრამ კოვიდინფექციით გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა" - ამის მიზეზებს ინფექციონისტი განმარტავს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. 11 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო ერთ დღე-ღამეში 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

"მესმის, დისკომფორტია ბევრი რეკომენდაციის გათვალისწინება, მაგრამ ჯობია ისინი გავითვალისწინოთ, ვიდრე მომავალში უფრო მეტი შეზღუდვის წინაშე აღმოვჩნდეთ. ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ სწორ და კომპეტენტურ ინფორმაციას მოუსმინოს. ჩვენი, ექიმებისა და მედიის ვალია, რომ კომპეტენტური ინფორმაცია მოსახლეობამდე მივიტანოთ. ეს ყველაფერი თუ მოხერხდა, ჩვენ შევძლებთ და მოვახერხებთ სტაბილური ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ", - ამბობს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, რომელსაც ambebi.ge ესაუბრა.

- დინამიკიდან გამომდინარე საფრთხე გაზრდილია, მაგრამ მაინც იმედი მაქვს და ალბათ მოხერხდება, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ სტაბილურ ეპიდსიტუაციას, თუმცა ეს არ იქნება მარტივი. ამისთვის აუცილებელი იქნება საზოგადოების მხრიდანაც მეტი ყურადღების გამოჩენა, რათა დაცულ იქნას ის რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები იძლევიან და მინიმალური შეზღუდვების ფონზე მოვახერხოთ კარგი ეპიდსიტუაციის შენარჩუნება, არ დასჭირდეს სახელმწიფოს უფრო მკაცრი რეგულაციების დაწესება, რაც ცუდი იქნება საზოგადოებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის და ა.შ.

- როგორ ფიქრობთ, მეორე ტალღასთან გვაქვს საქმე?

- ამ მომენტისთვის ამის თქმა რთულია, თუმცა ასეთი ტენდენცია თუ გაგრძელდა, ყოველდღიურად მზარდი ახალი შემთხვევების რაოდენობა თუ იქნა, შეიძლება ამას დავარქვათ მეორე ტალღა.

- რით აიხსნება ის გარემოება, რომ თებერვალ-მარტში ყოველდღიურად ახალი შემთხვევების მაჩვენებელი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ახლა?

- რამდენიმე კომპონენტია: ერთი ის, რომ თებერვალ-მარტში დროულად მოხდა ღონისძიებების გატარება, რამაც გამოიწვია გარედან დაავადების იმპორტირებული შემთხვევების შემცირება. მეორე ის, რომ შიგნით, მოსახლეობის მხრიდან მეტი მზაობა იყო, ისინი ითვალისწინებდნენ სხვადასხვა რჩევა-დარიგებებს და ასრულებდნენ მათ, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ჩვენ გაზაფხულზე როდესაც ევროპის რეგიონში საკმაოდ არასტაბილური სიტუაცია იყო, შევძელით და შევინარჩუნეთ სტაბილური ეპიდსიტუაცია. ამიტომ ეს კომპლექსური საკითხია - სწორად გადადგმული ნაბიჯები შესაბამისი სტრუქტურებიდან და საზოგადოების დამყოლობა და ჩართულობა ამ პროცესში. ასე რომ, ამ ორმა კომპონენტმა მოგვცა ის შედეგი, რაც გვქონდა.

- მართალია, დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად მზარდია, თუმცა ლეტალური შემთხვევები შემცირებულია მთელს მსოფლიოში. ეს რაზე მეტყველებს?

- გლობალურად ასეა, რომ მთელ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდია, მაგრამ ლეტალობის მაჩვენებლები საკმაოდ შემცირდა. ეს ჩემი აზრით, ორი ფაქტორითაა გამოწვეული.

პირველი, ამ ეტაპისთვის ვირუსი ნაკლებ აგრესიულია და მეორე, ვირუსი უკეთ იქნა შესწავლილი როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში - მეტ-ნაკლებად ვიცით, რას უნდა ველოდოთ, რა გართულებებს, როგორ უნდა მოხდეს ასეთი პაციენტების მართვა და, შესაბამისად, ამ ინფორმაციის ცოდნის დაგროვებამ მოახდინა ისიც, რომ უფრო სწორად და ადეკვატურად ხდება პაციენტების მართვა, ვიდრე თავიდან იყო. ვინაიდან ვირუსი ახალი იყო, ნაკლები ინფორმაცია არსებობდა და მისი მართვა მთელ მსოფლიოში არავინ იცოდა. მართალია, ამ ეტაპზეც რჩება საქართველოში მძიმე პაციენტები, სამაგიეროდ ჩვენ დაავადების მართვა უკეთესად და სრულყოფილად ვისწავლეთ, ამიტომაც იკლო სიკვდილიანობის რაოდენობამ.

- ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა და მიეჩვია ადამიანებთან თანაცხოვრებას?

- კი ბატონო, ესეც. ეპიდემიოლოგიაში ცნობილი ფაქტია, რომ ხშირ შემთხვევაში, დაავადებები, რომლებიც იწყება აგრესიულად, დროთა განმავლობაში კარგავენ აგრესიას და უფრო მეტად მსუბუქი დაავადების გამომწვევები ხდებიან. შესაბამისად, უფრო შესაძლებელია ამ დაავადებასთან თანაცხოვრება.

- რამდენად საშიშია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის დღევანდელი ვითარება და რა გაგრძელება ექნება მას?

- ორი ვარიანტია - ერთი ის, რომ ძალიან მოიმატოს შემთხვევების რაოდენობამ, რაც ცუდი სცენარია და ეს დისკომფორტს შეუქმნის როგორც საზოგადოებას, ასევე სამედიცინო სექტორს და მეორე - გათვალისწინებით რეკომენდაციების და ჩატარებული ღონისძიებებისა, რასაც ეპიდემიოლოგიური სამსახურები ატარებენ, შევძლოთ და შევინარჩუნოთ მეტ-ნაკლებად სტაბილური ეპიდსიტუაცია.

- როგორც ვარაუდობენ, მკაცრი რეგულაციები აღარ იქნება. ანუ არ იქნება ამის აუცილებლობა, თუ ჩვენც იმ დასკვნამდე მივედით, რომ საჭიროა საზოგადოებრივი იმუნიტეტი გამოვიმუშაოთ?

- ერთი აზრი ესეცაა. ზოგადად, დასაწყისში, როდესაც არ ვიცნობდით დაავადებას და არ ვიცოდით, როგორ წავიდოდა ის, მაშინ ეს მკაცრი რეგულაციები იყო სრულიად გამართლებული. ამ რეგულაციებმა მოგვცა ის, რომ გვქონდა მშვიდი ზაფხული, მეტ-ნაკლებად ამუშავდა შიდა ტურიზმი, მსოფლიოს თვალში ისე გამოვჩნდით, როგორც მწვანე ქვეყანა...

მკაცრ რეგულაციებს დადებითთან ერთად, როგორც ვიცით, ახლავს ბევრი უარყოფითი მხარე, თან საქართველოსნაირ ღარიბ ქვეყანას ახლა იმავე გზის გავლა ძალიან გაუჭირდება იმიტომ, რომ ამან შესაძლოა გამოიწვიოს ეკონომიკური კოლაფსი. პლუს ამას, ჩვენ ბევრად უკეთ ვიცნობთ უკვე ამ ვირუსს, არ არის ისეთი პანიკა, ამიტომ მომატებული შემთხვევებისასა აქვს სახელმწიფოს გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს პაციენტების ნაკადის მართვა. ასევე, ვართ იმის მოლოდინში, რომ უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იქნება ვაქცინა, რომელიც ხელს შეუწყობს პანდემიის მართვას. ამ მხრივ აქტიურობს აშშ, ბრიტანეთი და ასევე სხვა ქვეყნებიც. ამიტომ დღეს ბევრად მეტი იარაღი გვაქვს საიმისოდ, რომ ამ დაავადებას წარმატებით ვებრძოლოთ, ვიდრე ეს გვქონდა მარტში. ასე რომ, ახლა შეზღუდვების ისეთი საჭიროება აღარ არის, როგორიც იყო პანდემიის დაწყების პერიოდში. რაიმე განსაკუთრებული სიტუაცია თუ არ იქნა, მკაცრი რეგულაციები არ უნდა გატარდეს. როგორც კლინიკურმა, ჰოსპიტალურმა სექტორმა, ასევე ეპიდემიოლოგიურმა ნაწილმა მოვახერხეთ ის, რომ წარმატებით ვმართოთ ეს დაავადება.

- რეკომენდაციების თვალსაზრისით რამე შეიცვალა?

- ყოველთვის ვამბობ და ახლაც იმავეს გავიმეორებ, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ძალზე მნიშვნელოვანია ერთიანი კონსოლიდირებული აზრის ქონა და მინდა მოსახლეობას ვურჩიო გაითვალისწინოს სპეციალისტების მიერ მიცემული რჩევები, რაც მოგვცემს იმას, რომ ჩვენ საერთო ჯამში შევძლებთ ეპიდსიტუაცია გვქონდეს სტაბილური. მესმის, დისკომფორტია ბევრი რეკომენდაციის გათვალისწინება, მაგრამ ჯობია ისინი გავითვალისწინოთ, ვიდრე მომავალში უფრო მეტი შეზღუდვის წინაშე აღმოვჩნდეთ.

განათების ტიპები და მისი მნიშვნელობა ინტერიერში

დავით ნარმანია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

"გორსა და სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი გორში ჩატარებული 100-კაციანი ქორწილი გახდა" - მარინა ეზუგბაია