მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთთან გზის გახსნის შემდეგ, აფხაზეთში სრული განუკითხაობაა" - რას ყვება "ენგურჰესის" თანამშრომელი, რომლის 4 კოლეგასაც კორონავირუსი დაუდასტურდა
"რუსეთთან გზის გახსნის შემდეგ, აფხაზეთში სრული განუკითხაობაა" - რას ყვება "ენგურჰესის" თანამშრომელი, რომლის 4 კოლეგასაც კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში covid-19-ით მე-6 პა­ცი­ენ­ტი -74 წლის ქალი იმ დროს გარ­და­იც­ვა­ლა, რო­დე­საც სო­ხუ­მის კლი­ნი­კი­დან გუ­და­უ­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაჰ­ყავ­დათ.

ekhokavkaza.com- ის ცნო­ბით, ქალ­ბა­ტო­ნი სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უკვე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბით შე­იყ­ვა­ნეს. სიმპტო­მე­ბის მი­ხედ­ვით, ექი­მებ­მა ივა­რა­უ­დეს, რომ მას კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და და გუ­და­უ­თის ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტეს, სა­დაც ძი­რი­თა­დად, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს მკურ­ნა­ლო­ბენ, თუმ­ცა, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გზა­ში­ვე დამ­ძიმ­და და გუ­და­უ­თის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღე­ბუ­ლი ტეს­ტით კი, მას covid-19 და­უ­დას­ტურ­და.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში სულ კო­რო­ნა­ვირუ­სი 516 ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­და, მათ­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 157, გარ­დაც­ვლი­ლია - 6. გუ­და­უ­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვით 45 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს, მათ­გან 7-ის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

10 სექ­ტემ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ covid-19 შპს "ენ­გურ­ჰე­სის" 4 თა­ნამ­შრო­მელ­საც გა­მო­უვ­ლინ­და. რო­გორც AMBEBI-GE-თან სა­უ­ბარ­ში, ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი აცხა­დებს, ვირუ­სი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გა­ლის რა­ი­ონ­შიც, რად­გან უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს არა­ვინ იცავს.

"გა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფოს "ენ­გურ­ჰე­სი" ამა­რა­გებ­და. აქა­უ­რი სი­ტუ­ა­ცია ყვე­ლამ იცის და "ენ­გურ­ჰე­სის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არა­ერ­თხელ დახ­მა­რე­ბი­ან თა­ვი­ან­თი მა­რა­გით, მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ ყვე­ლა მო­ეშ­ვა. გა­ლის ბა­ზარ­ში თვე­ე­ბია პირ­ბა­დი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი არ შემ­ხვედ­რია. არ სჯე­რათ ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იცი­ან, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი ქარ­თულ მხა­რეს გად­მოჰ­ყავთ და რე­გი­ონ­ში უკვე გა­იქ­ცა მარ­თვის კონ­ტრო­ლი. მეც იქ ვმუ­შა­ობ, ოღონდ ფი­ნან­სუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და არც ერთ და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია, თა­ნაც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლი ონ­ლა­ინ მუ­შა­ობს, შე­საბ­მი­სად, იმე­დია, ბევ­რი არ და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა. რუ­სეთ­თან გზის გახ­სნის შემ­დეგ, ისე­თი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა, ვის, სად და ვის­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი, ძნე­ლი და­სად­გე­ნია.

მხო­ლოდ ზღვა­ზე ჩა­მო­სულ ტუ­რის­ტებ­ზე არ მაქვს სა­უ­ბა­რი - ზოგი მათ­გა­ნი ზოგ­ჯერ გა­ვე­ლუ­რე­ბულ ად­გი­ლებ­ში სა­ნა­დი­როდ ჩა­მო­დის, "წი­თელ წიგნ­ში" შე­ტა­ნილ ცხო­ვე­ლებ­ზე ნა­დი­რობს და აქა-იქ აშე­ნე­ბულ ფა­ცხებ­ში ჩერ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ვის­თან რა სა­ხის კონ­ტაქ­ტი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, ძნე­ლი და­სად­გე­ნია..." - ამ­ბობს ის.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფე­ბი ქარ­თულ მხა­რეს გად­მო­იყ­ვა­ნეს და კა­რან­ტინ­ში გა­ნა­თავ­სეს. თა­ვად უწყე­ბა კი, რო­გორც სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი, ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­ნაგ­რძობს.

აფხა­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს კვლავ ჯი­უ­ტად არ სჯე­რა კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის, სხვე­ბი კი, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას, უბ­რა­ლოდ, სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ აქვს, რად­გან რომ არა სე­ზო­ნუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი, შიშ­მი­ლო­ბა გარ­და­უ­ვა­ლი იყო. ამი­ტომ, ის ნა­წი­ლი, ვინც ამ შე­მო­სავ­ლით ცხოვ­რობს, ვირუ­სის არ­სე­ბო­ბას არ აღი­ა­რებს.

"დღე-ღა­მე­ში 21 და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გვყავ­და, გუ­და­უ­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სრუ­ლი სა­გი­ჟე­თია, ქან­ცგა­წყვე­ტი­ლი ექი­მე­ბი, სკა­მებ­სა და მა­გი­დებ­ზე იძი­ნე­ბენ... ჩემს ბი­ძაშ­ვილს და­უდ­გინ­და კო­რო­ნა, რო­მელ­თა­ნაც ეზოც კი არ მაქვს გა­და­ტიხ­რუ­ლი, სახ­ლში ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ციც მყავს, მაგ­რამ გულ­მა არ მო­მით­მი­ნა და მას საკ­ვე­ბი მი­ვა­წო­დე. გზა­ში, ტრან­სპორ­ტში ავე­დი და ვი­თომც არა­ფე­რი, არა­ვის პირ­ბა­დე არ უკე­თია, ლა­მის სი­ტყვით გა­მო­ვე­დი, ჩემი სი­ტუ­ა­ცია მოვ­ყე­ვი და პრო­პა­გან­დის­ტად გა­მო­მიყ­ვა­ნეს - რამ­დე­ნი გა­და­გი­ხა­დეს, ჩაბ­რძან­დით, ფე­ხით გა­ი­სე­ირ­ნეთ, უსაფრ­თხო ეგ არი­სო... ეს რუ­სე­ბი რომ მოგ­ვა­წყდნენ, ში­შით გული მის­კდე­ბა", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­დი­ნა ჯო­ლო­გუა.

"ინ­ტერ­ნეტ­ში წე­რენ, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ექი­მე­ბი, რო­მელ­თაც covid-19 და­უ­დას­ტურ­დათ, მა­თი­ვე სურ­ვი­ლით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს სამ­კურ­ნა­ლოდ... ასე­ვე ით­ქვა, რომ სხვა­დას­ხვა მხრი­დან შე­მო­სუ­ლი დახ­მა­რე­ბე­ბი სრუ­ლად არ მოხ­მარ­და ჩვენს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, ის სას­ტუმ­რო­ებ­მა და მსგავ­სმა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შე­ის­ყი­დეს, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის და­უც­ვე­ლო­ბის გამო, კლი­ენ­ტი არ და­ე­კარ­გათ... აფხა­ზე­თი პა­ტა­რაა და არა­ფე­რი იმა­ლე­ბა, მაგ­რამ მე მინ­და, ასე­თი "გი­ე­ნე­ბი" სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მალე გა­იც­ნოს, რად­გან არ არი გა­მო­რი­ცხუ­ლი, ეს ის ხალ­ხი იყოს, ვინც გაჰ­კი­ვის კო­რო­ნა არ არ­სე­ბობ­სო... ასე რომ, ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, პრობ­ლე­მა ბევ­რად მას­შტა­ბუ­რია, ვიდ­რე ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბა", - წერს კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­თან სა­ზღვრის გახ­სნის შემ­დეგ, აფხა­ზეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გა­ი­ზარ­და.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რუსეთთან გზის გახსნის შემდეგ, აფხაზეთში სრული განუკითხაობაა" - რას ყვება "ენგურჰესის" თანამშრომელი, რომლის 4 კოლეგასაც კორონავირუსი დაუდასტურდა

"რუსეთთან გზის გახსნის შემდეგ, აფხაზეთში სრული განუკითხაობაა" - რას ყვება "ენგურჰესის" თანამშრომელი, რომლის 4 კოლეგასაც კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში covid-19-ით მე-6 პაციენტი -74 წლის ქალი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც სოხუმის კლინიკიდან გუდაუთის საავადმყოფოში გადაჰყავდათ.

ekhokavkaza.com - ის ცნობით, ქალბატონი სოხუმის საავადმყოფოში უკვე მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს. სიმპტომების მიხედვით, ექიმებმა ივარაუდეს, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა და გუდაუთის ჰოსპიტალში გადაყვანა გადაწყვიტეს, სადაც ძირითადად, კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, თუმცა, მისი მდგომარეობა გზაშივე დამძიმდა და გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სოხუმის საავადმყოფოში აღებული ტესტით კი, მას covid-19 დაუდასტურდა.

დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსი 516 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 157, გარდაცვლილია - 6. გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით 45 პაციენტი მკურნალობს, მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა.

10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ covid-19 შპს "ენგურჰესის" 4 თანამშრომელსაც გამოუვლინდა. როგორც AMBEBI-GE-თან საუბარში, ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, ვირუსი გავრცელებულია გალის რაიონშიც, რადგან უსაფრთხოების ზომებს არავინ იცავს.

"გალის საავადმყოფოს "ენგურჰესი" ამარაგებდა. აქაური სიტუაცია ყველამ იცის და "ენგურჰესის" თანამშრომლები არაერთხელ დახმარებიან თავიანთი მარაგით, მაგრამ საქმე ის არის, რომ ყველა მოეშვა. გალის ბაზარში თვეებია პირბადიანი ადამიანი არ შემხვედრია. არ სჯერათ ვირუსის არსებობის, მიუხედავად იმისა, რომ იციან, რომ დაინფიცირებულები ქართულ მხარეს გადმოჰყავთ და რეგიონში უკვე გაიქცა მართვის კონტროლი. მეც იქ ვმუშაობ, ოღონდ ფინანსური მიმართულებით და არც ერთ დაინფიცირებულთან კონტაქტი არ მქონია, თანაც თანამშრომლების ნაწილი ონლაინ მუშაობს, შესაბმისად, იმედია, ბევრი არ დაინფიცირდება. რუსეთთან გზის გახსნის შემდეგ, ისეთი განუკითხაობაა, ვის, სად და ვისთან ჰქონდა კონტაქტი, ძნელი დასადგენია.

მხოლოდ ზღვაზე ჩამოსულ ტურისტებზე არ მაქვს საუბარი - ზოგი მათგანი ზოგჯერ გაველურებულ ადგილებში სანადიროდ ჩამოდის, "წითელ წიგნში" შეტანილ ცხოველებზე ნადირობს და აქა-იქ აშენებულ ფაცხებში ჩერდება, შესაბამისად, ვისთან რა სახის კონტაქტი შეიძლება ჰქონდეს, ძნელი დასადგენია..." - ამბობს ის.

არსებული ინფორმაციით, დაინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები ქართულ მხარეს გადმოიყვანეს და კარანტინში განათავსეს. თავად უწყება კი, როგორც სტრატეგიული ობიექტი, ფუნქციონირებას შეუფერხებლად განაგრძობს.

აფხაზი საზოგადოების ნაწილს კვლავ ჯიუტად არ სჯერა კორონავირუსის არსებობის, სხვები კი, მიიჩნევენ, რომ რეგიონის მოსახლეობას, უბრალოდ, სხვა არჩევანი არ აქვს, რადგან რომ არა სეზონური შემოსავალი, შიშმილობა გარდაუვალი იყო. ამიტომ, ის ნაწილი, ვინც ამ შემოსავლით ცხოვრობს, ვირუსის არსებობას არ აღიარებს.

"დღე-ღამეში 21 დაინფიცირებული გვყავდა, გუდაუთის საავადმყოფოში სრული საგიჟეთია, ქანცგაწყვეტილი ექიმები, სკამებსა და მაგიდებზე იძინებენ... ჩემს ბიძაშვილს დაუდგინდა კორონა, რომელთანაც ეზოც კი არ მაქვს გადატიხრული, სახლში ბავშვები და მოხუციც მყავს, მაგრამ გულმა არ მომითმინა და მას საკვები მივაწოდე. გზაში, ტრანსპორტში ავედი და ვითომც არაფერი, არავის პირბადე არ უკეთია, ლამის სიტყვით გამოვედი, ჩემი სიტუაცია მოვყევი და პროპაგანდისტად გამომიყვანეს - რამდენი გადაგიხადეს, ჩაბრძანდით, ფეხით გაისეირნეთ, უსაფრთხო ეგ არისო... ეს რუსები რომ მოგვაწყდნენ, შიშით გული მისკდება", - წერს სოციალურ ქსელში მადინა ჯოლოგუა.

"ინტერნეტში წერენ, რომ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ექიმები, რომელთაც covid-19 დაუდასტურდათ, მათივე სურვილით, საქართველოში გადაიყვანეს სამკურნალოდ... ასევე ითქვა, რომ სხვადასხვა მხრიდან შემოსული დახმარებები სრულად არ მოხმარდა ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებს, ის სასტუმროებმა და მსგავსმა დაწესებულებებს შეისყიდეს, რომ უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, კლიენტი არ დაეკარგათ... აფხაზეთი პატარაა და არაფერი იმალება, მაგრამ მე მინდა, ასეთი "გიენები" საზოგადოებამ მალე გაიცნოს, რადგან არ არი გამორიცხული, ეს ის ხალხი იყოს, ვინც გაჰკივის კორონა არ არსებობსო... ასე რომ, ჩვენს შემთხვევაში, პრობლემა ბევრად მასშტაბურია, ვიდრე ვირუსის დამარცხება", - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

ცნობისთვის, რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ, აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევები კატასტროფულად გაიზარდა.

"ჯოჯოხეთური ვირუსია, ცუდად ვარ. სისულელეა, რომ არ არსებობს" - თაკო ჩარკვიანი მის მდგომარეობასა და ინფიცირების შესაძლო წყაროზე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა არის მზარდი, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, თუმცა კონტროლირებადი

"ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იბნევა, როცა ვერ ხსნის მოვლენებს, არ უნდა დაიბნეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ღვთისაგანაა"