საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისთვის "მამა" არასდროს დამიძახია, იგი ჩემი "ნოდო" იყო..." - შვილის ემოციური პოსტი ნოდარ ხადურის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე
"მისთვის "მამა" არასდროს დამიძახია, იგი ჩემი "ნოდო" იყო..." - შვილის ემოციური პოსტი ნოდარ ხადურის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რის ნო­დარ ხა­დუ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წელი გა­ვი­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვა გახ­და.

ექსმი­ნის­ტრის ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ამ ხა­დუ­რი მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წლის თავ­ზე ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ერთი წელი გა­ვი­და, რაც ნო­დოს ბეჭ­დის კა­კუ­ნის ხმას ვე­ღარ ვი­გებ კარ­ზე; სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში გვი­ან ბრუნ­დე­ბო­და. ყო­ველ­თვის ვცნობ­დი მის მოს­ვლას; რაც არ უნდა მე­კე­თე­ბი­ნა, აუ­ცი­ლებ­ლად მი­სა­ღებ ოთახ­ში ვხვდე­ბო­დი. გა­მი­ღი­მებ­და, თავ­ზე ხელს გა­და­მის­ვამ­და, მო­მი­კი­თხავ­და და ხე­ლე­ბის და­სა­ბა­ნად წა­ვი­დო­და. ამის შემ­დეგ სას­ტუმ­რო ოთახ­ში შე­მო­ვი­დო­და და სარ­კის წინ ბე­ჭედს, სა­ათ­სა და ჯვარს იხ­სნი­და; პი­ჯა­კის ჯი­ბი­დან კი პა­ტა­რა ხატს იღებ­და და სა­გულ­და­გუ­ლოდ დებ­და. სახ­ლში ყო­ველ­თვის თეთ­რი მა­ი­სუ­რი და შავი სპორ­ტუ­ლი შარ­ვა­ლი ეცვა.

რაც არ უნდა დაღ­ლი­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ნოდო ამას მა­ინც არას­დროს იმ­ჩნევ­და. გა­მუდ­მე­ბით მსურ­და მას­თან სა­უ­ბა­რი და მისი ცოდ­ნის, გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და სიბ­რძნის მოს­მე­ნა. ვი­ცო­დი, რომ დღე­ში 12-13 სა­ა­თი მა­ინც უწევ­და მუ­შა­ო­ბა და ხში­რად არც ვა­წუ­ხებ­დი, მე­რი­დე­ბო­და, მაგ­რამ თით­ქმის ყო­ველ­თვის თვი­თონ­ვე იყო სა­უბ­რის წა­მომ­წყე­ბი. ერ­თსა და იმა­ვე თე­მა­ზე ას­ჯერ მა­ინც გვაქვს ნა­სა­უბ­რე­ბი, თუმ­ცა ყო­ველ­თვის და­უ­ღა­ლა­ვად, დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და ფა­რუ­ლი სი­ხა­რუ­ლით მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. ახლა ვხვდე­ბი, რომ ვიხ­სე­ნებ, რო­გორ უხა­რო­და რჩე­ვას, რომ ვე­კი­თხე­ბო­დი ან რამე გა­უ­გე­ბარ თე­მა­ზე, რომ მივ­მარ­თავ­დი.

ერთხელ სახ­ლში “შუქი წა­ვი­და.” ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რმა სას­ტუმ­რო ოთახ­ში მო­ვი­ყა­რეთ თავი, სან­თლე­ბი ავან­თეთ და მყუდ­როდ დავ­სხე­დით. პირ­ვე­ლი რა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ “შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო” იყო. უფ­რო­სე­ბი თა­ვი­ანთ დრო­ინ­დელ ამ­ბებს ყვე­ბოდ­ნენ და ჩვენ, ახა­ლი თა­ო­ბა, გან­ცვიფ­რე­ბით ვუს­მენ­დით მათ. უცებ შემ­თხვე­ვით წა­მომ­ცდა, რა კარ­გი დრო იქ­ნე­ბო­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მხრივ-თქო. ნო­დომ სან­თლის შუქ­ზე ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით გა­მომ­ხე­და და გა­მი­ღი­მა. უცებ “შუ­ქიც მო­ვი­და” და ყვე­ლა ჩვენს ყო­ფით ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დით. მა­შინ­დე­ლი სა­უ­ბა­რი ნო­დოს სი­ტყვე­ბით დას­რულ­და : “ხში­რად უნდა ჩა­ვაქ­რო შუქი”-ო.

ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სით მი­აღ­წია; ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი მო­ტი­ვა­ცია და იმე­დია ნოდო. ყო­ველ­თვის როცა თა­ვის ბავ­შვო­ბა­სა და თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის წლებ­ზე მიყ­ვე­ბო­და, ცრემ­ლი ად­გე­ბო­და თვალ­ზე. დღემ­დე გუ­ლის ტკი­ვი­ლით ვიხ­სე­ნებ მის მო­ყო­ლილ ამ­ბებს. თავს დამ­ნა­შა­ვე­დაც კი ვგრძნობ­დი, როცა ჩემს მო­ზარ­დო­ბის ხა­ნას, ნო­დო­სას ვა­და­რებ­დი. თუმ­ცა წა­მი­ე­რად მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა და უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი მი­პყრობ­და მა­მის მი­მართ. იგი სა­უ­კე­თე­სო იყო და არის! (ისე მის­თვის “მამა” არას­დროს და­მი­ძა­ხია; იგი ჩემი “ნოდო” იყო.)

“ერთი სი­ტყვით, მა­გა­რი კაცი იყო ნოდო! სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის, სა­უ­კე­თე­სო მამა! ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის­თვი­საც მთა­ვა­რი იყო გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ცი­ვი­ლუ­რი და კე­თი­ლი პი­როვ­ნე­ბა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ამის­თვის კი არა­ფერს იშუ­რებ­და! თვი­თონ კი სი­კე­თის და უშუ­ა­ლო­ე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა იყო; და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბით და­ხუნძლუ­ლი ბრძე­ნი:)

სა­ო­ცა­რი სი­ა­მა­ყის გრძნო­ბით ვივ­სე­ბო­დი, როცა მის გვერ­დით ვი­დე­ქი; მე­ა­მა­ყე­ბო­და და ახ­ლაც მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნის შვი­ლი ვარ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს ფი­ზი­კუ­რად ჩემ­თან აღა­რაა, ის მა­ინც ჩემს გულ­შია, ჩემი სუ­ლის, აზ­როვ­ნე­ბის, მენ­ტა­ლო­ბის და ოდ­ნა­ვი მე­მარ­ჯვე­ნე­ო­ბის ნა­წი­ლი:)♥️” (10.09.19)

P.S. ერთხელ ვკი­თხე რა არის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი-თქო და გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის ფრა­ზით მი­პა­სუ­ხა: “დე­და­მი­წას სიყ­ვა­რუ­ლი ატ­რი­ა­ლებს!”-ო. ისე ალ­ბათ გულ­ში და­ა­მა­ტებ­და, დე­და­მი­წას სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად, ეკო­ნო­მი­კაც ატ­რი­ა­ლებ­სო:) (ერთი კვი­რაა გა­მუდ­მე­ბით თავ­ში მიტ­რი­ა­ლებს ეს ვა­რა­უ­დი)

P.P.S. ყვე­ლას ძა­ლი­ან კარ­გად გვახ­სოვ­დეს: “რაც მთა­ვა­რია შე­ზღუ­დუ­ლია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­სურ­სი, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს - ეს არის დრო!” - წერს მა­რი­ამ ხა­დუ­რი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
100%
50

ვეთანხმები მისი შვილის სიტყვებს.

და კიდევ საუკეთესო ლექტორი იყო, სხვა ყველაფერთან ერთად.

სანდრო
42

ერთი წელი გავიდა ნოდარის ამ ქვეყნიდან წასვლიდან,ის საუკეთესო ადამიანი,დიდი მეგობარი და კარგი პროფესიონალი იყო.ვამაყობ მისი მეგობრობით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მისთვის "მამა" არასდროს დამიძახია, იგი ჩემი "ნოდო" იყო..." - შვილის ემოციური პოსტი ნოდარ ხადურის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე

"მისთვის "მამა" არასდროს დამიძახია, იგი ჩემი "ნოდო" იყო..." - შვილის ემოციური პოსტი ნოდარ ხადურის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე

ფინანსთა მინისტრი, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ნოდარ ხადურის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ექსმინისტრის ქალიშვილი მარიამ ხადური მამის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ერთი წელი გავიდა, რაც ნოდოს ბეჭდის კაკუნის ხმას ვეღარ ვიგებ კარზე; სამსახურიდან სახლში გვიან ბრუნდებოდა. ყოველთვის ვცნობდი მის მოსვლას; რაც არ უნდა მეკეთებინა, აუცილებლად მისაღებ ოთახში ვხვდებოდი. გამიღიმებდა, თავზე ხელს გადამისვამდა, მომიკითხავდა და ხელების დასაბანად წავიდოდა. ამის შემდეგ სასტუმრო ოთახში შემოვიდოდა და სარკის წინ ბეჭედს, საათსა და ჯვარს იხსნიდა; პიჯაკის ჯიბიდან კი პატარა ხატს იღებდა და საგულდაგულოდ დებდა. სახლში ყოველთვის თეთრი მაისური და შავი სპორტული შარვალი ეცვა.

რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო, ნოდო ამას მაინც არასდროს იმჩნევდა. გამუდმებით მსურდა მასთან საუბარი და მისი ცოდნის, გამოცდილებისა და სიბრძნის მოსმენა. ვიცოდი, რომ დღეში 12-13 საათი მაინც უწევდა მუშაობა და ხშირად არც ვაწუხებდი, მერიდებოდა, მაგრამ თითქმის ყოველთვის თვითონვე იყო საუბრის წამომწყები. ერთსა და იმავე თემაზე ასჯერ მაინც გვაქვს ნასაუბრები, თუმცა ყოველთვის დაუღალავად, დიდი სიყვარულით და ფარული სიხარულით მელაპარაკებოდა. ახლა ვხვდები, რომ ვიხსენებ, როგორ უხაროდა რჩევას, რომ ვეკითხებოდი ან რამე გაუგებარ თემაზე, რომ მივმართავდი.

ერთხელ სახლში “შუქი წავიდა.” ოჯახის ყველა წევრმა სასტუმრო ოთახში მოვიყარეთ თავი, სანთლები ავანთეთ და მყუდროდ დავსხედით. პირველი რაზეც ვისაუბრეთ “შევარდნაძის დროინდელი საქართველო” იყო. უფროსები თავიანთ დროინდელ ამბებს ყვებოდნენ და ჩვენ, ახალი თაობა, განცვიფრებით ვუსმენდით მათ. უცებ შემთხვევით წამომცდა, რა კარგი დრო იქნებოდა ურთიერთობების მხრივ-თქო. ნოდომ სანთლის შუქზე ანთებული თვალებით გამომხედა და გამიღიმა. უცებ “შუქიც მოვიდა” და ყველა ჩვენს ყოფით ცხოვრებას დავუბრუნდით. მაშინდელი საუბარი ნოდოს სიტყვებით დასრულდა : “ხშირად უნდა ჩავაქრო შუქი”-ო.

ყველაფერს თავისით მიაღწია; ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია და იმედია ნოდო. ყოველთვის როცა თავის ბავშვობასა და თინეიჯერობის წლებზე მიყვებოდა, ცრემლი ადგებოდა თვალზე. დღემდე გულის ტკივილით ვიხსენებ მის მოყოლილ ამბებს. თავს დამნაშავედაც კი ვგრძნობდი, როცა ჩემს მოზარდობის ხანას, ნოდოსას ვადარებდი. თუმცა წამიერად მადლიერების გრძნობა და უდიდესი სიყვარული მიპყრობდა მამის მიმართ. იგი საუკეთესო იყო და არის! (ისე მისთვის “მამა” არასდროს დამიძახია; იგი ჩემი “ნოდო” იყო.)

“ერთი სიტყვით, მაგარი კაცი იყო ნოდო! საუკეთესოთა შორის, საუკეთესო მამა! ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი იყო განათლებული, ცივილური და კეთილი პიროვნება ვყოფილიყავი, ამისთვის კი არაფერს იშურებდა! თვითონ კი სიკეთის და უშუალოების განსახიერება იყო; დადებითი თვისებებით დახუნძლული ბრძენი:)

საოცარი სიამაყის გრძნობით ვივსებოდი, როცა მის გვერდით ვიდექი; მეამაყებოდა და ახლაც მეამაყება, რომ ასეთი ადამიანის შვილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფიზიკურად ჩემთან აღარაა, ის მაინც ჩემს გულშია, ჩემი სულის, აზროვნების, მენტალობის და ოდნავი მემარჯვენეობის ნაწილი:)♥️” (10.09.19)

P.S. ერთხელ ვკითხე რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი-თქო და გურამ დოჩანაშვილის ფრაზით მიპასუხა: “დედამიწას სიყვარული ატრიალებს!”-ო. ისე ალბათ გულში დაამატებდა, დედამიწას სიყვარულთან ერთად, ეკონომიკაც ატრიალებსო:) (ერთი კვირაა გამუდმებით თავში მიტრიალებს ეს ვარაუდი)

P.P.S. ყველას ძალიან კარგად გვახსოვდეს: “რაც მთავარია შეზღუდულია ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს - ეს არის დრო!” - წერს მარიამ ხადური.

"საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ბევრი მეკითხება რას ვაპირებ..." - რას წერს "ფეისბუქზე" ნათია მეზვრიშვილი

"სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი, ის დროა ახლა" - ნინო სურგულაძის ემოციური პოსტი მამის გარდაცვალების შემდეგ

"ერთი პოლიციელი უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ..." - ოქრუაშვილის თანაპარტიელის ვიდეომიმართვა, რომელიც მწვავე კრიტიკის შემდეგ "ფეისბუქიდან" წაშალა