მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკვე გარდაცვლილი იყო, უბრალოდ, აპარატზე ჰყავდათ შეერთებული და ბიუჯეტიდან თანხის ამოწურვას ელოდნენ" - დედა 26 წლის ქალიშვილის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს
"უკვე გარდაცვლილი იყო, უბრალოდ, აპარატზე ჰყავდათ შეერთებული და ბიუჯეტიდან თანხის ამოწურვას ელოდნენ" - დედა 26 წლის ქალიშვილის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს

26 წლის ეთერ მე­ტი­ვიშ­ვი­ლი თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 26 ივ­ნისს გარ­და­იც­ვა­ლა. მას შემ­დეგ ოჯა­ხი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლებს და მათ დას­ჯას ითხოვს. ოჯახ­მა სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ასე­ვე იჩივ­ლა რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­სა­ხურ­ში და მი­ზე­ზე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს. მათი მტკი­ცე­ბით, თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ახალ­გაზ­რდა ქალს ნაღ­ვლის ოპე­რა­ცია დარ­ღვე­ვე­ბით ჩა­უ­ტარ­და, ექი­მე­ბის დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მის გამო სეფ­სი­სი გან­ვი­თარ­და, მდგო­მა­რე­ო­ბა მე­ო­რე დღეს­ვე დამ­ძიმ­და.

ახალ­გაზ­რდა ქალი კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე დღე­ში ებ­რძო­და სიკ­ვდილს. ოჯა­ხი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ექი­მე­ბის გულ­გრი­ლო­ბას და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს შე­ე­წი­რა მათი შვი­ლის სი­ცო­ცხლე და სას­წრა­ფოდ ამ ექი­მე­ბის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას ითხოვს.

გი­უ­ლი შა­ტა­კიშ­ვი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა:

- 18 ივ­ნისს ჩემი შვი­ლი ცუ­დად გახ­და და კენ­ჭის შე­ტე­ვით გო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სას­წრა­ფო­თი მი­ვიყ­ვა­ნეთ, თუმ­ცა იქი­დან თბი­ლის­ში გა­მოგ­ვიშ­ვეს, რად­გან კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო კლი­ნი­კა და­კე­ტი­ლი იყო. გვი­თხრეს, რომ იქ ვერ გა­ა­კე­თებ­დნენ ოპე­რა­ცი­ას. სა­დი­ნარ­ში კენ­ჭი ჩა­ჭე­დი­ლი ჰქონ­და, ასე­ვე ნაღ­ვე­ლი იყო ამო­სა­ღე­ბი. სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და. გორ­ში ექიმ­მა მირ­ჩია თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექიმ გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვილ­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვით, მისი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც მოგ­ვცა და ჩვე­ნი მან­ქა­ნით წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ სას­წრა­ფოდ თბი­ლის­ში.

გზა­შიც გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და. გზი­დან ექიმ ნი­კო­ლიშ­ვილს და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა, მი­თხრა, კლი­ნი­კა­ში მო­რი­გე ექი­მი დაგ­ხვდე­ბათ და მეც მალე მო­ვა­ლო. მარ­თლაც რომ მი­ვე­დით, თვი­თო­ნაც მალე მო­ვი­და, გა­სინ­ჯეს ჩემი შვი­ლი, ექოს­კო­პი­აც გა­უ­კე­თეს და სას­წრა­ფოდ სა­ო­პე­რა­ცი­ოდ შე­იყ­ვა­ნეს.

ოპე­რა­ცია დას­რულ­და და გვით­რეს ნარ­კო­ზი­დან გა­მო­ვი­დაო, მაგ­რამ ნახ­ვის უფ­ლე­ბას არა­ვის გვაძ­ლევ­დნენ კა­რან­ტი­ნის გამო. თბი­ლის­ში და­სარ­ჩე­ნი არ გვქონ­და და გვი­ან ღა­მით გორ­ში დავ­ბრუნ­დით. ხუთ­შა­ბათს გა­უ­კეთ­და ოპე­რა­ცია ჩემს შვილს და ექიმ­მა გვი­თხრა, შა­ბათს გავ­წერთ კლი­ნი­კი­და­ნო. თან­ხა გვქონ­და გა­და­სახ­დე­ლი, ექიმ­მა პა­რას­კევს დაგ­ვი­რე­კა, თან­ხა ჩა­მო­ი­ტა­ნე­თო. ჩემს შვილს ოპე­რა­ცი­ის მერე "სკა­ი­პით" ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი, მე­ო­რე დღეს, პა­რას­კევს ფეხ­ზე წა­მო­ა­ყე­ნეს და ოთახ­ში გა­ა­ტა­რეს, მაგ­რამ ჩემი შვი­ლი მე­უბ­ნე­ბო­და სი­ცხე­ე­ბი მაქვს და ტკი­ვი­ლე­ბიო, მე­გო­ნა, ეს ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი ტკი­ვი­ლე­ბი იყო. ექი­მებ­საც ეუბ­ნე­ბო­და იგი­ვეს, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა არა­ვინ მი­აქ­ცია. პა­რას­კევს დამ­ძიმ­და მდგო­მა­რე­ო­ბა, მი­თხრა, - დედა, ცუ­დად ვარ, ლა­პა­რა­კის თა­ვიც არ მაქ­ვსო. შა­ბა­თი რომ გა­თენ­და, მა­შინ­ვე და­ვუ­რე­კე, - არ ჩა­მოხ­ვი­დეთ, არ მწე­რენ კლი­ნი­კი­და­ნო, ცოტა ხან­ში ისევ და­მი­რე­კა, სას­წრა­ფოდ ჩა­მო­დი­თო. ჩა­მო­ვე­დით და კლი­ნი­კი­დან გა­წე­რის ნაც­ვლად, ჩემი შვი­ლი ხე­ლახ­ლა შე­იყ­ვა­ნეს ოპე­რა­ცი­ა­ზე, გვი­თხრეს, ახა­ლი დრე­ნა­ჟი უნდა ჩა­ვა­ყე­ნო­თო. მა­შინ არ ვი­ცო­დი ჯერ სეფ­სი­სი თუ ჰქონ­და და­წყე­ბუ­ლი და მისი ორ­გა­ნიზ­მი მო­წამ­ლუ­ლი იყო. ძლივს მე­ლა­პა­რა­კა რამ­დე­ნი­მე წუ­თით, ვიდ­რე გო­ნე­ბა­ზე იყო. 5-ის ნა­ხე­ვარ­ზე შე­იყ­ვა­ნეს ოპე­რა­ცი­ა­ზე, 4 სა­ა­თი არა­ფე­რი ვი­ცო­დით. სამი ექი­მი იყო ჩარ­თუ­ლი: გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი, თა­მარ გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და ლა­პა­რას­კო­პის­ტი გი­ორ­გი სი­ჭი­ნა­ვა.

პა­სუხს არა­ვინ გვაძ­ლევ­და, ბო­ლოს გვი­თხრეს, სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან მძი­მეა, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რიო, სეფ­სი­სია წა­სუ­ლი და ოპე­რა­ცი­ის დროს გუ­ლიც კი გა­უ­ჩერ­და და ავუ­მუ­შა­ვე­თო. თვა­ლი გა­ა­ხი­ლა ნარ­კო­ზის მერე მეთ­ქი? - მი­პა­სუ­ხეს, კი, მაგ­რამ ხე­ლოვ­ნუ­რად და­ვა­ძი­ნეთ, კო­მა­ში შე­ვიყ­ვა­ნე­თო. ისევ არ გვიშ­ვებ­დნენ მის სა­ნა­ხა­ვად კა­რან­ტი­ნის გამო, შევ­თა­ვა­ზეთ სხვა კლი­ნი­კი­და­ნაც მო­ვიყ­ვან­დით ექიმს, ან სხვა კლი­ნი­კა­ში გა­და­ვიყ­ვან­დით, ან სად­მე სა­ზღვარ­გა­რე­თაც წა­ვიყ­ვან­დით, მაგ­რამ გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სი­ცო­ცხლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ბა­ლია, ყვე­ლა­ფერს ვუ­კე­თებთ და ამ ეტაპ­ზე არა­ვინ არ არის სა­ჭი­როო. ვერ მო­ვის­ვე­ნეთ და მე­ო­რე დღეს მა­ინც მო­ვიწ­ვი­ეთ სხვა ექი­მე­ბი, რა­დი­ო­ლო­გიც მო­ვიყ­ვა­ნეთ და მან გვი­თხრა, ძა­ლი­ან რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­აო. ისე­თი გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მსგავ­სი არ­სად მი­ნა­ხავს, პა­სუხ­საც კი არ გვაძ­ლევ­დნენ ნორ­მა­ლუ­რად, მათი გულ­გრი­ლო­ბის გამო პატ­რუ­ლიც კი გა­მო­ვი­ძა­ხეთ.

ვი­თხოვ­დით სუ­რა­თე­ბი მა­ინც გა­და­ე­ღოთ, რომ გვე­ნა­ხა რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ჩვე­ნი 26 წლის გოგო. დიდი ბრძო­ლის მერე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში შე­მიყ­ვა­ნეს, უკვე სი­ლურ­ჯე­ე­ბი ჰქონ­და და­წყე­ბუ­ლი ჩემს შვილს. თა­მარ გო­გი­ჩა­იშ­ვილს ვკი­თხე სი­ლურ­ჯე­ე­ბი რა­ტომ აქვს-მეთ­ქი, ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბაა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე­თო. სა­ში­ნე­ლე­ბა ვნა­ხე, შავი იყო ბავ­შვის კი­დუ­რე­ბი, მტევ­ნე­ბი, თი­თე­ბი. სი­ლურ­ჯე­ე­ბი ჰქონ­და მთელ ტან­ზე და წყლუ­ლე­ბი რომ და­ვი­ნა­ხე, ვკი­თხე ეს რა­ტომ აქვს-მეთ­ქი, სი­ცხის გამო ცივ ყი­ნუ­ლებს ვა­დებ­დი­თო, ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხავ პა­სუ­ხებს მაძ­ლევ­დნენ, ხან ამ­ბობ­დნენ ფე­ხებს ვუთ­ბობ­დი­თო. ფაქ­ტობ­რი­ვად, მკვდა­რი ეს­ვე­ნა ჩემი შვი­ლი. დიდი ხანი ვი­ყა­ვი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, ვტი­რო­დი და ჩემს შვილს ვე­ფე­რე­ბო­დი. ფე­ხე­ბი გა­ცი­ე­ბუ­ლი ჰქონ­და. არ მინ­დო­და და­მე­ჯე­რე­ბი­ნა, რომ შვი­ლი აღარ მყავ­და. მერე ჩემი მე­უღ­ლე და სი­ძეც ავიდ­ნენ, და­შო­კი­ლე­ბი გა­ვიდ­ნენ გა­რეთ. უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო, უჯრე­დე­ბი მკვდა­რი ჰქონ­და, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ აპა­რატ­ზე ჰყავ­დათ შე­ერ­თე­ბუ­ლი და ბი­უ­ჯე­ტი­დან თან­ხის ამო­წურ­ვას ელოდ­ნენ, რო­გორც კი ლი­მი­ტი ამო­ი­წუ­რა, მი­თხრეს, რომ შვი­ლი აღარ მყავ­და.

გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი დედა ვარ, მას მერე ვი­თხოვ სა­მარ­თალს და დღემ­დე არ მაქვს პა­სუ­ხი, რა­ტომ მო­მიკ­ლეს შვი­ლი. უდა­ვოა, კენ­ჭი რომ ამო­უ­ღეს სა­დი­ნა­რი­დან ჩა­ვიდ­ნენ იქ ლა­პა­რას­კო­პი­ის აპა­რა­ტით და ამ დროს ეტყო­ბა ჩა­ეჭ­რათ სა­დი­ნა­რი, და­უშ­ვეს შეც­დო­მა, ეს გა­მო­ე­პა­რათ, არ მი­აქ­ცი­ეს ყუ­რა­დღე­ბა და პე­რი­ტო­ნი­ტი გან­ვი­თარ­და, იდი­ნა სის­ხლმა მთელ ორ­გა­ნიზ­მში და ჩემი შვი­ლი მო­ი­წამ­ლა ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბით. მერე რა­საც ისი­ნი უკე­თებ­დნენ, უკვე არა­ფერს აზრი აღარ ჰქონ­და. მე­ო­რე ოპე­რა­ცი­ზე რომ შე­ყავ­დათ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თვი­თო­ნაც უკვე იცოდ­ნენ რა შეც­დო­მაც ჰქონ­დათ დაშ­ვე­ბუ­ლი. იცოდ­ნენ გან­წი­რუ­ლი იყო ჩემი შვი­ლი სიკ­ვდი­ლის­თვის, გა­მო­უ­წ­მინ­დეს სის­ხლი, მაგ­რამ ამან არ უშ­ვე­ლა. მერე ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ რომ თა­ვი­ან­თი შეც­დო­მა და­ე­ფა­რათ. სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­ტა­ნე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ვი­ჩივ­ლე რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­სა­ხურ­ში, მაგ­რამ ამ დრომ­დე სა­მარ­თალს ვერ მი­ვაღ­წიე. დამ­ღუ­პა ამ ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბამ, უცო­დინ­რო­ბამ და სხვა კი­დევ ჩემ­სა­ვით რომ არ და­ღუ­პოს, მო­ვი­თხოვ სას­წრა­ფოდ დად­გეს ამ ექი­მე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მი­ვე ექიმს გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვილს, თა­მარ გო­გი­ჩა­იშ­ვილს და გი­ორ­გი სი­ჭი­ნა­ვას სას­წრა­ფოდ შე­უ­ჩერ­დეთ ექი­მო­ბის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ დღემ­დე ჩემი ბრძო­ლის შე­დე­გი არ ჩანს. ჭი­ა­ნურ­დე­ბა რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან პა­სუ­ხე­ბის მი­ღე­ბა და ეს ექი­მე­ბი ისევ აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას და სხვა ოჯა­ხე­ბის და­ღუპ­ვას. ვე­ლო­დე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას, მი­თხრან, რას შე­ე­წი­რა ჩემი შვი­ლი და პა­სუ­ხი აგე­ბი­ნონ დამ­ნა­შა­ვე ექი­მებს. არ ვა­პა­ტი­ებ, მათი შეც­დო­მის და და­უ­დევ­რო­ბის გამო გარ­და­იც­ვა­ლა ჩემი 26 წლის შვი­ლი და ობ­ლად დარ­ჩა მისი პა­ტა­რა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე მუდ­მი­ვად ვრე­კავ, მაგ­რამ არა­ვინ მაძ­ლევს პა­სუხს, არც რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან ჩანს პა­სუ­ხი, არც სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­დან, არა­და, ორი თვე­ზე მეტი გა­ვი­და და ნუთუ ვერ უნდა გა­ვარ­კვიო სი­მარ­თლე, ნუთუ ამ დრომ­დე არ უნდა დას­ჯი­ლიყ­ვნენ დამ­ნა­შა­ვე ექი­მე­ბი. გთხოვთ, და­მეხ­მა­რეთ, რომ სა­მარ­თა­ლი ვი­პო­ვო და დამ­ნა­შა­ვე ექი­მე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ ცი­ხე­ში.

ეთე­რის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა არა­სო­დეს ჰქო­ნია, თა­ვი­სი ფე­ხით მი­ვი­და სი­ცო­ცხლით სავ­სე გოგო კლი­ნი­კა­ში და მკვდა­რი წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. ობ­ლად დარ­ჩა მისი 10 წლის შვი­ლი. კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვი­თხოვ სა­მი­ვე ექი­მის დას­ჯას.

ambebi.ge და­უ­კავ­შირ­და თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფოს, რომ მოგ­ვეს­მი­ნა ექი­მე­ბის პა­სუ­ხე­ბი ამ ბრალ­დე­ბებ­ზე. კლი­ნი­კი­დან წე­რი­ლო­ბით ეს პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ.:

"პა­ცი­ენ­ტმა ჩვე­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენტს მო­მარ­თა ა/წ 18 ივ­ნისს. შე­მოს­ვლი­სას აღე­ნიშ­ნე­ბო­და მწვა­ვე კალ­კუ­ლო­ზუ­რი ქო­ლე­ცის­ტი­ტი და მწვა­ვე ქო­ლე­დო­ქო­ლი­თი­ა­ზი. პა­ცი­ენ­ტი მო­თავ­სდა სტა­ცი­ო­ნარ­ში და და­წყე­ბულ იქნა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა, თუმ­ცა, მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და და გარ­და­იც­ვა­ლა 26 ივ­ნისს. შემ­დგო­მი დი­აგ­ნო­ზე­ბის და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებს ვერ მო­გახ­სე­ნებთ, რად­გან გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და შემ­თხვე­ვას სწავ­ლობს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო. გარ­დაც­ვლილს ჩა­უ­ტარ­და პა­თა­ნა­ტო­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც ჩვენ­თვის უც­ნო­ბია".

საქ­მე­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა ჩა­ერ­თო, და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ეთერ მე­ტი­ვიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დე­ტა­ლებს არ­კვე­ვენ.

  • შე­ნიშ­ვნა: სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­სას, რეს­პონ­დენ­ტის მე­ქა­ნი­კუ­რი შეც­დო­მის გამო, სტა­ტი­ა­ში არას­წო­რად იყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ექი­მი გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც შექ­მნი­ლი უხერ­ხუ­ლო­ბის გამო ბო­დიშს ვუხ­დით.
მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანასტასია
10

ამას თუ მართლა ვინმე კადრულობს, ანათემაზეა გადასაცემი. ასეთი ვერსიები მეც გამიგია, მაგრამ კიდევ ვერ ვიჯერებ, თუ ასე შეიძლება დაეცეს მედიკოსი.

გეშინოდეთ
4

ოხ თქვე ოხრებო, არაფრის არ გეშინიათ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"უკვე გარდაცვლილი იყო, უბრალოდ, აპარატზე ჰყავდათ შეერთებული და ბიუჯეტიდან თანხის ამოწურვას ელოდნენ" - დედა 26 წლის ქალიშვილის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს

"უკვე გარდაცვლილი იყო, უბრალოდ, აპარატზე ჰყავდათ შეერთებული და ბიუჯეტიდან თანხის ამოწურვას ელოდნენ" - დედა 26 წლის ქალიშვილის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს

26 წლის ეთერ მეტივიშვილი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში 26 ივნისს გარდაიცვალა. მას შემდეგ ოჯახი შვილის გარდაცვალებაში საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს და მათ დასჯას ითხოვს. ოჯახმა საჩივარი შეიტანა პროკურატურაში, ასევე იჩივლა რეგულირების სამსახურში და მიზეზების გამოძიებას ითხოვს. მათი მტკიცებით, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალს ნაღვლის ოპერაცია დარღვევებით ჩაუტარდა, ექიმების დაშვებული შეცდომის გამო სეფსისი განვითარდა, მდგომარეობა მეორე დღესვე დამძიმდა.

ახალგაზრდა ქალი კომატოზურ მდგომარეობაში რამდენიმე დღეში ებრძოდა სიკვდილს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ექიმების გულგრილობას და არაპროფესიონალიზმს შეეწირა მათი შვილის სიცოცხლე და სასწრაფოდ ამ ექიმებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

გიული შატაკიშვილი, გარდაცვლილი გოგონას დედა:

- 18 ივნისს ჩემი შვილი ცუდად გახდა და კენჭის შეტევით გორის საავადმყოფოში სასწრაფოთი მივიყვანეთ, თუმცა იქიდან თბილისში გამოგვიშვეს, რადგან კორონავირუსის გამო კლინიკა დაკეტილი იყო. გვითხრეს, რომ იქ ვერ გააკეთებდნენ ოპერაციას. სადინარში კენჭი ჩაჭედილი ჰქონდა, ასევე ნაღველი იყო ამოსაღები. საშინელი ტკივილები ჰქონდა. გორში ექიმმა მირჩია თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმ გიორგი ნიკოლიშვილთან მივსულიყავით, მისი ტელეფონის ნომერიც მოგვცა და ჩვენი მანქანით წამოვიყვანეთ სასწრაფოდ თბილისში.

გზაშიც გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. გზიდან ექიმ ნიკოლიშვილს დავურეკე და ვუთხარი ჩვენი მდგომარეობა, მითხრა, კლინიკაში მორიგე ექიმი დაგხვდებათ და მეც მალე მოვალო. მართლაც რომ მივედით, თვითონაც მალე მოვიდა, გასინჯეს ჩემი შვილი, ექოსკოპიაც გაუკეთეს და სასწრაფოდ საოპერაციოდ შეიყვანეს.

ოპერაცია დასრულდა და გვითრეს ნარკოზიდან გამოვიდაო, მაგრამ ნახვის უფლებას არავის გვაძლევდნენ კარანტინის გამო. თბილისში დასარჩენი არ გვქონდა და გვიან ღამით გორში დავბრუნდით. ხუთშაბათს გაუკეთდა ოპერაცია ჩემს შვილს და ექიმმა გვითხრა, შაბათს გავწერთ კლინიკიდანო. თანხა გვქონდა გადასახდელი, ექიმმა პარასკევს დაგვირეკა, თანხა ჩამოიტანეთო. ჩემს შვილს ოპერაციის მერე "სკაიპით" ვეკონტაქტებოდი, მეორე დღეს, პარასკევს ფეხზე წამოაყენეს და ოთახში გაატარეს, მაგრამ ჩემი შვილი მეუბნებოდა სიცხეები მაქვს და ტკივილებიო, მეგონა, ეს ოპერაციის შემდგომი ტკივილები იყო. ექიმებსაც ეუბნებოდა იგივეს, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. პარასკევს დამძიმდა მდგომარეობა, მითხრა, - დედა, ცუდად ვარ, ლაპარაკის თავიც არ მაქვსო. შაბათი რომ გათენდა, მაშინვე დავურეკე, - არ ჩამოხვიდეთ, არ მწერენ კლინიკიდანო, ცოტა ხანში ისევ დამირეკა, სასწრაფოდ ჩამოდითო. ჩამოვედით და კლინიკიდან გაწერის ნაცვლად, ჩემი შვილი ხელახლა შეიყვანეს ოპერაციაზე, გვითხრეს, ახალი დრენაჟი უნდა ჩავაყენოთო. მაშინ არ ვიცოდი ჯერ სეფსისი თუ ჰქონდა დაწყებული და მისი ორგანიზმი მოწამლული იყო. ძლივს მელაპარაკა რამდენიმე წუთით, ვიდრე გონებაზე იყო. 5-ის ნახევარზე შეიყვანეს ოპერაციაზე, 4 საათი არაფერი ვიცოდით. სამი ექიმი იყო ჩართული: გიორგი ნიკოლიშვილი, თამარ გოგიჩაიშვილი და ლაპარასკოპისტი გიორგი სიჭინავა.

პასუხს არავინ გვაძლევდა, ბოლოს გვითხრეს, სიტუაცია ძალიან მძიმეა, მაგრამ სტაბილურიო, სეფსისია წასული და ოპერაციის დროს გულიც კი გაუჩერდა და ავუმუშავეთო. თვალი გაახილა ნარკოზის მერე მეთქი? - მიპასუხეს, კი, მაგრამ ხელოვნურად დავაძინეთ, კომაში შევიყვანეთო. ისევ არ გვიშვებდნენ მის სანახავად კარანტინის გამო, შევთავაზეთ სხვა კლინიკიდანაც მოვიყვანდით ექიმს, ან სხვა კლინიკაში გადავიყვანდით, ან სადმე საზღვარგარეთაც წავიყვანდით, მაგრამ გვეუბნებოდნენ, რომ სიცოცხლის მაჩვენებელი დაბალია, ყველაფერს ვუკეთებთ და ამ ეტაპზე არავინ არ არის საჭიროო. ვერ მოვისვენეთ და მეორე დღეს მაინც მოვიწვიეთ სხვა ექიმები, რადიოლოგიც მოვიყვანეთ და მან გვითხრა, ძალიან რთული მდგომარეობააო. ისეთი გულგრილი დამოკიდებულება იყო ცენტრალურ საავადმყოფოში, მსგავსი არსად მინახავს, პასუხსაც კი არ გვაძლევდნენ ნორმალურად, მათი გულგრილობის გამო პატრულიც კი გამოვიძახეთ.

ვითხოვდით სურათები მაინც გადაეღოთ, რომ გვენახა რა მდგომარეობაში იყო ჩვენი 26 წლის გოგო. დიდი ბრძოლის მერე რეანიმაციაში შემიყვანეს, უკვე სილურჯეები ჰქონდა დაწყებული ჩემს შვილს. თამარ გოგიჩაიშვილს ვკითხე სილურჯეები რატომ აქვს-მეთქი, ჟანგბადის ნაკლებობაა, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთო. საშინელება ვნახე, შავი იყო ბავშვის კიდურები, მტევნები, თითები. სილურჯეები ჰქონდა მთელ ტანზე და წყლულები რომ დავინახე, ვკითხე ეს რატომ აქვს-მეთქი, სიცხის გამო ცივ ყინულებს ვადებდითო, ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს მაძლევდნენ, ხან ამბობდნენ ფეხებს ვუთბობდითო. ფაქტობრივად, მკვდარი ესვენა ჩემი შვილი. დიდი ხანი ვიყავი რეანიმაციაში, ვტიროდი და ჩემს შვილს ვეფერებოდი. ფეხები გაციებული ჰქონდა. არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ შვილი აღარ მყავდა. მერე ჩემი მეუღლე და სიძეც ავიდნენ, დაშოკილები გავიდნენ გარეთ. უკვე გარდაცვლილი იყო, უჯრედები მკვდარი ჰქონდა, მაგრამ უბრალოდ აპარატზე ჰყავდათ შეერთებული და ბიუჯეტიდან თანხის ამოწურვას ელოდნენ, როგორც კი ლიმიტი ამოიწურა, მითხრეს, რომ შვილი აღარ მყავდა.

განადგურებული დედა ვარ, მას მერე ვითხოვ სამართალს და დღემდე არ მაქვს პასუხი, რატომ მომიკლეს შვილი. უდავოა, კენჭი რომ ამოუღეს სადინარიდან ჩავიდნენ იქ ლაპარასკოპიის აპარატით და ამ დროს ეტყობა ჩაეჭრათ სადინარი, დაუშვეს შეცდომა, ეს გამოეპარათ, არ მიაქციეს ყურადღება და პერიტონიტი განვითარდა, იდინა სისხლმა მთელ ორგანიზმში და ჩემი შვილი მოიწამლა ექიმების დაუდევრობით. მერე რასაც ისინი უკეთებდნენ, უკვე არაფერს აზრი აღარ ჰქონდა. მეორე ოპერაციზე რომ შეყავდათ, დარწმუნებული ვარ, თვითონაც უკვე იცოდნენ რა შეცდომაც ჰქონდათ დაშვებული. იცოდნენ განწირული იყო ჩემი შვილი სიკვდილისთვის, გამოუწმინდეს სისხლი, მაგრამ ამან არ უშველა. მერე ყველაფერს აკეთებდნენ რომ თავიანთი შეცდომა დაეფარათ. საჩივარი შევიტანე პროკურატურაში, ვიჩივლე რეგულირების სამსახურში, მაგრამ ამ დრომდე სამართალს ვერ მივაღწიე. დამღუპა ამ ექიმების დაუდევრობამ, უცოდინრობამ და სხვა კიდევ ჩემსავით რომ არ დაღუპოს, მოვითხოვ სასწრაფოდ დადგეს ამ ექიმების პასუხისმგებლობა. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს სამივე ექიმს გიორგი ნიკოლიშვილს, თამარ გოგიჩაიშვილს და გიორგი სიჭინავას სასწრაფოდ შეუჩერდეთ ექიმობის უფლება, მაგრამ დღემდე ჩემი ბრძოლის შედეგი არ ჩანს. ჭიანურდება რეგულირების სამსახურიდან პასუხების მიღება და ეს ექიმები ისევ აგრძელებენ მუშაობას და სხვა ოჯახების დაღუპვას. ველოდები გამოძიებას, მითხრან, რას შეეწირა ჩემი შვილი და პასუხი აგებინონ დამნაშავე ექიმებს. არ ვაპატიებ, მათი შეცდომის და დაუდევრობის გამო გარდაიცვალა ჩემი 26 წლის შვილი და ობლად დარჩა მისი პატარა. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე მუდმივად ვრეკავ, მაგრამ არავინ მაძლევს პასუხს, არც რეგულირების სამსახურიდან ჩანს პასუხი, არც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, არადა, ორი თვეზე მეტი გავიდა და ნუთუ ვერ უნდა გავარკვიო სიმართლე, ნუთუ ამ დრომდე არ უნდა დასჯილიყვნენ დამნაშავე ექიმები. გთხოვთ, დამეხმარეთ, რომ სამართალი ვიპოვო და დამნაშავე ექიმები აღმოჩნდნენ ციხეში.

ეთერის ჯანმრთელობის პრობლემა არასოდეს ჰქონია, თავისი ფეხით მივიდა სიცოცხლით სავსე გოგო კლინიკაში და მკვდარი წამოვიყვანეთ. ობლად დარჩა მისი 10 წლის შვილი. კატეგორიულად ვითხოვ სამივე ექიმის დასჯას.

ambebi.ge დაუკავშირდა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს, რომ მოგვესმინა ექიმების პასუხები ამ ბრალდებებზე. კლინიკიდან წერილობით ეს პასუხი მივიღეთ.:

"პაციენტმა ჩვენი დაწესებულების გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს მომართა ა/წ 18 ივნისს. შემოსვლისას აღენიშნებოდა მწვავე კალკულოზური ქოლეცისტიტი და მწვავე ქოლედოქოლითიაზი. პაციენტი მოთავსდა სტაციონარში და დაწყებულ იქნა შესაბამისი მკურნალობა, თუმცა, მდგომარეობა გაუარესდა და გარდაიცვალა 26 ივნისს. შემდგომი დიაგნოზების და განხორციელებული მკურნალობის შესახებ დეტალებს ვერ მოგახსენებთ, რადგან გარდაცვალების მიზეზების დადგენის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება და შემთხვევას სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო. გარდაცვლილს ჩაუტარდა პათანატომიური ექსპერტიზა, რომლის შედეგებიც ჩვენთვის უცნობია".

საქმეში პროკურატურა ჩაერთო, დაიწყო გამოძიება სამართალდამცავები ეთერ მეტივიშვილის გარდაცვალების დეტალებს არკვევენ.

  • შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნებისას, რესპონდენტის მექანიკური შეცდომის გამო, სტატიაში არასწორად იყო მოხსენიებული ექიმი გიორგი ბოჭორიშვილი, რომელსაც შექმნილი უხერხულობის გამო ბოდიშს ვუხდით.

გოგი წულაიამ საპატიმროში 25 კგ დაიკლო - "გადავწყვიტე, მეცოცხლა"

გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

პაციენტის მტკიცებით, კლინიკაში უთხრეს, რომ კონკრეტული ორგანო ამოაჭრეს, თუმცა რამდენიმე წლის მერე გაარკვია, რომ ეს ორგანო ადგილზე აქვს - რას დაადგენს გამოძიება?