საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სკოლა თავად აირჩევს სწავლების მოდელს" - გადაიდება თუ არა სწავლის დაწყება და რა ცვლილებები ელით მოსწავლეებს?
"სკოლა თავად აირჩევს სწავლების მოდელს" - გადაიდება თუ არა სწავლის დაწყება და რა ცვლილებები ელით მოსწავლეებს?

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­და­დე­ბა არ იგეგ­მე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­და­დე­ბა არ იგეგ­მე­ბა არც უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში.

„ჩვენ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინგს სრუ­ლად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, შე­მოწ­მე­ბუ­ლია არა­ერ­თი სკო­ლა. აქე­დან 600-მა სკო­ლამ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ის მო­თხოვ­ნე­ბი, რო­მე­ლიც არის ჩვენ­გან წარ­მოდ­გე­ნი­ლი, და­ნარ­ჩე­ნებს მი­ე­ი­ცათ მი­თი­თე­ბა, თუ რა ხარ­ვე­ზე­ბი იყო გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი იმის­თვის, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უსაფრ­თხოდ წა­რი­მარ­თოს.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­და­დე­ბა არ იგეგ­მე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

ამას­თან, 15 სექ­ტემ­ბერს, სკო­ლებ­ში სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აღარ გა­ი­მარ­თე­ბა. რო­გორც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცია უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ გას­ცა.

მი­სი­ვე თქმით, უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სკო­ლებ­ში სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გა­უქ­მდეს.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით, სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, რომ I-IV კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს გაკ­ვე­თი­ლე­ბი საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში ჩა­უ­ტარ­დეთ, V-დან XII კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის კი კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე დღე ონ­ლა­ინ-გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბაც არის ნე­ბა­დარ­თუ­ლი.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, სკო­ლა თა­ვად ირ­ჩევს სწავ­ლე­ბის მო­დელს.

კერ­ძოდ, სკო­ლებს მოს­წავ­ლე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­უძ­ლი­ათ და­ნერ­გონ შე­რე­უ­ლი ე.წ. ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლი, რაც გუ­ლის­ხმობს სწავ­ლას რო­გორც საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში, ასე­ვე დის­ტან­ცი­უ­რად, თუმ­ცა, ეს არ შე­ე­ხე­ბა I-IV კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლე­ბას, რად­გან მათ­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, მხო­ლოდ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

ამას­თან, სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ შე­რე­უ­ლი მო­დე­ლის და­ნერგვი­სას უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ V-VI კლა­სებ­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა კვი­რა­ში მაქ­სი­მუმ 1 დღე, VII – XI კლა­სებ­ში მაქ­სი­მუმ 2 დღე, ხოლო XII კლას­ში - მაქ­სი­მუმ 3 დღე.

შე­რე­უ­ლი სწავ­ლე­ბის მო­დე­ლი შე­თან­ხმე­ბუ­ლი უნდა იყოს სა­მი­ნის­ტროს­თან და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტრთან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ii
0

ჯანაცვის მინისტრო, გაიღვიძე და. ჩამოყალიბდი რა უნდა. თქვა

nata
15

საერთოდ გამოაცხადეთ აკადემიური წელი .ჩემი შვილი მე-2 კლასშია და საერთოდ არ მინდა რისკის ფასად იაროს სკოლაში . რა დროს სკოლა და უნივერსიტეტია ,ქვეყანა ეპიდემიის ზღვარზეა ხალხო

ავტორი:

"სკოლა თავად აირჩევს სწავლების მოდელს" - გადაიდება თუ არა სწავლის დაწყება და რა ცვლილებები ელით მოსწავლეებს?

"სკოლა თავად აირჩევს სწავლების მოდელს" - გადაიდება თუ არა სწავლის დაწყება და რა ცვლილებები ელით მოსწავლეებს?

დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება არც უმაღლეს სასწავლებლებში.

„ჩვენ სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგს სრულად ვახორციელებთ. დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია არაერთი სკოლა. აქედან 600-მა სკოლამ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომელიც არის ჩვენგან წარმოდგენილი, დანარჩენებს მიეიცათ მითითება, თუ რა ხარვეზები იყო გამოსასწორებელი იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს.

დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, 15 სექტემბერს, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები აღარ გაიმართება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, შესაბამისი რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა.

მისივე თქმით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე სკოლებში საზეიმო ღონისძიებები უნდა გაუქმდეს.

განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით, სავალდებულოა, რომ I-IV კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები საკლასო ოთახებში ჩაუტარდეთ, V-დან XII კლასების მოსწავლეებისთვის კი კვირაში რამდენიმე დღე ონლაინ-გაკვეთილების ჩატარებაც არის ნებადართული.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, სკოლა თავად ირჩევს სწავლების მოდელს.

კერძოდ, სკოლებს მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეუძლიათ დანერგონ შერეული ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად, თუმცა, ეს არ შეეხება I-IV კლასის მოსწავლეების სწავლებას, რადგან მათთვის სავალდებულოა, მხოლოდ საკლასო ოთახებში გაკვეთილების ჩატარება.

ამასთან, სკოლის ადმინისტრაციამ შერეული მოდელის დანერგვისას უნდა გაითვალისწინოს, რომ V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში - მაქსიმუმ 3 დღე.

შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.

"გუკამ ბაკურიანში შვილებთან ერთად დაისვენა, მათთან ერთად იყო ლელას და გიგის ბიჭი" - შეურიგდა თუ არა ლელა კილაძე საპატიმროდან გამოსულ ქმარს?

"სიმპტომი არავის აქვს, ყველა გადასარევად გრძნობს თავს..." - "ტვ პირველის" თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ

რამდენი გაკვეთილი უნდა ჩატარდეს დისტანციურად დღეში და როგორი უნდა იყოს მათი ხანგრძლივობა - განათლების მინისტრმა წესები და პირობები დაამტკიცა