სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეცნობიერად ამით საკუთარ თავზე უფრო მეტი თქვა" - მარია ზახაროვას "ძირითადი ინსტინქტი" სერბეთ-რუსეთს შორის პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა
"ქვეცნობიერად ამით საკუთარ თავზე უფრო მეტი თქვა" - მარია ზახაროვას "ძირითადი ინსტინქტი" სერბეთ-რუსეთს შორის პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­რია ზა­ხა­რო­ვა შე­ე­ცა­და შე­ერ­ბი­ლე­ბი­ნა რუ­სეთ­სა და სერ­ბეთს შო­რის მომ­ხდა­რი სკან­და­ლის სიმწვა­ვე, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუქ­ში" მის მი­ერ­ვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოსტს მოჰ­ყვა: მა­რია ზა­ხა­რო­ვამ სერ­ბე­თის პრე­ზი­დენ­ტის პოზა, თეთრ სახ­ლში მისი ვი­ზი­ტის დროს, შე­რონ სტო­უ­ნის გმი­რის პო­ზას შე­ა­და­რა ფილ­მი­დან "ძი­რი­თა­დი ინ­სტიქ­ტი", როცა მისი და­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

შა­ბათს მა­რია ზა­ხა­რო­ვამ "ფე­ის­ბუქ­ში" ფო­ტო­კო­ლა­ჟი გა­ნა­თავ­სა, რო­მელ­ზეც ვა­შინგტონ­ში სერ­ბე­თის პრე­ზი­დენ­ტის ალექ­სან­დრე ვუ­ჩი­ჩის შეხ­ვედ­რის მო­მენ­ტი აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პთან შეც­ვლი­ლია ქეთ­რინ ტრა­მე­ლის და­კი­თხვის ცნო­ბი­ლი კად­რით (მის როლს შე­რონ სტო­უ­ნი ას­რუ­ლებს).

რუ­სე­თის მთა­ვა­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კო­ლაჟს ასე­თი წარ­წე­რა წა­უმ­ძღვა­რა: "თუ თქვენ თეთრ სახ­ლში და­გი­ძა­ხეს, ხოლო სკა­მი ისე და­გიდ­გეს, თით­ქოს და­კი­თხვა­ზე ხართ, მა­შინ ვინც არ უნდა იყოთ, და­ჯე­ქით ისე, რო­გორც მე­ო­რე ფო­ტო­ზე ქალი ზის. უბ­რა­ლოდ, და­მი­ჯე­რეთ".

პა­რას­კევს ვა­შინგტონ­ში, თეთრ სახ­ლში, ალექ­სან­დრე ვუ­ჩი­ჩი დო­ნალდ ტრამპს შეხ­ვდა, სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, პრე­ზი­დენ­ტმა ხელი მო­ა­წე­რა სერ­ბეთ-კო­სო­ვოს შე­თან­ხმე­ბას ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის შე­სა­ხებ. დო­კუ­მენტზე თა­ვის ხელ­მო­წე­რა კო­სო­ვოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აბ­დუ­ლა ხო­ტი­მაც და­ტო­ვა.

"პრი­მი­ტი­ვიზ­მი და გა­უბ­რა­ლო­ე­ბა"

მა­რია ზა­ხა­რო­ვას კო­მენ­ტარ­მა ალექ­სან­დრე ვუ­ჩი­ჩის მრის­ხა­ნე რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია: "ქვეც­ნო­ბი­ე­რე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რად გან­სა­ზღვრავს თვით იმ ადა­მი­ა­ნის ქცე­ვას, რო­მე­ლიც ვინ­მეს წარ­მო­ჩე­ნას ცდი­ლობს. მა­რია ზა­ხა­რო­ვამ ქვეც­ნო­ბი­ე­რად ამით სა­კუ­თარ თავ­ზე უფრო მეტი თქვა. ასე­თი პრი­მი­ტი­ვიზ­მი და გა­უბ­რა­ლო­ე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ა­ნიშ­ნებს იმ ადა­მი­ან­ზე, ვინც ეს გა­მო­აქ­ვეყ­ნა", - გა­ნა­ცხა­და სერ­ბე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ტე­ლე­ე­თე­რით გა­მოს­ვლი­სას.

ალექ­სან­დრე ვუ­ჩიჩ­მა და­ა­მა­ტა, რომ დო­ნალდ ტრამ­პთან გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს იგი, სხვა­თა შო­რის, რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­საც იცავ­და, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ამას მოს­კო­ვი ვერ ხე­დავს ან ხე­დავს და არ აფა­სებს:

"ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­წყე­ნია იმი­ტომ, რომ მე იქ თეთრ სახ­ლში რუ­სეთ­თან ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­საც ვი­ცავ­დი და უარი ვთქვი თხე­ვა­დი ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის უფრო ძვი­რად შეს­ყიდ­ვა­ზე, ვიდ­რე ეს თავ­და­პირ­ველ დო­კუ­მენ­ტში იყო, - თქვა სერ­ბე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, - რუ­სეთ­ში ზო­გი­ერ­თე­ბი არ აფა­სე­ბენ იმა­საც, რომ სერ­ბე­თი ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­მაც რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი არ შე­მო­ი­ღო. არ აფა­სე­ბენ იმას, რომ სერ­ბე­თი სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით ნე­იტ­რა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფოა და ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბას არ ცდი­ლობს და კი­დევ - სერ­ბე­თი ის ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­სა­გან ბუ­ნებ­რივ გაზს და ია­რაღს ყი­დუ­ლობს“.

პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბამ­დე უფრო მკვეთ­რად ილა­პა­რა­კა სერ­ბე­თის მთავ­რო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კო­სო­ვო-მე­ტო­ხი­ის საქ­მე­ე­ბის კან­ცე­ლა­რი­ის დი­რექ­ტორ­მა მარ­კო ჯუ­რიჩ­მა:

"თქვენ წარ­მოდ­გე­ნაც კი არ გაქვთ იმა­ზე, რომ პრე­ზი­დენტს რუ­სე­თის მი­სა­მარ­თით ერთი ცუდი სი­ტყვა არ უთ­ქვამს, თვით თეთრ სახ­ლშიც კი, - და­წე­რა მან "ტვი­ტერ­ში", - თქვენ წარ­მოდ­გე­ნაც კი არ გაქვთ იმა­ზე, რომ როცა მოს­კოვ­ში ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი ელო­და ვლა­დი­მირ პუ­ტინს, მის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად სკა­მიც კი არ შე­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ, მაგ­რამ მას საყ­ვე­დუ­რიც არ დას­ცდე­ნია... თქვენ კი რას აკე­თებთ... ნე­ბას არ მოგ­ცემთ სერ­ბე­თის სი­ა­მა­ყე შე­ლა­ხოთ! რო­გორ არ გრცხვე­ნი­ათ!“.

მა­რია ზა­ხა­რო­ვას კო­მენ­ტა­რი დაგ­მო აგ­რეთ­ვე სერ­ბე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ვუ­ლინ­მა: "მა­რია ზა­ხა­რო­ვამ შე­უ­რა­ცხყო ყვე­ლა, ვინც კი რუ­სე­თი­სა და სერ­ბე­თის ინ­ტე­რე­სებს იცავს უფრო და­ძა­ბულ ად­გი­ლებ­ში, "ფე­ის­ბუქ­თან" შე­და­რე­ბით... დღეს სერ­ბე­თის და რუ­სე­თის მტრებს ზე­ი­მი აქვთ მა­რია ზა­ხა­რო­ვას მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი ბო­რო­ტე­ბით. პრე­ზი­დენტ ვუ­ჩი­ჩის უკან საქ­მე­ე­ბი ჩანს, ზა­ხა­რო­ვას უკან კი ბო­რო­ტუ­ლი ქცე­ვა, რის გა­მოც მას უნდა რცხვე­ნო­დეს!", - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

სერ­გეი ლავ­რო­ვის სა­უ­ბა­რი ალექ­სან­დრე ვუ­ჩიჩ­თან

კვი­რა დღეს მა­რია ზა­ხა­რო­ვამ "ფე­ის­ბუკ­ში" თა­ვი­სი პოს­ტი გა­ნა­ახ­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ნათ­ქვა­მი არას­წო­რად იქნა გა­გე­ბულ-აღ­ქმუ­ლი. "პა­ტი­ე­ბას გთხოვთ, მაგ­რამ მა­ინც ვი­ტყვი, რომ ჩემი პოს­ტი არას­წო­რად იქნა ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი! ერ­თა­დერ­თი, რაც მას­ში ჩანს, ისაა, რომ მი­უ­ღე­ბე­ლია ქედ­მაღ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა "რჩე­უ­ლე­ბის" მხრი­დან. ამე­რი­კე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად სარ­გებ­ლო­ბენ სა­ოქ­მო პრო­ცე­დუ­რე­ბით, რომ თა­ვი­ან­თი "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა" და "გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა" აჩ­ვე­ნონ, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია", - და­წე­რა მა­რია ზა­ხა­რო­ვამ.

იმად­რო­უ­ლად რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და სერ­ბე­თის პრე­ზი­დენ­ტის კან­ცე­ლა­რი­ამ გა­ნა­ცხა­დეს, რომ სერ­გეი ლავ­როვ­მა და ალექ­სან­დრე ვუ­ჩიჩ­მა ტე­ლე­ფო­ნით ისა­უბ­რე­სო. რუ­სუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ცნო­ბა­ში მა­რია ზა­ხა­რო­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ცი­დენტზე არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი, თუმ­ცა, რუ­სე­თის სა­ა­გენ­ტო «ТАСС»-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ირ­კვე­ვა (სერ­ბე­თის ლი­დე­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით), "სა­უბ­რის დროს ალექ­სან­დრე ვუ­ჩიჩ­მა სი­ნა­ნუ­ლი გა­მო­ხა­ტა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის მა­რია ზა­ხა­რო­ვას გან­ცხა­დე­ბის გამო".

კრემ­ლის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა მა­რია ზა­ხა­რო­ვას მიერ "ფე­ის­ბუქ­ში" გა­კე­თე­ბუ­ლი პოს­ტის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ შე­საძ­ლოა "ზო­გი­ერთ ფორ­მუ­ლი­რე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით გარ­კვე­უ­ლი გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და... რო­გორც ვიცი, ჩემ­მა კო­ლე­გამ უკვე ბო­დი­ში მო­ი­ხა­და“, - თქვა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა.

რაზე მო­ი­ლა­პა­რა­კა ალექ­სან­დრე ვუ­ჩიჩ­მა ვა­შინგტონ­ში

სერ­ბე­თის პრე­ზი­დენ­ტმა და კო­სო­ვოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტთან დო­ნალდ ტრამ­პთან ერ­თად, ხელი ორი შე­თან­ხმე­ბა­ზე მო­ა­წე­რეს, რად­გან სერ­ბე­თი კო­სო­ვოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას არ აღი­ა­რებს.

შე­თან­ხმე­ბა­ში ბალ­კა­ნე­თის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტია ის, რომ კო­სო­ვომ გა­და­წყვი­ტა შე­უ­ე­ერ­თდეს "მინი-შენ­გენს", ანუ უვი­ზო ზო­ნას, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც უფრო ადრე სერ­ბეთ­მა, ალ­ბა­ნეთ­მა და ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ამ მო­ი­ლა­პა­რა­კეს. ამ ზო­ნის შექ­მნის მი­ზანს აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბა წარ­მო­ად­გენს.

სერ­ბი ლი­დე­რის თქმით, მო­მა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრიშ­ტი­ნა არ შე­ეც­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში გა­წევ­რე­ბას, ბელგრა­დი კი, თა­ვის მხრივ, იმა­ვე პე­რი­ოდ­ში, შე­ა­ჩე­რებს კო­სო­ვოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ კამ­პა­ნი­ას.

კი­დევ რა თქვა ალექ­სან­დრე ვუ­ჩიჩ­მა

სერ­ბე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ი­სად­მი მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში პრე­ზი­დენ­ტმა გან­მარ­ტა, თუ რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იქნა გა­და­ღე­ბუ­ლი ის ფო­ტო­სუ­რა­თი, რო­მე­ლიც მა­რია ზა­ხა­რო­ვამ "ფე­ის­ბუქ­ში" გა­მო­აქ­ვეყ­ნა. "მე დავ­ჯე­ქი სკამ­ზე, ვი­სა­უბ­რეთ გუ­ლახ­დი­ლად... სა­უბ­რის დროს მე ვი­ცავ­დი ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას ჩი­ნეთ­თა­ნაც კი, - ცი­ტი­რებს პრე­ზი­დენ­ტის ნათ­ქვამს რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო, - განა ამ დროს ასე უნდა მეთ­ქვა დო­ნალდ ტრამ­პი­სათ­ვის, რომ მის­მი­ნე, მე რა­ტომ არ მაქვს ისე­თი­ვე სი­მაღ­ლის სა­ვარ­ძე­ლი, რო­გორც შენ, ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს? გა­მო­დის, რომ სკა­მის გამო უნდა წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი შეხ­ვედ­რი­დან? არ მი­ფიქ­რია არც სკამ­ზე და არც "ძი­რი­თად ინ­სტინ­ქტზე“.

"პრობ­ლე­მა სა­კუ­თა­რი ფან­ტა­ზი­ე­ბის თა­ო­ბა­ზე რო­გორც გსურთ, ისე გა­და­წყვი­ტეთ... მე კი სკამ­ზე იმი­ტომ დავ­ჯე­ქი, რომ სერ­ბე­თის პრობ­ლე­მე­ბი მო­მეგ­ვა­რე­ბი­ნა და მისი ინ­ტე­რე­სე­ბი და­მეც­ვა. სა­ჭი­რო რომ გამ­ხდა­რი­ყო, ფეხ­ზეც დავ­დგე­ბო­დი, ან სად­მე უბ­რა­ლოდ ჩა­მოვ­ჯდე­ბო­დი. არ ვიცი, რა ვუ­პა­სუ­ხო ზა­ხა­რო­ვას­ნა­ირ პი­როვ­ნე­ბებს. სკა­მებს რომ ლა­პა­რა­კი შე­ეძ­ლოთ, ისი­ნი იმ ადა­მი­ა­ნებ­ზეც იტყოდ­ნენ რა­მეს, ვინც მათ­ზე ზის", - და­ა­მა­ტა ვუ­ჩიჩ­მა. წყა­რო

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მმმ
12

რუსები ასეთი ხისთავიანები რომ არიან, როგორც ზახაროვა, იმიტომაც გადსიმტერეეს მთელი მსოფლიო. საბჭოთა კავშირში კი ყველას თავზე აჯდნენ და ყველაზე ჭკვისნად მიაჩნდათ თავი. 

ლევანი
6

როგორც რუსები უწოდებენ, ლოთი მანკასგან მეტს რას ელოდებით?

ავტორი:

"ქვეცნობიერად ამით საკუთარ თავზე უფრო მეტი თქვა" - მარია ზახაროვას "ძირითადი ინსტინქტი" სერბეთ-რუსეთს შორის პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა

"ქვეცნობიერად ამით საკუთარ თავზე უფრო მეტი თქვა" - მარია ზახაროვას "ძირითადი ინსტინქტი" სერბეთ-რუსეთს შორის პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა შეეცადა შეერბილებინა რუსეთსა და სერბეთს შორის მომხდარი სკანდალის სიმწვავე, რომელიც "ფეისბუქში" მის მიერვე გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა: მარია ზახაროვამ სერბეთის პრეზიდენტის პოზა, თეთრ სახლში მისი ვიზიტის დროს, შერონ სტოუნის გმირის პოზას შეადარა ფილმიდან "ძირითადი ინსტიქტი", როცა მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

შაბათს მარია ზახაროვამ "ფეისბუქში" ფოტოკოლაჟი განათავსა, რომელზეც ვაშინგტონში სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრე ვუჩიჩის შეხვედრის მომენტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეცვლილია ქეთრინ ტრამელის დაკითხვის ცნობილი კადრით (მის როლს შერონ სტოუნი ასრულებს).

რუსეთის მთავარი დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა კოლაჟს ასეთი წარწერა წაუმძღვარა: "თუ თქვენ თეთრ სახლში დაგიძახეს, ხოლო სკამი ისე დაგიდგეს, თითქოს დაკითხვაზე ხართ, მაშინ ვინც არ უნდა იყოთ, დაჯექით ისე, როგორც მეორე ფოტოზე ქალი ზის. უბრალოდ, დამიჯერეთ".

პარასკევს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ალექსანდრე ვუჩიჩი დონალდ ტრამპს შეხვდა, სხვა საკითხებთან ერთად, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სერბეთ-კოსოვოს შეთანხმებას ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ. დოკუმენტზე თავის ხელმოწერა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა აბდულა ხოტიმაც დატოვა.

"პრიმიტივიზმი და გაუბრალოება"

მარია ზახაროვას კომენტარმა ალექსანდრე ვუჩიჩის მრისხანე რეაქცია გამოიწვია: "ქვეცნობიერება ძალიან ბევრად განსაზღვრავს თვით იმ ადამიანის ქცევას, რომელიც ვინმეს წარმოჩენას ცდილობს. მარია ზახაროვამ ქვეცნობიერად ამით საკუთარ თავზე უფრო მეტი თქვა. ასეთი პრიმიტივიზმი და გაუბრალოება ყველაზე მეტად მიანიშნებს იმ ადამიანზე, ვინც ეს გამოაქვეყნა", - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ტელეეთერით გამოსვლისას.

ალექსანდრე ვუჩიჩმა დაამატა, რომ დონალდ ტრამპთან გამართული მოლაპარაკების დროს იგი, სხვათა შორის, რუსეთის ინტერესებსაც იცავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას მოსკოვი ვერ ხედავს ან ხედავს და არ აფასებს:

"ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან საწყენია იმიტომ, რომ მე იქ თეთრ სახლში რუსეთთან ჩვენს ურთიერთობასაც ვიცავდი და უარი ვთქვი თხევადი ბუნებრივი გაზის უფრო ძვირად შესყიდვაზე, ვიდრე ეს თავდაპირველ დოკუმენტში იყო, - თქვა სერბეთის პრეზიდენტმა, - რუსეთში ზოგიერთები არ აფასებენ იმასაც, რომ სერბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ შემოიღო. არ აფასებენ იმას, რომ სერბეთი სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალური სახელმწიფოა და ნატოში გაწევრებას არ ცდილობს და კიდევ - სერბეთი ის ქვეყანაა, რომელიც რუსეთისაგან ბუნებრივ გაზს და იარაღს ყიდულობს“.

პრეზიდენტის განცხადებამდე უფრო მკვეთრად ილაპარაკა სერბეთის მთავრობაში არსებული კოსოვო-მეტოხიის საქმეების კანცელარიის დირექტორმა მარკო ჯურიჩმა:

"თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ იმაზე, რომ პრეზიდენტს რუსეთის მისამართით ერთი ცუდი სიტყვა არ უთქვამს, თვით თეთრ სახლშიც კი, - დაწერა მან "ტვიტერში", - თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ იმაზე, რომ როცა მოსკოვში ჩვენი პრეზიდენტი საათნახევარი ელოდა ვლადიმირ პუტინს, მისთვის სპეციალურად სკამიც კი არ შეუთავაზებიათ, მაგრამ მას საყვედურიც არ დასცდენია... თქვენ კი რას აკეთებთ... ნებას არ მოგცემთ სერბეთის სიამაყე შელახოთ! როგორ არ გრცხვენიათ!“.

მარია ზახაროვას კომენტარი დაგმო აგრეთვე სერბეთის თავდაცვის მინისტრმა ალექსანდრე ვულინმა: "მარია ზახაროვამ შეურაცხყო ყველა, ვინც კი რუსეთისა და სერბეთის ინტერესებს იცავს უფრო დაძაბულ ადგილებში, "ფეისბუქთან" შედარებით... დღეს სერბეთის და რუსეთის მტრებს ზეიმი აქვთ მარია ზახაროვას მიერ გამოვლენილი ბოროტებით. პრეზიდენტ ვუჩიჩის უკან საქმეები ჩანს, ზახაროვას უკან კი ბოროტული ქცევა, რის გამოც მას უნდა რცხვენოდეს!", - განაცხადა მინისტრმა.

სერგეი ლავროვის საუბარი ალექსანდრე ვუჩიჩთან

კვირა დღეს მარია ზახაროვამ "ფეისბუკში" თავისი პოსტი განაახლა და განაცხადა, რომ მისი ნათქვამი არასწორად იქნა გაგებულ-აღქმული. "პატიებას გთხოვთ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ჩემი პოსტი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული! ერთადერთი, რაც მასში ჩანს, ისაა, რომ მიუღებელია ქედმაღლური დამოკიდებულება "რჩეულების" მხრიდან. ამერიკელი ჩინოვნიკები რეგულარულად სარგებლობენ საოქმო პროცედურებით, რომ თავიანთი "განსაკუთრებულობა" და "გამორჩეულობა" აჩვენონ, რაც მიუღებელია", - დაწერა მარია ზახაროვამ.

იმადროულად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სერბეთის პრეზიდენტის კანცელარიამ განაცხადეს, რომ სერგეი ლავროვმა და ალექსანდრე ვუჩიჩმა ტელეფონით ისაუბრესო. რუსული დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ცნობაში მარია ზახაროვასთან დაკავშირებულ ინციდენტზე არაფერია ნათქვამი, თუმცა, რუსეთის სააგენტო «ТАСС»-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა (სერბეთის ლიდერის პრესსამსახურზე დაყრდნობით), "საუბრის დროს ალექსანდრე ვუჩიჩმა სინანული გამოხატა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადების გამო".

კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მარია ზახაროვას მიერ "ფეისბუქში" გაკეთებული პოსტის კომენტირებისას აღნიშნა, რომ შესაძლოა "ზოგიერთ ფორმულირებასთან მიმართებით გარკვეული გაუგებრობა მოხდა... როგორც ვიცი, ჩემმა კოლეგამ უკვე ბოდიში მოიხადა“, - თქვა დიმიტრი პესკოვმა.

რაზე მოილაპარაკა ალექსანდრე ვუჩიჩმა ვაშინგტონში

სერბეთის პრეზიდენტმა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ერთად, ხელი ორი შეთანხმებაზე მოაწერეს, რადგან სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

შეთანხმებაში ბალკანეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ის, რომ კოსოვომ გადაწყვიტა შეუეერთდეს "მინი-შენგენს", ანუ უვიზო ზონას, რომლის შესახებაც უფრო ადრე სერბეთმა, ალბანეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ მოილაპარაკეს. ამ ზონის შექმნის მიზანს აღნიშნული ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადება წარმოადგენს.

სერბი ლიდერის თქმით, მომავალი წლის განმავლობაში პრიშტინა არ შეეცდება საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრებას, ბელგრადი კი, თავის მხრივ, იმავე პერიოდში, შეაჩერებს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას.

კიდევ რა თქვა ალექსანდრე ვუჩიჩმა

სერბეთის ტელევიზიისადმი მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა განმარტა, თუ რა სიტუაციაში იქნა გადაღებული ის ფოტოსურათი, რომელიც მარია ზახაროვამ "ფეისბუქში" გამოაქვეყნა. "მე დავჯექი სკამზე, ვისაუბრეთ გულახდილად... საუბრის დროს მე ვიცავდი ჩვენს ურთიერთობას ჩინეთთანაც კი, - ციტირებს პრეზიდენტის ნათქვამს რუსული სააგენტო, - განა ამ დროს ასე უნდა მეთქვა დონალდ ტრამპისათვის, რომ მისმინე, მე რატომ არ მაქვს ისეთივე სიმაღლის სავარძელი, როგორც შენ, ამერიკის პრეზიდენტს? გამოდის, რომ სკამის გამო უნდა წამოვსულიყავი შეხვედრიდან? არ მიფიქრია არც სკამზე და არც "ძირითად ინსტინქტზე“.

"პრობლემა საკუთარი ფანტაზიების თაობაზე როგორც გსურთ, ისე გადაწყვიტეთ... მე კი სკამზე იმიტომ დავჯექი, რომ სერბეთის პრობლემები მომეგვარებინა და მისი ინტერესები დამეცვა. საჭირო რომ გამხდარიყო, ფეხზეც დავდგებოდი, ან სადმე უბრალოდ ჩამოვჯდებოდი. არ ვიცი, რა ვუპასუხო ზახაროვასნაირ პიროვნებებს. სკამებს რომ ლაპარაკი შეეძლოთ, ისინი იმ ადამიანებზეც იტყოდნენ რამეს, ვინც მათზე ზის", - დაამატა ვუჩიჩმა. წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

"შოკისმომგვრელია ის, რომ დასავლეთი ბელარუსის საჰაერო სივრცეში მომხდარ შემთხვევას "შოკისმომგვრელს“ უწოდებს" - მარია ზახაროვა

"ეს იყო სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი, თვითმფრინავის გატაცების შემთხვევა" - Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი

კოვიდის გამოვლენა უკვე "ჩასასუნთქი ტესტით" შეიძლება - როგორ მუშაობს და რამდენად ზუსტია ტესტი, რომლის გამოყენებაც სინგაპურში დაუშვეს