სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"8 წლის წინ ცხოვრების გზაზე წაქცეულს, ჩამკიდა თავისი სუფთა ხელი და უსასრულო სიყვარულით იტვირთა ჩემი ცოდვილი სიცოცხლე" - რას წერს ლუკა კურტანიძე მეუღლეზე
"8 წლის წინ ცხოვრების გზაზე წაქცეულს, ჩამკიდა თავისი სუფთა ხელი და უსასრულო სიყვარულით იტვირთა ჩემი ცოდვილი სიცოცხლე" - რას წერს ლუკა კურტანიძე მეუღლეზე

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, მო­ჭი­და­ვე ლუკა კურ­ტა­ნი­ძე იუ­ბი­ლარ მე­უღ­ლეს, "ზე­და­ზე­ნის" პი­არ­მე­ნე­ჯერ ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს უძღვნის:

"აი, ამ ადა­მი­ან­მა 8 წლის წინ ცხოვ­რე­ბის გზა­ზე წაქ­ცე­ულს, უამ­რავ ბრძო­ლა გა­მოვ­ლილს და დაღ­ლილს ტკი­ვი­ლე­ბით, ჩამ­კი­და თა­ვი­სი სუფ­თა ხელი და უსას­რუ­ლო სიყ­ვა­რუ­ლით იტ­ვირ­თა ჩემი ცოდ­ვი­ლი სი­ცო­ცხლე! ამ ულა­მა­ზე­სი სიყ­ვა­რუ­ლით, რო­მე­ლიც სი­ტყვით არ და ვერ გად­მო­ი­ცე­მა, მომ­ცა უმ­თავ­რე­სი სი­ცო­ცხლის სურ­ვი­ლი და ამას­თა­ნა­ვე მსოფ­ლიო მწვერ­ვალ­ზე, ისევ მაბ­რძო­ლა ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს­თვის, ისე რომ ერთი წუ­თი­თაც არ შედ­რე­კი­ლა ამ ურ­თუ­ლეს გზა­ზე. პი­რი­ქით, ჩემი ფარი და ხმა­ლი გახ­და, რო­მე­ლიც მე­ა­მა­ყე­ბო­და ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში .. ასე ერ­თად 4-ჯერ მო­ვი­პო­ვე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი - ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, მა­კე­დო­ნი­ა­ში, ბულ­გა­რეთ­ში და შარ­შან აქ თბი­ლის­ში. და­მიბ­რუ­ნა ის სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა, რაც აღარ მქონ­და ცხოვ­რე­ბის გზა­ზე გაბ­ნე­ულს... ის და­კარ­გუ­ლი სი­ხა­რუ­ლი და­მიბ­რუ­ნა... არ ვიცი, აქ იმის მე­ა­თასე­დი არ და­ე­ტე­ვა, რაც მინ­და ვთქვა ამ ღვთის­წყა­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რეა და ყვე­ლა­ზე დიდი ტი­ტუ­ლი, რაც მსოფ­ლი­ო­ში მო­მი­პო­ვე­ბია! დიახ, ბედ­ნი­ე­რი ვარ და უსა­ზღვროდ მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩემი ჯვარ­და­წე­რი­ლი მე­უღ­ლეა! დიახ, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან ასე­თი ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და ამას­თა­ნა­ვე კალ­მით ნა­ხა­ტი სი­ცო­ცხლე მი­წყა­ლო­ბა უფალ­მა! დიახ, მთე­ლი ჩემი სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე და უპირ­ვე­ლე­სად უფ­ლის წი­ნა­შე მინ­და, ჩემს თა­ნა­მე­ცხედ­რე ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძეს მუხ­ლმოყ­რი­ლი მად­ლო­ბა შევ­წი­რო უსას­რუ­ლო სიყ­ვა­რუ­ლის­თვის... უდი­დე­სი სა­ინ­ტე­რე­სო ქარ­ტე­ხი­ლე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბის­თვის და ამას­თა­ნა­ვე ულა­მა­ზე­სი გა­მარ­ჯვე­ბე­ბის სი­ხა­რუ­ლის­თვის... ასე­ვე უდი­დე­სი მოთ­მი­ნე­ბის­თვის... უამ­რა­ვი ტკი­ვი­ლის დათ­მე­ნის­თვის და, რაც მთა­ვა­რია, ღირ­სე­უ­ლი მე­უღ­ლე­ო­ბის­თვის.... დღეს ამ ულა­მა­ზე­სი ადა­მი­ა­ნის და­ბა­დე­ბის დღეა ცრემლნა­რე­ვი ვამ­ბობ მთე­ლი ერის წი­ნა­შე - ბოლო ამ­სუნ­თქვამ­დის ასე ცაში ღმერ­თამ­დე მიყ­ვარ­ხარ, ჩემო უფ­ლის ულა­მა­ზე­სო წყა­ლო­ბავ. ისევ გა­ვი­მე­ო­რებ... ათას­ჯერ მო­ვიყ­რი მუხლს და თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი გე­ტყვი მა­პა­ტიე.... მა­პა­ტიე ჩემი ცოდ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბის დიდი ტვირ­თი... მა­პა­ტიე, ჩემო იმე­დო... ჩემი უსას­რუ­ლო სიყ­ვა­რუ­ლი შენ­და­მი. ეს არის ის მცი­რე­დი, რაც სი­ტყვით გა­მო­ით­ქმის... ისე კი ათას­ჯერ მე­ტია სულ­ში... გა­მო­უთ­ქმე­ლად რა­საც ვგრძნობ... უფალს შევ­თხოვ ერთს, როცა დად­გე­ბა ჩემი სი­ცო­ცხლის და­სას­რუ­ლი... აი, მა­შინ მათ­ქვე­ნოს შენ­თვის, რომ უბე­დი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი, რომ შენ ასე ღმერ­თამ­დე არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რად მიყ­ვარ­დი და თუ შენი სუფ­თა ცრემ­ლი და­მე­ცე­მა სულ მი­ლე­ულს, მა­შინ იქ ღმერ­თთან ბედ­ნი­ე­რი წარვსდგე­ბი... პა­ტი­ე­ბას ვი­თხოვ ასე­თი პირ­და­პი­რო­ბის­თვის.... უბ­რა­ლოდ ასე გიყ­ვარ­დეთ ის, ვინც გა­ცო­ცხლებთ ამ ქვე­ყა­ნა­ზე! მეტი არა­ფე­რია სი­ცო­ცხლე...", - წერს ლუკა კურ­ტა­ნი­ძე.

ლუკა კურ­ტა­ნი­ძემ და ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძემ 2013 წლის 29 დე­კემ­ბერს იქორ­წი­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქალი
0

ეგ ცარიელი სიტყვრბია,თუ ასე გიყვარდა მაშინ სიყვარულს და საყვარელ ქალს გაუფრთხილდებოდი.შენ სიყვარული არ იცი თორემ იმ ქალს არ დატოვებდი ვინც 6 შვილი გაგიჩინა.შენ მანიაკი ხარ და ვერავინ გიძლებს

noe
55

გაიხარეთ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"8 წლის წინ ცხოვრების გზაზე წაქცეულს, ჩამკიდა თავისი სუფთა ხელი და უსასრულო სიყვარულით იტვირთა ჩემი ცოდვილი სიცოცხლე" - რას წერს ლუკა კურტანიძე მეუღლეზე

"8 წლის წინ ცხოვრების გზაზე წაქცეულს, ჩამკიდა თავისი სუფთა ხელი და უსასრულო სიყვარულით იტვირთა ჩემი ცოდვილი სიცოცხლე" - რას წერს ლუკა კურტანიძე მეუღლეზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, მოჭიდავე ლუკა კურტანიძე იუბილარ მეუღლეს, "ზედაზენის" პიარმენეჯერ ხათუნა მიქაცაძეს სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის:

"აი, ამ ადამიანმა 8 წლის წინ ცხოვრების გზაზე წაქცეულს, უამრავ ბრძოლა გამოვლილს და დაღლილს ტკივილებით, ჩამკიდა თავისი სუფთა ხელი და უსასრულო სიყვარულით იტვირთა ჩემი ცოდვილი სიცოცხლე! ამ ულამაზესი სიყვარულით, რომელიც სიტყვით არ და ვერ გადმოიცემა, მომცა უმთავრესი სიცოცხლის სურვილი და ამასთანავე მსოფლიო მწვერვალზე, ისევ მაბრძოლა ჩვენი სამშობლოსთვის, ისე რომ ერთი წუთითაც არ შედრეკილა ამ ურთულეს გზაზე. პირიქით, ჩემი ფარი და ხმალი გახდა, რომელიც მეამაყებოდა ყველგან და ყველაფერში .. ასე ერთად 4-ჯერ მოვიპოვე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული - ლოს-ანჯელესში, მაკედონიაში, ბულგარეთში და შარშან აქ თბილისში. დამიბრუნა ის სიხარული და ბედნიერება, რაც აღარ მქონდა ცხოვრების გზაზე გაბნეულს... ის დაკარგული სიხარული დამიბრუნა... არ ვიცი, აქ იმის მეათასედი არ დაეტევა, რაც მინდა ვთქვა ამ ღვთისწყალობაზე, რომელიც ყველაზე დიდი სიმდიდრეა და ყველაზე დიდი ტიტული, რაც მსოფლიოში მომიპოვებია! დიახ, ბედნიერი ვარ და უსაზღვროდ მეამაყება, რომ ჩემი ჯვარდაწერილი მეუღლეა! დიახ, ბედნიერი ვარ, რადგან ასეთი ძლიერი ადამიანი და ამასთანავე კალმით ნახატი სიცოცხლე მიწყალობა უფალმა! დიახ, მთელი ჩემი სამშობლოს წინაშე და უპირველესად უფლის წინაშე მინდა, ჩემს თანამეცხედრე ხათუნა მიქაცაძეს მუხლმოყრილი მადლობა შევწირო უსასრულო სიყვარულისთვის... უდიდესი საინტერესო ქარტეხილებით სავსე ცხოვრებისთვის და ამასთანავე ულამაზესი გამარჯვებების სიხარულისთვის... ასევე უდიდესი მოთმინებისთვის... უამრავი ტკივილის დათმენისთვის და, რაც მთავარია, ღირსეული მეუღლეობისთვის.... დღეს ამ ულამაზესი ადამიანის დაბადების დღეა ცრემლნარევი ვამბობ მთელი ერის წინაშე - ბოლო ამსუნთქვამდის ასე ცაში ღმერთამდე მიყვარხარ, ჩემო უფლის ულამაზესო წყალობავ. ისევ გავიმეორებ... ათასჯერ მოვიყრი მუხლს და თვალცრემლიანი გეტყვი მაპატიე.... მაპატიე ჩემი ცოდვილი ცხოვრების დიდი ტვირთი... მაპატიე, ჩემო იმედო... ჩემი უსასრულო სიყვარული შენდამი. ეს არის ის მცირედი, რაც სიტყვით გამოითქმის... ისე კი ათასჯერ მეტია სულში... გამოუთქმელად რასაც ვგრძნობ... უფალს შევთხოვ ერთს, როცა დადგება ჩემი სიცოცხლის დასასრული... აი, მაშინ მათქვენოს შენთვის, რომ უბედიერესი ადამიანი ვიყავი, რომ შენ ასე ღმერთამდე არაამქვეყნიურად მიყვარდი და თუ შენი სუფთა ცრემლი დამეცემა სულ მილეულს, მაშინ იქ ღმერთთან ბედნიერი წარვსდგები... პატიებას ვითხოვ ასეთი პირდაპირობისთვის.... უბრალოდ ასე გიყვარდეთ ის, ვინც გაცოცხლებთ ამ ქვეყანაზე! მეტი არაფერია სიცოცხლე...", - წერს ლუკა კურტანიძე.

ლუკა კურტანიძემ და ხათუნა მიქაცაძემ 2013 წლის 29 დეკემბერს იქორწინეს.