სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უარი სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას - ჰარიმ ფული უკან დააბრუნა, სკანდალი ამოწურულია
უარი სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას - ჰარიმ ფული უკან დააბრუნა, სკანდალი ამოწურულია

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგ­მა, პრინცმა ჰა­რიმ და მის­მა მე­უღ­ლემ მე­გან მარ­კლიმ ფროგმო­რის კო­ტე­ჯის რე­მონ­ტის­თვის და­ხარ­ჯუ­ლი სო­ლი­დუ­რი თან­ხა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს სრუ­ლად და­უბ­რუ­ნეს უკან, რა­საც წინ სკა­ნად­ლი უს­წრებ­და.

ერთი წლის წინ, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და­წყე­ბულ­მა ოჯა­ხურ­მა არე­უ­ლო­ბამ ყვე­ლა­ფე­რი ყი­რა­ზე და­ა­ყე­ნა, მა­შინ, რო­დე­საც ჰერ­ცოგ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ სა­მე­ფო ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტეს.

ჰა­რის და მე­განს სურ­დათ სა­მე­ფო ოჯა­ხის ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მო­ეხ­სნათ, თუმ­ცა ეს არც ისე მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან დიდი ბრი­ტა­ნე­თი სა­მე­ფო ოჯა­ხის ბი­უ­ჯეტ­ზე ალა­პა­რაკ­და. ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე უა­რის თქმის გამო, პრინც ჰა­რის რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ ფუნტ სტერ­ლინგზე მო­უ­წია უა­რის თქმა.

სკან­და­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­იწ­ვია იმან, რომ ფროგმო­რის კო­ტე­ჯი, რო­მელ­შიც და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ და­სახ­ლდნენ ჰარი და მე­გა­ნი, მათ და­ო­ჯა­ხე­ბამ­დე სპე­ცი­ა­ლუ­რად მათი ოჯა­ხუ­რი ბუ­დის უკე­თე­სად მო­წყო­ბის­თვის გა­ა­რე­მონ­ტეს, რაც სა­ხელ­მწი­ფოს 2.4 მი­ლი­ონ ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი და­უჯ­და. კრი­ტი­კო­სე­ბი წერ­დნენ, - ეს თან­ხა დიდი ბრი­ტა­ნე­თის გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდე­ლებ­მა და­ფა­რე­სო.

წყვილ­მა სულ ცოტა ხნის წინ აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა მთლი­ნად შე­ი­ტა­ნა ბრი­ტა­ნე­თის ხა­ზი­ნა­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მე­გან­მა და ჰა­რიმ თა­ვან­თი ბოლო ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც შე­ას­რუ­ლეს.

ფროგმო­რის კო­ტე­ჯი სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლია, რო­მე­ლიც სა­მე­ფო ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­შია. ახლა კო­ტე­ჯი ცა­რი­ე­ლია, მას­ში არა­ვინ ცხოვ­რობს.

თან­ხის გა­დახ­დის შემ­დეგ პრინც ჰა­რის სპი­კერ­მა კო­მე­ნა­ტა­რი გა­ა­კე­თა:

"ეს შე­ნა­ტა­ნი, ანუ ფროგმო­რის კო­ტე­ჯის გა­ნახ­ლე­ბის­თვის და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხა უკვე მთლი­ა­ნად არის და­ფა­რუ­ლი. კო­ტე­ჯი მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის, დე­დოფ­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია და წლე­ბის შემ­დეგ, ეს კო­ტე­ჯი დიდი ბრი­ტა­ნე­თის ოჯა­ხის სხვა წევ­რებს დარ­ჩე­ბათ.

ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, პრინ­ცი ჰარი და მე­გა­ნი ამე­რი­კულ კომ­პა­ნია "ნეთფლიქსთან“ გრძელ­ვა­დი­ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას აპი­რე­ბენ, მათი კონ­ტრაქ­ტი რამ­დე­ნი­მე ფილმში, სე­რი­ალ­სა და სა­ბავ­შვო პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მო­ი­ცავს. შე­საძ­ლოა, სულ მალე ყო­ფი­ლი ჰერ­ცო­გი­ნია და პრინ­ცი ჰარი "ნეთფლიქ­სის" რო­მე­ლი­მე ფილმშიც ვი­ხი­ლოთ.

ავ­ტო­რი: ელე­ნე მეტ­რე­ვე­ლი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Emma
19

რემონტი გააკეთეს სახლში რომელიც ისევ სამეფო ოჯახს დარჩა , მაგრამ რემონტის თანხა უკან დააბრუნეს.

 

ანუ, სამეფო ოჯახს გაურემონტეს :D

ვიცეპარლამენტარი.
0

პარლამენტარად ივარგებდა, ჩვენთან. (საქართველოში)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

უარი სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას - ჰარიმ ფული უკან დააბრუნა, სკანდალი ამოწურულია

უარი სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას - ჰარიმ ფული უკან დააბრუნა, სკანდალი ამოწურულია

სასექსის ჰერცოგმა, პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლიმ ფროგმორის კოტეჯის რემონტისთვის დახარჯული სოლიდური თანხა სახელმწიფო ბიუჯეტს სრულად დაუბრუნეს უკან, რასაც წინ სკანადლი უსწრებდა.

ერთი წლის წინ, დიდ ბრიტანეთში დაწყებულმა ოჯახურმა არეულობამ ყველაფერი ყირაზე დააყენა, მაშინ, როდესაც ჰერცოგმა და მისმა მეუღლემ სამეფო ვალდებულებისგან გათავისუფლება გადაწყვიტეს.

ჰარის და მეგანს სურდათ სამეფო ოჯახის ყველა ვალდებულება მოეხსნათ, თუმცა ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგან დიდი ბრიტანეთი სამეფო ოჯახის ბიუჯეტზე ალაპარაკდა. ვალდებულებებზე უარის თქმის გამო, პრინც ჰარის რამდენიმე მილიონ ფუნტ სტერლინგზე მოუწია უარის თქმა.

სკანდალი განსაკუთრებით გამოიწვია იმან, რომ ფროგმორის კოტეჯი, რომელშიც დაქორწინების შემდეგ დასახლდნენ ჰარი და მეგანი, მათ დაოჯახებამდე სპეციალურად მათი ოჯახური ბუდის უკეთესად მოწყობისთვის გაარემონტეს, რაც სახელმწიფოს 2.4 მილიონ ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. კრიტიკოსები წერდნენ, - ეს თანხა დიდი ბრიტანეთის გადასახადების გადამხდელებმა დაფარესო.

წყვილმა სულ ცოტა ხნის წინ აღნიშნული თანხა მთლინად შეიტანა ბრიტანეთის ხაზინაში, შეიძლება ითქვას, რომ მეგანმა და ჰარიმ თავანთი ბოლო ვალდებულებაც შეასრულეს.

ფროგმორის კოტეჯი საოჯახო ტიპის სახლია, რომელიც სამეფო ოჯახის საკუთრებაშია. ახლა კოტეჯი ცარიელია, მასში არავინ ცხოვრობს.

თანხის გადახდის შემდეგ პრინც ჰარის სპიკერმა კომენატარი გააკეთა:

"ეს შენატანი, ანუ ფროგმორის კოტეჯის განახლებისთვის დახარჯული თანხა უკვე მთლიანად არის დაფარული. კოტეჯი მისი უდიდებულესობის, დედოფლის საკუთრებაშია და წლების შემდეგ, ეს კოტეჯი დიდი ბრიტანეთის ოჯახის სხვა წევრებს დარჩებათ.

ასევე აღსანიშნავია, პრინცი ჰარი და მეგანი ამერიკულ კომპანია "ნეთფლიქსთან“ გრძელვადიან თანამშრომლობას აპირებენ, მათი კონტრაქტი რამდენიმე ფილმში, სერიალსა და საბავშვო პროგრამებში მონაწილეობას მოიცავს. შესაძლოა, სულ მალე ყოფილი ჰერცოგინია და პრინცი ჰარი "ნეთფლიქსის" რომელიმე ფილმშიც ვიხილოთ.

ავტორი: ელენე მეტრეველი

რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანის შემდეგ - ამაღელვებელი ჟესტი ინტერნეტში პოპულარობით სარგებლობს

პრინცმა ჰარიმ მუშაობა დაიწყო - თანაც ორ სამსახურში: სად დასაქმდა სასექსის ჰერცოგი?

"ჩემი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი...დიდხანს არ მიფიქრია" - რას ამბობს გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ეროვნულ ნაკრებთან პირველად ივარჯიშა