სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღმერთმა ქნას, ბევრი ქორწილი იყოს და ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ პანდემიის პერიოდში შევიკავოთ თავი დიდი თავყრილობებისგან" - ამირან გამყრელიძე
"ღმერთმა ქნას, ბევრი ქორწილი იყოს და ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ პანდემიის პერიოდში შევიკავოთ თავი დიდი თავყრილობებისგან" - ამირან გამყრელიძე

ბოლო 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის დი­ნა­მი­უ­რად ზრდის ტენ­დენ­ცია გვაქვს, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ მთავ­რო­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცია კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია.

"ჯერ­ჯე­რო­ბით, რა თქმა უნდა, მწვა­ნე ზო­ნა­ში ვართ. კი­დევ ერთხელ ვუს­ვამ ხაზს, გვაქვს კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი და სრუ­ლად მარ­თვა­დი ეპიდსი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ თვით­დამ­შვი­დე­ბუ­ლი უნდა ვი­ყოთ, რად­გა­ნაც ზრდის ტენ­დენ­ცია არის, რო­მე­ლიც პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იყო, რად­გან შიდა ტუ­რიზ­მის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი სე­ზო­ნი გა­მო­ვი­ა­რეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით აჭა­რა­ში", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, ქორ­წი­ლე­ბის აღ­ნიშ­ვნა უნდა ხდე­ბო­დეს, მაგ­რამ სა­ჭი­როა დიდი მას­შტა­ბე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა, რად­გან ეს დიდი რის­კის შემ­ცვე­ლია.

„დიდი შეკ­რე­ბე­ბი აჭა­რა­ში პრობ­ლე­მა­ტუ­რია. ჩვენ ახლა, ამ 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, გუ­რი­ა­ში - ოზურ­გე­თი­სა და ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში 6 შემ­თხვე­ვა გვაქვს. 6-ვე შემ­თხვე­ვა ბა­თუმ­ში დიდ ქორ­წილ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ღმერ­თმა ქნას, ბევ­რი ქორ­წი­ლი იყოს ქვე­ყა­ნა­ში და ბევ­რი ბავ­შვი და­ი­ბა­დოს, მაგ­რამ ამ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში შე­ვი­კა­ვოთ თავი დიდი თავ­ყრი­ლო­ბე­ბის­გან. რა თქმა უნდა, ქორ­წი­ლის შე­სა­ბა­მი­სი აღ­ნიშ­ვნა უნდა იყოს, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა 300 და 400 კა­ცი­ა­ნი იყოს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კია“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ღმერთმა ქნას, ბევრი ქორწილი იყოს და ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ პანდემიის პერიოდში შევიკავოთ თავი დიდი თავყრილობებისგან" - ამირან გამყრელიძე

"ღმერთმა ქნას, ბევრი ქორწილი იყოს და ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ პანდემიის პერიოდში შევიკავოთ თავი დიდი თავყრილობებისგან" - ამირან გამყრელიძე

ბოლო 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში ახალი შემთხვევების დინამიურად ზრდის ტენდენცია გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეპიდსიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.

"ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, მწვანე ზონაში ვართ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, გვაქვს კონტროლირებადი და სრულად მართვადი ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვითდამშვიდებული უნდა ვიყოთ, რადგანაც ზრდის ტენდენცია არის, რომელიც პროგნოზირებადი იყო, რადგან შიდა ტურიზმის ძალიან აქტიური სეზონი გამოვიარეთ, განსაკუთრებით აჭარაში", - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ქორწილების აღნიშვნა უნდა ხდებოდეს, მაგრამ საჭიროა დიდი მასშტაბებისგან თავის შეკავება, რადგან ეს დიდი რისკის შემცველია.

„დიდი შეკრებები აჭარაში პრობლემატურია. ჩვენ ახლა, ამ 3 დღის განმავლობაში, გურიაში - ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში 6 შემთხვევა გვაქვს. 6-ვე შემთხვევა ბათუმში დიდ ქორწილთან არის დაკავშირებული. ღმერთმა ქნას, ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ ამ პანდემიის პერიოდში შევიკავოთ თავი დიდი თავყრილობებისგან. რა თქმა უნდა, ქორწილის შესაბამისი აღნიშვნა უნდა იყოს, მაგრამ არ შეიძლება 300 და 400 კაციანი იყოს, რომელიც ძალიან მომატებული რისკია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შავი ზღვის მთელ სანაპიროზე შტორმია - "დაიცვათ უსაფრთხოების წესები, დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს"

15 სექტემბრიდან PCR ტესტის პასუხის წარდგენა საქართველოში შემომსვლელ ყველა უცხოელს მოუწევს

ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი ონლაინ დაიწყება - გიორგი გახარია