სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მყავს 300 ფრთა ქათამი და 20 სული საქონელი, მათი საკვები სიმინდიც მომყავს" - ცნობილი შეფ-მზარეულის მეურნეობა ახმეტაში
"მყავს 300 ფრთა ქათამი და 20 სული საქონელი, მათი საკვები სიმინდიც მომყავს" - ცნობილი შეფ-მზარეულის მეურნეობა ახმეტაში

გა­მოც­დილ შეფ-მზა­რე­ულს რეს­ტო­რა­ნი პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ჰქონ­და, ახლა სა­ქარ­თვე­ლო­შია რეს­ტორ­ნე­ბის მე­პატ­რო­ნე. რო­გორც ამ­ბობს, ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, მუდ­მი­ვად შრო­მობს, გა­ჩე­რე­ბა არ შე­უძ­ლია, გა­ნუ­წყვე­ტე­ლი ახ­ლის ძი­ე­ბა მისი ცხოვ­რე­ბის სტი­ლია. ამის დას­ტუ­რია ისიც, რომ ბოლო 6 თვეა ფერ­მე­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­შია ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არ­გოხ­ში. შეფ-მზა­რე­ულ გუ­რამ ბაღ­დოშ­ვილს დიდი გეგ­მე­ბი აქვს.

- ფერ­მე­რო­ბა უფრო იმი­ტომ და­ვი­წყე, რომ დღეს ბა­ზარ­ზე რთუ­ლია სუფ­თა პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნა და ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი ეს იყო. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მივ­ხვდი, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ამ საქ­მე­ში უნდა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, თან, ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და გა­დავ­წყვი­ტე, ფერ­მე­რო­ბაც და­მე­წყო. უკვე მყავს ქათ­მე­ბი და სა­ქო­ნე­ლი, ამას­თან, მათი საკ­ვე­ბი სი­მინ­დის მოყ­ვა­ნაც და­ვი­წყე. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ქონ­ლის საკ­ვე­ბი ძვი­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ საკ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვად არა გაქვს, პრო­დუქ­ტი 30%-ით გიძ­ვირ­დე­ბა.

- სად ინა­ხავთ და უვ­ლით ფრინ­ველ-სა­ქო­ნელს?

- ფერ­მა ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არ­გოხ­შია, ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობთ თუმ­ცა არ­ცთუ ური­გოდ. სა­მა­სამ­დე ფრთა ქა­თა­მი მყავს და 20 სული ჰო­ლან­დი­უ­რი სა­ქო­ნე­ლი. მე­გობ­რებ­მა კო­ო­პე­რა­ტი­ვი გა­ვა­კე­თეთ და ვმუ­შა­ობთ.

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლი ბრძან­დე­ბით... ამ 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ფერ­მე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და­ი­წყეთ, რას მიხ­ვდით?

- წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, იყო მზა­რე­უ­ლი და პრო­დუქ­ტის შექ­მნა არ შე­გეძ­ლოს. ამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მო­ვა ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლი, რომ­ლის რე­დაქ­ტო­რი მე ვარ (პრო­ექ­ტი "ფერ­მი­დან ჩან­გალ­ზე"), და სწო­რედ ასე­თი კონ­ცეფ­ცი­ის რე­პორ­ტაჟს შევ­თა­ვა­ზებთ მკი­თხველს - სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბა, ხა­რის­ხი, სტა­ბი­ლუ­რი მი­წო­დე­ბა და კი­დევ ბევ­რი რამ დიდი პრობ­ლე­მაა.

- რა არის მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე, რა­საც ამ პე­რი­ოდ­ში წა­ა­წყდით?

- სირ­თუ­ლე, ძი­რი­თა­დად, ფი­ნან­სე­ბი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სია, იმი­ტომ, რომ დღეს გლეხს შრო­მა არ უღირს, ან არ უნდა, და­და­რა­ჯე­ბუ­ლი ეძებს მარ­ტივ გზას, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად ფული იშო­ვოს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ბევ­რს ბირ­ჟა ურ­ჩევ­ნია...

- კი, სამ­წუ­ხა­როდ, ასეა... რო­მე­ლი ჯი­შის სი­მინ­დი მოგ­ყავთ?

- ყვი­თე­ლი, ანუ "ქარ­თუ­ლი კრუ­გი", რო­მე­ლიც ურ­წყავ ნაკ­ვე­თებ­ში კარ­გად მო­დის, თუმ­ცა დახ­მა­რე­ბა, კულ­ტი­ვა­ცი­აც სჭირ­დე­ბა. ამას ტექ­ნი­კა აკე­თებს, ტრაქ­ტო­რი და კომ­ბა­ი­ნი კი იო­ლად სა­შოვ­ნე­ლი არ არის, რე­გი­ო­ნებ­ში ტექ­ნი­კა ჭირს. ასე­ვე სა­ჭი­როა მავ­ნე მცე­ნა­რე­ე­ბის მო­სას­პო­ბი წა­მა­ლიც, ვი­ტა­მი­ნე­ბი სო­კოს და­ა­ვა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. სი­მინ­დის გა­ყიდ­ვას არ ვა­პი­რებ, მის­გან სა­ქონ­ლის სი­ლო­სი უნდა და­ვამ­ზა­დოთ - და­ჩე­ხი­ლი სი­მინ­დი უნდა დამწნილ­დეს, რო­მე­ლიც სი­ლო­სად გა­და­იქ­ცე­ვა. მერე ეს მწვა­ნე მასა მეწ­ველ ფურს ეძ­ლე­ვა. მოკ­ლედ, სი­მინ­დის ნა­ხე­ვა­რი ფრინ­ვე­ლის­თვის იქ­ნე­ბა და ნა­ხე­ვა­რი - სი­ლო­სის­თვის. სა­ქონ­ლის­თვის და­ღერ­ღილ სი­მინ­დის მა­სა­საც გა­მო­ვი­ყე­ნებთ, რომ მა­ღა­ლი წვე­ლა­დო­ბა და რძეს მდი­და­რი შემ­ცვე­ლო­ბა ჰქონ­დეს. სა­ქო­ნე­ლი უმე­ტე­სად მეწ­ვე­ლი მყავს, რძის პრო­დუქ­ტე­ბის­თვის.

- ქა­თა­მი მე­ხორ­ცუ­ლია თუ მეკ­ვერ­ცხუ­ლი?

- მეკ­ვერ­ცხულ-მე­ხორ­ცუ­ლია, უნ­გრულ-ფრან­გუ­ლი... 4 თვი­დან იწყებს კვერ­ცხის დე­ბას და წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 340 ცალს დებს, ხორ­ცის მა­საც დიდი აქვს.

- ეს პრო­დუქ­ტი თქვე­ნი რეს­ტორ­ნე­ბის­თვის გჭირ­დე­ბათ?

- დიახ.

- კმა­ყო­ფი­ლი ხართ, ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ მი­ი­ღეთ და პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი ამის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეთ?

- ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლი­აო, ამ ან­და­ზამ პან­დე­მი­ის დროს მარ­თლა იმუ­შა­ვა, მაგ­რამ გზა­დაგ­ზა ბევ­რი პრობ­ლე­მა გვხვდე­ბა. გგო­ნია, რომ რა­ღაც თან­ხა კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მის­თვის გე­ყო­ფა, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად სხვა დაბ­რკო­ლე­ბა ჩნდე­ბა. მოკ­ლედ, რო­გორც ვა­ტყობ, მეტი გამ­ძლე­ო­ბა, გა­ნათ­ლე­ბა და საქ­მის ცოდ­ნაა სა­ჭი­რო. დღეს გლე­ხი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას იმი­ტომ გა­ურ­ბის, რომ დიდი თან­ხე­ბი სჭირ­დე­ბა, ასე­ვე ტექ­ნი­კაც, მას კი არა აქვს. სა­ხელ­მწი­ფოს­გა­ნაც არა აქვს ხელ­შე­წყო­ბა, ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც გლე­ხი მე­ურ­ნე­ო­ბას აა­ღორ­ძი­ნებს. ხომ ნა­ხეთ, პან­დე­მი­ის დროს რო­გო­რი რთუ­ლი პე­რი­ო­დი გვქონ­და პრო­დუქ­ტე­ბის მო­წო­დე­ბა­ში, ხა­რისხში. ამ­ბი­ცი­უ­რი მი­ზა­ნი უნდა და­ვი­სა­ხოთ - უნდა შევ­ძლოთ და მოვ­სპოთ პრო­დუქ­ტის იმ­პორ­ტი და ჩვენ­თან შევ­ქმნათ, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც ჩვე­ნი ნი­ა­და­გი გვაძ­ლევს.

- ჩვენს მკი­თხველს, მათ შო­რის დამ­წყებ ფერ­მე­რებს, რას ურ­ჩევთ?

- დაბ­რკო­ლე­ბე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის გამო არ ჩა­მო­ყა­რონ ყუ­რე­ბი, შე­ე­ჭი­დონ ამ საქ­მეს. ჯერ მცი­რე ბიზ­ნე­სით და­ი­წყონ, ბევ­რი რამ შე­ის­წავ­ლონ, ფეხ­ზე დად­გნენ და შემ­დგომ დიდ წარ­მო­ე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eldari
3

kargi saqme wamouwyia, vusurveb warmatebebs. rogorc chans adgilobrivebs amushavebs. tviton wvers rom gaiparsavdes dazxelze daxatulebs waishlides-ase ajobebs.

ki
3

საყვარელია გამრჯე კაცი თუ თავმდაბალიც არის ამავე დროს ხომ ყველაზე კარგია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მყავს 300 ფრთა ქათამი და 20 სული საქონელი, მათი საკვები სიმინდიც მომყავს" - ცნობილი შეფ-მზარეულის მეურნეობა ახმეტაში

"მყავს 300 ფრთა ქათამი და 20 სული საქონელი, მათი საკვები სიმინდიც მომყავს" - ცნობილი შეფ-მზარეულის მეურნეობა ახმეტაში

გამოცდილ შეფ-მზარეულს რესტორანი პორტუგალიაში ჰქონდა, ახლა საქართველოშია რესტორნების მეპატრონე. როგორც ამბობს, ჰიპერაქტიური ადამიანია, მუდმივად შრომობს, გაჩერება არ შეუძლია, განუწყვეტელი ახლის ძიება მისი ცხოვრების სტილია. ამის დასტურია ისიც, რომ ბოლო 6 თვეა ფერმერულ საქმიანობაშია ახმეტის რაიონის სოფელ არგოხში. შეფ-მზარეულ გურამ ბაღდოშვილს დიდი გეგმები აქვს.

- ფერმერობა უფრო იმიტომ დავიწყე, რომ დღეს ბაზარზე რთულია სუფთა პროდუქტების შეძენა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს იყო. პანდემიის პერიოდში მივხვდი, რომ თავისუფალი დრო ამ საქმეში უნდა გამომეყენებინა, თან, ჰიპერაქტიური ადამიანი ვარ და გადავწყვიტე, ფერმერობაც დამეწყო. უკვე მყავს ქათმები და საქონელი, ამასთან, მათი საკვები სიმინდის მოყვანაც დავიწყე. საქართველოში საქონლის საკვები ძვირია, განსაკუთრებით, თუ საკვების წარმოების საშუალება თავად არა გაქვს, პროდუქტი 30%-ით გიძვირდება.

- სად ინახავთ და უვლით ფრინველ-საქონელს?

- ფერმა ახმეტის რაიონის სოფელ არგოხშია, ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში ვმუშაობთ თუმცა არცთუ ურიგოდ. სამასამდე ფრთა ქათამი მყავს და 20 სული ჰოლანდიური საქონელი. მეგობრებმა კოოპერატივი გავაკეთეთ და ვმუშაობთ.

- პროფესიონალი შეფ-მზარეული ბრძანდებით... ამ 6 თვის განმავლობაში, რაც ფერმერული საქმიანობა დაიწყეთ, რას მიხვდით?

- წარმოუდგენელია, იყო მზარეული და პროდუქტის შექმნა არ შეგეძლოს. ამ რამდენიმე დღეში გამოვა ერთ-ერთი ჟურნალი, რომლის რედაქტორი მე ვარ (პროექტი "ფერმიდან ჩანგალზე"), და სწორედ ასეთი კონცეფციის რეპორტაჟს შევთავაზებთ მკითხველს - საქართველოში სხვადასხვა პროდუქტის წარმოება, ხარისხი, სტაბილური მიწოდება და კიდევ ბევრი რამ დიდი პრობლემაა.

- რა არის მთავარი სირთულე, რასაც ამ პერიოდში წააწყდით?

- სირთულე, ძირითადად, ფინანსები და ადამიანური რესურსია, იმიტომ, რომ დღეს გლეხს შრომა არ უღირს, ან არ უნდა, დადარაჯებული ეძებს მარტივ გზას, რომ რაღაცნაირად ფული იშოვოს. სიმართლე გითხრათ, ბევრს ბირჟა ურჩევნია...

- კი, სამწუხაროდ, ასეა... რომელი ჯიშის სიმინდი მოგყავთ?

- ყვითელი, ანუ "ქართული კრუგი", რომელიც ურწყავ ნაკვეთებში კარგად მოდის, თუმცა დახმარება, კულტივაციაც სჭირდება. ამას ტექნიკა აკეთებს, ტრაქტორი და კომბაინი კი იოლად საშოვნელი არ არის, რეგიონებში ტექნიკა ჭირს. ასევე საჭიროა მავნე მცენარეების მოსასპობი წამალიც, ვიტამინები სოკოს დაავადების საწინააღმდეგოდ. სიმინდის გაყიდვას არ ვაპირებ, მისგან საქონლის სილოსი უნდა დავამზადოთ - დაჩეხილი სიმინდი უნდა დამწნილდეს, რომელიც სილოსად გადაიქცევა. მერე ეს მწვანე მასა მეწველ ფურს ეძლევა. მოკლედ, სიმინდის ნახევარი ფრინველისთვის იქნება და ნახევარი - სილოსისთვის. საქონლისთვის დაღერღილ სიმინდის მასასაც გამოვიყენებთ, რომ მაღალი წველადობა და რძეს მდიდარი შემცველობა ჰქონდეს. საქონელი უმეტესად მეწველი მყავს, რძის პროდუქტებისთვის.

- ქათამი მეხორცულია თუ მეკვერცხული?

- მეკვერცხულ-მეხორცულია, უნგრულ-ფრანგული... 4 თვიდან იწყებს კვერცხის დებას და წელიწადში დაახლოებით 340 ცალს დებს, ხორცის მასაც დიდი აქვს.

- ეს პროდუქტი თქვენი რესტორნებისთვის გჭირდებათ?

- დიახ.

- კმაყოფილი ხართ, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღეთ და პანდემიის პერიოდი ამისთვის გამოიყენეთ?

- ზოგი ჭირი მარგებელიაო, ამ ანდაზამ პანდემიის დროს მართლა იმუშავა, მაგრამ გზადაგზა ბევრი პრობლემა გვხვდება. გგონია, რომ რაღაც თანხა კონკრეტული საქმისთვის გეყოფა, მაგრამ მოულოდნელად სხვა დაბრკოლება ჩნდება. მოკლედ, როგორც ვატყობ, მეტი გამძლეობა, განათლება და საქმის ცოდნაა საჭირო. დღეს გლეხი სოფლის მეურნეობას იმიტომ გაურბის, რომ დიდი თანხები სჭირდება, ასევე ტექნიკაც, მას კი არა აქვს. სახელმწიფოსგანაც არა აქვს ხელშეწყობა, ფინანსური დახმარება, რომლის საშუალებითაც გლეხი მეურნეობას ააღორძინებს. ხომ ნახეთ, პანდემიის დროს როგორი რთული პერიოდი გვქონდა პროდუქტების მოწოდებაში, ხარისხში. ამბიციური მიზანი უნდა დავისახოთ - უნდა შევძლოთ და მოვსპოთ პროდუქტის იმპორტი და ჩვენთან შევქმნათ, რის საშუალებასაც ჩვენი ნიადაგი გვაძლევს.

- ჩვენს მკითხველს, მათ შორის დამწყებ ფერმერებს, რას ურჩევთ?

- დაბრკოლებებისა და პრობლემების გამო არ ჩამოყარონ ყურები, შეეჭიდონ ამ საქმეს. ჯერ მცირე ბიზნესით დაიწყონ, ბევრი რამ შეისწავლონ, ფეხზე დადგნენ და შემდგომ დიდ წარმოებაზე გადავიდნენ.