სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 ცვლილება, რომელთა განხორციელებასაც  მთავრობა ავტომობილის მართვასთან დაკავშირებით გეგმავს
4 ცვლილება, რომელთა განხორციელებასაც  მთავრობა ავტომობილის მართვასთან დაკავშირებით გეგმავს

მთავ­რო­ბამ პარ­ლა­მენტს 2020 წლის სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის კა­ნონ­შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი გეგ­მა წა­რუდ­გი­ნა.

დო­კუ­მენ­ტში სა­უ­ბა­რია, რიგ კა­ნო­ნებ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა­სა და უფრო დახ­ვე­წა­ზე, რო­მე­ლიც მძღო­ლებ­სა და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მარ­თვას შე­ე­ხე­ბა.

გეგ­მა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კა­ნონ­ში არ­სე­ბუ­ლი ნორ­მე­ბის დახ­ვე­წაა სა­ჭი­რო. კერ­ძოდ, რო­გორც გეგ­მა­შია ნათ­ქვა­მი, ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბად მი­იჩ­ნე­ვა მძღო­ლის სის­ხლში 0,3 პრო­მი­ლე­ზე მეტი ოდე­ნო­ბით ეთა­ნო­ლის შემ­ცვე­ლო­ბა. კა­ნო­ნის არ­სე­ბუ­ლი რე­დაქ­ცი­ით, თუ ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ტეს­ტი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­მოვ­ლინ­და, მძღო­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია ტეს­ტი­რე­ბი­დან 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­მარ­თოს შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო/სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას კლი­ნი­კურ-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი შე­მოწ­მე­ბის ან/და სის­ხლის აღე­ბი­სა და მას­ში ეთა­ნო­ლის შემ­ცვე­ლო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით.

დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ვი­ნა­ი­დან ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბად მი­იჩ­ნე­ვა სის­ხლში 0,3 პრო­მი­ლე­ზე მეტი ოდე­ნო­ბით ეთა­ნო­ლის შემ­ცვე­ლო­ბა, 0,3 პრო­მი­ლე­ზე ნაკ­ლე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი ოდე­ნო­ბა სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნებ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა, რო­გორც ფხი­ზე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­როა უფრო დე­ტა­ლუ­რად გა­ი­წე­როს პირ­ვე­ლი ტეს­ტი­რე­ბი­დან შემ­დგო­მი 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მე­ო­რე­ბი­თი შე­მოწ­მე­ბი­სას სის­ხლში ეთა­ნო­ლის შემ­ცვე­ლო­ბის გა­მოთ­ვლის წესი, რათა დად­გინ­დეს პირი იყო თუ არა ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უშუ­ა­ლოდ ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის დრო­ი­სათ­ვის;

ამას­თან, რო­გორც მთავ­რო­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ გეგ­მა­ში ვკი­თხუ­ლობთ, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის თა­ნახ­მად, მძღო­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იწ­ვევს გა­უქ­მე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის მოწ­მო­ბით უკა­ნო­ნოდ სარ­გებ­ლო­ბა.გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

4 ცვლილება, რომელთა განხორციელებასაც  მთავრობა ავტომობილის მართვასთან დაკავშირებით გეგმავს

4 ცვლილება, რომელთა განხორციელებასაც  მთავრობა ავტომობილის მართვასთან დაკავშირებით გეგმავს

მთავრობამ პარლამენტს 2020 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა წარუდგინა.

დოკუმენტში საუბარია, რიგ კანონებში ცვლილების შეტანასა და უფრო დახვეწაზე, რომელიც მძღოლებსა და სატრანსპორტო საშუალებების მართვას შეეხება.

გეგმაში აღნიშნულია, რომ ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვასთან დაკავშირებით, კანონში არსებული ნორმების დახვეწაა საჭირო. კერძოდ, როგორც გეგმაშია ნათქვამი, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა. კანონის არსებული რედაქციით, თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, მძღოლი უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით.

დოკუმენტის მიხედვით, ვინაიდან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა, 0,3 პრომილეზე ნაკლები ნებისმიერი ოდენობა საექსპერტო დასკვნებში აღინიშნება, როგორც ფხიზელი მდგომარეობა. შესაბამისად, საჭიროა უფრო დეტალურად გაიწეროს პირველი ტესტირებიდან შემდგომი 2 საათის განმავლობაში განმეორებითი შემოწმებისას სისხლში ეთანოლის შემცველობის გამოთვლის წესი, რათა დადგინდეს პირი იყო თუ არა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში უშუალოდ ავტომობილის მართვის დროისათვის;

ამასთან, როგორც მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმაში ვკითხულობთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, მძღოლის პასუხისმგებლობას იწვევს გაუქმებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა.განაგრძეთ კითხვა

ლაგოდეხის ნაკრძალში ადგილობრივმა 30 წლის მამაკაცმა ლატვიელი ტურისტი გააუპატიურა

"რა ვქნათ, ცოცხალი ადამიანები ვართ, ლაღი ერი ვართ, იტალიელებს და ესპანელებს ვგავართ" - თენგიზ ცერცვაძე ქორწილში მყოფის დაინფიცირებაზე

"არ განიხილება აჭარის დაკეტვა და არც საგანგებო ზომების შემოღება, განგაშის საფუძველი არ არის", - თენგიზ ცერცვაძე