პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ განიხილება აჭარის დაკეტვა და არც საგანგებო ზომების შემოღება, განგაშის საფუძველი არ არის", - თენგიზ ცერცვაძე
"არ განიხილება აჭარის დაკეტვა და არც საგანგებო ზომების შემოღება, განგაშის საფუძველი არ არის", - თენგიზ ცერცვაძე

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აჭა­რის რე­გი­ო­ნის ჩა­კეტვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არის.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე აცხა­დებს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით მდგო­მა­რე­ო­ბის მდგრა­დო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის შემ­დეგ, ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მკვეთ­რად არ გა­ი­ზარ­და.

"არ გა­ნი­ხი­ლე­ბა რე­გი­ო­ნის და­კეტ­ვა და არც სა­გან­გე­ბო ზო­მე­ბის შე­მო­ღე­ბა. არც გან­გა­შის სა­ფუძ­ველს არ იძ­ლე­ვა ეს შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა რაც აჭა­რა­ში და­ფიქ­სირ­და. ეს გარ­და­უ­ვა­ლია, რო­დე­საც ჩვენ კო­ვი­დის პან­დე­მი­ის გა­რე­მო­ში ვცხოვ­რობთ, რო­დე­საც ჩვენს უშუ­ა­ლო მე­ზო­ბელ ოთხ ქვე­ყა­ნა­ში და მე­ო­რე რი­გის მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში ვე­რაფ­რით ვერ მი­აღ­წი­ეს ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბას, გარ­კვე­უ­ლად შე­ზღუ­დუ­ლია მი­მოს­ვლა, მაგ­რამ არის კონ­ტაქ­ტე­ბი, ტვირთბ­რუნ­ვა. ჩვენ მთლი­ა­ნად თა­ვი­დან ვერ ავი­ცი­ლებთ გარ­კვე­ულ მიკ­რო­ა­ფეთ­ქე­ბებს და მა­ტე­ბას, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბი და ეს მიკ­რო­ა­ფეთ­ქე­ბე­ბი და ლო­კა­ლუ­რი მა­ტე­ბე­ბი არ გას­ცდე­ნია იმ ზღვარს, რომ­ლის შემ­დე­გაც ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­როთ, რომ ად­გი­ლი ექ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბას.

ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლომ არა მარ­ტო მი­აღ­წია სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ყვე­ლა­ზე დიდ წარ­მა­ტე­ბას კო­ვიდ­თან ბრძო­ლა­ში, რო­გორც შემ­თხვე­ვე­ბის სიმ­ცი­რის მხრივ, ისე გარ­დაც­ვლილ­თა სიმ­ცი­რის მხრივ. მთა­ვა­რი, გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ჯერ­ჯე­რო­ბით არის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი აღ­მოჩ­ნდა მდგრა­დი. ყველ­გან, სა­დაც მოხ­სნეს შე­ზღუდ­ვე­ბი, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სირ­და მკვეთ­რი მა­ტე­ბა და არა ისე­თი, რო­გო­რიც ჩვენ­თან“,- გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე აცხა­დებს, ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა და­ფიქ­სირ­და, ექი­მე­ბი­სა და სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის ეფექ­ტი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გია.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის არ იყო შემ­თხვე­ვი­თი. ეს იყო შე­დე­გი ექი­მე­ბის და სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის გა­აზ­რე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნი სა­პა­სუ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და ის, რომ ეს შე­დე­გე­ბი დღემ­დე მდგრა­დია, ეს მაძ­ლევს სა­ფუძ­ველს ვი­ფიქ­რო, რომ ასეც დარ­ჩე­ბა.

გვქონ­და და­ახ­ლო­ე­ბით 8-9 ასე­თი მიკ­რო­ა­ფეთ­ქე­ბის შემ­თხვე­ვა: მარ­ნე­უ­ლი, თეთ­რი­წყა­რო, ბოლ­ნი­სი, ლენ­ტე­ხი, ქო­ბუ­ლე­თი, ვანი, მეს­ტია - ყველ­გან მი­ღე­ბუ­ლი იქნა მყი­სი­ე­რი ზო­მე­ბი და ეს მიკ­რო­მა­ტე­ბა ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო მაქ­სი­მუმ 2 კვი­რა­ში", - გა­ნა­ცახ­და ცერ­ცვა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არ განიხილება აჭარის დაკეტვა და არც საგანგებო ზომების შემოღება, განგაშის საფუძველი არ არის", - თენგიზ ცერცვაძე

"არ განიხილება აჭარის დაკეტვა და არც საგანგებო ზომების შემოღება, განგაშის საფუძველი არ არის", - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, აჭარის რეგიონის ჩაკეტვის აუცილებლობა არ არის.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მდგომარეობის მდგრადობა შეინარჩუნა და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად არ გაიზარდა.

"არ განიხილება რეგიონის დაკეტვა და არც საგანგებო ზომების შემოღება. არც განგაშის საფუძველს არ იძლევა ეს შემთხვევების მატება რაც აჭარაში დაფიქსირდა. ეს გარდაუვალია, როდესაც ჩვენ კოვიდის პანდემიის გარემოში ვცხოვრობთ, როდესაც ჩვენს უშუალო მეზობელ ოთხ ქვეყანაში და მეორე რიგის მეზობელ ქვეყნებში ვერაფრით ვერ მიაღწიეს ინფიცირებულთა რაოდენობის კლებას, გარკვეულად შეზღუდულია მიმოსვლა, მაგრამ არის კონტაქტები, ტვირთბრუნვა. ჩვენ მთლიანად თავიდან ვერ ავიცილებთ გარკვეულ მიკროაფეთქებებს და მატებას, მაგრამ ყურადღებით ვაკვირდები და ეს მიკროაფეთქებები და ლოკალური მატებები არ გასცდენია იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ადგილი ექნება ქვეყანაში ფართო გავრცელებას.

ასევე, საქართველომ არა მარტო მიაღწია სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დიდ წარმატებას კოვიდთან ბრძოლაში, როგორც შემთხვევების სიმცირის მხრივ, ისე გარდაცვლილთა სიმცირის მხრივ. მთავარი, გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველო ჯერჯერობით არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მიღწეული შედეგები აღმოჩნდა მდგრადი. ყველგან, სადაც მოხსნეს შეზღუდვები, ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა მკვეთრი მატება და არა ისეთი, როგორიც ჩვენთან“,- განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, ფაქტი, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მცირე რაოდენობა დაფიქსირდა, ექიმებისა და სამთავრობო გუნდის ეფექტიანი ღონისძიებების შედეგია.

"საქართველოში დაბალი მაჩვენებელი გარდაცვალების არ იყო შემთხვევითი. ეს იყო შედეგი ექიმების და სამთავრობო გუნდის გააზრებული და ძალიან ეფექტიანი საპასუხო ღონისძიებების და ის, რომ ეს შედეგები დღემდე მდგრადია, ეს მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ასეც დარჩება.

გვქონდა დაახლოებით 8-9 ასეთი მიკროაფეთქების შემთხვევა: მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, ლენტეხი, ქობულეთი, ვანი, მესტია - ყველგან მიღებული იქნა მყისიერი ზომები და ეს მიკრომატება ლოკალიზებული იყო მაქსიმუმ 2 კვირაში", - განაცახდა ცერცვაძემ.

ლაგოდეხის ნაკრძალში ადგილობრივმა 30 წლის მამაკაცმა ლატვიელი ტურისტი გააუპატიურა

"რა ვქნათ, ცოცხალი ადამიანები ვართ, ლაღი ერი ვართ, იტალიელებს და ესპანელებს ვგავართ" - თენგიზ ცერცვაძე ქორწილში მყოფის დაინფიცირებაზე

4 ცვლილება, რომელთა განხორციელებასაც  მთავრობა ავტომობილის მართვასთან დაკავშირებით გეგმავს